პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთი აქედან არასდროს წავა... ასე თითო-თითოდ დაგვხოცავენ" - სომხეთში რუსული არმიისადმი პროტესტი იზრდება
"რუსეთი აქედან არასდროს წავა... ასე თითო-თითოდ დაგვხოცავენ" - სომხეთში რუსული არმიისადმი პროტესტი იზრდება

სომ­ხეთ­ში რუსი სამ­ხედ­როს მიერ მოკ­ლუ­ლი ქა­ლის საქ­მე­ზე აგო­რე­ბუ­ლი სკან­და­ლი გრძელ­დე­ბა. 25 დე­კემ­ბერს ერე­ვან­ში აქ­ტი­ვის­ტე­ბის ჯგუფ­მა, რო­მე­ლიც მოს­კო­ვის­გან ჯუ­ლი­ე­ტა გუ­კა­სი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი რუსი ჯა­რის­კა­ცის გად­მო­ცე­მას მო­ი­თხოვ­და, რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს შე­ნო­ბის წინ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­მარ­თა.

მკვლე­ლო­ბა 2 დე­კემ­ბერს გი­უმ­რი­ში მოხ­და. რუ­სე­თის 102-ე სამ­ხედ­რო ბა­ზის 23 წლის რუს­მა ჯა­რის­კაც­მა, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბას არც რუ­სე­თის სა­ელ­ჩო და არც სომ­ხუ­რი ძა­ლოვ­ნე­ბი ამ­ხე­ლენ, 57 წლის ქალი ცე­მით იმ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა, რომ ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

kavkaz-uzel.eu-ს კო­რეს­პონ­დენ­ტის ცნო­ბით, თავ­და­პირ­ვე­ლად ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია ვა­რა­უ­დობ­და, რომ ეს საქ­მე ვერ იქ­ნე­ბო­და ისე­თი რე­ზო­ნან­სუ­ლი, რო­გო­რიც 2015 წლის “პერ­მი­ა­კო­ვის საქ­მე” იყო, თუმ­ცა, ბოლო დღე­ებ­ში იქ გან­ვი­თა­რე­ბულ­მა პრო­ცე­სებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა მა­ტუ­ლობს.

“რუ­სე­თის არ­მია, წადი სომ­ხე­თი­დან” - ამ ში­ნა­არ­სის ტრან­სპა­რან­ტე­ბით შე­იკ­რიბ­ნენ აქ­ტი­ვის­ტე­ბი რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს წინ გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე. მა­თი­ვე თქმით, უკვე დიდი ხა­ნია გი­უმ­რი­ში დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბაზა საფრ­თხეს უქ­მნის სომ­ხე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას.

“მას შემ­დეგ, რაც გა­ირ­კვა, რომ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო მე­თა­უ­რო­ბა ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის სომ­ხუ­რი მხა­რის­თვის გად­მო­ცე­მას არ აპი­რებ­და, შე­იქ­მნა აქ­ტი­ვის­ტე­ბის ჯგუ­ფი და და­ვი­წყეთ აქ­ცი­ე­ბის და­გეგ­მვა... მთე­ლი დღე რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს ჭიშ­კარ­თან იდგა ხალ­ხი და უწყე­ბი­დან ერთი ადა­მი­ა­ნიც არ გა­მო­სუ­ლა...

ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას გა­ნუ­ცხა­დეს, რომ მათ­თან კონ­ტაქ­ტის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, უწყე­ბას კი­თხვე­ბი წე­რი­ლო­ბით ფოს­ტა­ზე გა­და­უგ­ზავ­ნონ. მეტი ირო­ნია რა გინ­დათ? გა­და­ხე­დეთ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს, რას წე­რენ რუ­სე­ბი, მათ მი­აჩ­ნი­ათ, რომ სომ­ხე­თი არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას უნდა შე­ე­გუ­ოს" - ამ­ბობს მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში ანია აბ­რა­მი­ა­ნი.

სომ­ხე­თის ეროვ­ნუ­ლი პრესკლუ­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნა­რი­ნე მკრტჩი­ან­მა რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს­თან წა­ი­კი­თხა წე­რი­ლი, სა­დაც მათი პო­ზი­ცია იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. მკრტჩი­ა­ნი ამ­ბობს, რომ მოს­კოვ­ში მი­აჩ­ნი­ათ სომ­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც ისე­ვე უნდა მო­ექ­ცნენ, რო­გორც მა­გა­ლი­თად, კა­ლი­ნინ­გრა­დის რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებ­ლებს ექ­ცე­ვი­ან. სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი ცდი­ლობს, რა­დი­კა­ლუ­რი პო­ზი­ცია არ ჰქონ­დეს და აქ­ტი­ვის­ტებს მო­უ­წო­დებს, საქ­მის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბა არ მოხ­დეს.

“დიდი ხა­ნია გი­უმ­რი­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­როს ბა­ზის არ­სე­ბო­ბა პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლია, უბ­რა­ლოდ, ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ერი­დე­ბა რუ­სეთ­თან ვი­თა­რე­ბის გამ­წვა­ვე­ბას, ბევ­რი მი­ზე­ზის გამო და ერთ-ერ­თია ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტი. არა­და, ყვე­ლამ ვი­ცით, სწო­რედ მისი ჩა­რე­ვი­თა და ნე­ბით და­ი­წყო იქ ყვე­ლა­ფე­რი და ახ­ლაც მთა­ვა­რი დი­რი­ჟო­რი სწო­რედ რუ­სე­თია, თუმ­ცა, ვაც­ნო­ბი­ე­რებთ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ფაქ­ტორ­საც, რო­მელ­საც სწო­რედ რუ­სეთ­მა მი­ყი­და შე­ი­ა­რა­ღე­ბა და თურ­ქეთ­საც, რო­მელ­თა­ნაც ბოლო დროს საკ­მა­ოდ და­ლა­გე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს.

რა გვაქვს გა­მო­სა­ვა­ლი? ევ­რო­პა და მხო­ლოდ ევ­რო­პა. სხვა­ნა­ი­რად, ასე თითო-თი­თოდ დაგ­ვხო­ცა­ვენ. რუ­სე­თი აქე­დან არას­დროს წავა და ვერც იმას მიხ­ვდე­ბა, რომ ეს მისი ტე­რი­ტო­რია არ არის, რად­გან მათი ჯა­რის­კა­ცე­ბი ისე იქ­ცე­ვი­ან, თით­ქოს ჩვენ ვი­ყოთ მათ მი­წა­ზე,” - ამ­ბობს ეჩ­მი­ა­ძი­ნის მკვიდ­რი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

“თით­ქმის არ მე­პა­რე­ბა ეჭვი, რომ არც ამ სამ­ხედ­როს გად­მოგ­ვცე­მენ, რად­გან პრე­ცე­დენ­ტი 2015 წელს უკვე და­ვუშ­ვით, რო­დე­საც ერთ ღა­მე­ში მთე­ლი ოჯა­ხი ამო­წყვი­ტეს და მა­შინ რუ­სე­თი ისე მო­იქ­ცა, რო­გორც მო­ი­სურ­ვა. ახ­ლაც ასე მოხ­დე­ბა. ჩვენ გვეს­მის ფა­ში­ნი­ა­ნის, რო­მე­ლიც ცდი­ლობს სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში სიფრ­თხი­ლეს, თუმ­ცა, თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე დარ­ჩე­ბა - მთვრა­ლი რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი ჩვენს ხოც­ვას და და­ჩაგ­ვრას გა­ნაგ­რძო­ბენ... მო­სახ­ლე­ო­ბა კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მოს­თხოვს, და­იც­ვას რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის აგ­რე­სი­ის­გან და თუ ვერ და­ი­ცავს, მა­შინ მო­უ­წევს წა­ვი­დეს,” - წერს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვა­ლია კა­რი­გი­ა­ნი.

ერე­ვან­ში რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს შე­ნო­ბის წინ გა­მარ­თუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის შემ­დეგ, იქ სომ­ხე­თის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ და გა­ნა­ცხა­დეს, რომ “სომ­ხეთს სჭირ­დე­ბა 102-ე სამ­ხედ­რო ბაზა” და “რუ­სე­თი ყო­ველ­თვის მათ­თან უნდა იყოს". მათ ამომ­რჩე­ველ­თა 1 %-ზე ნაკ­ლე­ბი უჭერს მხარს, თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია ში­შობს, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მათ საყ­რდე­ნად გა­მო­ი­ყე­ნებს...

ავტორი:

"რუსეთი აქედან არასდროს წავა... ასე თითო-თითოდ დაგვხოცავენ" - სომხეთში რუსული არმიისადმი პროტესტი იზრდება

"რუსეთი აქედან არასდროს წავა... ასე თითო-თითოდ დაგვხოცავენ" - სომხეთში რუსული არმიისადმი პროტესტი იზრდება

სომხეთში რუსი სამხედროს მიერ მოკლული ქალის საქმეზე აგორებული სკანდალი გრძელდება. 25 დეკემბერს ერევანში აქტივისტების ჯგუფმა, რომელიც მოსკოვისგან ჯულიეტა გუკასიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსი ჯარისკაცის გადმოცემას მოითხოვდა, რუსეთის საელჩოს შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართა.

მკვლელობა 2 დეკემბერს გიუმრიში მოხდა. რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის 23 წლის რუსმა ჯარისკაცმა, რომლის ვინაობას არც რუსეთის საელჩო და არც სომხური ძალოვნები ამხელენ, 57 წლის ქალი ცემით იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

kavkaz-uzel.eu-ს კორესპონდენტის ცნობით, თავდაპირველად ადგილობრივი მედია ვარაუდობდა, რომ ეს საქმე ვერ იქნებოდა ისეთი რეზონანსული, როგორიც 2015 წლის “პერმიაკოვის საქმე” იყო, თუმცა, ბოლო დღეებში იქ განვითარებულმა პროცესებმა აჩვენა, რომ საპროტესტო ტალღა მატულობს.

“რუსეთის არმია, წადი სომხეთიდან” - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით შეიკრიბნენ აქტივისტები რუსეთის საელჩოს წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე. მათივე თქმით, უკვე დიდი ხანია გიუმრიში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზა საფრთხეს უქმნის სომხეთის მოსახლეობას.

“მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ რუსეთის სამხედრო მეთაურობა ეჭვმიტანილის სომხური მხარისთვის გადმოცემას არ აპირებდა, შეიქმნა აქტივისტების ჯგუფი და დავიწყეთ აქციების დაგეგმვა... მთელი დღე რუსეთის საელჩოს ჭიშკართან იდგა ხალხი და უწყებიდან ერთი ადამიანიც არ გამოსულა...

ადგილობრივ მედიას განუცხადეს, რომ მათთან კონტაქტის სურვილის შემთხვევაში, უწყებას კითხვები წერილობით ფოსტაზე გადაუგზავნონ. მეტი ირონია რა გინდათ? გადახედეთ სოციალურ ქსელებს, რას წერენ რუსები, მათ მიაჩნიათ, რომ სომხეთი არსებულ რეალობას უნდა შეეგუოს" - ამბობს მედიასთან საუბარში ანია აბრამიანი.

სომხეთის ეროვნული პრესკლუბის ხელმძღვანელმა ნარინე მკრტჩიანმა რუსეთის საელჩოსთან წაიკითხა წერილი, სადაც მათი პოზიცია იყო დაფიქსირებული. მკრტჩიანი ამბობს, რომ მოსკოვში მიაჩნიათ სომხეთის მოქალაქეებსაც ისევე უნდა მოექცნენ, როგორც მაგალითად, კალინინგრადის რეგიონში მცხოვრებლებს ექცევიან. სომხეთის ხელისუფლება კი ცდილობს, რადიკალური პოზიცია არ ჰქონდეს და აქტივისტებს მოუწოდებს, საქმის პოლიტიზირება არ მოხდეს.

“დიდი ხანია გიუმრიში რუსეთის სამხედროს ბაზის არსებობა პოლიტიზირებულია, უბრალოდ, ყველა ხელისუფლება ერიდება რუსეთთან ვითარების გამწვავებას, ბევრი მიზეზის გამო და ერთ-ერთია ყარაბაღის კონფლიქტი. არადა, ყველამ ვიცით, სწორედ მისი ჩარევითა და ნებით დაიწყო იქ ყველაფერი და ახლაც მთავარი დირიჟორი სწორედ რუსეთია, თუმცა, ვაცნობიერებთ აზერბაიჯანის ფაქტორსაც, რომელსაც სწორედ რუსეთმა მიყიდა შეიარაღება და თურქეთსაც, რომელთანაც ბოლო დროს საკმაოდ დალაგებული ურთიერთობა აქვს.

რა გვაქვს გამოსავალი? ევროპა და მხოლოდ ევროპა. სხვანაირად, ასე თითო-თითოდ დაგვხოცავენ. რუსეთი აქედან არასდროს წავა და ვერც იმას მიხვდება, რომ ეს მისი ტერიტორია არ არის, რადგან მათი ჯარისკაცები ისე იქცევიან, თითქოს ჩვენ ვიყოთ მათ მიწაზე,” - ამბობს ეჩმიაძინის მკვიდრი AMBEBI.GE-სთან საუბარში.

“თითქმის არ მეპარება ეჭვი, რომ არც ამ სამხედროს გადმოგვცემენ, რადგან პრეცედენტი 2015 წელს უკვე დავუშვით, როდესაც ერთ ღამეში მთელი ოჯახი ამოწყვიტეს და მაშინ რუსეთი ისე მოიქცა, როგორც მოისურვა. ახლაც ასე მოხდება. ჩვენ გვესმის ფაშინიანის, რომელიც ცდილობს საგარეო ურთიერთობებში სიფრთხილეს, თუმცა, თუ ეს ყველაფერი ასე დარჩება - მთვრალი რუსი სამხედროები ჩვენს ხოცვას და დაჩაგვრას განაგრძობენ... მოსახლეობა კი ხელისუფლებას მოსთხოვს, დაიცვას რუსი სამხედროების აგრესიისგან და თუ ვერ დაიცავს, მაშინ მოუწევს წავიდეს,” - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ვალია კარიგიანი.

ერევანში რუსეთის საელჩოს შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, იქ სომხეთის კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები მივიდნენ და განაცხადეს, რომ “სომხეთს სჭირდება 102-ე სამხედრო ბაზა” და “რუსეთი ყოველთვის მათთან უნდა იყოს". მათ ამომრჩეველთა 1 %-ზე ნაკლები უჭერს მხარს, თუმცა, ადგილობრივი მედია შიშობს, რომ საჭიროების შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლება მათ საყრდენად გამოიყენებს...

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე