ავტორი:

ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლედ აირჩიეს

ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლედ აირჩიეს

მოსამართლე ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ განმწესდა. კენჭისყრის შედეგად მან მოსამართეთა 11 ხმა მოიპოვა. ერთი ხმა გაბათილდა, ხოლო ორი წინააღმდეგ წავიდა.

ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში უვადოდ დაინიშნა. ლევან მურუსიძემ კეთილსინდისიერების კრიტერიუმში 95%, ხოლო კომპეტენტურობაში 94 პროცენტი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლეები გასაუბრებაზე კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის გათვალისწინებით ფასდებიან.

აღნიშნულის შესახებ იუსტიციის უმაღლს საბეჭოს დღევანელ სხდომაზე გახდა ცნობილი სადაც საბჭოს წევრებმა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით მყოფ მოსამართლეებთან დღეს გასაბრების პროცესი ჩაატარეს. ამის შემდეგ კი კენჭი უყარეს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს