მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საქმეები უკავშირდება ლევან მურუსიძის სახელს და რატომ იწვევს პროტესტს მისი უვადოდ დანიშვნა
რა საქმეები უკავშირდება ლევან მურუსიძის სახელს და რატომ იწვევს პროტესტს მისი უვადოდ დანიშვნა

"ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის დამ­ტკი­ცე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სირ­ცხვი­ლია! იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭო არის სა­მარ­ცხვი­ნო ორ­გა­ნო. უნდა და­ვი­წყოთ პერ­მა­ნენ­ტუ­ლი აქ­ცი­ე­ბი სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის და სხვა­თა მკვლე­ლე­ბის დამ­ცვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ - იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს და პარ­ლა­მენ­ტის წინ. ეს უსა­მარ­თლო­ბის სის­ტე­მა უნდა და­ინ­გრეს!"

"გა­და­რე­უ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის დრო­ე­ბით გა­მარ­ჯვე­ბა სჯობ­და, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­ში მუ­რუ­სი­ძის სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ჩა­ბე­ტო­ნე­ბას!"

"თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის "რე­ფორ­მი­რე­ბულ­მა" იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს­მა საბ­ჭომ ადე­იშ­ვი­ლის ზონ­დე­რი, სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი­სა და სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის მკვლე­ლი მო­სა­მარ­თლე ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს უვა­დო მო­სა­მარ­თლედ და­ნიშ­ნა!" - სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ასე­თი აღ­შფო­თე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი და კო­მენ­ტა­რე­ბი მოყ­ვა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს უვა­დო მო­სა­მარ­თლედ ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის და­ნიშ­ვნას.

ამ ფაქ­ტმა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბის, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის დიდი ნა­წი­ლის, მათ შო­რის სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. მმარ­თვე­ლი გუნ­დის წევ­რებ­მა ეს ქმე­დე­ბა იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭოს სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ ამ­ხედ­რე­ბად ჩა­უთ­ვა­ლეს და პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის და­სა­წყი­სი და­ა­ნონ­სეს.

გა­ვიხ­სე­ნოთ, ვინ არის ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე, რა­ტომ მოჰ­ყვა მის უვა­დო მო­სა­მარ­თლედ და­ნიშ­ვნას ასე­თი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და რა­ტომ სდე­ბენ მას ბრალს კლა­ნურ მმარ­თვე­ლო­ბა­ში.

სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის, რო­გორც უსა­მარ­თლო­ბი­სა და რე­ჟი­მის მსხვერ­პლის სა­ხელ­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია დიდ­ხანს შე­მო­ი­ნა­ხავს ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის სა­ხელ­საც, რო­გორც ყვე­ლა­ზე უსა­მარ­თლო და არა­ო­ბი­ექ­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მომ­ტან მო­სა­მარ­თლეს.

2007 წელს ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლებს სას­ჯე­ლი შე­უმ­ცი­რა. სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა პა­ლა­ტამ ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ზე­პი­რი მოს­მე­ნის გა­რე­შე გა­ნი­ხი­ლა მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის: გე­რონ­ტი ალა­ნი­ას, ავ­თან­დილ აფ­ცი­ა­უ­რის, ალექ­სან­დრე ღა­ჭა­ვა­სა და მი­ხე­ილ ბი­ბი­ლუ­რი­ძის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლის, ად­ვო­კატ და­ვით ხა­ჟა­ლი­ას; ასე­ვე და­ზა­რა­ლე­ბულ ლე­ვან ბუ­ხა­ი­ძი­სა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლე ირი­ნა ენუ­ქი­ძის სა­კა­სა­ციო სა­ჩივ­რე­ბი სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩენ­ზე.

გან­ჩი­ნე­ბა­ში, რო­მე­ლიც სა­ბო­ლოო იყო და რო­მელ­საც მუ­რუ­სი­ძის ხელ­მო­წე­რაც აქვს, ვკი­თხუ­ლობთ: "და­ზა­რა­ლე­ბულ ლე­ვან ბუ­ხა­ი­ძი­სა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლე ირი­ნა ენუ­ქი­ძის სა­კა­სა­ციო სა­ჩივ­რე­ბი არ დაკ­მა­ყო­ფილ­დეს". 2006 წლის 11 დე­კემ­ბრის გა­ნა­ჩე­ნით, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლებს გე­რონ­ტი ალა­ნი­ას, ალექ­სან­დრე ღა­ჭა­ვას, ავ­თან­დილ აფ­ცი­ა­ურ­სა და მი­ხე­ილ ბი­ბი­ლუ­რი­ძეს სას­ჯე­ლი შე­უმ­ცი­რა. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლო გირ­გვლი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ დამ­ნა­შა­ვედ ცნო და გა­ნა­ჩენ­ში ჩა­წე­რა, რომ სა­სა­მარ­თლო გირ­გვლი­ა­ნის ოჯახს უსა­მარ­თლოდ მო­ექ­ცა.

კი­დევ ერთი ხმა­უ­რი­ა­ნი საქ­მე, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად უკავ­ში­რე­ბენ მუ­რუ­სი­ძის სა­ხელს, სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის საქ­მეა. 2006 წლის 23 ივ­ნისს ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ უშუ­ა­ლოდ წა­ი­კი­თხა გა­ნა­ჩე­ნი, რომ­ლი­თაც კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის ყო­ფილ თავ­მჯდო­მა­რეს, სულ­ხან მო­ლაშ­ვილს 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. რო­დე­საც უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, უკვე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი იყო მო­ლაშ­ვი­ლის წა­მე­ბის ამ­ბა­ვი, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი იყო სი­გა­რე­ტის ნამ­წვა­ვე­ბით ნა­წა­მე­ბი მსჯავ­რდე­ბუ­ლის ფო­ტო­ე­ბი, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო მა­თი­ას იორ­შის გან­ცხა­დე­ბა, რომ ეს იყო ყვე­ლა­ზე ვან­და­ლუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტე­ბი მის პრაქ­ტი­კა­ში, წა­მე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და ღია წე­რი­ლი მო­ლაშ­ვი­ლის და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლი სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ ოთხ მუხ­ლში უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო და ის წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის მსხვერ­პლად აღი­ა­რა.

ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი, იუ­რის­ტი:

"ანო­მა­ლი­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია ის, რომ დის­კუ­სია მუ­რუ­სი­ძე­ზე იწყე­ბა იმით, თუ რა­ტომ არ უნდა ინიშ­ნე­ბო­დეს იგი უვა­დო მო­სა­მარ­თლედ. მა­შინ რო­დე­საც ჩვენ უნდა ვსა­უბ­რობ­დეთ მის მიერ შე­ტა­ნილ "წვლილ­ზე" მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში.

ის სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის გარ­დამ­ტეხ და კრი­ტი­კულ წლებ­ში იყო იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მდი­ვა­ნი და შე­იძ­ლე­ბო­და, რომ 2012 წლის პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის ცვლი­ლე­ბაც გამ­ხდა­რი­ყო, იყო ამის იდე­ა­ლუ­რი შან­სი, რო­მე­ლიც არ გა­მო­ი­ყე­ნა მუ­რუ­სი­ძემ, არც წლე­ბის წინ, რო­დე­საც ის გა­მო­საც­დე­ლი ვა­დით და­ი­ნიშ­ნა მო­სა­მარ­თლედ და არც ახლა, მისი გა­სა­უბ­რე­ბა და საბ­ჭოს წევ­რე­ბის მიერ დას­მუ­ლი კი­თხვე­ბი ვერ უძ­ლებს ვე­რა­ნა­ირ კრი­ტი­კას. მიმ­დი­ნა­რე თა­მა­ში მუ­რუ­სი­ძემ წა­მო­ი­წყო და ის ისე წარ­მო­ა­ჩენს სი­ტუ­ა­ცი­ას, თით­ქოს მას იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ ჰქონ­და. მაგ­რამ გარ­წმუ­ნებთ, რამ­დე­ნი­მე მძლავ­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მი და ალ­ტერ­ნა­ტი­ვა ჰქონ­და მას ხელთ, თუ ში­ნა­გან კონ­ფლიქ­ტში იყო იმ ცნო­ბილ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­თან.

თუნ­დაც არ­სე­ბობს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის და­წე­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თუ არ ეთან­ხმე­ბი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ან სტრას­ბურ­გის­თვის მი­ე­მარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მაგ­რამ ცხა­დია, რომ იგი ას­რუ­ლებ­და პო­ლი­ტი­კურ დაკ­ვე­თას და ამ შან­სებს არ გა­მო­ი­ყე­ნებ­და.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო მაგ­ჭირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ იუ­რის­ტი ოლი­კო შე­რა­დი­ნი:

"მუ­რუ­სი­სი­ძის და­ნიშ­ვნას გარ­კვე­უ­ლი აქვს სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა - იგი სა­მა­სამ­დე მო­სა­მარ­თლე­ში მო­ი­აზ­რე­ბა ყვე­ლაფ­რის პა­ტი­ე­ბის სიმ­ბო­ლოდ. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გა­ცხად­და, რომ ნე­ბის­მი­ერ მო­სა­მარ­თლეს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რო­გო­რია მისი პრო­ფე­სი­უ­ლი ბი­ოგ­რა­ფია, შე­უძ­ლია გახ­დეს უვა­დო მო­სა­მარ­თლე.

პირ­და­პირ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძე და მუ­რუ­სი­ძე არი­ან კლა­ნის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი წევ­რე­ბი, ისი­ნი ყო­ველ­თვის მო­ი­აზ­რე­ბოდ­ნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ვა­ლე­ბე­ბის შემ­სრუ­ლებ­ლად. რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს ამ ჩი­ხურ და კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში? ახლა აუ­ცი­ლე­ბე­ლია რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­მო­ი­ჩი­ნოს აქ­ტი­ვო­ბა, ჩვენ არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი ვმუ­შა­ობთ და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­ვაც­ნობთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას რა შეგ­ვიძ­ლია მო­ვი­მოქ­მე­დოთ ვი­თა­რე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად. იმე­დის­მომ­ცე­მია, რომ მმარ­თვე­ლი გუნ­დი­დან მუ­რუ­სი­ძის და­ნიშ­ვნას მოჰ­ყვა კრი­ტი­კუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი".

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა, ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის რიგ­გა­რე­შე სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და რომ, მუ­რუ­სი­ძის უვა­დოდ და­ნიშ­ვნით, ძა­ლი­ან მძი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქნა მი­ღე­ბუ­ლი.

"ვფიქ­რობ, ეს არის შე­უ­რა­ცხყო­ფა არა მხო­ლოდ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, არა­მედ ჩვე­ნი პარ­ლა­მენ­ტის და მე ვფიქ­რობ ეს პარ­ლა­მენ­ტის ღირ­სე­ბის სა­კი­თხია, რომ ეს ჩარ­ხი უკან მობ­რუნ­დეს. ეს ამო­ცა­ნა აქვს პარ­ლა­მენტს. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­რა­ლურ კონ­ფლიქ­ტში არი­ან ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, უნდა მო­შორ­დნენ სა­სა­მარ­თლოს".

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის კი­დევ ერთი წევ­რის, ნინო გო­გუ­ა­ძის თმით, იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭომ მუ­რუ­სი­ძის უვა­დოდ გამ­წე­სე­ბით, პარ­ლა­მენტს სა­მა­გი­ე­რო გა­და­უ­ხა­და:

"მუ­რუ­სი­ძე უვა­დოდ გა­ამ­წე­სა იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭომ მო­სა­მარ­თლედ. ასე გას­ცა პა­სუ­ხი პარ­ლა­მენ­ტის უარს უვა­დოდ და­ე­ნიშ­ნა უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სრუ­ლი­ად გა­უმჭვირ­ვა­ლედ, ყო­ველ­გვა­რი პრო­ცე­სის გა­რე­შე შე­ირჩნენ. სხვა რომ არა­ფე­რი ვთქვათ, არც კი და­ფიქ­რდნენ, რო­გო­რი და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­სა­მარ­თლოს და თა­ვად საბ­ჭოს რე­პუ­ტა­ცი­ის­თვის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ასე­თი და­ბა­ლი ნდო­ბის მქო­ნე პი­რე­ბის და­ნიშ­ვნა" - აღ­ნიშ­ნა გო­გუ­ა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

რა საქმეები უკავშირდება ლევან მურუსიძის სახელს და რატომ იწვევს პროტესტს მისი უვადოდ დანიშვნა

რა საქმეები უკავშირდება ლევან მურუსიძის სახელს და რატომ იწვევს პროტესტს მისი უვადოდ დანიშვნა

"ლევან მურუსიძის დამტკიცება საქართველოს სირცხვილია! იუსტიციის საბჭო არის სამარცხვინო ორგანო. უნდა დავიწყოთ პერმანენტული აქციები სანდრო გირგვლიანის და სხვათა მკვლელების დამცველების წინააღმდეგ - იუსტიციის საბჭოს და პარლამენტის წინ. ეს უსამართლობის სისტემა უნდა დაინგრეს!"

"გადარეული სააკაშვილის დროებით გამარჯვება სჯობდა, მართლმსაჯულებაში მურუსიძის სიცოცხლის ბოლომდე ჩაბეტონებას!"

"თეა წულუკიანის "რეფორმირებულმა" იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ადეიშვილის ზონდერი, სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის მკვლელი მოსამართლე ლევან მურუსიძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დანიშნა!" - საზოგადოების მხრიდან ასეთი აღშფოთებული შეფასებები და კომენტარები მოყვა სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ ლევან მურუსიძის დანიშვნას.

ამ ფაქტმა არასამთავრობო ორგანიზაციების, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების, პოლიტიკოსების დიდი ნაწილის, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების აღშფოთება გამოიწვია. მმართველი გუნდის წევრებმა ეს ქმედება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ამხედრებად ჩაუთვალეს და პოლიტიკური ბრძოლის დასაწყისი დაანონსეს.

გავიხსენოთ, ვინ არის ლევან მურუსიძე, რატომ მოჰყვა მის უვადო მოსამართლედ დანიშვნას ასეთი წინააღმდეგობა და რატომ სდებენ მას ბრალს კლანურ მმართველობაში.

სანდრო გირგვლიანის, როგორც უსამართლობისა და რეჟიმის მსხვერპლის სახელთან ერთად, საქართველოს ისტორია დიდხანს შემოინახავს ლევან მურუსიძის სახელსაც, როგორც ყველაზე უსამართლო და არაობიექტური გადაწყვეტილების გამომტან მოსამართლეს.

2007 წელს ლევან მურუსიძის მონაწილეობით უზენაესმა სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ლევან მურუსიძის მონაწილეობით, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების: გერონტი ალანიას, ავთანდილ აფციაურის, ალექსანდრე ღაჭავასა და მიხეილ ბიბილურიძის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დავით ხაჟალიას; ასევე დაზარალებულ ლევან ბუხაიძისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლე ირინა ენუქიძის საკასაციო საჩივრები სააპელაციო სასამართლოს განაჩენზე.

განჩინებაში, რომელიც საბოლოო იყო და რომელსაც მურუსიძის ხელმოწერაც აქვს, ვკითხულობთ: "დაზარალებულ ლევან ბუხაიძისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლე ირინა ენუქიძის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს". 2006 წლის 11 დეკემბრის განაჩენით, სააპელაციო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებს გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, ავთანდილ აფციაურსა და მიხეილ ბიბილურიძეს სასჯელი შეუმცირა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველო გირგვლიანის წინააღმდეგ დამნაშავედ ცნო და განაჩენში ჩაწერა, რომ სასამართლო გირგვლიანის ოჯახს უსამართლოდ მოექცა.

კიდევ ერთი ხმაურიანი საქმე, რომელსაც მუდმივად უკავშირებენ მურუსიძის სახელს, სულხან მოლაშვილის საქმეა. 2006 წლის 23 ივნისს ლევან მურუსიძემ უშუალოდ წაიკითხა განაჩენი, რომლითაც კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს, სულხან მოლაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. როდესაც უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობდა, უკვე გახმაურებული იყო მოლაშვილის წამების ამბავი, გამოქვეყნებული იყო სიგარეტის ნამწვავებით ნაწამები მსჯავრდებულის ფოტოები, გავრცელებული იყო მათიას იორშის განცხადება, რომ ეს იყო ყველაზე ვანდალური მოპყრობის ფაქტები მის პრაქტიკაში, წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციას გამოქვეყნებული ჰქონდა ღია წერილი მოლაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით. მოგვიანებით, სულხან მოლაშვილი სტრასბურგის სასამართლომ ოთხ მუხლში უდანაშაულოდ ცნო და ის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლად აღიარა.

ანა ნაცვლიშვილი, იურისტი:

"ანომალიური სიტუაციის მაჩვენებელია ის, რომ დისკუსია მურუსიძეზე იწყება იმით, თუ რატომ არ უნდა ინიშნებოდეს იგი უვადო მოსამართლედ. მაშინ როდესაც ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ მის მიერ შეტანილ "წვლილზე" მართლმსაჯულების სისტემაში.

ის სასამართლო რეფორმის გარდამტეხ და კრიტიკულ წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და შეიძლებოდა, რომ 2012 წლის პოლიტიკური ცვლილება მართლმსაჯულების სისტემის ცვლილებაც გამხდარიყო, იყო ამის იდეალური შანსი, რომელიც არ გამოიყენა მურუსიძემ, არც წლების წინ, როდესაც ის გამოსაცდელი ვადით დაინიშნა მოსამართლედ და არც ახლა, მისი გასაუბრება და საბჭოს წევრების მიერ დასმული კითხვები ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. მიმდინარე თამაში მურუსიძემ წამოიწყო და ის ისე წარმოაჩენს სიტუაციას, თითქოს მას იმ ხელისუფლების პირობებში სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. მაგრამ გარწმუნებთ, რამდენიმე მძლავრი სამართლებრივი მექანიზმი და ალტერნატივა ჰქონდა მას ხელთ, თუ შინაგან კონფლიქტში იყო იმ ცნობილ გადაწყვეტილებებთან.

თუნდაც არსებობს განსხვავებული აზრის დაწერის შესაძლებლობა, თუ არ ეთანხმები გადაწყვეტილებას, ან სტრასბურგისთვის მიემართვის შესაძლებლობა, მაგრამ ცხადია, რომ იგი ასრულებდა პოლიტიკურ დაკვეთას და ამ შანსებს არ გამოიყენებდა.

"საერთაშორისო მაგჭირვალობა - საქართველოს“ იურისტი ოლიკო შერადინი:

"მურუსისიძის დანიშვნას გარკვეული აქვს სიმბოლური დატვირთვა - იგი სამასამდე მოსამართლეში მოიაზრება ყველაფრის პატიების სიმბოლოდ. ამ გადაწყვეტილებით, გაცხადდა, რომ ნებისმიერ მოსამართლეს მიუხედავად იმისა, როგორია მისი პროფესიული ბიოგრაფია, შეუძლია გახდეს უვადო მოსამართლე.

პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ ჩინჩალაძე და მურუსიძე არიან კლანის ყველაზე გავლენიანი წევრები, ისინი ყოველთვის მოიაზრებოდნენ ხელისუფლების დავალებების შემსრულებლად. რა შეიძლება გაკეთდეს ამ ჩიხურ და კრიზისულ სიტუაციაში? ახლა აუცილებელია რომ საზოგადოებამ გამოიჩინოს აქტივობა, ჩვენ არასამთავრობო სექტორი ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში გავაცნობთ საზოგადოებას რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ ვითარების გამოსასწორებლად. იმედისმომცემია, რომ მმართველი გუნდიდან მურუსიძის დანიშვნას მოჰყვა კრიტიკული შეფასებები".

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა რომ, მურუსიძის უვადოდ დანიშვნით, ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

"ვფიქრობ, ეს არის შეურაცხყოფა არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოების, არამედ ჩვენი პარლამენტის და მე ვფიქრობ ეს პარლამენტის ღირსების საკითხია, რომ ეს ჩარხი უკან მობრუნდეს. ეს ამოცანა აქვს პარლამენტს. ადამიანები, რომლებიც მორალურ კონფლიქტში არიან ჩვენს საზოგადოებასთან, უნდა მოშორდნენ სასამართლოს".

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, ნინო გოგუაძის თმით, იუსტიციის საბჭომ მურუსიძის უვადოდ გამწესებით, პარლამენტს სამაგიერო გადაუხადა:

"მურუსიძე უვადოდ გაამწესა იუსტიციის საბჭომ მოსამართლედ. ასე გასცა პასუხი პარლამენტის უარს უვადოდ დაენიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, რომლებიც სრულიად გაუმჭვირვალედ, ყოველგვარი პროცესის გარეშე შეირჩნენ. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, არც კი დაფიქრდნენ, როგორი დამაზიანებელი შეიძლება იყოს სასამართლოს და თავად საბჭოს რეპუტაციისთვის საზოგადოებაში ასეთი დაბალი ნდობის მქონე პირების დანიშვნა" - აღნიშნა გოგუაძემ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს