სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
25 დეკემბერს, HR hub-ის 2018 წლის ბოლო ღონისძიება გაიმართა
25 დეკემბერს, HR hub-ის 2018 წლის ბოლო ღონისძიება გაიმართა

უკვე მე­სა­მე წე­ლია HR hub HR მე­ნე­ჯე­რე­ბის­თვის ყო­ველ­თვე სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე ღო­ნის­ძი­ე­ბებს ატა­რებს.

80 ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო ჰა­ბის 2018 წლის ბოლო ღო­ნის­ძი­ე­ბას, რო­მე­ლიც ტერ­მი­ნალ­ში 25 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თა. შეხ­ვედ­რის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი ბიზ­ნეს­კონ­სულ­ტან­ტი­სა და ტრე­ნე­რის - და­ვით გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის გა­მოს­ვლას და­ეთ­მო. მან ისა­უბ­რა თვით­მო­ტი­ვა­ცი­ა­სა და მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე.

თე­მის სა­თა­უ­რი საკ­მა­ოდ ორი­გი­ნა­ლუ­რად ჟღერ­და - "რაც შე­უკ­ვე­თეთ, ის ჩა­მო­ვი­და“. ნო­ემ­ბერ­ში HR hub-მა ჩა­ა­ტა­რა კვლე­ვა და მის წევ­რებს ჰკი­თხა თუ ვის ისურ­ვებ­დნენ სპი­კე­რად და რა თე­მა­ზე. პა­სუ­ხე­ბი­დან სწო­რედ და­ვით გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი გა­მო­იკ­ვე­თა და სა­თა­უ­რიც შე­სა­ბა­მი­სად შე­ირ­ჩა.

ღო­ნის­ძი­ე­ბის მე­ო­რე ნა­წი­ლი დატ­ვირ­თუ­ლი იყო სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბით. მას უძღვე­ბო­და პა­ა­ტა პა­პა­ვა, რო­მე­ლიც კომ­პა­ნია Teamboat-ის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ლი­დე­რია. პა­ა­ტა 2000 წლი­დან ქმნის ტრე­ნინგ პროგ­რა­მებს ლი­დე­რო­ბი­სა და გუნ­დუ­რო­ბის, ეფექ­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი კულ­ტუ­რის, მენ­ტო­რე­ბი­სა და ტრე­ნე­რე­ბის მომ­ზა­დე­ბის, თა­ნა­მედ­რო­ვე მე­ნე­ჯმენ­ტის თე­მებ­ზე. შეხ­ვედ­რის მე­ო­რე ნა­წილ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გუნ­დუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, HR-ის სხვა­დას­ხვა აქ­ტუ­ა­ლურ თე­მას შე­ე­ხო.

დამ­სწრე აუ­დი­ტო­რი­ას სი­ტყვით მი­მარ­თა ბიზ­ნეს ლი­ტე­რა­ტუ­რის "ლურ­ჯი ოკე­ა­ნის“ მე­ნე­ჯერ­მა და ყვე­ლა მათ­განს სა­ჩუქ­რად ფას­დაკ­ლე­ბის ბა­რა­თე­ბი გა­დას­ცა. "ლურ­ჯი ოკე­ა­ნის“ წიგ­ნე­ბით და­ჯილ­დოვ­დნენ პრე­ზენ­ტა­ტო­რე­ბი, რომ­ლებ­მაც გუნ­დის პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს.

თუ გა­ვიხ­სნე­ბეთ HR hub-ის ყო­ველ­თვი­ურ შეხ­ვედ­რებს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი გა­მო­ვი­და და ის 5 სა­ათს გაგ­რძელ­და.

HR hub 2019 წელს კვლავ გა­აგ­რძე­ლებს შეხ­ვედ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას და კლუ­ბის წევ­რებს ბევრ სი­ახ­ლეს შეს­თა­ვა­ზებს.

შე­გახ­სე­ნებთ, "პა­ლიტ­რა მე­დია" ჰოლ­დინ­გი HR hub-ის 2018-2019 წლის სე­ზო­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რია.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

25 დეკემბერს, HR hub-ის 2018 წლის ბოლო ღონისძიება გაიმართა

25 დეკემბერს, HR hub-ის 2018 წლის ბოლო ღონისძიება გაიმართა

უკვე მესამე წელია HR hub HR მენეჯერებისთვის ყოველთვე სხვადასხვა თემაზე ღონისძიებებს ატარებს.

80 ადამიანი დაესწრო ჰაბის 2018 წლის ბოლო ღონისძიებას, რომელიც ტერმინალში 25 დეკემბერს გაიმართა. შეხვედრის პირველი ნაწილი ბიზნესკონსულტანტისა და ტრენერის - დავით გოგიჩაიშვილის გამოსვლას დაეთმო. მან ისაუბრა თვითმოტივაციასა და მოტივაციაზე.

თემის სათაური საკმაოდ ორიგინალურად ჟღერდა - "რაც შეუკვეთეთ, ის ჩამოვიდა“. ნოემბერში HR hub-მა ჩაატარა კვლევა და მის წევრებს ჰკითხა თუ ვის ისურვებდნენ სპიკერად და რა თემაზე. პასუხებიდან სწორედ დავით გოგიჩაიშვილი გამოიკვეთა და სათაურიც შესაბამისად შეირჩა.

ღონისძიების მეორე ნაწილი დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობით. მას უძღვებოდა პაატა პაპავა, რომელიც კომპანია Teamboat-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერია. პაატა 2000 წლიდან ქმნის ტრენინგ პროგრამებს ლიდერობისა და გუნდურობის, ეფექტური კომუნიკაციის, ორგანიზაციული კულტურის, მენტორებისა და ტრენერების მომზადების, თანამედროვე მენეჯმენტის თემებზე. შეხვედრის მეორე ნაწილში განხორციელებული გუნდური აქტივობები, HR-ის სხვადასხვა აქტუალურ თემას შეეხო.

დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა ბიზნეს ლიტერატურის "ლურჯი ოკეანის“ მენეჯერმა და ყველა მათგანს საჩუქრად ფასდაკლების ბარათები გადასცა. "ლურჯი ოკეანის“ წიგნებით დაჯილდოვდნენ პრეზენტატორები, რომლებმაც გუნდის პრეზენტაციები წარმოადგინეს.

თუ გავიხსნებეთ HR hub-ის ყოველთვიურ შეხვედრებს, აღნიშნული ღონისძიება ყველაზე ხანგრძლივი გამოვიდა და ის 5 საათს გაგრძელდა.

HR hub 2019 წელს კვლავ გააგრძელებს შეხვედრების ორგანიზებას და კლუბის წევრებს ბევრ სიახლეს შესთავაზებს.

შეგახსენებთ, "პალიტრა მედია" ჰოლდინგი HR hub-ის 2018-2019 წლის სეზონის გენერალური სპონსორია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი