საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ გავიმარჯვე, "ევროვიზიაზე" მოსაგებად არ წავალ - რატომ მონაწილეობს "საქართველოს ვარსკვლავში" ოთო ნემსაძე და რაზე უთხრა უარი რუსკა მაყაშვილმა "იმედს"
თუ გავიმარჯვე, "ევროვიზიაზე" მოსაგებად არ წავალ - რატომ მონაწილეობს "საქართველოს ვარსკვლავში" ოთო ნემსაძე და რაზე უთხრა უარი რუსკა მაყაშვილმა "იმედს"

5 იან­ვრი­დან "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ეთე­რით, მე­გა­შოუ "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" იწყე­ბა. კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბულს ხალ­ხი გა­მო­ავ­ლენს, რო­მე­ლიც "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სზე უნდა გა­ემ­გზავ­როს. მე­გა­შო­უ­ში ბევ­რი უც­ნო­ბი, ნი­ჭი­ე­რი მუ­სი­კო­სი მო­ნა­წი­ლე­ობს და ასე­ვე, ცნო­ბი­ლე­ბიც. "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" სა­კუ­თარ ძა­ლებს მომ­ღე­რა­ლი ოთო ნემ­სა­ძეც მო­სინ­ჯავს, თუ რა­ტომ და რა მიზ­ნე­ბი აქვს მას, ამა­ზე თა­ვად გვე­ტყვის.

ოთო ნემ­სა­ძე:

- ჩემ­თვის ეს კონ­კურ­სი არის გა­მოწ­ვე­ვა, "ვრო­ვი­ზია" კი მი­ზა­ნი. ეს რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, სხვა­ნა­ი­რად არც ერთ კონ­კურ­სში არ მი­ვი­დო­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში, თან, მინ­და, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან გამჭვირ­ვა­ლე იყოს და თუ "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" წავა ხალ­ხის რჩე­უ­ლი, ორ­მა­გად სა­სი­ა­მოვ­ნო იქ­ნე­ბა. სა­ერ­თოდ, როცა კონ­კურ­სში მივ­დი­ვარ, რი­გი­თი კონ­კურ­სან­ტი ვარ ხოლ­მე და ახ­ლაც ასეა... რად­გან მი­წევს დამ­წყებ კონ­კურ­სან­ტებ­თან პრო­ექ­ტში ყოფ­ნა. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მათ დიდი სცე­ნის­კენ გზის გაკ­ვალ­ვა­ში და­ვეხ­მა­რე­ბი, ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბას გა­ვუ­ზი­ა­რებ, გა­მი­ხარ­დე­ბა და თუ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელს წარ­ვად­გენ "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზეც", ამას რა სჯო­ბია? ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ მი­ზა­ნი არის ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა - "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" წას­ვლა. ამას­თან, ამ ყვე­ლა­ფერ­თან, მინ­და, სა­კუ­თარ თავს და­ვუმ­ტკი­ცო, რომ ყვე­ლა­ფე­რი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად იქ­ნე­ბა მო­პო­ვე­ბუ­ლი.

- "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" ქარ­თვე­ლებს არც ისე კარ­გი პო­ზი­ცი­ე­ბი გვაქვს ხოლ­მე. იქ წარ­მა­ტე­ბას ვე­რა­ვინ აღ­წევს. რა­ტომ გინ­და იქ გამ­გზავ­რე­ბა?

- მი­მაჩ­ნია, რომ "ევ­რო­ვი­ზია"კარ­გი პლაც­დარ­მია, გა­ვი­დეთ უფრო ფარ­თო მას­შტა­ბებ­ზე, მაგ­რამ რა წამ­საც ვი­ფიქ­რებთ იმას, რომ კონ­კურ­სი მო­სა­გე­ბია, მა­შინ­ვე და უფრო და უფრო უკა­ნა პო­ზი­ცი­ებს და­ვი­კა­ვებთ. მი­მაჩ­ნია, რომ იმა­ზე გათ­ვლა არ არის სა­ჭი­რო, სპე­ცი­ა­ლუ­რად ეს მუ­სი­კა უნდა წა­ვი­ღოთ, თუ ის, ვი­ღა­ცას რა­ღაც ვაჩ­ვე­ნოთ. ჩემი აზ­რით, ყვე­ლა კონ­კურ­სი ასე­თია, - რომ მიხ­ვალ, შენი თავი უნდა აჩ­ვე­ნო, რაც ხარ და და­ნარ­ჩენს მსოფ­ლი­ოს ნა­ხე­ვარ­ზე მეტი მო­სახ­ლე­ო­ბა გა­და­წყვეტს. ამი­ტომ, ჩემ­თვის "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა, რად­გა­ნაც რამ­დენ­ჯერ­მე ჩემი მუ­სი­კით ამ ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ გას­ვლა ვცა­დე, ყო­ველ­თვის რა­ღაც პა­ტა­რა შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი მი­ზე­ზის გამო ვერ მო­ვა­ხერ­ხე ამა თუ იმ ქვე­ყა­ნა­ში ფე­ხის მო­კი­დე­ბა.

თუ ისე მოხ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელს"ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" მე წარ­ვად­გენ, მერ­წმუ­ნეთ, მარ­ტი­ვად არა­ვის არა­ფერს და­ვუთ­მობ! მაგ­რამ იმას არ ვამ­ბობ, რომ იქ მო­სა­გე­ბად მივ­დი­ვარ. თუ წა­ვალ, მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლის მკა­ფი­ოდ წარ­მო­სა­ჩე­ნად.

- და იმის­თვი­საც ალ­ბათ, რომ მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, ახა­ლი სარ­კმე­ლი გა­იჭ­რას, რომ­ლი­თაც ბო­ლოს და ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა მსოფ­ლი­ო­ში გახ­ვი­დე.

- ეს არის ჩემ­თვის მთა­ვა­რი! ეს არის ის, რი­თაც სა­შუ­ა­ლე­ბა მეძ­ლე­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით დიდი კონ­ცერ­ტე­ბი გავ­მარ­თო და იქაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით გა­მო­ვი­დე. ასე რომ, წინ გა­და­სად­გმე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის­თვის პრობ­ლე­მა არ მაქვს, უკან რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგა.

რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი, კონ­კურ­სის წამ­ყვა­ნი:

- ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და ძა­ლი­ან მას­შტა­ბუ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი გვე­ლის. რო­გორც ვი­ცით, "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" პირ­და­პირ მი­ერ­თე­ბუ­ლია "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" და ნამ­დვი­ლად დიდი მას­შტა­ბია. გა­მარ­ჯვე­ბულს მა­ყუ­რე­ბე­ლი ირ­ჩევს და ავ­ლენს, რა­შიც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა გამჭვირ­ვა­ლე. ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლის მიერ გა­მოვ­ლე­ნი­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კი პირ­და­პირ "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" გა­ემ­გზავ­რე­ბა. ამი­ტომ ჩვე­ნი კონ­კურ­სი ამ ადა­მი­ა­ნის­თვის სა­მო­მავ­ლოდ დიდი ტრამ­პლი­ნია. ყვე­ლამ ვი­ცით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი არ­სე­ბობს, მაგ­რამ დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სამ­წუ­ხა­როდ, კონ­კურ­სან­ტე­ბი ისე რჩე­ბი­ან, რომ დიდ ას­პა­რეზ­ზე ვერ გა­დი­ან. ამი­ტომ "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოც არის და უდი­დე­სი როლი აქვს.

- ვა­ნი­კო თარ­ხნიშ­ვილ­თან ერ­თად ამ ახა­ლი მე­გა­შო­უს წაყ­ვა­ნა მო­გი­წევს. რო­გო­რი იქ­ნე­ბა თქვე­ნი როლი შო­უ­ში?

- მე და ვა­ნი­კო შე­ვეც­დე­ბით, წელ­საც გუ­ლახ­დი­ლი და გულ­წრფე­ლი წამ­ყვა­ნე­ბი ვი­ყოთ, წელ­საც იქ­ნე­ბა ჩვე­ნი კუ­ლი­სე­ბის კად­რე­ბი, რაც ყვე­ლა­ზე სა­ხა­ლი­სოა ხოლ­მე. შემ­დეგ კი უკვე ლა­ი­ვებ­ზე კარ­გად და ხა­რის­ხი­ა­ნად წა­ვიყ­ვა­ნოთ კონ­ცერ­ტე­ბი, რო­გორც "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავს", მისი მას­შტა­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეკად­რე­ბა. თან, ვა­ნი­კოს­თან პარტნი­ო­რო­ბა სა­ო­ცა­რი რამ არის, მე და ვა­ნი­კო გარ­და იმი­სა, რომ პარტნი­ო­რე­ბი ვართ, მე­გობ­რე­ბიც ვართ, მა­ნამ­დე ფილ­მებ­შიც გვაქვს ერ­თად ნა­თა­მა­შე­ბი. კი­ნო­ში პარტნი­ო­რო­ბა სხვა რამ არის, ტე­ლევ­ზია სხვაა და აქვე მე­გა­შო­უს ერ­თად წაყ­ვა­ნა. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რომ ვა­ნი­კო ჩემ გვერ­დით არის, ძა­ლი­ან გა­მოც­დი­ლი წამ­ყვა­ნია და სა­ი­მე­დო ადა­მი­ა­ნია. ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლია, რო­დე­საც სცე­ნა­ზე წამ­ყვა­ნი თა­ვის გა­მო­ჩე­ნას ცდი­ლობს, ეს ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან ცუ­დად ჩანს. რაც უნდა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყო, ამ შემ­თხვე­ვა­ში, მე და ვა­ნი­კო ამას, რა თქმა უნდა, არ ვა­კე­თებთ, ეს არ­ცერთ ჩვენ­გან­ში ზის. ვფიქ­რობთ ერ­თმა­ნეთ­ზე, შემ­დეგ უკვე სა­კუ­თარ თავ­ზე. შე­იძ­ლე­ბა ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მია, მაგ­რამ, - ამი­ტომ შედ­გა ჩვე­ნი პარტნი­ო­რო­ბა ტე­ლე­ეკ­რან­ზე. ჩანს, რომ ერ­თმა­ნეთს პა­ტივს ვცემთ და ვცდი­ლობთ, და­ვა­ბა­ლან­სოთ სი­ტუ­ა­ცია, თუნ­დაც არ ვი­ლა­პა­რა­კოთ ერ­თად, ვა­ცა­ლოთ, ერ­თმა­ნეთს და­ვეყ­რდნოთ, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ასე შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ.

- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი­დან" შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღე, რომ ერთ-ერთ შო­უ­ზე, გა­სუ­ლი­ყა­ვი და გე­ცეკ­ვა, შენ ხომ ამ პრო­ექ­ტის ერთ-ერთი სე­ზო­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ხარ, მაგ­რამ უარი უთხა­რი. რა­ტომ?

- ახლა სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ვარ და სხვა­გან მაქვს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე ხელი მო­წე­რი­ლი. არ არის სა­ჭი­რო, რა­ღა­ცებ­ში ავი­რიო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვარ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

თუ გავიმარჯვე, "ევროვიზიაზე" მოსაგებად არ წავალ - რატომ მონაწილეობს "საქართველოს ვარსკვლავში" ოთო ნემსაძე და რაზე უთხრა უარი რუსკა მაყაშვილმა "იმედს"

თუ გავიმარჯვე, "ევროვიზიაზე" მოსაგებად არ წავალ - რატომ მონაწილეობს "საქართველოს ვარსკვლავში" ოთო ნემსაძე და რაზე უთხრა უარი რუსკა მაყაშვილმა "იმედს"

5 იანვრიდან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერით, მეგაშოუ "საქართველოს ვარსკვლავი" იწყება. კონკურსის გამარჯვებულს ხალხი გამოავლენს, რომელიც "ევროვიზიის" კონკურსზე უნდა გაემგზავროს. მეგაშოუში ბევრი უცნობი, ნიჭიერი მუსიკოსი მონაწილეობს და ასევე, ცნობილებიც. "საქართველოს ვარსკვლავში" საკუთარ ძალებს მომღერალი ოთო ნემსაძეც მოსინჯავს, თუ რატომ და რა მიზნები აქვს მას, ამაზე თავად გვეტყვის.

ოთო ნემსაძე:

- ჩემთვის ეს კონკურსი არის გამოწვევა, "ვროვიზია" კი მიზანი. ეს რომ არ ყოფილიყო, სხვანაირად არც ერთ კონკურსში არ მივიდოდი საქართველოში, თან, მინდა, რომ ეს ყველაფერი ძალიან გამჭვირვალე იყოს და თუ "ევროვიზიაზე" წავა ხალხის რჩეული, ორმაგად სასიამოვნო იქნება. საერთოდ, როცა კონკურსში მივდივარ, რიგითი კონკურსანტი ვარ ხოლმე და ახლაც ასეა... რადგან მიწევს დამწყებ კონკურსანტებთან პროექტში ყოფნა. კარგი იქნება, თუ მათ დიდი სცენისკენ გზის გაკვალვაში დავეხმარები, ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ, გამიხარდება და თუ საქართველოს სახელს წარვადგენ "ევროვიზიაზეც", ამას რა სჯობია? ამიტომ ვამბობ, რომ მიზანი არის ამ კონკურსში მონაწილეობა - "ევროვიზიაზე" წასვლა. ამასთან, ამ ყველაფერთან, მინდა, საკუთარ თავს დავუმტკიცო, რომ ყველაფერი დამსახურებულად იქნება მოპოვებული.

- "ევროვიზიაზე" ქართველებს არც ისე კარგი პოზიციები გვაქვს ხოლმე. იქ წარმატებას ვერავინ აღწევს. რატომ გინდა იქ გამგზავრება?

- მიმაჩნია, რომ "ევროვიზია"კარგი პლაცდარმია, გავიდეთ უფრო ფართო მასშტაბებზე, მაგრამ რა წამსაც ვიფიქრებთ იმას, რომ კონკურსი მოსაგებია, მაშინვე და უფრო და უფრო უკანა პოზიციებს დავიკავებთ. მიმაჩნია, რომ იმაზე გათვლა არ არის საჭირო, სპეციალურად ეს მუსიკა უნდა წავიღოთ, თუ ის, ვიღაცას რაღაც ვაჩვენოთ. ჩემი აზრით, ყველა კონკურსი ასეთია, - რომ მიხვალ, შენი თავი უნდა აჩვენო, რაც ხარ და დანარჩენს მსოფლიოს ნახევარზე მეტი მოსახლეობა გადაწყვეტს. ამიტომ, ჩემთვის "საქართველოს ვარსკვლავი" ახალი გამოწვევაა, რადგანაც რამდენჯერმე ჩემი მუსიკით ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა ვცადე, ყოველთვის რაღაც პატარა შემაფერხებელი მიზეზის გამო ვერ მოვახერხე ამა თუ იმ ქვეყანაში ფეხის მოკიდება.

თუ ისე მოხდა, რომ საქართველოს სახელს"ევროვიზიაზე" მე წარვადგენ, მერწმუნეთ, მარტივად არავის არაფერს დავუთმობ! მაგრამ იმას არ ვამბობ, რომ იქ მოსაგებად მივდივარ. თუ წავალ, მხოლოდ საქართველოს სახელის მკაფიოდ წარმოსაჩენად.

- და იმისთვისაც ალბათ, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ახალი სარკმელი გაიჭრას, რომლითაც ბოლოს და ბოლოს შეიძლება მსოფლიოში გახვიდე.

- ეს არის ჩემთვის მთავარი! ეს არის ის, რითაც საშუალება მეძლევა, საქართველოს სახელით დიდი კონცერტები გავმართო და იქაც საქართველოს სახელით გამოვიდე. ასე რომ, წინ გადასადგმელი ნაბიჯებისთვის პრობლემა არ მაქვს, უკან რამდენიმე ნაბიჯი გადავდგა.

რუსკა მაყაშვილი, კონკურსის წამყვანი:

- ძალიან საინტერესო და ძალიან მასშტაბური მუსიკალური პროექტი გველის. როგორც ვიცით, "საქართველოს ვარსკვლავი" პირდაპირ მიერთებულია "ევროვიზიაზე" და ნამდვილად დიდი მასშტაბია. გამარჯვებულს მაყურებელი ირჩევს და ავლენს, რაშიც მთელი საქართველო იქნება ჩართული, ყველაფერი იქნება გამჭვირვალე. ტელემაყურებლის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული კი პირდაპირ "ევროვიზიაზე" გაემგზავრება. ამიტომ ჩვენი კონკურსი ამ ადამიანისთვის სამომავლოდ დიდი ტრამპლინია. ყველამ ვიცით, რომ საქართველოში დიდი მუსიკალური პროექტები არსებობს, მაგრამ დასრულების შემდეგ, სამწუხაროდ, კონკურსანტები ისე რჩებიან, რომ დიდ ასპარეზზე ვერ გადიან. ამიტომ "საქართველოს ვარსკვლავი" საპასუხისმგებლოც არის და უდიდესი როლი აქვს.

- ვანიკო თარხნიშვილთან ერთად ამ ახალი მეგაშოუს წაყვანა მოგიწევს. როგორი იქნება თქვენი როლი შოუში?

- მე და ვანიკო შევეცდებით, წელსაც გულახდილი და გულწრფელი წამყვანები ვიყოთ, წელსაც იქნება ჩვენი კულისების კადრები, რაც ყველაზე სახალისოა ხოლმე. შემდეგ კი უკვე ლაივებზე კარგად და ხარისხიანად წავიყვანოთ კონცერტები, როგორც "საქართველოს ვარსკვლავს", მისი მასშტაბებიდან გამომდინარე, ეკადრება. თან, ვანიკოსთან პარტნიორობა საოცარი რამ არის, მე და ვანიკო გარდა იმისა, რომ პარტნიორები ვართ, მეგობრებიც ვართ, მანამდე ფილმებშიც გვაქვს ერთად ნათამაშები. კინოში პარტნიორობა სხვა რამ არის, ტელევზია სხვაა და აქვე მეგაშოუს ერთად წაყვანა. მოკლედ, ძალიან გამიმართლა, რომ ვანიკო ჩემ გვერდით არის, ძალიან გამოცდილი წამყვანია და საიმედო ადამიანია. ძალიან უხერხულია, როდესაც სცენაზე წამყვანი თავის გამოჩენას ცდილობს, ეს ტელეეკრანიდან ცუდად ჩანს. რაც უნდა პროფესიონალი იყო, ამ შემთხვევაში, მე და ვანიკო ამას, რა თქმა უნდა, არ ვაკეთებთ, ეს არცერთ ჩვენგანში ზის. ვფიქრობთ ერთმანეთზე, შემდეგ უკვე საკუთარ თავზე. შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ, - ამიტომ შედგა ჩვენი პარტნიორობა ტელეეკრანზე. ჩანს, რომ ერთმანეთს პატივს ვცემთ და ვცდილობთ, დავაბალანსოთ სიტუაცია, თუნდაც არ ვილაპარაკოთ ერთად, ვაცალოთ, ერთმანეთს დავეყრდნოთ, ეს მნიშვნელოვანია და ასე შეხმატკბილებულები ვართ.

- "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" შემოთავაზება მიიღე, რომ ერთ-ერთ შოუზე, გასულიყავი და გეცეკვა, შენ ხომ ამ პროექტის ერთ-ერთი სეზონის გამარჯვებული ხარ, მაგრამ უარი უთხარი. რატომ?

- ახლა სხვა ტელევიზიის თანამშრომელი ვარ და სხვაგან მაქვს თანამშრომლობაზე ხელი მოწერილი. არ არის საჭირო, რაღაცებში ავირიო, მიუხედავად იმისა, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებული ვარ.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს