მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბავშვს, რომელიც ერთ დროს მთელმა საქართველომ გაიცნო, დახმარება ესაჭიროება - "ნიკოლოზს ბევრი უტირია, ექიმებიც მასთან ერთად ტიროდნენ"
ბავშვს, რომელიც ერთ დროს მთელმა საქართველომ გაიცნო, დახმარება ესაჭიროება - "ნიკოლოზს ბევრი უტირია, ექიმებიც მასთან ერთად ტიროდნენ"

ნი­კო­ლოზ ჭი­ჭი­კოშ­ვილს, რო­მე­ლიც ერთ დროს მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ ტა­ძარ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­თი გა­იც­ნო, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით "ფე­ის­ბუქ­ზე" პოსტს ჟურ­ნა­ლის­ტი თა­თია ზუხ­ბა­ია ავ­რცე­ლებს:

"ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე და ჩემს გუნდს მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რა­ვი შე­ტყო­ბი­ნე­ბა მიგ­ვი­ღია, ხან გვა­ქებ­დნენ, ხან გვაკ­რი­ტი­კებ­დნენ, ხან გვთხოვ­დნენ და ხა­ნაც მოგვ­თხოვ­დნენ..

სამ­წუ­ხა­როდ ძა­ლი­ან ბევ­რია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც ჩვენ­გან დახ­მა­რე­ბას ელი­ან, ბევ­რი მათ­გა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბი უკვე შე­ვი­ტა­ნეთ.. ბევ­რმა დაგ­ვი­ჯე­რა, რომ ბევ­რი რამ ჩვენს ძა­ლებს აღე­მა­ტე­ბა, ბევ­რს ალ­ბათ იმე­დიც გა­ვუც­რუ­ეთ, ბევ­რი ბედ­ნი­ე­რი გავ­ხა­დეთ, ბევრთან ვე­რა­ფერს გავ­ხდით...

როცა საქ­მე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს ეხე­ბა იქ ალ­ბათ კი­თხვე­ბი ნაკ­ლე­ბად ჩნდე­ბა, თით­ქოს უმ­ნიშ­ვნე­ლოა, ადა­მი­ა­ნის წარ­მო­მავ­ლო­ბა, სქე­სი და ის­ტო­რია, რომ­ლის მიღ­მაც ისი­ნი დგა­ნან! მაგ­რამ ალ­ბათ არის რა­ღაც, რაც ყვე­ლა ადა­მი­ან­ში სხვა ემო­ცი­ას აღ­ძრავს.

ეს პა­ტა­რა ბიჭი, ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი ანი­მა­ცი­ის გმირს რომ გვა­გო­ნებს, არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა ჩვე­ნი გა­და­ცე­მე­ბის რეს­პო­დენ­ტი. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მა­მას მო­ყავ­და, მამა მხო­ლოდ გვე­სალ­მე­ბო­და, ნი­კო­ლოზს სი­მორ­ცხვის დაძ­ლე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბო­და, მერე მად­ლო­ბას გვიხ­დი­და, ამ­ბობ­და რომ ნი­კო­ლოზს სა­კუ­თა­რი თა­ვის ტე­ლე­ვი­ზორ­ში და­ნახ­ვა გან­სა­კუთ­რე­ბულ ბედ­ნი­ე­რე­ბას ანი­ჭებ­და, მერე გვემ­შვი­დო­ბე­ბო­და და პა­ტა­რა ნი­კო­ლოზ­თან ერ­თად მი­დი­ო­და.

ახ­ლა­ხანს სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით გა­ვარ­კვი­ეთ, რომ ნი­კო­ლოზს, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა თურ­მე მა­ში­ნაც გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და როცა ჩვე­ნი გა­და­ცე­მის სტუ­მა­რი იყო, მა­შინ როცა ყვე­ლას გვი­ღი­მო­და და გვე­ხუ­ტე­ბო­და. მა­მას შე­ეძ­ლო ამ თე­მა­ზე გაგ­ვსა­უბ­რე­ბო­და, მაგ­რამ არც ერთხელ მი­ვუ­ნიშ­ნე­ბი­ვართ, სა­კუ­თა­რი რე­სურ­სე­ბით ცდი­ლობ­და შვი­ლის გა­დარ­ჩე­ნას..

აღ­მოჩ­ნდა, რომ ნი­კო­ლოზს თირკმე­ლი თა­ვის დრო­ზე სა­კუ­თარ­მა ბე­ბი­ამ და­უთ­მო, მერე ცუდი ექი­მე­ბი, ჩა­ე­რივ­ნენ, და მისი გახ­ვრე­ტა მო­ა­ხერ­ხეს. რამ­დე­ნი­მე თვეა ნი­კო­ლო­ზი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წევს, მო­რი­დე­ბულ მა­მა­მის დი­ლით ვე­ლა­პა­რა­კე, ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა რომ მო­ვი­კი­თხე მი­თხრა, დღეს გა­წე­რე­ნო, მი­ვუ­ლო­ცე ე.ი ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის თქო, რამ­დე­ნი­მე წა­მი­ა­ნი დუ­მი­ლის მერე გა­მიმ­ხი­ლა, არა ექიმს სთხო­ვა სახ­ლში გა­მიშ­ვი ნაძ­ვის ხის აწყო­ბა მინ­დაო, გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო ექიმ­მა უარი უთხრა, ნი­კო­ლოზს ბევ­რი უტი­რია, ექი­მე­ბიც ბავ­შვთან ერ­თად ტი­როდ­ნენ.. ნი­კო­ლოზ­მა დღეს გა­ი­მარ­ჯვა, ექი­მი და­ი­ყო­ლია, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით სახ­ლში გა­მო­უშ­ვეს, ნაძ­ვის ხის აწყო­ბა მა­ნამ უნდა მო­ას­წროს სა­ნამ მისი ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის დონე და­ე­ცე­მა და ორ­გა­ნიზ­მი ენერ­გი­ას და­კარ­გავს ..იქ­ნებ წვე­უ­ლე­ბა­ზე შარ­შან­დე­ლი კა­ბაც გა­მოგ­ვად­გეს? იქ­ნებ ჩვენს ჯან­მრთელ შვი­ლებს, ძვე­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი გად­მო­ვუ­ლა­გოთ და ვუ­თხრათ, რომ თუ ახალ­ზე უარს იტყვი­ან, ნი­კო­ლო­ზის სი­ცო­ცხლეს გა­ა­ხანგძლი­ვე­ბენ!

იქ­ნებ ერთი თა­ვით ნაკ­ლე­ბი კერ­ძი იყოს ჩვენს სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე?

იქ­ნებ ნი­კო­ლოზ­საც ჰქო­ნო­და ჯან­მრთე­ლი თირკმე­ლი? იქ­ნებ, ნი­კო­ლო­ზიც და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო მდი­დარ ოჯახ­ში, მაგ­რამ რა ქნას ნი­კო­ლოზ­მა თუ არ გა­უ­მარ­თლა და ახლა არც ერთი აქვს და არც მე­ო­რე?! იქ­ნებ ჰქონ­დეს ნი­კო­ლოზს ჩვე­ნი იმე­დი?! ხომ შე­იძ­ლე­ბა ასეც იყოს?! ერთი კა­ბის, ერთი კერ­ძის, ერთი სა­თა­მა­შოს სა­ნაც­ვლოდ...

იქ­ნებ ვი­ფიქ­როთ.. იქ­ნებ ვი­ფიქ­როთ ამა­ზე!

ან­გა­რი­შის ნო­მე­რი: GE06BG0000000791931400 მიმ­ღე­ბი ზუ­რაბ ჭი­ჭი­კოშ­ვი­ლი".

ნა­ხეთ ვი­დეო: ქარ­თვე­ლი "ლუი ან­დერ­სო­ნი" - ვინ არის ბი­ჭუ­ნა, რო­მე­ლიც ერთ დღე­ში ინ­ტერ­ნეტ­ვარ­სკვლა­ვად იქცა

00:00 / 00:00
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ბავშვს, რომელიც ერთ დროს მთელმა საქართველომ გაიცნო, დახმარება ესაჭიროება - "ნიკოლოზს ბევრი უტირია, ექიმებიც მასთან ერთად ტიროდნენ"

ბავშვს, რომელიც ერთ დროს მთელმა საქართველომ გაიცნო, დახმარება ესაჭიროება - "ნიკოლოზს ბევრი უტირია, ექიმებიც მასთან ერთად ტიროდნენ"

ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილს, რომელიც ერთ დროს მთელმა საქართველომ ტაძარში გადაღებული ვიდეოთი გაიცნო, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. აღნიშნულთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" პოსტს ჟურნალისტი თათია ზუხბაია ავრცელებს:

"ჩვენი სამსახურიდან გამომდინარე, მე და ჩემს გუნდს მთელი ამ ხნის განმავლობაში უამრავი შეტყობინება მიგვიღია, ხან გვაქებდნენ, ხან გვაკრიტიკებდნენ, ხან გვთხოვდნენ და ხანაც მოგვთხოვდნენ..

სამწუხაროდ ძალიან ბევრია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ჩვენგან დახმარებას ელიან, ბევრი მათგანის ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებები უკვე შევიტანეთ.. ბევრმა დაგვიჯერა, რომ ბევრი რამ ჩვენს ძალებს აღემატება, ბევრს ალბათ იმედიც გავუცრუეთ, ბევრი ბედნიერი გავხადეთ, ბევრთან ვერაფერს გავხდით...

როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება იქ ალბათ კითხვები ნაკლებად ჩნდება, თითქოს უმნიშვნელოა, ადამიანის წარმომავლობა, სქესი და ისტორია, რომლის მიღმაც ისინი დგანან! მაგრამ ალბათ არის რაღაც, რაც ყველა ადამიანში სხვა ემოციას აღძრავს.

ეს პატარა ბიჭი, ყველასთვის საყვარელი ანიმაციის გმირს რომ გვაგონებს, არაერთხელ ყოფილა ჩვენი გადაცემების რესპოდენტი. ტელევიზიაში მამას მოყავდა, მამა მხოლოდ გვესალმებოდა, ნიკოლოზს სიმორცხვის დაძლევაში ეხმარებოდა, მერე მადლობას გვიხდიდა, ამბობდა რომ ნიკოლოზს საკუთარი თავის ტელევიზორში დანახვა განსაკუთრებულ ბედნიერებას ანიჭებდა, მერე გვემშვიდობებოდა და პატარა ნიკოლოზთან ერთად მიდიოდა.

ახლახანს სრულიად შემთხვევით გავარკვიეთ, რომ ნიკოლოზს, ჯანმრთელობის მდგომარეობა თურმე მაშინაც გართულებული ჰქონდა როცა ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო, მაშინ როცა ყველას გვიღიმოდა და გვეხუტებოდა. მამას შეეძლო ამ თემაზე გაგვსაუბრებოდა, მაგრამ არც ერთხელ მივუნიშნებივართ, საკუთარი რესურსებით ცდილობდა შვილის გადარჩენას..

აღმოჩნდა, რომ ნიკოლოზს თირკმელი თავის დროზე საკუთარმა ბებიამ დაუთმო, მერე ცუდი ექიმები, ჩაერივნენ, და მისი გახვრეტა მოახერხეს. რამდენიმე თვეა ნიკოლოზი საავადმყოფოში წევს, მორიდებულ მამამის დილით ველაპარაკე, ბავშვის მდგომარეობა რომ მოვიკითხე მითხრა, დღეს გაწერენო, მივულოცე ე.ი ყველაფერი კარგად არის თქო, რამდენიმე წამიანი დუმილის მერე გამიმხილა, არა ექიმს სთხოვა სახლში გამიშვი ნაძვის ხის აწყობა მინდაო, გასაგები მიზეზების გამო ექიმმა უარი უთხრა, ნიკოლოზს ბევრი უტირია, ექიმებიც ბავშვთან ერთად ტიროდნენ.. ნიკოლოზმა დღეს გაიმარჯვა, ექიმი დაიყოლია, რამდენიმე საათით სახლში გამოუშვეს, ნაძვის ხის აწყობა მანამ უნდა მოასწროს სანამ მისი ჰემოგლობინის დონე დაეცემა და ორგანიზმი ენერგიას დაკარგავს ..იქნებ წვეულებაზე შარშანდელი კაბაც გამოგვადგეს? იქნებ ჩვენს ჯანმრთელ შვილებს, ძველი სათამაშოები გადმოვულაგოთ და ვუთხრათ, რომ თუ ახალზე უარს იტყვიან, ნიკოლოზის სიცოცხლეს გაახანგძლივებენ!

იქნებ ერთი თავით ნაკლები კერძი იყოს ჩვენს საახალწლო სუფრაზე?

იქნებ ნიკოლოზსაც ჰქონოდა ჯანმრთელი თირკმელი? იქნებ, ნიკოლოზიც დაბადებულიყო მდიდარ ოჯახში, მაგრამ რა ქნას ნიკოლოზმა თუ არ გაუმართლა და ახლა არც ერთი აქვს და არც მეორე?! იქნებ ჰქონდეს ნიკოლოზს ჩვენი იმედი?! ხომ შეიძლება ასეც იყოს?! ერთი კაბის, ერთი კერძის, ერთი სათამაშოს სანაცვლოდ...

იქნებ ვიფიქროთ.. იქნებ ვიფიქროთ ამაზე!

ანგარიშის ნომერი: GE06BG0000000791931400 მიმღები ზურაბ ჭიჭიკოშვილი".

ნახეთ ვიდეო: ქართველი "ლუი ანდერსონი" - ვინ არის ბიჭუნა, რომელიც ერთ დღეში ინტერნეტვარსკვლავად იქცა

როგორ ცხოვრობს გერმანიაში თსუ-ს ყოფილი რექტორი, რომელიც ევროპის პრესტიჟული უნივერსიტეტის პრეზიდენტია - "ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ოჯახია"

ქართველი მძღოლების გადასამზადებლად ფონიჭალაში სასწავლო ცენტრი აშენდება - ვინ მიიღებს ევროკავშირში აღიარებულ სერტიფიკატს?

"ქართველები ხშირად დასცინოდნენ, ეუბნებოდნენ, თავის "ურჯულო" ქვეყანაში დაბრუნებულიყო" - ქართველ-ინდოელი წყვილის საოცარი სიყვარულის ამბავი