ავტორი:

ცნობილი ქართველების საახალწლო ფოტოები "ინსტაგრამიდან"

ცნობილი ქართველების საახალწლო ფოტოები "ინსტაგრამიდან"

2019 წელი დადგა, ახალ წელს ყველა ახალი იმედებით და მოლოდინებით ხვდება, ყველა ცდილობს, რომ საახალწლო დღეებში განსაკუთრებული განწყობა შეიქმნას.

ცნობილმა ქართველებმა ახალი წლის დადგომა სხვადასხვაგვარად აღნიშნეს - ზოგმა ოჯახურ გარემოში, ზოგიერთმა მეგობრებში, ზოგი ქალაქგარეთ გავიდა ახალი წლის შესახვედრად. გთავაზობთ "ინსტაგრამიდან" ცნობილი ქართველების ფოტოებს, რომლებითაც მათ ახალი წელი მიულოცეს ინტერნეტმომხმარებლებს:

ნინი ბადურაშვილი დედასთან, ეკა კახიანთან ერთად თბილისში ცენტრში გამართულ საახალწლო კონცერტზე შეხვდა ახალ წელს. ამის ამსახველი ფოტოები და მილოცვა ნინიმ საკუთარ "ინსტაგრამზე" განათავსა:

"გილოცავთ 2019 წელს! უმაგრესი წელი იწყება დარწმუნებული ვარ! ყველა სურვილის ასრულებას გისურვებთ და რაც მთავარია ყველას ჯანმრთელობას! მიყვარხართ" - წერს ნინი ბადურაშვილი.

ქეთა თოფურიამ ასე მიულოცა ახალი წელი "ინსტაგრამზე" თავის გულშემატკივრებს: "გილოცავთ! ინტუიცია მკარნახობს, საოცარი წელი იქნება. გაიღიმეთ ხშირად და აუცილებლად იოცნებეთ! 2018 წლის ბოლო კონცერტი მაქვს და შემდეგ ნანატრ შვებულებაში მივემგზავრები!

დიზაინერმა ანუკი არეშიძემ ოჯახური ფოტოები გამოაქვეყნა "ინსტაგრამზე", 2018 წელიც შეაჯამა და კეთილი სურვილები გაუგზავნა ინტერნეტმომხმარებლებს:

"საოცარი წელი მქონდა, დავკარგე და შევიძინე უამრავი ადამიანი. განსაკუთრებული საჩუქარი 2018 წლის, ჩემი მეოთხე ბიჭი ნიკოლასია, რომელმაც საოცრად გამზარდა და კიდევ უფრო მეტად შემაყვარა ცხოვრება. დიდი მადლობა თქვენ, რომ ყოველ დღეს მილამაზებთ, უდიდეს სტიმულს მაძლევთ და მჩუქნით ამხელა სიყვარულის! რომელიც შეუფასებელია! გილოცავთ ახალ 2019 წელს! გისურვებთ ძალიან ლამაზ, ფერად და სიკეთით აღსავსე ახალ წელს!" - დაწერა ანუკიმ. ერთ-ერთ ფოტოზე კი, რომელზეც ის და დედაქალაქის მერი კახი კალაძე არიან ასახულნი, მიაწერა: მისტერ და მისის კალაძეები.

ჟურნალ "სითის" მთავარი რედაქტორი ეკა ხოფერია ასე გვილოცავს ახალ წელს:

"გილოცავთ! იცით რას გისურვებთ? ჯანმრთელობასთან, ბედნიერებასთან, მშვიდობასთან ერთად, გყავდეთ ირგვლივ სულ კეთილი და კარგი ადამიანები, ყოველთვის გქონდეს მოტივაცია საქმის ახლიდან დაწყების, გქონდეღ ბევრი სასიამოვნო მოულოდნელობა და ამ ჩვენს პატარა თუ დიდ სითი-ქალაქებში თოვლის ბაბუამ დააბრუნოს სიკეთე და სიყვარული! დიდი სიყვარულით, თქვენი ეკა ხოფერია"

მოდელი თაკო ჩხეიძე ახალ წელს ყაზბეგში შეხვდა.

მასთან ერთად თოვლიან ყაზბეგში მოდელის მეუღლე რუსლან აბაშიძე და მათი ორი ვაჟი იმყოფებოდნენ.

მოდელი თაკო ნაცვლიშვილი

ბიზნესმენ თოშა ქებურიას ოჯახმა ახალი წელი ქებურიების კუთვნილ კაჭრეთის ამბასადორში საახალწლო წვეულებაზე აღნიშნა. მილიონერის მოდელი მეუღლე ქეთი ჟღენტი წითელ კაბაში თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა.

მოდელი ქეთი ჟღენტი ქალიშვილთან კატერინასთან ერთად

მომღერალი ქრისტინე იმედაძე ბებია-ბაბუასთან და ნანი ბრეგვაძესთან ერთად

მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი

მოდელი ლალი ტოტიკაშვილი ქალიშვილთან ერთად

ადრიანა ლიმა "ალი და ნინოს" სკულპტურამ მოხიბლა - რას წერს ცნობილი მოდელი "ინსტაგრამზე"

"ხან რა მტკივა,  ხან - რა, მაგრამ აკრძალული მაქვს წუწუნი" - რაზე "იჩხუბეს" ხათუნა ჟორდანიამ და ზურა ხაჩიძემ პირდაპირ ეთერში?

ნინო ნადირაძისა და გუგა კუზანოვის პირველი ფოტო შვილიშვილთან - რას  აქვეყნებს ცნობილი ექიმი