ავტორი:

გორში 74 წლის ქალი მდგმურმა ოქროს საყურის გამო მოკლა

გორში 74 წლის ქალი მდგმურმა ოქროს საყურის გამო მოკლა

გორში 74 წლის ქალი მისმა მდგმურმა ოქროს ნივთის გამო მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და გორის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, 1968 წელს დაბადებული თ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში დააკავეს.

როგორც AMBEBI.GE-ს შს სამინისტროდან აცნობეს, ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 1944 წელს დაბადებულ ლ.დ.-ს კუთვნილ ბინას ქირაობდა. მასთან მორიგი სტუმრობის დროს, ოქროს ნივთის მოპარვა დააპირა, რაც ლ.დ.-მ შენიშნა. ფაქტს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც თ.კ.-მ ლ.დ.-ს ბოთლი თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა.

მიყენებული ჭრილობების შედეგად, 74 წლის ქალი ადგილზე, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაიცვალა.

ბრალდებულმა შემთხვევის ადგილის დატოვებამდე ლ.დ.-ს კუთვნილი ოქროს საყურე მოიპარა, რომელიც მოგვიანებით, რუსთავში მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში ჩააბარა.

პოლიციამ ლომბარდში ჩაბარებული ნივთი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ქალი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: ბრალდებულის დაკავების კადრები და მიზეზი, რის გამოც გორში 74 წლის ქალი მოკლეს - დაკავებულმა გარდაცვლილს ბოთლი თავში რამდენჯერმე ჩაარტყა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს