Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ანგელოზების მუზეუმი" თბილისში და 19 წლის გოგონას გასაოცარი კოლექცია
"ანგელოზების მუზეუმი" თბილისში და 19 წლის გოგონას გასაოცარი კოლექცია

სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად, "ან­გე­ლო­ზე­ბის მუ­ზე­უ­მი" გა­იხ­სნა. მუ­ზე­უ­მი თბი­ლის­ში, ნა­ფა­რე­უ­ლის #6-ში მდე­ბა­რე­ობს და გახ­სნა­ზე ნა­ტა­ლია კი­კა­ბი­ძის ან­გე­ლო­ზე­ბის კო­ლექ­ცია გა­მო­ი­ფი­ნა. მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ, ენა­ხათ გა­სა­ო­ცა­რი კო­ლექ­ცია, - სხვა­დას­ხვა დროს, სხვა­დას­ხვა ხე­ლო­ვა­ნის მიერ შექ­მნი­ლი ან­გე­ლო­ზე­ბი.

შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სივ­რცე, სა­დაც "ან­გე­ლო­ზე­ბის მუ­ზე­უ­მი" გა­იხ­სნა, არის სო­ცი­ა­ლუ­რი სა­წარ­მო, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის ირ­გვლივ უამ­რავ ნი­ჭი­ერ ადა­მი­ანს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს. რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ამ­ბო­ბენ, აქა­უ­რო­ბა ყვე­ლა­ზე მყუდ­რო ნავ­სა­ყუ­დე­ლი გახ­დე­ბა. ასე რომ, ეს არის თბი­ლი, ჯა­დოს­ნუ­რი სივ­რცე, რო­მე­ლიც უამ­რავ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს და იდე­ას თავს მო­უყ­რის.

ნა­ტაშ­კა კი­კა­ბი­ძის ან­გე­ლო­ზე­ბის კო­ლექ­ცი­ით და­ვინ­ტე­რეს­დით, რომ­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გახ­სნა­ზე მი­სულ სტუმ­რებს მი­ე­ცათ.

გო­გო­ნა 19 წლის არის და "ჯი­პა­ში" აუ­დიო-ვი­ზუ­ა­ლუ­რი და მე­დი­ა­ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ხრით სწავ­ლობს. 7 წე­ლია ან­გე­ლო­ზებს აგ­რო­ვებს, უკვე 150-ზე მეტი ფი­გუ­რა აქვს. კო­ლექ­ცი­ა­ში ძი­რი­თა­დად თეთ­რი ფერი ჭარ­ბობს, ამ­ბობს, რომ ეს ფერი მე­ტად მომ­წონს.

"მთა­ვა­რია, ჰქონ­დეს ფრთე­ბი, იყოს ან­გე­ლო­ზი, თუმ­ცა ერთი მყავს ისე­თი, რო­მელ­საც ფრთე­ბი არ აქვს, მაგ­რამ კა­ლა­თა­ში წევს და სძი­ნავს. ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია" - გვე­უბ­ნე­ბა რეს­პონ­დენ­ტი, რო­მე­ლიც ამ ყვე­ლა­ფერ­მა 12-13 წლის ასაკ­ში და­ინ­ტე­რეს­და.

ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ და­ი­წყო, რო­დე­საც დე­დამ, ჟურ­ნა­ლის­ტმა ნინო არა­ზაშ­ვილ­მა სა­მოგ­ზა­უ­როდ სტრას­ბურ­გში წა­იყ­ვა­ნა. იქ კი, სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­თან ახ­ლოს, სა­ნა­ყი­ნე­ში ულა­მა­ზე­სი ამუ­რი აღ­მო­ა­ჩი­ნა.

"მა­შინ მივ­ხვდი, რომ ან­გე­ლო­ზე­ბი ძა­ლი­ან მომ­წონ­და. ცხა­დია, პირ­ვე­ლი ექ­სპო­ნა­ტი იქი­დან ჩა­მო­ვი­ყო­ლე. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თუკი ვინ­მე ან­გე­ლოზს მჩუქ­ნის, ის ჩემ­თვის წარ­მა­ტე­ბულ და აღ­სა­ნიშ­ნავ, გა­მორ­ჩე­ულ დღეს ხდე­ბა. ჩემი ან­გე­ლო­ზე­ბი სხვა­დას­ხვა მა­სა­ლი­საა - ზოგს სან­თე­ლი უჭი­რავს, ლო­ცუ­ლობს, ზოგი ზის, წევს, დგას, ხელ­ში გუ­ლით მიფ­რი­ნას... ჩემ­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი რო­მან­ტი­კაა და თი­თო­ე­უ­ლი თა­ვის გან­წყო­ბას მიქ­მნის.

ყვე­ლამ იცის, რომ ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ არის მხო­ლოდ მათი სი­ლა­მა­ზე, რა­ღა­ცით ემო­ცია უნდა მოჰ­ქონ­დეს, მაგ­რამ თუ მე ვარ­ჩევ ან­გე­ლოზს, სა­ხემ უნდა მომ­ხიბ­ლოს, ემო­ცი­უ­რი დატ­ვირ­თვა უნდა ჰქონ­დეს" - დას­ძენს ნა­ტაშ­კა, რომ­ლის თქმი­თაც, მისი კო­ლექ­ცი­ის თი­თო­ე­უ­ლი "წევ­რი" ბავ­შვო­ბა­ში აბ­რუ­ნებს.

"ეს ად­გი­ლი, სა­დაც მუ­ზე­უ­მი გა­იხ­სნა, არის სო­ცი­ა­ლუ­რი სა­წარ­მო, რო­მე­ლიც შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რებს და მარ­ტო­ხე­ლა დე­დებს და­ა­საქ­მებს. ამ სა­წარ­მომ თვი­თონ შე­მომ­თა­ვა­ზა, ჩემი კო­ლექ­ცია სრუ­ლად გა­მო­მე­ფი­ნა, არას­დროს მი­ფიქ­რია ამის სურ­ვი­ლი. რომ მი­თხრეს, გა­მი­ხარ­და, მეც და­ვა­ფიქ­სი­რებ ამ ფორ­მით ჩემს მხარ­და­ჭე­რას-მეთ­ქი. ამ სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში, ხში­რად ტარ­დე­ბა სხვა­დას­ხვა მას­ტერკლა­სი, სა­დაც ბევრ რა­მეს­თან ერ­თად, ან­გე­ლო­ზე­ბის გა­კე­თე­ბა­საც ას­წავ­ლი­ან" - გვი­თხრა ნა­ტაშ­კა კი­კა­ბი­ძემ.

ნინო არა­ზაშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი, ნა­ტაშ­კას დედა:

"ნა­ტაშ­კა ამ ან­გე­ლო­ზებს ყო­ველ­თვის რა­ღა­ცით გან­სა­კუ­რე­ბულ დღეს იღებ­და მე­გობ­რე­ბის­გან და ახ­ლობ­ლე­ბის­გან. მა­გა­ლი­თად, 8 სექ­ტემ­ბე­რი დიდ­მო­წა­მე ნა­ტა­ლი­ას ხსე­ნე­ბის დღეა, ამ დღე­საც არა­ერ­თი მი­უ­ღია. რომ ვა­ტყობ­დი, ასე მოს­წონ­და, მეც სტი­მულს ვაძ­ლევ­დი და მა­გა­ლი­თად, ყო­ველ მა­ღალ ქუ­ლა­ზე, ან ვთქვათ, როცა კარ­გად ჩა­ა­ბა­რებ­და გა­მოც­დას, რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი დღე ჰქონ­და, ვა­სა­ჩუქ­რებ­დი.

ახლა თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ან იმ ახ­ლო­ბელ ადა­მი­ანს ახ­სე­ნებს, ვინც აჩუ­ქა, ან უბ­რა­ლოდ იმ დღეს, რის­თვი­საც და­ა­სა­ჩუქ­რეს. ბო­ლოს ბევ­რი რომ დაგ­როვ­და, მის ოთახ­ში ამის­თვის ერთი მთლი­ა­ნი კე­დე­ლი შე­ვარ­ჩი­ეთ, სა­დაც ან­გე­ლო­ზებ­მა სა­პა­ტიო ად­გი­ლი და­ი­კა­ვეს. ასე რომ, ეს ფი­გუ­რე­ბი არა მარ­ტო ნა­ტაშ­კას, ჩვენც ძა­ლი­ან გვიყ­ვარს".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

"ანგელოზების მუზეუმი" თბილისში და 19 წლის გოგონას გასაოცარი კოლექცია

"ანგელოზების მუზეუმი" თბილისში და 19 წლის გოგონას გასაოცარი კოლექცია

საქართველოში პირველად, "ანგელოზების მუზეუმი" გაიხსნა. მუზეუმი თბილისში, ნაფარეულის #6-ში მდებარეობს და გახსნაზე ნატალია კიკაბიძის ანგელოზების კოლექცია გამოიფინა. მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ენახათ გასაოცარი კოლექცია, - სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ხელოვანის მიერ შექმნილი ანგელოზები.

შემოქმედებითი სივრცე, სადაც "ანგელოზების მუზეუმი" გაიხსნა, არის სოციალური საწარმო, რომელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის ირგვლივ უამრავ ნიჭიერ ადამიანს გააერთიანებს. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, აქაურობა ყველაზე მყუდრო ნავსაყუდელი გახდება. ასე რომ, ეს არის თბილი, ჯადოსნური სივრცე, რომელიც უამრავ საინტერესო ადამიანს და იდეას თავს მოუყრის.

ნატაშკა კიკაბიძის ანგელოზების კოლექციით დავინტერესდით, რომლის დათვალიერების საშუალება გახსნაზე მისულ სტუმრებს მიეცათ.

გოგონა 19 წლის არის და "ჯიპაში" აუდიო-ვიზუალური და მედიახელოვნების განხრით სწავლობს. 7 წელია ანგელოზებს აგროვებს, უკვე 150-ზე მეტი ფიგურა აქვს. კოლექციაში ძირითადად თეთრი ფერი ჭარბობს, ამბობს, რომ ეს ფერი მეტად მომწონს.

"მთავარია, ჰქონდეს ფრთები, იყოს ანგელოზი, თუმცა ერთი მყავს ისეთი, რომელსაც ფრთები არ აქვს, მაგრამ კალათაში წევს და სძინავს. ძალიან საყვარელია" - გვეუბნება რესპონდენტი, რომელიც ამ ყველაფერმა 12-13 წლის ასაკში დაინტერესდა.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც დედამ, ჟურნალისტმა ნინო არაზაშვილმა სამოგზაუროდ სტრასბურგში წაიყვანა. იქ კი, საკათედრო ტაძართან ახლოს, სანაყინეში ულამაზესი ამური აღმოაჩინა.

"მაშინ მივხვდი, რომ ანგელოზები ძალიან მომწონდა. ცხადია, პირველი ექსპონატი იქიდან ჩამოვიყოლე. მნიშვნელოვანია, რომ თუკი ვინმე ანგელოზს მჩუქნის, ის ჩემთვის წარმატებულ და აღსანიშნავ, გამორჩეულ დღეს ხდება. ჩემი ანგელოზები სხვადასხვა მასალისაა - ზოგს სანთელი უჭირავს, ლოცულობს, ზოგი ზის, წევს, დგას, ხელში გულით მიფრინას... ჩემთვის ეს ყველაფერი რომანტიკაა და თითოეული თავის განწყობას მიქმნის.

ყველამ იცის, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის მხოლოდ მათი სილამაზე, რაღაცით ემოცია უნდა მოჰქონდეს, მაგრამ თუ მე ვარჩევ ანგელოზს, სახემ უნდა მომხიბლოს, ემოციური დატვირთვა უნდა ჰქონდეს" - დასძენს ნატაშკა, რომლის თქმითაც, მისი კოლექციის თითოეული "წევრი" ბავშვობაში აბრუნებს.

"ეს ადგილი, სადაც მუზეუმი გაიხსნა, არის სოციალური საწარმო, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მარტოხელა დედებს დაასაქმებს. ამ საწარმომ თვითონ შემომთავაზა, ჩემი კოლექცია სრულად გამომეფინა, არასდროს მიფიქრია ამის სურვილი. რომ მითხრეს, გამიხარდა, მეც დავაფიქსირებ ამ ფორმით ჩემს მხარდაჭერას-მეთქი. ამ სოციალურ სივრცეში, ხშირად ტარდება სხვადასხვა მასტერკლასი, სადაც ბევრ რამესთან ერთად, ანგელოზების გაკეთებასაც ასწავლიან" - გვითხრა ნატაშკა კიკაბიძემ.

ნინო არაზაშვილი, ჟურნალისტი, ნატაშკას დედა:

"ნატაშკა ამ ანგელოზებს ყოველთვის რაღაცით განსაკურებულ დღეს იღებდა მეგობრებისგან და ახლობლებისგან. მაგალითად, 8 სექტემბერი დიდმოწამე ნატალიას ხსენების დღეა, ამ დღესაც არაერთი მიუღია. რომ ვატყობდი, ასე მოსწონდა, მეც სტიმულს ვაძლევდი და მაგალითად, ყოველ მაღალ ქულაზე, ან ვთქვათ, როცა კარგად ჩააბარებდა გამოცდას, რაღაც მნიშვნელოვანი წარმატებული დღე ჰქონდა, ვასაჩუქრებდი.

ახლა თითოეული მათგანი ან იმ ახლობელ ადამიანს ახსენებს, ვინც აჩუქა, ან უბრალოდ იმ დღეს, რისთვისაც დაასაჩუქრეს. ბოლოს ბევრი რომ დაგროვდა, მის ოთახში ამისთვის ერთი მთლიანი კედელი შევარჩიეთ, სადაც ანგელოზებმა საპატიო ადგილი დაიკავეს. ასე რომ, ეს ფიგურები არა მარტო ნატაშკას, ჩვენც ძალიან გვიყვარს".

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ