მსოფლიო
პოლიტიკა

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ემიგრანტი, რომელმაც ამერიკას შობა აჩუქა - სახლიდან გაპარული რაჭველი ბიჭის გზა თავბრუდამხვევ ამერიკულ ცხოვრებამდე
ქართველი ემიგრანტი, რომელმაც ამერიკას შობა აჩუქა - სახლიდან გაპარული რაჭველი ბიჭის გზა თავბრუდამხვევ ამერიკულ ცხოვრებამდე

2018 წელს ემიგ­რა­ცი­ის მუ­ზე­უმს რუ­სუ­დან წე­რე­თე­ლის ოჯახ­მა გა­დას­ცა ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტის, ჯორჯ კო­ბის სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხის ორი­გი­ნა­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი. ამ სა­თა­მა­შო­ე­ბით გი­ორ­გი და მისი მე­უღ­ლე ჰე­ლე­ნი, სა­ა­ხალ­წლოდ ნაძ­ვის ხეს რთავ­დნენ.

გუ­რამ შა­რა­ძის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი რუ­სუ­დან კო­ბა­ხი­ძე AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში იმ ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ ყვე­ბა, რო­მე­ლიც ნიუ იორკში რა­ჭი­დან წა­ვი­და და ამე­რი­კე­ლებს შობა აჩუ­ქა...

"ჯორჯ კობი ამე­რი­კა­ში მი­ნის მრეწ­ვე­ლი იყო, მი­ლი­ო­ნე­რი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან დიდი მრეწ­ვე­ლო­ბა ჰქონ­და. ნაძ­ვის ხის სა­თა­მა­შო­ე­ბის გა­მოშ­ვე­ბა მან 1940-იან წლებ­ში და­ი­წყო. მა­ნამ­დე ამ­ზა­დებ­და სა­მე­დი­ცი­ნო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ამ­პუ­ლებს, კოლ­ბებს ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის­თვის. მან­ვე და­ამ­ზა­და ალექ­სან­დრე ქარ­თვე­ლის მიერ შექ­მნი­ლი თვითმფრი­ნა­ვის ზემ­ტკი­ცე მი­ნის კა­ბი­ნა, გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლის მიერ შექ­მნი­ლი პირ­ვე­ლი ამე­რი­კუ­ლი სუ­ნა­მოს ფლა­კო­ნე­ბი.

ოთხი ქარ­თვე­ლი ამე­რი­კა­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და ძა­ლი­ან დიდი კვა­ლი და­ტო­ვეს: ალექ­სან­დრე ქარ­თვე­ლი, გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი, ჯორჯ კობი და ჯორჯ ბა­ლან­ჩი­ნი.

ბა­ლან­ჩინ­მა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამე­რი­კა­ში ბა­ლე­ტი შექ­მნა. ალექ­სან­დრე ქარ­თვე­ლი კი ამე­რი­კის სამ­ხედ­რო ავი­ა­ცი­ის მა­მამ­თავ­რად არის წო­დე­ბუ­ლი, რომ­ლის მფრი­ნა­ვი აპა­რა­ტიც 2025 წლამ­დე ნატო-ს შე­ი­ა­რა­ღე­ბა­შია და­ტო­ვე­ბუ­ლი.

ჯორჯ კო­ბიმ (გრი­გოლ კო­ბა­ხი­ძემ) ნაძ­ვის ხის მი­ნის სა­თა­მა­შო­ე­ბამ­დე ელექტრო სან­თლე­ბი გა­მო­უშ­ვა, რო­მელ­შიც სპე­ცი­ა­ლურ ქი­მი­ურ სი­თხეს ას­ხამ­და. რო­დე­საც სან­თლე­ბი ელექტრო­სა­დენ­ში ირ­თვე­ბო­და, სან­თლებ­ში შიგ­ნით ფე­რა­დი ბუშ­ტე­ბი წარ­მო­იშ­ვე­ბო­და და ულა­მა­ზე­სი სა­ნა­ხა­ვი იყო.

დღეს ზუს­ტად არ ვიცი ეს ელექტრო სან­თლე­ბი კი­დევ არ­სე­ბობს თუ არა. ელექტრო სან­თლე­ბი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მო­გო­ნე­ბა იყო, რად­გან მა­ნამ­დე ნაძ­ვის ხეზე ჩვე­უ­ლებ­რივ, ალ­მო­კი­დე­ბულ სან­თლებს ამაგ­რებ­დნენ და ხან­ძრის გა­მოწ­ვე­ვის საფრ­თხეს ქმნი­და, ან იწ­ვევ­და.

და­ახ­ლო­ე­ბით ხუთი წლის წინ რუ­სუ­დან წე­რე­თელ­მა ჯორჯ კო­ბის მიერ შექ­მნი­ლი სა­ა­ხალ­წლო, სამი ყუთი მი­ნის სა­თა­მა­შო­ე­ბი გვა­ჩუ­ქა. ულა­მა­ზე­სი ყუ­თე­ბია, რო­მელ­საც ფრან­გუ­ლად აწე­რია - კო­ბის პრო­დუქ­ცია... თა­რი­ღი არ არის ყუთ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი, მაგ­რამ სა­ვა­რა­უ­დოდ 1945 წელ­საა გა­მოშ­ვე­ბუ­ლი. ერთ ყუთ­ში არის ლურ­ჯი, "ელექტრი­კი" ფე­რის ბურ­თუ­კე­ბი და ულა­მა­ზე­სია, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სხვა­დას­ხვა ფე­რი­საა ორ­ნა­მენ­ტე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი. ერთ-ერთს ფრან­გუ­ლად აწე­რია - "შობა".

რო­გორც ვი­ცით, ჯორჯ კო­ბის პირ­ვე­ლი გა­მოშ­ვე­ბა ნაძ­ვის ხის მი­ნის სა­თა­მა­შო­ე­ბი თეთ­რი ფე­რის იყო და შემ­დეგ წლებ­ში და­ი­წყო ფე­რა­დე­ბის გა­მოშ­ვე­ბა. ყუთ­ზე წარ­წე­რე­ბი კეთ­დე­ბო­და ფრან­გულ და ინ­გლი­სურ ენებ­ზე, რად­გან პრო­დუქ­ცი­ის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი კა­ნა­და­ში გა­დი­ო­და. ჩვენ სწო­რედ ის ვერ­სია გვაქვს, რო­მე­ლიც კა­ნა­და­ში გა­დი­ო­და, რად­გან ფრან­გუ­ლად აწე­რია.

ძა­ლი­ან დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, ჯორჯ კო­ბის მიერ შექ­მნი­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი შევ­კრი­ბოთ და ერთი დიდი ნაძ­ვის ხე, თუ მთა­ვა­რი არა, თბი­ლის­ში დავ­დგათ და ასე მი­ვუ­ლო­ცოთ სა­ქარ­თვე­ლოს 2020 წელი...

იქ­ნებ ჩვენც დაგ­ვე­ბე­დოს გაძ­ლი­ე­რე­ბა ჯორჯ კო­ბის მსგავ­სად! მა­საც ჰქონ­და პრობ­ლე­მე­ბი, ერთი პე­რი­ო­დი გა­კოტ­რდა, მაგ­რამ იმ­დე­ნად ჭკვი­ა­ნი, ნი­ჭი­ე­რი და ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა იყო, რომ მა­ლე­ვე ფეხ­ზე წა­მოდ­გა! იგი სა­ქარ­თვე­ლო­შიც იყო ჩა­მო­სუ­ლი, ბევ­რი სა­სი­კე­თო რამ გა­ა­კე­თა, ბევ­რსაც გეგ­მავ­და, მაგ­რამ აქ და­ჭე­რის საფრ­თხე შე­ექ­მნა და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და თა­ვი­სი სამ­შობ­ლო და­ე­ტო­ვე­ბი­ნა..." - გვიყ­ვე­ბა იგ­რა­ცი­ის მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი რუ­სუ­დან კო­ბა­ხი­ძე.

  • გზა რა­ჭი­დან აშშ-მდე

გრი­გოლ კო­ბა­ხი­ძე 1883 წელს, ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ თხმორ­ში, გლე­ხის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ბი­ჭუ­ნას დიდ ნი­ჭთან ერ­თად კარ­გი ხმა და მუ­სი­კა­ლუ­რი სმე­ნა დაჰ­ყვა, ამა­ვე დროს, პა­ტა­რა გიგო საკ­მა­ოდ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე გახ­ლდათ. სწო­რედ ამი­ტომ, ათი წლი­სა იყო, რო­დე­საც სახ­ლი­დან გა­ი­პა­რა და კი­თხვა-კი­თხვით ჩა­ვი­და ჯერ ქუ­თა­ის­ში, ხოლო შემ­დეგ, ბორ­ჯომ­ში, სა­დაც მი­ნის ქარ­ხა­ნა­ში მისი უფ­რო­სი ძმა მუ­შა­ობ­და.

გი­გომ ბორ­ჯომ­ში ოთხი წელი დაჰ­ყო, მი­ნის წარ­მო­ე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ას და­ე­უფ­ლა და პრო­დუქ­ცი­ის გაზ­რდის მე­თო­დიც შე­ი­მუ­შა­ვა. ქარ­ხნის გამ­გე­ბელ­მა, გერ­მა­ნელ­მა შუ­მან­მა, ნი­ჭი­ე­რი ბიჭი ბორ­ჯო­მის მე­პატ­რო­ნეს, დიდ მთა­ვარ მი­ხე­ილ­სა და მის მე­გო­ბარ კონ­სტან­ტი­ნე მუხ­რან-ბა­ტონს წა­რუდ­გი­ნა. მათი ხელ­შე­წყო­ბით გიგო ჯერ თბი­ლი­სის მი­ნის ქარ­ხა­ნა­ში გა­და­ვი­და სა­მუ­შა­ოდ, შემ­დეგ კი, სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ საქ­მი­ა­ნობ­და.

ასე და­ი­წყო გრი­გოლ კო­ბა­ხი­ძის ანუ ჯორჯ კო­ბის თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი წარ­მა­ტე­ბე­ბი­თა და გან­საც­დე­ლით სავ­სე ცხოვ­რე­ბა...

  • ცხოვ­რე­ბა სამ­შობ­ლოს­გან მო­შო­რე­ბით

1902 წელს გრი­გოლ კო­ბა­ხი­ძემ ოდე­სის მი­ნის ქარ­ხა­ნა­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. 1903 წლი­დან კი კრას­ნო­და­რის გუ­ბერ­ნი­ა­ში არ­სე­ბულ კონ­სტან­ტი­ნოვ­კის მი­ნის ქარ­ხა­ნა­ში, რო­მელ­საც ფრან­გი მე­წარ­მე - გვა­რად, გა­მა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. სწო­რედ იმ დროს და­უ­მე­გობ­რდა გრი­გო­ლი ევ­გე­ნი იგ­ნა­ტი­ევს, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი პარტნი­ო­რი გახ­და.

ჯორჯ კობი დედ-მა­მას­თან, დის­შვილ­თან და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, სო­ფე­ლი თხმო­რი

1907 წელს გრი­გოლ კო­ბა­ხი­ძე გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­ვი­და, მი­უნ­ხენ­ში და­სახ­ლდა და გერ­მა­ნე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით შუ­შის მცი­რე სა­წარ­მო შექ­მნა, თუმ­ცა ერთი წლის შემ­დეგ ლონ­დონ­ში გა­და­ვი­და. 1909 წელს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად ამე­რი­კა­ში გა­ემ­გზავ­რა. იმ დროს ამე­რი­კა­ში ბლო­მად ცხოვ­რობ­დნენ ქარ­თვე­ლე­ბი, მათ შო­რის რაჭ­ვე­ლე­ბი. მათი დახ­მა­რე­ბით გიგო ნიუ-იორკში მო­ე­წყო და თა­ვი­დან პუ­რის ცხო­ბით ირ­ჩენ­და თავს.

შემ­დე­გი ცხრა წელი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად იმუ­შა­ვა "ჯე­ნე­რალ ელექტრი­კის" ფირ­მა­ში და ფულს აგ­რო­ვებ­და სა­კუ­თა­რი საქ­მის წა­მო­სა­წყე­ბად. იმ ხა­ნებ­ში ჯორჯ კო­ბის ხე­ლით შექ­მნილ­მა ავ­ტო­მა­ტურ­მა სა­წერ-კა­ლამ­მა რამ­დე­ნი­მე პა­ტენ­ტი მი­ი­ღო. ის ამა­ვე დროს, სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თე­ბი­თაც ვაჭ­რობ­და...

  • თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი ამე­რი­კუ­ლი კა­რი­ე­რა

1919 წელს გრი­გოლ კო­ბა­ხი­ძემ მა­სა­ჩუ­სეტ­სის შტატ­ში, ბოს­ტონ­თან ახ­ლოს დიდი ქარ­ხა­ნა გა­მარ­თა. 1922 წელს მისი ფირ­მა უკვე 45 და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ცი­ას უშ­ვებ­და, ძი­რი­თა­დად, მი­ნის ნა­წარმს. ამ პრო­დუქ­ცი­ამ სულ მალე გა­ით­ქვა სა­ხე­ლი. 1929 წელს კო­ბის წარ­მო­ე­ბის სა­ქო­ნელბ­რუნ­ვა 15 მი­ლი­ონ დო­ლარს აღ­წევ­და, ხოლო შე­მო­სა­ვა­ლი - 4 მი­ლი­ონს.

მი­უ­ხე­და­ვად ამ მიღ­წე­ვე­ბი­სა, გრი­გოლ კო­ბა­ხი­ძე გა­მო­გო­ნე­ბებ­საც არ ღა­ლა­ტობ­და - ამ დრო­ი­სათ­ვის ის უკვე 60-ზე მეტი პა­ტენ­ტის მფლო­ბე­ლი იყო.

ცნო­ბი­ლია, რომ გრი­გოლ კო­ბა­ხი­ძე დიდი სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვდა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. დიდი სურ­ვი­ლი ჰქონ­და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო და აქ გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა თა­ვი­სი საქ­მე, რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის შემ­დე­გაც აქ სურ­და მი­ნის დიდი ქარ­ხნის აგე­ბა, მაგ­რამ ბოლ­შე­ვი­კებ­თან ვერ შე­თან­ხმდა.

1924-1928 წლებ­ში ორ­ჯერ ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­რე­ბო­და თა­ვის სო­ფელს: მხარ­ში ედგა გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს, აა­შე­ნა სკო­ლა, აფ­თი­ა­ქი, შე­ა­კე­თა ეკ­ლე­სია, მო­აგ­ვა­რა მრა­ვა­ლი წვრილ­მა­ნი პრობ­ლე­მა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბოლ­შე­ვი­კებ­მა მისი და­პა­ტიმ­რე­ბა გა­და­წყვი­ტეს, ამი­ტომ გრი­გოლ კო­ბა­ხი­ძე იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სას­წრა­ფოდ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა სამ­შობ­ლო...

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
3

ნამდვილად აჩუქა შობა ამერიკელებსაც და ჩვენც.საოცარი სათამაშოები შექმნეს.

ჩვენი დევიზია - ტრიპ...
24

ჩვენი დევიზია - ტრიპაჩობა ყველგან და ყველაფერში!

"რომელმაც ამერიკელებს შობა აჩუქა"...ცოტა ამპარტავნულად ხომ არ ჟღერს ეს სიტყვები? დავეშვათ მიწაზე - რომელმაც შექმნა ნაძვის ხის სათამაშოები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ქართველი ემიგრანტი, რომელმაც ამერიკას შობა აჩუქა - სახლიდან გაპარული რაჭველი ბიჭის გზა თავბრუდამხვევ ამერიკულ ცხოვრებამდე

ქართველი ემიგრანტი, რომელმაც ამერიკას შობა აჩუქა - სახლიდან გაპარული რაჭველი ბიჭის გზა თავბრუდამხვევ ამერიკულ ცხოვრებამდე

2018 წელს ემიგრაციის მუზეუმს რუსუდან წერეთელის ოჯახმა გადასცა ქართველი ემიგრანტის, ჯორჯ კობის საახალწლო ნაძვის ხის ორიგინალი სათამაშოები. ამ სათამაშოებით გიორგი და მისი მეუღლე ჰელენი, საახალწლოდ ნაძვის ხეს რთავდნენ.

გურამ შარაძის სახელობის ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი რუსუდან კობახიძე AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში იმ ადამიანის შესახებ ყვება, რომელიც ნიუ იორკში რაჭიდან წავიდა და ამერიკელებს შობა აჩუქა...

"ჯორჯ კობი ამერიკაში მინის მრეწველი იყო, მილიონერი, რომელსაც ძალიან დიდი მრეწველობა ჰქონდა. ნაძვის ხის სათამაშოების გამოშვება მან 1940-იან წლებში დაიწყო. მანამდე ამზადებდა სამედიცინო დანიშნულების ამპულებს, კოლბებს ლაბორატორიებისთვის. მანვე დაამზადა ალექსანდრე ქართველის მიერ შექმნილი თვითმფრინავის ზემტკიცე მინის კაბინა, გიორგი მაჩაბელის მიერ შექმნილი პირველი ამერიკული სუნამოს ფლაკონები.

ოთხი ქართველი ამერიკაში ყველაზე ცნობილები არიან, რომლებიც ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობდნენ და ძალიან დიდი კვალი დატოვეს: ალექსანდრე ქართველი, გიორგი მაჩაბელი, ჯორჯ კობი და ჯორჯ ბალანჩინი.

ბალანჩინმა, მოგეხსენებათ, ამერიკაში ბალეტი შექმნა. ალექსანდრე ქართველი კი ამერიკის სამხედრო ავიაციის მამამთავრად არის წოდებული, რომლის მფრინავი აპარატიც 2025 წლამდე ნატო-ს შეიარაღებაშია დატოვებული.

ჯორჯ კობიმ (გრიგოლ კობახიძემ) ნაძვის ხის მინის სათამაშოებამდე ელექტრო სანთლები გამოუშვა, რომელშიც სპეციალურ ქიმიურ სითხეს ასხამდა. როდესაც სანთლები ელექტროსადენში ირთვებოდა, სანთლებში შიგნით ფერადი ბუშტები წარმოიშვებოდა და ულამაზესი სანახავი იყო.

დღეს ზუსტად არ ვიცი ეს ელექტრო სანთლები კიდევ არსებობს თუ არა. ელექტრო სანთლები ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონება იყო, რადგან მანამდე ნაძვის ხეზე ჩვეულებრივ, ალმოკიდებულ სანთლებს ამაგრებდნენ და ხანძრის გამოწვევის საფრთხეს ქმნიდა, ან იწვევდა.

დაახლოებით ხუთი წლის წინ რუსუდან წერეთელმა ჯორჯ კობის მიერ შექმნილი საახალწლო, სამი ყუთი მინის სათამაშოები გვაჩუქა. ულამაზესი ყუთებია, რომელსაც ფრანგულად აწერია - კობის პროდუქცია... თარიღი არ არის ყუთზე მითითებული, მაგრამ სავარაუდოდ 1945 წელსაა გამოშვებული. ერთ ყუთში არის ლურჯი, "ელექტრიკი" ფერის ბურთუკები და ულამაზესია, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ფერისაა ორნამენტებით გაფორმებული. ერთ-ერთს ფრანგულად აწერია - "შობა".

როგორც ვიცით, ჯორჯ კობის პირველი გამოშვება ნაძვის ხის მინის სათამაშოები თეთრი ფერის იყო და შემდეგ წლებში დაიწყო ფერადების გამოშვება. ყუთზე წარწერები კეთდებოდა ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, რადგან პროდუქციის გარკვეული ნაწილი კანადაში გადიოდა. ჩვენ სწორედ ის ვერსია გვაქვს, რომელიც კანადაში გადიოდა, რადგან ფრანგულად აწერია.

ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ჯორჯ კობის მიერ შექმნილი სათამაშოები შევკრიბოთ და ერთი დიდი ნაძვის ხე, თუ მთავარი არა, თბილისში დავდგათ და ასე მივულოცოთ საქართველოს 2020 წელი...

იქნებ ჩვენც დაგვებედოს გაძლიერება ჯორჯ კობის მსგავსად! მასაც ჰქონდა პრობლემები, ერთი პერიოდი გაკოტრდა, მაგრამ იმდენად ჭკვიანი, ნიჭიერი და ძლიერი პიროვნება იყო, რომ მალევე ფეხზე წამოდგა! იგი საქართველოშიც იყო ჩამოსული, ბევრი სასიკეთო რამ გააკეთა, ბევრსაც გეგმავდა, მაგრამ აქ დაჭერის საფრთხე შეექმნა და იძულებული გახდა თავისი სამშობლო დაეტოვებინა..." - გვიყვება იგრაციის მუზეუმის დირექტორი რუსუდან კობახიძე.

  • გზა რაჭიდან აშშ-მდე

გრიგოლ კობახიძე 1883 წელს, ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში, გლეხის ოჯახში დაიბადა. ბიჭუნას დიდ ნიჭთან ერთად კარგი ხმა და მუსიკალური სმენა დაჰყვა, ამავე დროს, პატარა გიგო საკმაოდ ცნობისმოყვარე გახლდათ. სწორედ ამიტომ, ათი წლისა იყო, როდესაც სახლიდან გაიპარა და კითხვა-კითხვით ჩავიდა ჯერ ქუთაისში, ხოლო შემდეგ, ბორჯომში, სადაც მინის ქარხანაში მისი უფროსი ძმა მუშაობდა.

გიგომ ბორჯომში ოთხი წელი დაჰყო, მინის წარმოების ტექნოლოგიას დაეუფლა და პროდუქციის გაზრდის მეთოდიც შეიმუშავა. ქარხნის გამგებელმა, გერმანელმა შუმანმა, ნიჭიერი ბიჭი ბორჯომის მეპატრონეს, დიდ მთავარ მიხეილსა და მის მეგობარ კონსტანტინე მუხრან-ბატონს წარუდგინა. მათი ხელშეწყობით გიგო ჯერ თბილისის მინის ქარხანაში გადავიდა სამუშაოდ, შემდეგ კი, საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობდა.

ასე დაიწყო გრიგოლ კობახიძის ანუ ჯორჯ კობის თავბრუდამხვევი წარმატებებითა და განსაცდელით სავსე ცხოვრება...

  • ცხოვრება სამშობლოსგან მოშორებით

1902 წელს გრიგოლ კობახიძემ ოდესის მინის ქარხანაში დაიწყო მუშაობა. 1903 წლიდან კი კრასნოდარის გუბერნიაში არსებულ კონსტანტინოვკის მინის ქარხანაში, რომელსაც ფრანგი მეწარმე - გვარად, გამანი ხელმძღვანელობდა. სწორედ იმ დროს დაუმეგობრდა გრიგოლი ევგენი იგნატიევს, რომელიც მოგვიანებით მისი პარტნიორი გახდა.

ჯორჯ კობი დედ-მამასთან, დისშვილთან და მეუღლესთან ერთად, სოფელი თხმორი

1907 წელს გრიგოლ კობახიძე გერმანიაში ჩავიდა, მიუნხენში დასახლდა და გერმანელი სპეციალისტების დახმარებით შუშის მცირე საწარმო შექმნა, თუმცა ერთი წლის შემდეგ ლონდონში გადავიდა. 1909 წელს მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში გაემგზავრა. იმ დროს ამერიკაში ბლომად ცხოვრობდნენ ქართველები, მათ შორის რაჭველები. მათი დახმარებით გიგო ნიუ-იორკში მოეწყო და თავიდან პურის ცხობით ირჩენდა თავს.

შემდეგი ცხრა წელი მეუღლესთან ერთად იმუშავა "ჯენერალ ელექტრიკის" ფირმაში და ფულს აგროვებდა საკუთარი საქმის წამოსაწყებად. იმ ხანებში ჯორჯ კობის ხელით შექმნილმა ავტომატურმა საწერ-კალამმა რამდენიმე პატენტი მიიღო. ის ამავე დროს, საკანცელარიო ნივთებითაც ვაჭრობდა...

  • თავბრუდამხვევი ამერიკული კარიერა

1919 წელს გრიგოლ კობახიძემ მასაჩუსეტსის შტატში, ბოსტონთან ახლოს დიდი ქარხანა გამართა. 1922 წელს მისი ფირმა უკვე 45 დასახელების პროდუქციას უშვებდა, ძირითადად, მინის ნაწარმს. ამ პროდუქციამ სულ მალე გაითქვა სახელი. 1929 წელს კობის წარმოების საქონელბრუნვა 15 მილიონ დოლარს აღწევდა, ხოლო შემოსავალი - 4 მილიონს.

მიუხედავად ამ მიღწევებისა, გრიგოლ კობახიძე გამოგონებებსაც არ ღალატობდა - ამ დროისათვის ის უკვე 60-ზე მეტი პატენტის მფლობელი იყო.

ცნობილია, რომ გრიგოლ კობახიძე დიდი სიხარულით შეხვდა საქართველოს დამოუკიდებლობას. დიდი სურვილი ჰქონდა სამშობლოში დაბრუნებულიყო და აქ გაეგრძელებინა თავისი საქმე, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც აქ სურდა მინის დიდი ქარხნის აგება, მაგრამ ბოლშევიკებთან ვერ შეთანხმდა.

1924-1928 წლებში ორჯერ ჩამოვიდა საქართველოში. აქტიურად ეხმარებოდა თავის სოფელს: მხარში ედგა გაჭირვებულებს, ააშენა სკოლა, აფთიაქი, შეაკეთა ეკლესია, მოაგვარა მრავალი წვრილმანი პრობლემა. მიუხედავად ამისა, ბოლშევიკებმა მისი დაპატიმრება გადაწყვიტეს, ამიტომ გრიგოლ კობახიძე იძულებული გახდა სასწრაფოდ დაეტოვებინა სამშობლო...