ავტორი:

"მე მაქვს ჩემი ავტორიტეტი და ვარ კეთილსინდისიერი" - ლევან მურუსიძის კომენტარი უვადო მოსამართლედ არჩევის შემდეგ

"მე მაქვს ჩემი ავტორიტეტი და ვარ კეთილსინდისიერი" - ლევან მურუსიძის კომენტარი უვადო მოსამართლედ არჩევის შემდეგ

სასამართლო სისტემაში მე მაქვს ჩემი ავტორიტეტი და ვარ კეთილსინდისიერი, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოში უვადოდ არჩეულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსის" ეთერში განაცხადა.

"მე დღეს შევეცადე, რომ ყველა კითხვას, რომელიც დამისვა ქალბატონმა ნაზი ჯანეზაშვილმა, ასევე ქალბატონმა ანა დოლიძემ, გავეცი დამაჯერებელი პასუხი. საბჭოს სხდომაზე მე გამოვხატე პატივისცემა არამოსამართლე წევრების მიმართ. მე მათთვის არასწორი სიტყვები არ მიკადრებია. სასამართლო სისტემაში მე მაქვს ჩემი ავტორიტეტი, ვარ კეთილსინდისიერი და ვფიქრობ, რომ უფრო კარგი იქნება, თუ ჩვენ და ქალბატონი ნაზიც, იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს პიროვნული შეურაცხყოფები მივაყენოთ, დავსხდეთ და საგნობრივად ვისაუბროთ იმ თემებზე, რაც წაადგება სასამართლოს. რადგან დავინიშნე, უნდა ვივარაუდოთ, რომ საბჭოს წევრები მიიჩნევენ, რომ ლევან მურუსიძე არის როგორც კომპეტენტური, ასევე კეთილსინდისიერი", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

მოსამართლე ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ განწესდა. კენჭისყრის შედეგად მან მოსამართეთა 11 ხმა მოიპივა. ერთი ხმა გაბათილდა, ხოლო ორი წინააღმდეგ წავიდა. ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში უვადოდ დაინიშნა. მან კეთილსინდისიერების კრიტერიუმში 95%, ხოლო კომპეტენტურობაში 94 მიიღო.

VIDEO: "სასამართლო სისტემაში მე მაქვს ჩემი ავტორიტეტი, მიმაჩნია, რომ ვარ ასევე კეთილსინდისიერი" - ლევან მურუსიძე

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს