თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ტაქსი ფეხით მოსიარულეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად 70 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი მეეზოვეა და შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.