საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ცდილობდა რუსეთი საქართველოში ვაზის გადაშენებას 1880-იან წლებში - ისტორია, რომელიც ბევრმა ქართველმა არ იცის
როგორ ცდილობდა რუსეთი საქართველოში ვაზის გადაშენებას 1880-იან წლებში - ისტორია, რომელიც ბევრმა ქართველმა არ იცის

"1880-იანი წლე­ბის ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს მე­ვე­ნა­ხე­ო­ბას დიდ დი­ლე­მად ექცა ფი­ლო­ქ­სე­რა, რო­მე­ლიც მუსრს ავ­ლებ­და ვე­ნა­ხებს. რუს­მა სტა­რო­სელსკიმ და უცხო­ელ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა წა­მო­ა­ყე­ნეს ამ მწე­რის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის რა­დი­კა­ლუ­რი მე­თო­დი - და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ვა­ზის ამო­ძირ­კვა, ვაზ­ნამ­ყოფ მი­წა­ში კი შხამ­ქი­მი­კა­ტის ჩას­ხმა. ამ მე­თო­დის და­ნერგვა რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რებ­და ვე­ნა­ხებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და ნი­ა­და­გის ეკო­ლო­გი­ურ და­ბინ­ძუ­რე­ბას გა­მო­იწ­ვევ­და", - ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი - ვაჟა შუ­ბი­თი­ძე მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბებს გვაწ­ვდის, თუ რო­გორ ცდი­ლობ­და რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვა­ზის გა­და­შე­ნე­ბას.

- რუ­სე­თის იმ­პე­რი­ამ კავ­კა­სი­ა­ში ფე­ხის შე­მოდ­გმის­თა­ნა­ვე გეზი აიღო ად­გი­ლობ­რი­ვი წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბის, გე­ნო­ფონ­დი­სა და მე­ურ­ნე­ობ­რი­ვი ტრა­დი­ცი­ე­ბის მოს­პო­ბი­სა­კენ. ყო­ვე­ლი­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი და ტრა­დი­ცი­უ­ლი უნდა ამო­ძირ­კვუ­ლი­ყო და მის ნაც­ვლად ევ­რო­პუ­ლი ხე­ლოვ­ნუ­რად ჩა­ნერ­გი­ლი­ყო. ამ­გვა­რი, ხან­გრძლივ დრო­ზე გათ­ვლი­ლი კამ­პა­ნია და­ი­წყო ყო­ვე­ლი თეს­ლე­უ­ლი­სა და ნერ­გის უკონ­ტრო­ლო შე­მო­ტა­ნით კავ­კა­სი­ა­ში, რა­საც დი­დად უარ­ყო­ფი­თი, დამ­ღუპ­ვე­ლი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვა თან - შე­მო­ვი­და და­სავ­ლეთ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მცე­ნა­რე­თა და­ა­ვა­დე­ბე­ბი. მალე ნა­ცარ­მა მოს­პო გუ­რია-სა­მეგ­რე­ლოს ვე­ნა­ხე­ბი. მე­ო­რე დიდი და­ნა­შა­უ­ლი იყო, რომ შე­მო­ი­ტა­ნეს და და­ამ­კვიდ­რეს ამე­რი­კუ­ლი ჰიბ­რი­დი - "იზა­ბე­ლა" ("ადე­სა"). "იზა­ბე­ლა" სა­ქარ­თვე­ლოს მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა­ში ჩა­დე­ბუ­ლი უწყვე­ტი მოქ­მე­დე­ბის ნაღ­მია, რო­მელ­მაც შემ­დგო­მი 150 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თხელ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად იფეთ­ქა (თ. ღლონ­ტი).

1879 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ვე­ნა­ხე­ბის სა­ერ­თო ფარ­თობ­ში სა­მეგ­რე­ლოს ხვედ­რი­თი წილი 17%-ს შე­ად­გენ­და, გუ­რი­ის კი 8%-ს, 1990 წელს კი სა­მეგ­რე­ლო­სი - 1.9% იყო, გუ­რი­ის კი -1.1%. რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის მო­ხე­ლეს ივან ლენცს მთავ­რო­ბამ და­ა­ვა­ლა ევ­რო­პუ­ლი ვა­ზის ჯი­შე­ბის გავ­რცე­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. მან კა­ხეთ­ში ყი­რი­მი­დან 28 ევ­რო­პუ­ლი ვა­ზის ჯი­შის გავ­რცე­ლე­ბა სცა­და.

ათი წლის უნა­ყო­ფო წვა­ლე­ბის მერე 1846 წელს ლენცს ეყო პრო­ფე­სი­უ­ლი პა­ტი­ოს­ნე­ბა ეღი­ა­რე­ბი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში აზრი არ ჰქონ­და ევ­რო­პუ­ლი ჯი­შე­ბის შე­მო­ტა­ნა­სა და და­ნერგვას, რად­გან ად­გი­ლობ­რი­ვი ჯი­შე­ბი - რქა­წი­თე­ლი, კა­ხუ­რი მწვა­ნე, სა­ფე­რა­ვი, ხიხ­ვი და მცვი­ვა­ნი ევ­რო­პულ­ზე უფრო მა­ღალ­ხა­რის­ხო­ვან პრო­დუქ­ცი­ას იძ­ლე­ვი­ან და უფრო შე­გუ­ე­ბულ­ნი არი­ან ად­გი­ლობ­რივ ნი­ა­და­გურ-კლი­მა­ტურ პი­რო­ბებს.

ქარ­თუ­ლი ვა­ზის ჯი­შე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბის აღი­ა­რე­ბა, უპირ­ვე­ლე­სად, ქარ­თვე­ლი მი­წათ­მოქ­მე­დის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის ტოლ­ფა­სი გახ­ლდათ. ეს ფაქ­ტი ქარ­თუ­ლი ვა­ზის ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბაა და ეს კარ­გად უნდა გვახ­სოვ­დეს (თ.ლონ­ტი).

მაგ­რამ იმ­პე­რი­უ­ლი მან­ქა­ნა არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა. რად­გან ამ გზამ არ გა­ა­მარ­თლა, ახალ მზაკ­ვრულ რუ­სულ მე­თოდს მი­მარ­თეს. მე­ფის­ნაც­ვალ­მა მი­ხე­ილ ვო­რონ­ცოვ­მა 1845-50 წლებ­ში ყი­რი­მი­დან შე­მო­ი­ტა­ნა და მო­სახ­ლე­ო­ბა­ში უფა­სოდ და­ა­რი­გა 680 ათა­სი ძირი ევ­რო­პუ­ლი ვა­ზის ნერ­გი, თუმ­ცა არც ამან გა­ა­მარ­თლა - ქარ­თვე­ლი მე­ვე­ნა­ხე ფხიზ­ლობ­და და ამ რუ­სუ­ლი დი­ვერ­სი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შეძ­ლო და არ გა­ა­შე­ნა ეს ჯი­შე­ბი.

- კი­დევ რა გზებს იყე­ნებ­და რუ­სე­თი ქარ­თუ­ლი ვა­ზის და­სა­ზი­ა­ნებ­ლად?

- 1880-იანი წლე­ბის ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს მე­ვე­ნა­ხე­ო­ბას დიდ დი­ლე­მად ექცა ფი­ლო­ქ­სე­რა, რო­მე­ლიც მუსრს ავ­ლებ­და ვე­ნა­ხებს. რუს­მა სტა­რო­სელსკიმ და უცხო­ელ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა წა­მო­ა­ყე­ნეს ამ მწე­რის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის რა­დი­კა­ლუ­რი მე­თო­დი - და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ვა­ზის ამო­ძირ­კვა, ვაზ­ნამ­ყოფ მი­წა­ში კი შხამ­ქი­მი­კა­ტის ჩას­ხმა. ამ მე­თო­დის და­ნერგვა რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რებ­და ვე­ნა­ხებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და ნი­ა­და­გის ეკო­ლო­გი­ურ და­ბინ­ძუ­რე­ბას გა­მო­იწ­ვევ­და. მაგ­რამ, ჩვენ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­მოჩ­ნდა კვა­ლი­თე­ლი ქარ­თვე­ლი აგ­რო­ნო­მი იო­სებ გუნ­ცა­ძე, რო­მელ­მაც სა­კუ­თარ ნაკ­ვეთ­ში და­ყე­ნე­ბუ­ლი ცდე­ბით და­უმ­ტკი­ცა სტა­რო­სელკ­სის და მის მიმ­დევ­რებს, რომ ვე­ნა­ხე­ბის გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი მე­თო­დი ამე­რი­კულ სა­ძი­რე­ზე მყნო­ბა იყო. პრო­ფე­სო­რი მა­რი­ო­ნი ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ურ­ჩევ­და, ამე­რი­კუ­ლი ვაზი უვარ­გი­სია, მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა­ზე ხელი აი­ღეთ და მის მა­გივ­რად გვი­რი­ლა გა­ა­შე­ნე­თო.

დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გა­ი­მარ­ჯვა გუნ­ცა­ძემ და ამით ქარ­თუ­ლი მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა გა­და­ურ­ჩა დიდ გან­საც­დელს.

1975 წლის­თვის ოფი­ცი­ა­ლურ დო­ნე­ზე უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო ქარ­თუ­ლი მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის­თვის ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი და დამ­ღუპ­ვე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა: კა­ხეთ­ში ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად შეჰ­ქონ­დათ "იზა­ბე­ლას" ჯი­შის 1 მი­ლი­ო­ნი ცალი ნერ­გი, რაც ჩვე­ნი მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის­თვის ზურ­გში მახ­ვი­ლის ჩა­ცე­მის ტოლ­ფა­სი იქ­ნე­ბო­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, გან­ზრახ­ვა გა­ცხად­და და ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვე­ნი მეც­ნი­ერ-მე­ვე­ნა­ხე­ე­ბი­სა და მეღ­ვი­ნე­ე­ბის პრინ­ცი­პულ­მა პო­ზი­ცი­ამ იხ­სნა სი­ტუ­ა­ცია. მაგ­რამ, რო­გორც შემ­დგომ გა­ირ­კვა, მზაკ­ვრუ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად უფრო მე­ტად შე­ფა­რუ­ლი ხერ­ხი გა­მო­ი­ყე­ნეს. შე­უმ­ჩნევ­ლად, თან­და­თა­ნო­ბით ალაზ­ნის ველ­ზე შე­ი­ტა­ნეს ვა­ზის პირ­და­პირ-მწარ­მო­ებ­ლუ­რი თეთ­რი და წი­თე­ლი ჯი­შე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­სობ­რი­ვად მო­ე­დო შემ­დგომ წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ზვრებს (ე.წ. "უწამ­ლო სა­ფე­რა­ვი" და სხვა სუ­რო­გა­ტე­ბი). სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მაგ­რე­ბუ­ლი ღვი­ნო­ე­ბის (ე.წ. "პორტვე­ი­ნი") წარ­მო­ე­ბა ბოლ­შე­ვი­კე­ბის დროს და­ი­წყეს. 1950-60-იანი წლე­ბი­სათ­ვის მათი ხვედ­რი­თი წილი 25-30%-ი იყო, ხოლო 1985 წლი­სათ­ვის მათ არ­ნა­ხულ ზღვარს 70-75%-ს მი­აღ­წი­ეს. ეს იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო ნელ-ნელა მა­ღალ­ხა­რის­ხო­ვა­ნი სა­მარ­კო ღვი­ნო­ე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი რეს­პუბ­ლი­კი­დან აქ­ცი­ეს რუ­სე­თის ბაზ­რი­სათ­ვის სა­შუ­ა­ლო ღირ­სე­ბის მქო­ნე შე­მაგ­რე­ბუ­ლი ღვი­ნო­ე­ბის მა­სობ­რი­ვად მწარ­მო­ე­ბელ და მიმ­წო­დე­ბელ კო­ლო­ნი­ურ რე­გი­ო­ნად.

ამ მოვ­ლე­ნებ­მა საკ­მა­ოდ გა­ზარ­და ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის დონე და მას­შტა­ბი, მკვეთ­რად შე­ი­ლა­ხა და და­ე­ცა ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ხა­რის­ხი და რე­პუ­ტა­ცია ისე, რომ ინ­გლის­მა უარი თქვა სა­ფე­რა­ვის ღვი­ნის იმ­პორტზე სა­ქარ­თვე­ლო­დან, რაც შე­უ­ფერ­ხებ­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და მა­ნამ­დე. ჯერ კი­დევ 1960-იანი წლე­ბის ბო­ლოს იყო მცდე­ლო­ბა ქვევრში კა­ხუ­რი ტი­პის ღვი­ნის დამ­ზა­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ კამ­პა­ნი­ის წა­მო­წყე­ბი­სა, მაგ­რამ მეც­ნი­ერ-სპე­ცი­ა­ლის­ტთა პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცი­ის გამო ეს ვერ გან­ხორ­ცი­ელ­და, სა­მა­გი­ე­როდ მან კვლავ იჩი­ნა თავი 1980-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, ამ­ჯე­რად ეს მცდე­ლო­ბა უფრო მძი­მე შე­დე­გე­ბით დამ­თავ­რდა. სა­უ­კე­თე­სო ქვევ­რე­ბი მი­წით ამო­ავ­სეს და და­მარ­ხეს (ვაჩ­ნა­ძი­ა­ნის ღვი­ნის ქარ­ხა­ნა­ში). ეს ვან­და­ლუ­რი აქტი ქარ­თვე­ლებ­მა ჩა­ი­დი­ნეს (არა­და დღეს ქვევ­რს და ქვევ­რის ღვი­ნოს იუ­ნეს­კოს მიერ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის ძეგლის სტა­ტუ­სი 2015 წლი­დან). ამა­ვე დროს კვლავ წარ­მო­იშ­ვა და აგორ­და ტენ­დე­ცია ევ­რო­პუ­ლი ჯი­შე­ბის შე­მო­ტა­ნა-გავ­რცე­ლე­ბი­სა იმ მო­ტი­ვით, რომ ჩვე­ნი ჯი­შე­ბი მი­უ­ღე­ბე­ლია ევ­რო­პელ­თათ­ვის და მათი მო­სა­წო­ნი ღვი­ნო სწო­რედ ევ­რო­პუ­ლი ვა­ზის ჯი­შე­ბი­დან უნდა და­ვამ­ზა­დო­თო. დეგ­რა­დი­რე­ბა არ ას­ცდა ჩვენს სა­ა­მა­ყო ღვი­ნო­ებს "წი­ნან­დელს", "გურ­ჯა­ანს", "ნა­ფა­რე­ულს", სამ­წლი­ა­ნის ნაც­ვლად მი­ვი­ღეთ ემა­ლი­რე­ბულ რე­ზერ­ვუ­ა­რებ­ში და­ყე­ნე­ბუ­ლი ორ­წლი­ა­ნი ღვი­ნო­ე­ბი, რო­მელ­თაც არა­ვი­თა­რი სა­ერ­თო არ ჰქონ­დათ სა­ხე­ლო­ვან წი­ნა­მორ­ბე­დებ­თან. და­ირ­ღვა ტექ­ნო­ლო­გია, გა­უ­ა­რეს­და ხა­რის­ხი.

1990 წელს სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნის­ტურ­მა მთავ­რო­ბამ და­ამ­ტკი­ცა ყუ­რძნის შე­სას­ყი­დი ფა­სე­ბის ახა­ლი პრე­ის­კუ­რან­ტი, რო­მელ­შიც ყოვ­ლად მო­უ­ლოდ­ნე­ლად და უსა­ფუძ­ვლოდ 1 კი­ლოგ­რა­მი "იზა­ბე­ლას" შე­სას­ყი­დი ფასი 1 მა­ნე­თით გა­ნი­სა­ზღვრა (ტყე­მა­ლი 2 მა­ნე­თი ღირ­და მა­შინ), ძვირ­ფა­სი ად­გი­ლობ­რი­ვი ჯი­შე­ბი­სა კი 50-60 კა­პი­კით. ეს იყო წი­ნას­წარ გა­მიზ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა გა­ეზ­რდათ მწარ­მო­ე­ბელ­თა ეკო­ნო­მი­კუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბა "იზა­ბე­ლას" ყუ­რძნით სა­ფე­რა­ვის, ალექ­სან­დრო­უ­ლის, ალა­დას­ტუ­რის, უსახ­ლე­ა­უ­რის, თავკვე­რი­სა და სხვა ძვირ­ფა­სი ჯი­შე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, მით უფრო, რომ "იზა­ბე­ლას" მოყ­ვა­ნას არც დიდი შრო­მა და არც დიდი კა­პი­ტა­ლი არ სჭირ­დე­ბა (თ. ღლონ­ტი).

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა..
2

ვერ დავეთანხმები ამ სტატიას..

ბადრი
4

სისულელეა. სტაროსელსკი იყო სწორედ პასუხისმგებელი და მან დანერგა დღევანდელი ტექნოლოგიები და გადაარჩინა ქართული ჯიშები, შეიძლება გუნცაძეც იყო შემოქმედი ,მაგრამ სტაროსელსკის ებარა ეგ საქმე და მისი როლის დაკნინება მიზანმიმართული ანტირუსული პროპაგანდის ნაწილია, ყველგან მტრებს ნუ ვეძებთ. 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

როგორ ცდილობდა რუსეთი საქართველოში ვაზის გადაშენებას 1880-იან წლებში - ისტორია, რომელიც ბევრმა ქართველმა არ იცის

როგორ ცდილობდა რუსეთი საქართველოში ვაზის გადაშენებას 1880-იან წლებში - ისტორია, რომელიც ბევრმა ქართველმა არ იცის

"1880-იანი წლების ბოლოს საქართველოს მევენახეობას დიდ დილემად ექცა ფილოქსერა, რომელიც მუსრს ავლებდა ვენახებს. რუსმა სტაროსელსკიმ და უცხოელმა სპეციალისტებმა წამოაყენეს ამ მწერის წინააღმდეგ ბრძოლის რადიკალური მეთოდი - დაავადებული ვაზის ამოძირკვა, ვაზნამყოფ მიწაში კი შხამქიმიკატის ჩასხმა. ამ მეთოდის დანერგვა რამდენიმე წელიწადში მთლიანად გაანადგურებდა ვენახებს საქართველოში და ნიადაგის ეკოლოგიურ დაბინძურებას გამოიწვევდა", - ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი - ვაჟა შუბითიძე მეტად საინტერესო ცნობებს გვაწვდის, თუ როგორ ცდილობდა რუსეთი საქართველოში ვაზის გადაშენებას.

- რუსეთის იმპერიამ კავკასიაში ფეხის შემოდგმისთანავე გეზი აიღო ადგილობრივი წეს-ჩვეულებების, გენოფონდისა და მეურნეობრივი ტრადიციების მოსპობისაკენ. ყოველივე ადგილობრივი და ტრადიციული უნდა ამოძირკვულიყო და მის ნაცვლად ევროპული ხელოვნურად ჩანერგილიყო. ამგვარი, ხანგრძლივ დროზე გათვლილი კამპანია დაიწყო ყოველი თესლეულისა და ნერგის უკონტროლო შემოტანით კავკასიაში, რასაც დიდად უარყოფითი, დამღუპველი შედეგები მოჰყვა თან - შემოვიდა დასავლეთში გავრცელებული მცენარეთა დაავადებები. მალე ნაცარმა მოსპო გურია-სამეგრელოს ვენახები. მეორე დიდი დანაშაული იყო, რომ შემოიტანეს და დაამკვიდრეს ამერიკული ჰიბრიდი - "იზაბელა" ("ადესა"). "იზაბელა" საქართველოს მევენახეობაში ჩადებული უწყვეტი მოქმედების ნაღმია, რომელმაც შემდგომი 150 წლის განმავლობაში არაერთხელ მიზანმიმართულად იფეთქა (თ. ღლონტი).

1879 წელს საქართველოს ვენახების საერთო ფართობში სამეგრელოს ხვედრითი წილი 17%-ს შეადგენდა, გურიის კი 8%-ს, 1990 წელს კი სამეგრელოსი - 1.9% იყო, გურიის კი -1.1%. რუსეთის იმპერიის მოხელეს ივან ლენცს მთავრობამ დაავალა ევროპული ვაზის ჯიშების გავრცელება საქართველოში. მან კახეთში ყირიმიდან 28 ევროპული ვაზის ჯიშის გავრცელება სცადა.

ათი წლის უნაყოფო წვალების მერე 1846 წელს ლენცს ეყო პროფესიული პატიოსნება ეღიარებინა, რომ საქართველოში აზრი არ ჰქონდა ევროპული ჯიშების შემოტანასა და დანერგვას, რადგან ადგილობრივი ჯიშები - რქაწითელი, კახური მწვანე, საფერავი, ხიხვი და მცვივანი ევროპულზე უფრო მაღალხარისხოვან პროდუქციას იძლევიან და უფრო შეგუებულნი არიან ადგილობრივ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებს.

ქართული ვაზის ჯიშების უპირატესობის აღიარება, უპირველესად, ქართველი მიწათმოქმედის მრავალსაუკუნოვანი ცოდნისა და გამოცდილების აღიარების ტოლფასი გახლდათ. ეს ფაქტი ქართული ვაზის ისტორიული გამარჯვებაა და ეს კარგად უნდა გვახსოვდეს (თ.ლონტი).

მაგრამ იმპერიული მანქანა არ გაჩერებულა. რადგან ამ გზამ არ გაამართლა, ახალ მზაკვრულ რუსულ მეთოდს მიმართეს. მეფისნაცვალმა მიხეილ ვორონცოვმა 1845-50 წლებში ყირიმიდან შემოიტანა და მოსახლეობაში უფასოდ დაარიგა 680 ათასი ძირი ევროპული ვაზის ნერგი, თუმცა არც ამან გაამართლა - ქართველი მევენახე ფხიზლობდა და ამ რუსული დივერსიის თავიდან აცილება შეძლო და არ გააშენა ეს ჯიშები.

- კიდევ რა გზებს იყენებდა რუსეთი ქართული ვაზის დასაზიანებლად?

- 1880-იანი წლების ბოლოს საქართველოს მევენახეობას დიდ დილემად ექცა ფილოქსერა, რომელიც მუსრს ავლებდა ვენახებს. რუსმა სტაროსელსკიმ და უცხოელმა სპეციალისტებმა წამოაყენეს ამ მწერის წინააღმდეგ ბრძოლის რადიკალური მეთოდი - დაავადებული ვაზის ამოძირკვა, ვაზნამყოფ მიწაში კი შხამქიმიკატის ჩასხმა. ამ მეთოდის დანერგვა რამდენიმე წელიწადში მთლიანად გაანადგურებდა ვენახებს საქართველოში და ნიადაგის ეკოლოგიურ დაბინძურებას გამოიწვევდა. მაგრამ, ჩვენდა საბედნიეროდ, გამოჩნდა კვალითელი ქართველი აგრონომი იოსებ გუნცაძე, რომელმაც საკუთარ ნაკვეთში დაყენებული ცდებით დაუმტკიცა სტაროსელკსის და მის მიმდევრებს, რომ ვენახების გადარჩენის ერთადერთი მეთოდი ამერიკულ საძირეზე მყნობა იყო. პროფესორი მარიონი ქართველ საზოგადოებას ურჩევდა, ამერიკული ვაზი უვარგისია, მევენახეობაზე ხელი აიღეთ და მის მაგივრად გვირილა გააშენეთო.

დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, გაიმარჯვა გუნცაძემ და ამით ქართული მევენახეობა გადაურჩა დიდ განსაცდელს.

1975 წლისთვის ოფიციალურ დონეზე უნდა განხორციელებულიყო ქართული მევენახეობისთვის ყოვლად მიუღებელი და დამღუპველი ღონისძიება: კახეთში ორგანიზებულად შეჰქონდათ "იზაბელას" ჯიშის 1 მილიონი ცალი ნერგი, რაც ჩვენი მევენახეობისთვის ზურგში მახვილის ჩაცემის ტოლფასი იქნებოდა. საბედნიეროდ, განზრახვა გაცხადდა და ამ შემთხვევაში ჩვენი მეცნიერ-მევენახეებისა და მეღვინეების პრინციპულმა პოზიციამ იხსნა სიტუაცია. მაგრამ, როგორც შემდგომ გაირკვა, მზაკვრული მიზნის მისაღწევად უფრო მეტად შეფარული ხერხი გამოიყენეს. შეუმჩნევლად, თანდათანობით ალაზნის ველზე შეიტანეს ვაზის პირდაპირ-მწარმოებლური თეთრი და წითელი ჯიშები, რომლებიც მასობრივად მოედო შემდგომ წლებში საქართველოს ზვრებს (ე.წ. "უწამლო საფერავი" და სხვა სუროგატები). საქართველოში შემაგრებული ღვინოების (ე.წ. "პორტვეინი") წარმოება ბოლშევიკების დროს დაიწყეს. 1950-60-იანი წლებისათვის მათი ხვედრითი წილი 25-30%-ი იყო, ხოლო 1985 წლისათვის მათ არნახულ ზღვარს 70-75%-ს მიაღწიეს. ეს იმაზე მიანიშნებდა, რომ საქართველო ნელ-ნელა მაღალხარისხოვანი სამარკო ღვინოების მწარმოებელი რესპუბლიკიდან აქციეს რუსეთის ბაზრისათვის საშუალო ღირსების მქონე შემაგრებული ღვინოების მასობრივად მწარმოებელ და მიმწოდებელ კოლონიურ რეგიონად.

ამ მოვლენებმა საკმაოდ გაზარდა ფალსიფიკაციის დონე და მასშტაბი, მკვეთრად შეილახა და დაეცა ქართული ღვინის ხარისხი და რეპუტაცია ისე, რომ ინგლისმა უარი თქვა საფერავის ღვინის იმპორტზე საქართველოდან, რაც შეუფერხებლად ხორციელდებოდა მანამდე. ჯერ კიდევ 1960-იანი წლების ბოლოს იყო მცდელობა ქვევრში კახური ტიპის ღვინის დამზადების წინააღმდეგ კამპანიის წამოწყებისა, მაგრამ მეცნიერ-სპეციალისტთა პრინციპული პოზიციის გამო ეს ვერ განხორციელდა, სამაგიეროდ მან კვლავ იჩინა თავი 1980-იანი წლების დასაწყისში, ამჯერად ეს მცდელობა უფრო მძიმე შედეგებით დამთავრდა. საუკეთესო ქვევრები მიწით ამოავსეს და დამარხეს (ვაჩნაძიანის ღვინის ქარხანაში). ეს ვანდალური აქტი ქართველებმა ჩაიდინეს (არადა დღეს ქვევრს და ქვევრის ღვინოს იუნესკოს მიერ მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი 2015 წლიდან). ამავე დროს კვლავ წარმოიშვა და აგორდა ტენდეცია ევროპული ჯიშების შემოტანა-გავრცელებისა იმ მოტივით, რომ ჩვენი ჯიშები მიუღებელია ევროპელთათვის და მათი მოსაწონი ღვინო სწორედ ევროპული ვაზის ჯიშებიდან უნდა დავამზადოთო. დეგრადირება არ ასცდა ჩვენს საამაყო ღვინოებს "წინანდელს", "გურჯაანს", "ნაფარეულს", სამწლიანის ნაცვლად მივიღეთ ემალირებულ რეზერვუარებში დაყენებული ორწლიანი ღვინოები, რომელთაც არავითარი საერთო არ ჰქონდათ სახელოვან წინამორბედებთან. დაირღვა ტექნოლოგია, გაუარესდა ხარისხი.

1990 წელს საქართველოს კომუნისტურმა მთავრობამ დაამტკიცა ყურძნის შესასყიდი ფასების ახალი პრეისკურანტი, რომელშიც ყოვლად მოულოდნელად და უსაფუძვლოდ 1 კილოგრამი "იზაბელას" შესასყიდი ფასი 1 მანეთით განისაზღვრა (ტყემალი 2 მანეთი ღირდა მაშინ), ძვირფასი ადგილობრივი ჯიშებისა კი 50-60 კაპიკით. ეს იყო წინასწარ გამიზნული ქმედება გაეზრდათ მწარმოებელთა ეკონომიკური დაინტერესება "იზაბელას" ყურძნით საფერავის, ალექსანდროულის, ალადასტურის, უსახლეაურის, თავკვერისა და სხვა ძვირფასი ჯიშების საწინააღმდეგოდ, მით უფრო, რომ "იზაბელას" მოყვანას არც დიდი შრომა და არც დიდი კაპიტალი არ სჭირდება (თ. ღლონტი).