3-4 იანვარს წლის პირველ ასტრონომიულ სანახაობას -„კვადრანტიდსის“ მეტეორების წვიმას ელიან.
სხვა წვიმისგან განსხვავებით, „კვადრანტიდსი“ მცირე ხანს, მხოლოდ რამდენიმე საათით გრძელდება, რაც იმით არის გამოწვეული, რომ ასტეროიდ 2003 EH1-ს მიერ დატოვებული ნარჩენების ველი, დედამიწის ორბიტასთან მიმართებაში პერპენდიკულარულად მდებარეობს.
ხანმოკლეობის მიუხედავად, „კვადრანტიდსის“ მეტეორების წვიმა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია - პიკის დროს მეტეორების რაოდენობა საათში 60-დან 100-მდე შეადგენს.
ასტრონომიულ მოვლენაზე დაკვირვება, რომელსაც სახელი თანავარსკვლავედის, „კვადრანს მურალისის“ მიხედვით უწოდეს, მსურველებს 3 იანვრის ღამიდან 4 იანვრის დილამდე შეეძლება.