პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცვლილებები და რეგულაციები, რომელიც 2019 წლიდან ყველა ჩვენგანს შეეხება
ცვლილებები და რეგულაციები, რომელიც 2019 წლიდან ყველა ჩვენგანს შეეხება

2018 წელს ამოქ­მედ­და ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს პირ­და­პირ ან ირი­ბად შე­ე­ხო.

მათ შო­რის, სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და ტაქ­სე­ბის ლი­ცენ­ზი­რე­ბა, 40 ათა­სი და მეტი წლი­უ­რი შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ოჯა­ხებს ავ­ტო­მო­ბილ­ზე ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­და და­ე­კის­რათ, ამოქ­მედ­და დე­პო­ზი­ტე­ბის და­ზღვე­ვის სის­ტე­მა, თამ­ბა­ქოს მო­წე­ვა აიკ­რძა­ლა შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბებ­ში და ა.შ. 2019 წლი­და­ნაც ძა­ლა­ში შე­დის არა­ერ­თი ცვლი­ლე­ბა, რის შე­სა­ხე­ბაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვი­ცო­დეთ.

რო­გორ დაგ­როვ­დე­ბა პენ­სია

2019 წლის და­სა­წყი­სი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სის­ტე­მა უნდა ამოქ­მედ­დეს. რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში პენ­სი­ის დაგ­რო­ვე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დე­ბა 40 წლამ­დე ასა­კის და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის­თვის, ხოლო 40 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ­თათ­ვის სის­ტე­მა­ში ჩარ­თვა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი იქ­ნე­ბა. ყო­ველ­თვი­უ­რად და­საქ­მე­ბუ­ლის ხელ­ფა­სის 6% გა­და­ი­რი­ცხე­ბა სა­პენ­სიო ფონდში, თუმ­ცა მო­ქა­ლა­ქეს მხო­ლოდ 2%-ის გა­ღე­ბა მო­უ­წევს - 2-2%-ს დამ­საქ­მე­ბე­ლი და სა­ხელ­მწი­ფო ჩა­რი­ცხა­ვენ.

სა­ყო­ველ­თაო ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბა

2018 წელს ამოქ­მედ­და ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა სამ­გზავ­რო და სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­თვის, აგ­რეთ­ვე 3 000 კუბ/სმ ან მეტი ძრა­ვის მო­ცუ­ლო­ბის მქო­ნე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის. მთლი­ა­ნად ავ­ტო­პარ­კის­თვის კი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო 2019 წლის 1-ლი იან­ვრი­დან ხდე­ბა. მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბის ფასი 60 ლა­რია. მძღოლს შე­უძ­ლია ინ­სპექ­ტი­რე­ბის ცენ­ტრი თვი­თონ აირ­ჩი­ოს. თუ პირ­ველ ეტაპ­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლი ინ­სპექ­ტი­რე­ბის მო­თხოვ­ნებს ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს, ხარ­ვე­ზის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად ერთი თვე ექ­ნე­ბათ, რის შემ­დე­გაც გან­მე­ო­რე­ბი­თი ინ­სპექ­ტი­რე­ბა უფა­სოა.

სეს­ხის გა­ცე­მა რთულ­დე­ბა

2019 წლის 1-ლი იან­ვრი­დან ამოქ­მედ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის (სებ) დე­ბუ­ლე­ბა, რომ­ლი­თაც სეს­ხის გამ­ცემ ყვე­ლა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ევა­ლე­ბა, შე­ა­ფა­სოს მსეს­ხებ­ლის გა­დახ­დი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა და არ გას­ცეს ფი­ზი­კურ პირ­ზე იმა­ზე მეტი სეს­ხი ან და­ა­კის­როს სხვა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად, თავ­დე­ბო­ბა, ვიდ­რე მას გა­დახ­დის რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს. გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც. მა­გა­ლი­თად, სა­ლომ­ბარ­დო სეს­ხე­ბის დროს შე­მო­სავ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის და ფი­ზი­კუ­რი პი­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მხო­ლოდ გი­რა­ოს საგ­ნით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა.

თეთ­რი ტაქ­სი, ფე­რა­დი ტაქ­სი... თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 2018 წლის აგ­ვის­ტო­დან ტაქ­სის ლი­ცენ­ზი­ის აღე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და. ცოტა ხნის წინ კი თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლომ და­ამ­ტკი­ცა ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც 2019 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან შევა ძა­ლა­ში. იქ­ნე­ბა ორი: ა- და ბ-კა­ტე­გო­რი­ე­ბის ლი­ცენ­ზია. ა-კა­ტე­გო­რი­ის თა­ნახ­მად, ტაქ­სი უნდა იყოს თეთ­რი, მარ­ცხე­ნა­სა­ჭი­ა­ნი, ხუთ­კა­რი­ა­ნი (სა­ბარ­გუ­ლის კა­რი­ა­ნად). ისი­ნი ისარ­გებ­ლე­ბენ უფა­სო სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლე­ბით; ბ-კა­ტე­გო­რი­ის ტაქსზე ფე­რის მო­თხოვ­ნა არ გავ­რცელ­დე­ბა, ოღონდ მხო­ლოდ გა­მო­ძა­ხე­ბით იმუ­შა­ვე­ბენ.

თბი­ლი­სის ახა­ლი "კონ­სტი­ტუ­ცია"

თბი­ლი­სის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მა 2019 წლის 1-ლი იან­ვრის­თვის უნდა დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი­ყო. გენ­გეგ­მა ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბამ უკვე მი­ი­ღო და და­სამ­ტკი­ცებ­ლად საკ­რე­ბუ­ლოს გა­და­უგ­ზავ­ნა. გეგ­მა ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის დად­გე­ნი­სას ოთხ ძი­რი­თად კონ­ცეპ­ტუ­ა­ლურ მო­საზ­რე­ბას ეყ­რდნო­ბა: კომ­პაქ­ტუ­რი ქა­ლა­ქი; მწვა­ნე ქა­ლა­ქი; კარ­გად შე­კავ­ში­რე­ბუ­ლი ქა­ლა­ქი; მე­დე­გი ქა­ლა­ქი. და­სა­ხელ­და 11 ად­გი­ლი, სა­დაც ქა­ო­სუ­რი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის პრობ­ლე­მაა და ის აუ­ცი­ლებ­ლად შე­ჩერ­დე­ბა.

"გა­აჩ­ნია ზო­ნას" - პარ­კი­რე­ბა თბი­ლის­ში

2019 წლის იან­ვრი­დან იწყე­ბა სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ში პარ­კი­რე­ბა­ზე ზო­ნა­ლურ-სა­ა­თობ­რი­ვი სა­ფა­სუ­რის შე­მო­ღე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. რო­გორც თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში ამ­ბო­ბენ, ყვე­ლა რა­ი­ონ­ში, ყვე­ლა უბან­ში პარ­კი­რე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტა­რი­ფი იქ­ნე­ბა.

"და­ვამ­რგვა­ლოთ" ხურ­და ფული

2019 წლის 1-ლი იან­ვრი­დან, ნაღ­დი ან­გა­რიშს­წო­რე­ბი­სას დამ­რგვა­ლე­ბის მე­თო­დი იმოქ­მე­დებს, ხოლო უნაღ­დო ან­გა­რიშს­წო­რე­ბა კვლა­ვაც 1 თეთ­რის სი­ზუს­ტით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. სებ-ის გან­მარ­ტე­ბით, როცა გა­და­სახ­დე­ლი თან­ხა არ მთავ­რდე­ბა 0-ზე ან 5-ზე, ფასი დამ­რგვალ­დე­ბა მე­ტო­ბით ან ნაკ­ლე­ბო­ბით: 1 და 2 თეთრზე დამ­თავ­რე­ბუ­ლი გა­და­სახ­დე­ლი თან­ხა დამ­რგვალ­დე­ბა ნაკ­ლე­ბო­ბით 0-მდე, 3 და 4 თეთრზე დამ­თავ­რე­ბუ­ლი - მე­ტო­ბით 5-მდე, 6 და 7 თეთრზე დამ­თავ­რე­ბუ­ლი - ასე­ვე 5-მდე, ხოლო 8 და 9 თეთრზე დამ­თავ­რე­ბუ­ლი - დამ­რგვალ­დე­ბა მე­ტო­ბით ათე­უ­ლამ­დე.

ხორ­ბლის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით იმ­პორ­ტი აიკ­რძა­ლე­ბა

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა ხორ­ბლი­სა და ფქვი­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით იმ­პორ­ტის შე­ზღუდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბრძა­ნე­ბა, რო­მე­ლიც 2018 წლის 15 სექ­ტემ­ბერს უნდა ამოქ­მე­დე­ბუ­ლი­ყო, ერთი წლით გა­და­ა­ვა­და. ხორ­ბლის იმ­პორტზე შე­ზღუდ­ვა 1-ლი ოქ­ტომ­ბრი­დან ამოქ­მედ­დე­ბა და ხორ­ბლის შე­მო­ტა­ნა ქვე­ყა­ნა­ში მხო­ლოდ სა­ზღვაო და სარ­კი­ნიგ­ზო გზით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ტრა­ი­ლე­რე­ბის მძღო­ლე­ბის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა და სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბამ მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა, ერთ წე­ლი­წად­ში სხვა პრო­დუქ­ცი­ის შე­მო­ტა­ნა­ზე გა­და­ერ­თონ.

და­საქ­მე­ბუ­ლის და­ზღვე­ვა უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის­გან

დამ­საქ­მე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში და­საქ­მე­ბუ­ლის­თვის შე­ი­ძი­ნოს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის და­ზღვე­ვა - ეს მუხ­ლი შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის კა­ნონ­ში ძა­ლა­ში 2019 წლის 1-ლი იან­ვრი­დან შევა. სა­ვალ­დე­ბუ­ლო და­ზღვე­ვის შე­ძე­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყვე­ლა იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის­თვის, მათ შო­რის, ინდმე­წარ­მის­თვი­საც, რო­მელ­საც მთავ­რო­ბის 2018 წლის 27 ივ­ლი­სის დად­გე­ნი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მო­მე­ტე­ბუ­ლი საფრ­თხის შემ­ცვე­ლი სა­მუ­შა­ოს შემ­სრუ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად შრო­მი­სუ­უ­ნა­როდ დარ­ჩე­ნის ან გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­და­ზღვე­ვო ანა­ზღა­უ­რე­ბას და­ზღვე­ულ თა­ნამ­შრო­მელ­ზე ან მისი ოჯა­ხის წევ­რზე გას­ცემს. ასა­ნა­ზღა­უ­რე­ბე­ლი თან­ხა წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბუ­ლი ლი­მი­ტის შე­სა­ბა­მი­სად გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

პლას­ტი­კის პარ­კე­ბი იკ­რძა­ლე­ბა

2018 წლის 1-ლი ოქ­ტომ­ბრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ნით 15 მიკ­რონ­ზე ნაკ­ლე­ბი სის­ქის პლას­ტი­კის პარ­კე­ბის წარ­მო­ე­ბა, იმ­პორ­ტი და რე­ა­ლი­ზა­ცია აიკ­რძა­ლა, თუმ­ცა ბიზ­ნეს­სუ­ბი­ექ­ტებს ნაშ­თე­ბის ამოყიდ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ. 2019 წლის 1-ლი აპ­რი­ლი­დან კი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ აკ­რძა­ლა ნე­ბის­მი­ე­რი სის­ქის პლას­ტი­კის პარ­კე­ბის წარ­მო­ე­ბა, იმ­პორ­ტი და გა­ყიდ­ვა. აკ­რძალ­ვა არ ეხე­ბა ბი­ო­დეგ­რა­დი­რე­ბად და კომ­პოს­ტი­რე­ბად პარ­კებს. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა
ავტორი:

ცვლილებები და რეგულაციები, რომელიც 2019 წლიდან ყველა ჩვენგანს შეეხება

ცვლილებები და რეგულაციები, რომელიც 2019 წლიდან ყველა ჩვენგანს შეეხება

2018 წელს ამოქმედდა ცვლილებები, რომლებიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს პირდაპირ ან ირიბად შეეხო.

მათ შორის, სავალდებულო გახდა ტაქსების ლიცენზირება, 40 ათასი და მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს ავტომობილზე ქონების გადასახადის გადახდა დაეკისრათ, ამოქმედდა დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, თამბაქოს მოწევა აიკრძალა შენობა-ნაგებობებში და ა.შ. 2019 წლიდანაც ძალაში შედის არაერთი ცვლილება, რის შესახებაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ.

როგორ დაგროვდება პენსია

2019 წლის დასაწყისიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა უნდა ამოქმედდეს. რეფორმის ფარგლებში პენსიის დაგროვება სავალდებულო გახდება 40 წლამდე ასაკის დასაქმებულებისთვის, ხოლო 40 წელს გადაცილებულთათვის სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება. ყოველთვიურად დასაქმებულის ხელფასის 6% გადაირიცხება საპენსიო ფონდში, თუმცა მოქალაქეს მხოლოდ 2%-ის გაღება მოუწევს - 2-2%-ს დამსაქმებელი და სახელმწიფო ჩარიცხავენ.

საყოველთაო ტექინსპექტირება

2018 წელს ამოქმედდა ტექნიკური ინსპექტირება სამგზავრო და სატვირთო ავტომობილებისთვის, სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, აგრეთვე 3 000 კუბ/სმ ან მეტი ძრავის მოცულობის მქონე ავტომობილებისთვის. მთლიანად ავტოპარკისთვის კი ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ხდება. მსუბუქი ავტომობილების ინსპექტირების ფასი 60 ლარია. მძღოლს შეუძლია ინსპექტირების ცენტრი თვითონ აირჩიოს. თუ პირველ ეტაპზე ავტომობილი ინსპექტირების მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, ხარვეზის აღმოსაფხვრელად ერთი თვე ექნებათ, რის შემდეგაც განმეორებითი ინსპექტირება უფასოა.

სესხის გაცემა რთულდება

2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) დებულება, რომლითაც სესხის გამცემ ყველა ორგანიზაციას ევალება, შეაფასოს მსესხებლის გადახდისუნარიანობა და არ გასცეს ფიზიკურ პირზე იმაზე მეტი სესხი ან დააკისროს სხვა ვალდებულება, მაგალითად, თავდებობა, ვიდრე მას გადახდის რეალური შესაძლებლობა აქვს. გათვალისწინებულია გამონაკლისებიც. მაგალითად, სალომბარდო სესხების დროს შემოსავლების შეფასება აუცილებელი არ არის და ფიზიკური პირის ვალდებულება მხოლოდ გირაოს საგნით შემოიფარგლება.

თეთრი ტაქსი, ფერადი ტაქსი... თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2018 წლის აგვისტოდან ტაქსის ლიცენზიის აღება სავალდებულო გახდა. ცოტა ხნის წინ კი თბილისის საკრებულომ დაამტკიცა ახალი რეგულაციები, რომლებიც 2019 წლის ოქტომბრიდან შევა ძალაში. იქნება ორი: ა- და ბ-კატეგორიების ლიცენზია. ა-კატეგორიის თანახმად, ტაქსი უნდა იყოს თეთრი, მარცხენასაჭიანი, ხუთკარიანი (საბარგულის კარიანად). ისინი ისარგებლებენ უფასო საპარკინგე ადგილებით; ბ-კატეგორიის ტაქსზე ფერის მოთხოვნა არ გავრცელდება, ოღონდ მხოლოდ გამოძახებით იმუშავებენ.

თბილისის ახალი "კონსტიტუცია"

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა 2019 წლის 1-ლი იანვრისთვის უნდა დამტკიცებულიყო. გენგეგმა ქალაქის მთავრობამ უკვე მიიღო და დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნა. გეგმა ქალაქის ტერიტორიების განვითარების მიმართულებების დადგენისას ოთხ ძირითად კონცეპტუალურ მოსაზრებას ეყრდნობა: კომპაქტური ქალაქი; მწვანე ქალაქი; კარგად შეკავშირებული ქალაქი; მედეგი ქალაქი. დასახელდა 11 ადგილი, სადაც ქაოსური განაშენიანების პრობლემაა და ის აუცილებლად შეჩერდება.

"გააჩნია ზონას" - პარკირება თბილისში

2019 წლის იანვრიდან იწყება საპილოტე პროექტი, რომელიც თბილისის ცენტრალურ უბნებში პარკირებაზე ზონალურ-საათობრივი საფასურის შემოღებას ითვალისწინებს. როგორც თბილისის მერიაში ამბობენ, ყველა რაიონში, ყველა უბანში პარკირების განსხვავებული ტარიფი იქნება.

"დავამრგვალოთ" ხურდა ფული

2019 წლის 1-ლი იანვრიდან, ნაღდი ანგარიშსწორებისას დამრგვალების მეთოდი იმოქმედებს, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორება კვლავაც 1 თეთრის სიზუსტით განხორციელდება. სებ-ის განმარტებით, როცა გადასახდელი თანხა არ მთავრდება 0-ზე ან 5-ზე, ფასი დამრგვალდება მეტობით ან ნაკლებობით: 1 და 2 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა დამრგვალდება ნაკლებობით 0-მდე, 3 და 4 თეთრზე დამთავრებული - მეტობით 5-მდე, 6 და 7 თეთრზე დამთავრებული - ასევე 5-მდე, ხოლო 8 და 9 თეთრზე დამთავრებული - დამრგვალდება მეტობით ათეულამდე.

ხორბლის ავტომობილებით იმპორტი აიკრძალება

ფინანსთა მინისტრმა ხორბლისა და ფქვილის ავტომობილებით იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით ბრძანება, რომელიც 2018 წლის 15 სექტემბერს უნდა ამოქმედებულიყო, ერთი წლით გადაავადა. ხორბლის იმპორტზე შეზღუდვა 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდება და ხორბლის შემოტანა ქვეყანაში მხოლოდ საზღვაო და სარკინიგზო გზით იქნება შესაძლებელი. ამ გადაწყვეტილებას ტრაილერების მძღოლების პროტესტი მოჰყვა და სახელმწიფო უწყებამ მათ შესაძლებლობა მისცა, ერთ წელიწადში სხვა პროდუქციის შემოტანაზე გადაერთონ.

დასაქმებულის დაზღვევა უბედური შემთხვევისგან

დამსაქმებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით მუშაობის პერიოდში დასაქმებულისთვის შეიძინოს უბედური შემთხვევის დაზღვევა - ეს მუხლი შრომის უსაფრთხოების კანონში ძალაში 2019 წლის 1-ლი იანვრიდან შევა. სავალდებულო დაზღვევის შეძენა აუცილებელია ყველა იურიდიული პირისთვის, მათ შორის, ინდმეწარმისთვისაც, რომელსაც მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის დადგენილების საფუძველზე მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოს შემსრულებლის სტატუსი მიენიჭა. უბედური შემთხვევის შედეგად შრომისუუნაროდ დარჩენის ან გარდაცვალების შემთხვევაში, სადაზღვევო ანაზღაურებას დაზღვეულ თანამშრომელზე ან მისი ოჯახის წევრზე გასცემს. ასანაზღაურებელი თანხა წინასწარ შეთანხმებული ლიმიტის შესაბამისად განისაზღვრება.

პლასტიკის პარკები იკრძალება

2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან საქართველოში კანონით 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა, თუმცა ბიზნესსუბიექტებს ნაშთების ამოყიდვის შესაძლებლობა მიეცათ. 2019 წლის 1-ლი აპრილიდან კი საქართველოს მთავრობამ აკრძალა ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და გაყიდვა. აკრძალვა არ ეხება ბიოდეგრადირებად და კომპოსტირებად პარკებს. წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ