სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 ყველაზე სკანდალური ამბავი, რომელსაც 2018 წელს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა
4 ყველაზე სკანდალური ამბავი, რომელსაც 2018 წელს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

წარ­მო­გიდ­გენთ სკან­და­ლურ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ამ­ბებს, რომ­ლებ­საც 2018 წელს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავ­დნენ. AMBEBI.GE-მ 4 ყვე­ლა­ზე რე­ზო­ნან­სუ­ლი თემა შე­არ­ჩია:

1) ჩვე­ნი ოთხე­უ­ლის სა­თა­ვე­ში "კა­ნა­ფის კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტი აღ­მოჩ­ნდა, რომ­ლის გან­ხილ­ვა­შიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის თით­ქმის ყვე­ლა ფენა ჩა­ერ­თო. კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, კა­ნა­ფის მოყ­ვა­ნა-წარ­მო­ე­ბა და მის­გან მი­ღე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო და კოს­მე­ტი­კუ­რი პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორტზე გა­ტა­ნა ლე­გა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბად ცხად­დე­ბო­და. ცნო­ბი­ლი იყო, რომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვას მხარს უჭერ­და თვით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიც, რო­მელ­მაც ამის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ა­ნე­ბით თა­ვა­დაც ისა­უბ­რა.

მმარ­თვე­ლი გუნ­დის ლი­დე­რე­ბი ერ­თხმად გვარ­წმუ­ნებ­დნენ, რომ მა­რი­ხუ­ა­ნა გა­და­არ­ჩენ­და და ააყ­ვა­ვებ­და სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კას. მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი კა­ნა­ფის კულ­ტი­ვა­ცი­ი­სა და ექ­სპორტზე გა­ტა­ნის და­დე­ბით შე­დე­გებ­ზე სა­უბ­რი­სას მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნე­ბის ეკო­მო­კი­კურ მა­გა­ლი­თებ­სა და მე­დი­ცი­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე მიღ­წე­ვებს იშ­ვე­ლი­ებ­დნენ.

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი, ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი "მო­მა­ვა­ლი 2-3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ლი­არ­დი ლა­რის ექ­სპორტზე" სა­უბ­რობ­და, უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტატ­მა გუ­გუ­ლი მაღ­რა­ძემ კი მა­რი­ხუ­ა­ნა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის კულ­ტუ­რად "მო­ნათ­ლა" და სი­მინდსა და ლო­ბი­ოს გა­უ­თა­ნაბ­რა.

თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის მიღ­მა ქვე­ყა­ნა­ში ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბულ­თა მომ­რავ­ლე­ბის საფრ­თხე და­ი­ნა­ხეს.

"კერ­ძო სექ­ტორ­ში არ უნდა გა­და­ვი­დეს ეს დარ­გი... რად გვინ­და ისე­თი ეკო­ნო­მი­კა, თუ დავ­კარ­გავთ შვი­ლებს", - გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ.

"ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ამი­სათ­ვის მზად არ არის და არც იქ­ნე­ბა. ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა ამას არ და­უშ­ვებს... სა­ხელ­მწი­ფო­ზე რომ ფიქ­რობ­დნენ, სხვა რა­მეს მო­ი­ფიქ­რებ­დნენ... ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა ერის­თვის სა­მარ­ცხვი­ნოა... კა­ნა­ფის დამ­ზა­დე­ბის ნე­ბარ­თვა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ნარ­კო­ვაჭ­რო­ბის ლე­გა­ლი­ზე­ბაა, რაც ქვე­ყა­ნას უმ­ძი­მეს შე­დე­გებს მო­უ­ტანს", - ამ­ბობ­დნენ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი.

სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი მრევ­ლთან ერ­თად აწყობ­დნენ აქ­ცი­ებს და შეხ­ვედ­რებს მარ­თავ­დნენ ტაძ­რებ­ში. სა­ბო­ლო­ოდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­ურ­მა პრო­ტეს­ტმა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. 2 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში ილია მე­ო­რეს, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე­სა და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას შო­რის გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ მთავ­რო­ბამ "კა­ნა­ფის კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტის პარ­ლა­მენ­ტი­დან გაწ­ვე­ვა გა­და­წყვი­ტა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის სა­ჭი­რო­ე­ბის ერთ-ერთ მი­ზე­ზად ოპო­ზი­ცია სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ კა­ნონპ­რო­ექტს ასა­ხე­ლებ­და.

2) არ­ჩევ­ნე­ბი ვახ­სე­ნეთ და უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სკან­და­ლე­ბი­სა და ხმა­უ­რის გა­რე­შე არ ჩა­უვ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს რი­გით მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნებს. პი­ა­რის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი თუ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გნ­ლე­ბი ერ­თხმად აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ კან­დი­დატ­თა სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო სი­ძულ­ვი­ლის ენი­თა და ოპო­ნენ­ტთა ნე­გა­ტი­უ­რი კუ­თხით წარ­მო­ჩე­ნის მცდე­ლო­ბე­ბით. ოპო­ნენ­ტებ­მა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის უარ­ყო­ფი­თი კუ­თხით წარ­მო­სა­ჩე­ნად გა­მო­ი­ყე­ნეს მი­სი­ვე სა­არ­ჩევ­ნო ბა­ნე­რე­ბი, რომ­ლებ­ზეც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის სხვა ლი­დე­რე­ბი იყ­ვნენ გა­მო­სა­ხულ­ნი და რომ­ლე­ბიც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში სა­ყო­ველ­თაო ქი­ლი­კი­სა და სარ­კას­ტუ­ლი ფო­ტო­შარ­ჟე­ბის თე­მად იქცა.

"რა­საც ამ ქალს უკე­თე­ბენ, მარ­თლა არ ვიცი რა ქვია ამას. სა­ერ­თოდ ოდ­ნა­ვი თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა არ აქვს? ბილ­ბორ­დე­ბი­და­ნაც ჩა­მოხ­სნეს უკვე და ეს მელე­ხი გა­აკ­რეს. არ­ჩევ­ნე­ბია თუ კა­ვე­ე­ნი?!"

"წინა ტურ­ში უფრო სიმ­პა­თი­უ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და..."

"პირ­ველ ტურ­ში სა­ლო­მეს ნი­ღა­ბი ეკე­თა, ეხლა მო­იხ­სნა"

"ბა­ტო­ნო სა­ლო­მე, გვეშ­ვე­ლე­ბა რამე?", - წერ­დნენ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

ბა­ნე­რებ­ზე პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბის გა­მო­ჩე­ნა მე­ო­რე ტუ­რის­თვის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­ით ახ­სნა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ, ხოლო პრე­მი­ერ­მა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ გან­მარ­ტა, რომ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში გუნ­დის ლი­დერ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, რად­გან და­მო­უ­კი­დე­ბელ კან­დი­დატს მთე­ლი მმარ­თვე­ლი გუნ­დი უცხა­დებ­და მხარ­და­ჭე­რას.

გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ბა­ნე­რე­ბის იდე­ის ავ­ტო­რი პი­ა­რის ებ­რა­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი, მოშე კლუ­გ­ჰაფ­ტი აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­საც ექს-პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა "ება­ე­ლი აფე­რის­ტი" უწო­და და ან­ტი­სე­მი­ტურ სკან­დალ­შიც გა­ეხ­ვა.

„ჩვენ ჩა­მო­ვე­დით მე­ო­რე ტუ­რის­თვის და გა­დავ­წყვი­ტეთ, გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა აქ­ცენ­ტი არა მხო­ლოდ კან­დი­დატ­ზე, არა­მედ ძა­ლა­ზე, რო­მე­ლიც კან­დი­და­ტე­ბის უკან იდ­გნენ და მხარს უჭერ­დნენ მას. ეს იყო „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა“ და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ და­პი­რის­პი­რე­ბა... ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, მიგ­ვე­ტა­ნა გზავ­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბამ­დე - არ­ჩე­ვანს აკე­თებთ არა მხო­ლოდ ორ კან­დი­დატს, არა­მედ ორ იდე­ო­ლო­გი­ას და მმარ­თვე­ლო­ბის ორ წესს შო­რის,“ - გან­მარ­ტა პი­არ­ტექ­ნო­ლოგ­მა.

3) 2018 წელს ქარ­თუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სკან­და­ლურ თე­მად იქცა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ვა­ჟის, ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის ქორ­წი­ლი, რო­მე­ლიც წლის ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ქორ­წი­ლე­ბის სი­ა­შიც მოხ­ვდა.

ბერა ივა­ნიშ­ვილს წლე­ბის მან­ძილ­ზე აწყვი­ლებ­დნენ სხვა­დას­ხვა გო­გო­ნას­თან, თუმ­ცა საბო­ლო­ოდ ისეთ გო­გო­ნა­ზე იქორ­წი­ნა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მა­ნამ­დე წარ­მოდ­გე­ნაც არ გვქონ­და. ბე­რას რჩე­უ­ლი, უმ­შვე­ნი­ე­რე­სი მო­დე­ლი ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძე აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­გობ­რის ქა­ლიშ­ვი­ლია.

წყვი­ლის ლავ-სთო­რი რამ­დე­ნი­მე თვე გრძელ­დე­ბო­და. "და რაც აქამ­დე იყო ჩემი და შენი, დღეს გახ­და ჩვე­ნი" - ამ სი­ტყვე­ბით წა­რუდ­გი­ნა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ბე­რამ სა­ცო­ლე სა­ზო­გა­დო­ე­ბას სექ­ტემ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში, ნიშ­ნო­ბის შემ­დეგ.

ჯვრის­წე­რის წინ წყვი­ლი პატ­რი­არ­ქმა და­ლო­ცა. ნა­ნუ­კამ და ბე­რამ ჯვა­რი 11 ნო­ემ­ბერს სვე­ტი­ცხო­ველ­ში და­ი­წე­რეს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავ­და ქორ­წი­ლის ყვე­ლა დე­ტალს, მორ­თუ­ლო­ბი­თა და სტუმ­რე­ბით და­წყე­ბუ­ლი, ნეფე-დე­დოფ­ლის ჩაც­მუ­ლო­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

სვე­ტი­ცხო­ველ­ში ნა­ნუ­კას თეთ­რი კაბა ეცვა, ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი ელე­მენ­ტე­ბით, ბე­რას კი - ასე­ვე თეთ­რი ფე­რის ჩოხა.

წვე­უ­ლე­ბა­ზე 150 ადა­მი­ა­ნი იყო და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კოს­თა­გან კახი კა­ლა­ძე და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი. ქორ­წილს აფორ­მებ­და ან­სამ­ბლი "ერი­სი­ო­ნი" და ფრან­გი და ბრა­ზი­ლი­ე­ლი მუ­სი­კო­სე­ბი. მიწ­ვე­ულ­თა შო­რის არ აღ­მოჩ­ნდა ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის ნათ­ლია, მომ­ღე­რა­ლი თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე.

ჯვრის­წე­რის შემ­დეგ ქორ­წი­ლი კო­ჯორ­თან მდე­ბა­რე კომ­პლექსში Bioli Hall-ში გა­ი­მარ­თა. ქორ­წი­ლის­თვის მთლი­ა­ნი კომ­პლექ­სი უამ­რა­ვი ყვა­ვი­ლით იყო მორ­თუ­ლი. რეს­ტო­რან­ში ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძეს რალფ რუ­სოს 2017 წლის კო­ლექ­ცი­ის ულა­მა­ზე­სი ცის­ფე­რი კაბა ეცვა, რო­მე­ლიც 42 ათა­სი დო­ლა­რი ღირს.

ტაძ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად იყო გამ­კაც­რე­ბუ­ლი. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბე­რას ქორ­წი­ლის გამო სვე­ტი­ცხოვ­ლის ტა­ძა­რი და­ი­კე­ტა და იქ მომ­ლოც­ვე­ლებს არ უშ­ვებ­დნენ.

ამ­ბავს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სკან­და­ლუ­რი პოს­ტი მი­უ­ძღვნა ექს-პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა: "წარ­მო­იდ­გი­ნეთ რომ ედუ­ჩას ქორ­წი­ლის­თვის დაგ­ვე­ხუ­რა სვე­ტი­ცხო­ვე­ლი, იქი­დან კვი­რა დღეს მრევ­ლი გაგ­ვე­ყა­რა და სკა­მე­ბი დაგ­ვედ­გა, რო­გორც პრო­ვინ­ცი­უ­ლი რი­ტუ­ა­ლე­ბის დარ­ბაზ­ში, რა ამ­ბე­ბი და­ი­წყე­ბო­და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში...რაც მოხ­და, არის ყვე­ლა ტრა­დი­ცი­ის დარ­ღვე­ვა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრუ­ლი უპა­ტივ­ცემ­ლო­ბა", - წერ­და სა­ა­კაშ­ვი­ლი.

თუმ­ცა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სრუ­ლი სიც­რუე უწო­და სვე­ტი­ცხოვ­ლის მღვდელმსა­ხურ­მა, მამა პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლი­ამ. ხალ­ხს გა­და­ად­გი­ლე­ბას რომ ხელი არ შეშ­ლია და არც სვე­ტი­ცხო­ვე­ლი ყო­ფი­ლა და­კე­ტი­ლი, ეს და­ა­დას­ტუ­რა ასე­ვე ბე­რას მე­გო­ბარ­მა თემო მჟა­ვი­ა­მაც, რო­მე­ლიც ქორ­წილ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

სკან­და­ლუ­რი ბრალ­დე­ბე­ბის სა­პა­სუ­ხოდ პოს­ტი და­წე­რა ბერა ივა­ნიშ­ვილ­მაც: "ეკ­ლე­სი­ი­დან არც არა­ვინ გა­მო­უ­ძე­ვე­ბი­ათ და არც არა­ვის­თვის ლოც­ვა არ აუკ­რძა­ლავთ. ეს უბ­რა­ლოდ უტი­ფა­რი ტყუ­ი­ლია, რო­მე­ლიც მის გა­მავ­რცე­ლე­ბელ­თა სინ­დი­სის­თვის მი­მინ­დვია", - და­წე­რა ბე­რამ და ხარ­ჯებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კრი­ტი­კის პა­სუ­ხად აღ­ნიშ­ნა, რომ მის ქორ­წილ­ში ყვე­ლა­ფე­რი ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში იყო, ხოლო მისი ოჯა­ხის ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არაფ­რით უკავ­შირ­დე­ბა ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტს.

სა­ა­კაშ­ვილ­მა სკან­და­ლუ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბის გა­რე­შე არც ბე­რას ეს პოს­ტი და­ტო­ვა: "თუ გინ­და გა­ი­გო რო­გო­რია ზო­მი­ე­რი ცხოვ­რე­ბა, გა­გაც­ნობ ჩემ შვილს, რო­მე­ლიც შენი თა­ნა­ტო­ლია და შე­გიძ­ლია ერთი კვი­რით ეს­ტუმ­რო მას ოთახ­ნა­ხევ­რი­ან ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში", - და­წე­რა სა­ა­კაშ­ვილ­მა და ბე­რას შე­ახ­სე­ნა, რომ "იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც 150 ათა­სი ბავ­შვი ყო­ველ­დღე შიმ­ში­ლობს, მისი ოჯა­ხის­თვის ზო­მი­ე­რე­ბა, 450 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბულ სა­სახ­ლე­ში ყოფ­ნაა, სა­დაც მათ 4 ვეტმფრე­ნი და თვითმფრი­ნა­ვი ემ­სა­ხუ­რე­ბა".

4) წლე­ვან­დე­ლი ხმა­უ­რი­ა­ნი და სკან­და­ლუ­რი ამ­ბე­ბის ხუ­თე­უ­ლი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბო­და ღა­მის კლუბ "ბა­სი­ან­სა" და კაფე "გა­ლე­რი­ში" ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის გა­რე­შე, რო­მე­ლიც "ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ სპე­ცო­პე­რა­ცი­ად იქცა.

12 მა­ი­სის ღა­მეს "ბა­სი­ან­სა" და "გა­ლე­რი­ში" შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ნარ­კო­ტი­კე­ბის 8 გამ­სა­ღე­ბე­ლი და­ა­კა­ვეს. თუმ­ცა რო­გორც გა­ირ­კვა, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი პო­ლი­ცი­ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ამ­დე აიყ­ვა­ნა. შსს-მ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა ე.წ. კლუ­ბუ­რი ნარ­კო­ტი­კე­ბით ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გახ­ში­რე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბით ახ­სნა. სა­სიკ­ვდი­ლო ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია, მათი თქმით, ამ კლუ­ბებ­შიც ხდე­ბო­და.

სპე­ცო­პე­რა­ცია იმა­ვე ღა­მეს "ბა­სი­ა­ნის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­აპ­რო­ტეს­ტეს, რო­გორც კლუ­ბებ­ში მყოფ­მა პი­რებ­მა, ასე­ვე უამ­რავ­მა რი­გით­მა მო­ქა­ლა­ქემ, რო­მელ­თაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ გა­და­ი­ნაც­ვლეს, რად­გან პო­ლი­ცი­ამ მათ აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცი­ის გა­მარ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა. ხმა­უ­რი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა აქ­ცია პარ­ლა­მენ­ტთა­ნაც. 12 მა­ი­სის ღა­მეს პო­ლი­ცი­ა­სა და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტე­ბის შე­დე­გად, 60-მდე ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. პარ­ლა­მენ­ტთან აქ­ცი­ას ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევ­დნენ "თეთ­რი ხმა­უ­რის" მოძ­რა­ო­ბა და პარ­ტია "გირ­ჩი". იმ ღა­მეს და­ა­კა­ვეს "ბა­სი­ა­ნის" დამ­ფუძ­ნე­ბლე­ბი ზვი­ად გელ­ბა­ხი­ა­ნი და ტატო გე­თია, ასე­ვე "თეთ­რი ხმა­უ­რის" მოძ­რა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ბექა წი­ქა­რიშ­ვი­ლი, თუმ­ცა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პო­ლი­ცი­ამ კლუბ­ში მყოფ­თა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა მი­მართ უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბი და ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტე­ბი უარ­ყო.

სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­სა და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას დიდი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

"დიდი იმე­დი მაქვს, რომ ეს გუ­შინ­დე­ლი წი­ო­კი უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბის მიერ არა­ორ­დი­ნა­რულ თავ­გა­და­სავ­ლად იქ­ნე­ბა აღ­ქმუ­ლი და არა საფრ­თხედ და უსი­ა­მოვ­ნე­ბად, რო­მე­ლიც მათ გა­ნი­ზი­დავს ჩვე­ნი ქა­ლა­ქის­გან. ნარ­კო­ტი­კის გამ­სა­ღებ­ლებს სა­ხელ­მწი­ფო უნდა ებ­რძო­დეს, მაგ­რამ არა ასე­თი ფორ­მით, არა კლუ­ბე­ბის კულ­ტუ­რის მოს­პო­ბით... ნუ მო­ახ­დენთ კლუ­ბე­ბის დე­მო­ნი­ზე­ბას, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლი ბევ­რად ფარ­თო ას­პა­რეზ­ზე და ბევ­რად მას­შტა­ბუ­რა­დაა საბ­რძოლ­ვე­ლი. სი­ყალ­ბეა, ექ­სკლუ­ზი­უ­რად კლუ­ბებს მი­ე­წე­როს ამ პრობ­ლე­მის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ასე­თი აფეთ­ქე­ბა და ილუ­ზია შე­იქ­მნას, რომ ამ კლუ­ბე­ბის დარ­ბე­ვის გზით მოგ­ვარ­დე­ბა პრობ­ლე­მა", - წერ­და ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე.

რუს­თა­ველ­ზე აქ­ცია 12 მა­ი­სის ღა­მეს არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა და ის კი­დევ რამ­დე­ნი­მე დღეს ასე­ვე ხმა­უ­რი­ა­ნად გაგ­რძელ­და. აქ­ცი­ა­ზე შეკ­რე­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად პრო­ტესტს მუ­სი­კი­თა და ცეკ­ვით გა­მო­ხა­ტავ­დნენ. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თა მხრი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი მე­სი­ჯე­ბი გა­ის­მა. ისი­ნი ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის, მათ შო­რის იმ­დრო­ინ­დელ პრე­მი­ერ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი­სა და შს მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მას, სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის დას­ჯას და ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის შეც­ვლას მო­ი­თხოვ­დნენ. რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მალე "ქარ­თუ­ლი მარ­შის" მიერ მარ­თუ­ლი კონ­ტრაქ­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­მოჩ­ნდნენ, რომ­ლე­ბიც "თეთ­რი ხმა­უ­რის" მო­ძა­რო­ბის აქ­ცი­ას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ. ორ აქ­ცი­ას და­პი­რის­პი­რე­ბის­გან პო­ლი­ცია იცავ­და.

14 მა­ისს შედ­გა შეხ­ვედ­რა, რო­მელ­საც "თეთ­რი ხმა­უ­რის" მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რე­ბი, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი, კლუ­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, გი­ორ­გი გა­ხა­რია და სხვე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. მხა­რე­ებს შო­რის შე­თან­ხმე­ბა შედ­გა და, მო­სა­ლოდ­ნე­ლი ეს­კა­ლა­ცი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, აქ­ცია შე­წყდა. გი­ორ­გი გა­ხა­რია მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ აქ­ცი­ა­ზე გა­ვი­და და იქ შეკ­რე­ბი­ლებს მი­მარ­თა. შს მი­ნის­ტრმა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­თან გა­მოს­ვლა ბო­დი­შით და­ი­წყო.

კლუ­ბებ­მა "გა­ლე­რიმ" და "ბა­სი­ან­მა" მუ­შა­ო­ბა 22 და 23 მა­ისს გა­ნა­ახ­ლეს.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

4 ყველაზე სკანდალური ამბავი, რომელსაც 2018 წელს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

4 ყველაზე სკანდალური ამბავი, რომელსაც 2018 წელს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

წარმოგიდგენთ სკანდალურ საზოგადოებრივ ამბებს, რომლებსაც 2018 წელს სოციალურ ქსელებში ყველაზე აქტიურად განიხილავდნენ. AMBEBI.GE-მ 4 ყველაზე რეზონანსული თემა შეარჩია:

1) ჩვენი ოთხეულის სათავეში "კანაფის კონტროლის შესახებ" კანონპროექტი აღმოჩნდა, რომლის განხილვაშიც საზოგადოების თითქმის ყველა ფენა ჩაერთო. კანონპროექტის თანახმად, კანაფის მოყვანა-წარმოება და მისგან მიღებული სამედიცინო და კოსმეტიკური პროდუქციის ექსპორტზე გატანა ლეგალურ საქმიანობად ცხადდებოდა. ცნობილი იყო, რომ საკანონმდებლო ინიციატივას მხარს უჭერდა თვით ბიძინა ივანიშვილიც, რომელმაც ამის შესახებ მოგვიანებით თავადაც ისაუბრა.

მმართველი გუნდის ლიდერები ერთხმად გვარწმუნებდნენ, რომ მარიხუანა გადაარჩენდა და ააყვავებდა საქართველოს ეკონომიკას. მთავრობის წევრები კანაფის კულტივაციისა და ექსპორტზე გატანის დადებით შედეგებზე საუბრისას მოწინავე ქვეყნების ეკომოკიკურ მაგალითებსა და მედიცინის თანამედროვე მიღწევებს იშველიებდნენ.

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი "მომავალი 2-3 წლის განმავლობაში მილიარდი ლარის ექსპორტზე" საუბრობდა, უმრავლესობის დეპუტატმა გუგული მაღრაძემ კი მარიხუანა სოფლის მეურნეობის კულტურად "მონათლა" და სიმინდსა და ლობიოს გაუთანაბრა.

თუმცა საზოგადოებამ, განსაკუთრებით კი ეკლესიის წარმომადგენლებმა, საკანონმდებლო ინიციატივის მიღმა ქვეყანაში ნარკოდამოკიდებულთა მომრავლების საფრთხე დაინახეს.

"კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს დარგი... რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ შვილებს", - განაცხადა პატრიარქმა ილია მეორემ.

"ჩვენი ქვეყანა ამისათვის მზად არ არის და არც იქნება. ჩვენი მოსახლეობა ამას არ დაუშვებს... სახელმწიფოზე რომ ფიქრობდნენ, სხვა რამეს მოიფიქრებდნენ... ეს ინიციატივა ერისთვის სამარცხვინოა... კანაფის დამზადების ნებართვა, ფაქტობრივად, ნარკოვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს", - ამბობდნენ სასულიერო პირები.

სასულიერო პირები მრევლთან ერთად აწყობდნენ აქციებს და შეხვედრებს მართავდნენ ტაძრებში. საბოლოოდ, საზოგადოების აქტიურმა პროტესტმა შედეგი გამოიღო. 2 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოში ილია მეორეს, ირაკლი კობახიძესა და გიორგი გახარიას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ მთავრობამ "კანაფის კონტროლის შესახებ" კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევა გადაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საჭიროების ერთ-ერთ მიზეზად ოპოზიცია სწორედ აღნიშნულ კანონპროექტს ასახელებდა.

2) არჩევნები ვახსენეთ და უნდა აღინიშნოს, რომ სკანდალებისა და ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტის არჩევნებს. პიარის სპეციალისტები თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნლები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ კანდიდატთა საარჩევნო კამპანია გამორჩეული იყო სიძულვილის ენითა და ოპონენტთა ნეგატიური კუთხით წარმოჩენის მცდელობებით. ოპონენტებმა მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის უარყოფითი კუთხით წარმოსაჩენად გამოიყენეს მისივე საარჩევნო ბანერები, რომლებზეც მმართველი პარტიის სხვა ლიდერები იყვნენ გამოსახულნი და რომლებიც სოციალურ ქსელებში საყოველთაო ქილიკისა და სარკასტული ფოტოშარჟების თემად იქცა.

"რასაც ამ ქალს უკეთებენ, მართლა არ ვიცი რა ქვია ამას. საერთოდ ოდნავი თავმოყვარეობა არ აქვს? ბილბორდებიდანაც ჩამოხსნეს უკვე და ეს მელეხი გააკრეს. არჩევნებია თუ კავეენი?!"

"წინა ტურში უფრო სიმპათიურად გამოიყურებოდა..."

"პირველ ტურში სალომეს ნიღაბი ეკეთა, ეხლა მოიხსნა"

"ბატონო სალომე, გვეშველება რამე?", - წერდნენ სოციალურ ქსელებში.

ბანერებზე პარტიის ლიდერების გამოჩენა მეორე ტურისთვის განახლებული სტრატეგიით ახსნა ირაკლი კობახიძემ, ხოლო პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განმარტა, რომ საარჩევნო კამპანიაში გუნდის ლიდერთა მონაწილეობა ჩვეულებრივი ამბავია, რადგან დამოუკიდებელ კანდიდატს მთელი მმართველი გუნდი უცხადებდა მხარდაჭერას.

განახლებული ბანერების იდეის ავტორი პიარის ებრაელი სპეციალისტი, მოშე კლუგჰაფტი აღმოჩნდა, რომელსაც ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ებაელი აფერისტი" უწოდა და ანტისემიტურ სკანდალშიც გაეხვა.

„ჩვენ ჩამოვედით მეორე ტურისთვის და გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა აქცენტი არა მხოლოდ კანდიდატზე, არამედ ძალაზე, რომელიც კანდიდატების უკან იდგნენ და მხარს უჭერდნენ მას. ეს იყო „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირისპირება... ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მიგვეტანა გზავნილი მოსახლეობამდე - არჩევანს აკეთებთ არა მხოლოდ ორ კანდიდატს, არამედ ორ იდეოლოგიას და მმართველობის ორ წესს შორის,“ - განმარტა პიარტექნოლოგმა.

3) 2018 წელს ქართული სოციალური ქსელების ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ თემად იქცა ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერა ივანიშვილის ქორწილი, რომელიც წლის ყველაზე ძვირადღირებული ქორწილების სიაშიც მოხვდა.

ბერა ივანიშვილს წლების მანძილზე აწყვილებდნენ სხვადასხვა გოგონასთან, თუმცა საბოლოოდ ისეთ გოგონაზე იქორწინა, რომლის შესახებაც მანამდე წარმოდგენაც არ გვქონდა. ბერას რჩეული, უმშვენიერესი მოდელი ნანუკა გუდავაძე აღმოჩნდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია.

წყვილის ლავ-სთორი რამდენიმე თვე გრძელდებოდა. "და რაც აქამდე იყო ჩემი და შენი, დღეს გახდა ჩვენი" - ამ სიტყვებით წარუდგინა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ბერამ საცოლე საზოგადოებას სექტემბრის შუა რიცხვებში, ნიშნობის შემდეგ.

ჯვრისწერის წინ წყვილი პატრიარქმა დალოცა. ნანუკამ და ბერამ ჯვარი 11 ნოემბერს სვეტიცხოველში დაიწერეს. საზოგადოება აქტიურად განიხილავდა ქორწილის ყველა დეტალს, მორთულობითა და სტუმრებით დაწყებული, ნეფე-დედოფლის ჩაცმულობით დამთავრებული.

სვეტიცხოველში ნანუკას თეთრი კაბა ეცვა, ტრადიციული ქართული ელემენტებით, ბერას კი - ასევე თეთრი ფერის ჩოხა.

წვეულებაზე 150 ადამიანი იყო დაპატიჟებული, მათ შორის პოლიტიკოსთაგან კახი კალაძე და ირაკლი ღარიბაშვილი. ქორწილს აფორმებდა ანსამბლი "ერისიონი" და ფრანგი და ბრაზილიელი მუსიკოსები. მიწვეულთა შორის არ აღმოჩნდა ბერა ივანიშვილის ნათლია, მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე.

ჯვრისწერის შემდეგ ქორწილი კოჯორთან მდებარე კომპლექსში Bioli Hall-ში გაიმართა. ქორწილისთვის მთლიანი კომპლექსი უამრავი ყვავილით იყო მორთული. რესტორანში ნანუკა გუდავაძეს რალფ რუსოს 2017 წლის კოლექციის ულამაზესი ცისფერი კაბა ეცვა, რომელიც 42 ათასი დოლარი ღირს.

ტაძრის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იყო გამკაცრებული. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბერას ქორწილის გამო სვეტიცხოვლის ტაძარი დაიკეტა და იქ მომლოცველებს არ უშვებდნენ.

ამბავს სოციალურ ქსელში სკანდალური პოსტი მიუძღვნა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა: "წარმოიდგინეთ რომ ედუჩას ქორწილისთვის დაგვეხურა სვეტიცხოველი, იქიდან კვირა დღეს მრევლი გაგვეყარა და სკამები დაგვედგა, როგორც პროვინციული რიტუალების დარბაზში, რა ამბები დაიწყებოდა ჩვენს ქვეყანაში...რაც მოხდა, არის ყველა ტრადიციის დარღვევა და საზოგადოების სრული უპატივცემლობა", - წერდა სააკაშვილი.

თუმცა გავრცელებულ ინფორმაციას სრული სიცრუე უწოდა სვეტიცხოვლის მღვდელმსახურმა, მამა პეტრე კვარაცხელიამ. ხალხს გადაადგილებას რომ ხელი არ შეშლია და არც სვეტიცხოველი ყოფილა დაკეტილი, ეს დაადასტურა ასევე ბერას მეგობარმა თემო მჟავიამაც, რომელიც ქორწილში იმყოფებოდა.

სკანდალური ბრალდებების საპასუხოდ პოსტი დაწერა ბერა ივანიშვილმაც: "ეკლესიიდან არც არავინ გამოუძევებიათ და არც არავისთვის ლოცვა არ აუკრძალავთ. ეს უბრალოდ უტიფარი ტყუილია, რომელიც მის გამავრცელებელთა სინდისისთვის მიმინდვია", - დაწერა ბერამ და ხარჯებთან დაკავშირებით კრიტიკის პასუხად აღნიშნა, რომ მის ქორწილში ყველაფერი ზომიერების ფარგლებში იყო, ხოლო მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა არაფრით უკავშირდება ქვეყნის ბიუჯეტს.

სააკაშვილმა სკანდალური გამოხმაურების გარეშე არც ბერას ეს პოსტი დატოვა: "თუ გინდა გაიგო როგორია ზომიერი ცხოვრება, გაგაცნობ ჩემ შვილს, რომელიც შენი თანატოლია და შეგიძლია ერთი კვირით ესტუმრო მას ოთახნახევრიან ნაქირავებ ბინაში", - დაწერა სააკაშვილმა და ბერას შეახსენა, რომ "იმ ქვეყანაში, სადაც 150 ათასი ბავშვი ყოველდღე შიმშილობს, მისი ოჯახისთვის ზომიერება, 450 მილიონ დოლარად შეფასებულ სასახლეში ყოფნაა, სადაც მათ 4 ვეტმფრენი და თვითმფრინავი ემსახურება".

4) წლევანდელი ხმაურიანი და სკანდალური ამბების ხუთეული წარმოუდგენელი იქნებოდა ღამის კლუბ "ბასიანსა" და კაფე "გალერიში" ჩატარებული სპეცოპერაციის გარეშე, რომელიც "ოცნების" ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სპეცოპერაციად იქცა.

12 მაისის ღამეს "ბასიანსა" და "გალერიში" შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ნარკოტიკების 8 გამსაღებელი დააკავეს. თუმცა როგორც გაირკვა, ბრალდებულები პოლიციამ სპეცოპერაციამდე აიყვანა. შსს-მ სპეცოპერაციის ჩატარება ე.წ. კლუბური ნარკოტიკებით ახალგაზრდა ადამიანების გარდაცვალების გახშირებული ფაქტებით ახსნა. სასიკვდილო ნარკოტიკების რეალიზაცია, მათი თქმით, ამ კლუბებშიც ხდებოდა.

სპეცოპერაცია იმავე ღამეს "ბასიანის" მიმდებარე ტერიტორიაზე გააპროტესტეს, როგორც კლუბებში მყოფმა პირებმა, ასევე უამრავმა რიგითმა მოქალაქემ, რომელთაც მოგვიანებით პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს, რადგან პოლიციამ მათ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშვიდობიანი აქციის გამართვის საშუალება არ მისცა. ხმაურიანი აღმოჩნდა აქცია პარლამენტთანაც. 12 მაისის ღამეს პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი ინციდენტების შედეგად, 60-მდე ადამიანი დააკავეს. პარლამენტთან აქციას ორგანიზებას უწევდნენ "თეთრი ხმაურის" მოძრაობა და პარტია "გირჩი". იმ ღამეს დააკავეს "ბასიანის" დამფუძნებლები ზვიად გელბახიანი და ტატო გეთია, ასევე "თეთრი ხმაურის" მოძრაობის წარმომადგენელი ბექა წიქარიშვილი, თუმცა დაკავებულები მალევე გაათავისუფლეს. მოგვიანებით პოლიციამ კლუბში მყოფთა და აქციის მონაწილეთა მიმართ უკანონო ქმედებები და ძალის გადამეტების ფაქტები უარყო.

სპეცოპერაციასა და საპროტესტო აქციას დიდი რეზონანსი მოჰყვა სოციალურ ქსელებში.

"დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გუშინდელი წიოკი უცხოელი სტუმრების მიერ არაორდინარულ თავგადასავლად იქნება აღქმული და არა საფრთხედ და უსიამოვნებად, რომელიც მათ განიზიდავს ჩვენი ქალაქისგან. ნარკოტიკის გამსაღებლებს სახელმწიფო უნდა ებრძოდეს, მაგრამ არა ასეთი ფორმით, არა კლუბების კულტურის მოსპობით... ნუ მოახდენთ კლუბების დემონიზებას, ნარკოდანაშაული ბევრად ფართო ასპარეზზე და ბევრად მასშტაბურადაა საბრძოლველი. სიყალბეა, ექსკლუზიურად კლუბებს მიეწეროს ამ პრობლემის ბოლოდროინდელი ასეთი აფეთქება და ილუზია შეიქმნას, რომ ამ კლუბების დარბევის გზით მოგვარდება პრობლემა", - წერდა ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.

რუსთაველზე აქცია 12 მაისის ღამეს არ დასრულებულა და ის კიდევ რამდენიმე დღეს ასევე ხმაურიანად გაგრძელდა. აქციაზე შეკრებილი ადამიანები თავდაპირველად პროტესტს მუსიკითა და ცეკვით გამოხატავდნენ. თუმცა მოგვიანებით აქციის ორგანიზატორთა მხრიდან პოლიტიკური მესიჯები გაისმა. ისინი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების, მათ შორის იმდროინდელ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილისა და შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, სპეცოპერაციაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას და ნარკოპოლიტიკის შეცვლას მოითხოვდნენ. რუსთაველის გამზირზე მალე "ქართული მარშის" მიერ მართული კონტრაქციის წარმომადგენლები გამოჩნდნენ, რომლებიც "თეთრი ხმაურის" მოძარობის აქციას აპროტესტებდნენ. ორ აქციას დაპირისპირებისგან პოლიცია იცავდა.

14 მაისს შედგა შეხვედრა, რომელსაც "თეთრი ხმაურის" მოძრაობის ლიდერები, უფლებადამცველები, კლუბების წარმომადგენლები, გიორგი გახარია და სხვები ესწრებოდნენ. მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და, მოსალოდნელი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, აქცია შეწყდა. გიორგი გახარია მოლაპარაკებების შემდეგ აქციაზე გავიდა და იქ შეკრებილებს მიმართა. შს მინისტრმა აქციის მონაწილეებთან გამოსვლა ბოდიშით დაიწყო.

კლუბებმა "გალერიმ" და "ბასიანმა" მუშაობა 22 და 23 მაისს განაახლეს.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს