პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფინანსთა მინისტრმა დააჯილდოვა მებაჟე ოფიცრები, რომლებმაც დუბაი-თბილისის რეისზე დიდი ოდენობით "კოკაინი" აღმოაჩინეს
ფინანსთა მინისტრმა დააჯილდოვა მებაჟე ოფიცრები, რომლებმაც დუბაი-თბილისის რეისზე დიდი ოდენობით "კოკაინი" აღმოაჩინეს

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ან­მა შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ბა­ჟო დე­პარ­ტა­მენ­ტის ხუთ მე­ბა­ჟე ოფი­ცერს მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლის და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის­თვის, მად­ლო­ბის სი­გე­ლე­ბი გა­დას­ცა.

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 15 ოქ­ტომ­ბერს სა­ბა­ჟო-გამ­შვე­ბი პუნ­ქტის "თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტი" თა­ნამ­შრომ­ლებ­მა დუ­ბაი-თბი­ლი­სის რე­ის­ზე დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა "კო­კა­ი­ნი" აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

მათ­თან ერ­თად ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა დამ­დე­გი შობა-ახა­ლი წელი მი­უ­ლო­ცა ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის იმ მე­ბა­ჟე ოფიც­რებს, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 24/7 რე­ჟიმ­ში იცა­ვენ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ სა­ზღვრებს. ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა ყვე­ლა მათ­განს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და 2018 წელს გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­სათ­ვის და ახალ, 2019 წელს წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვა.

"მსურს, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს მი­ვუ­ლო­ცო დამ­დე­გი შობა-ახა­ლი წელი. გან­სა­კუთ­რე­ბით, მე­ბა­ჟე ოფიც­რებს, რად­გან ისი­ნი, პრაქ­ტი­კუ­ლად, 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ. სიმ­ბო­ლუ­რია, რომ ჩვენ მო­ვე­დით თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში, სა­დაც წარ­მო­უდ­გენ­ლად დიდი დატ­ვირ­თვაა. შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით, რე­ი­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 4 ათა­სით, ხოლო მგზავ­რე­ბის ოდე­ნო­ბა 700 ათა­სით არის გაზ­რდი­ლი. დღეს ჩვენ შე­ვარ­ჩი­ეთ 5 თა­ნამ­შრო­მე­ლი, რომ­ლებ­მაც გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ი­ჩი­ნეს თავი და დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. თუმ­ცა, რა თქმა უნდა, არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ასე­ვე ძა­ლი­ან დიდი წვლი­ლი შე­აქვთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­ზღვრე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის საქ­მე­ში", - გა­ნა­ცხა­და ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა.

მისი თქმით, მო­მა­ვალ წელს და­გეგ­მი­ლია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მე­ბი­სა და სი­ახ­ლე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­ბა­ჟოს მი­მარ­თუ­ლე­ბით.

"მო­მა­ვალ წელს, ჩვენ გვექ­ნე­ბა ახა­ლი სა­ბა­ჟო კო­დექ­სი, რო­მე­ლიც სრულ თან­ხვედ­რა­შია ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­თან. ამავდრო­უ­ლად, მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ბა­ჟოს დი­გი­ტა­ლი­ზა­ცი­ის ინ­ტენ­სი­უ­რი პრო­ცე­სი. სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა რე­გი­ონ­სა და მსოფ­ლი­ო­ში, რო­მელ­საც სრულ­ფა­სო­ვა­ნი ციფ­რუ­ლი სა­ბა­ჟო ექ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

ავტორი:

ფინანსთა მინისტრმა დააჯილდოვა მებაჟე ოფიცრები, რომლებმაც დუბაი-თბილისის რეისზე დიდი ოდენობით "კოკაინი" აღმოაჩინეს

ფინანსთა მინისტრმა დააჯილდოვა მებაჟე ოფიცრები, რომლებმაც დუბაი-თბილისის რეისზე დიდი ოდენობით "კოკაინი" აღმოაჩინეს

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხუთ მებაჟე ოფიცერს მაღალი პროფესიონალიზმისა და განსაკუთრებული სირთულის დავალების შესრულებისთვის, მადლობის სიგელები გადასცა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს საბაჟო-გამშვები პუნქტის "თბილისის აეროპორტი" თანამშრომლებმა დუბაი-თბილისის რეისზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება "კოკაინი" აღმოაჩინეს.

მათთან ერთად ფინანსთა მინისტრმა დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის იმ მებაჟე ოფიცრებს, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 24/7 რეჟიმში იცავენ ქვეყნის ეკონომიკურ საზღვრებს. ფინანსთა მინისტრმა ყველა მათგანს მადლობა გადაუხადა 2018 წელს გაწეული საქმიანობისათვის და ახალ, 2019 წელს წარმატებები უსურვა.

"მსურს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი. განსაკუთრებით, მებაჟე ოფიცრებს, რადგან ისინი, პრაქტიკულად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. სიმბოლურია, რომ ჩვენ მოვედით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც წარმოუდგენლად დიდი დატვირთვაა. შარშანდელთან შედარებით, რეისების რაოდენობა 4 ათასით, ხოლო მგზავრების ოდენობა 700 ათასით არის გაზრდილი. დღეს ჩვენ შევარჩიეთ 5 თანამშრომელი, რომლებმაც განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი და დიდი ოდენობით ნარკოტიკი აღმოაჩინეს. თუმცა, რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს სხვა თანამშრომლები, რომლებსაც ასევე ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური საზღვრების უსაფრთხოების დაცვის საქმეში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, მომავალ წელს დაგეგმილია მნიშვნელოვანი რეფორმებისა და სიახლეების განხორციელება საბაჟოს მიმართულებით.

"მომავალ წელს, ჩვენ გვექნება ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც სრულ თანხვედრაშია ევროპულ სტანდარტებთან. ამავდროულად, მიმდინარეობს საბაჟოს დიგიტალიზაციის ინტენსიური პროცესი. საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონსა და მსოფლიოში, რომელსაც სრულფასოვანი ციფრული საბაჟო ექნება", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი