სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა ბესელია იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა
ეკა ბესელია იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა

ჩემი გა­დად­გო­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით შე­ვა­ჩე­რეთ პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც ეხე­ბა უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის უვა­დოდ და­ნიშ­ვნის ნაჩ­ქა­რევ და გა­უ­მარ­თლე­ბელ პრო­ცესს, - ამის შე­სა­ხებ ეკა ბე­სე­ლი­ამ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე, იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის სა­კი­თხზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

ბე­სე­ლი­ას თქმით, მო­სა­მარ­თლე­ე­ბის სი­ა­ში, რო­მე­ლიც იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს­მა საბ­ჭომ წა­რად­გი­ნა, არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მისი შვი­ლის, ძმის და მისი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის „პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ საქ­მე­ებ­ზე იყ­ვნენ მო­სა­მარ­თლე­ე­ბი“.

„ფიქ­რის შემ­დეგ მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დავ­ტო­ვო იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გუ­შინ შე­ვა­ჩე­რეთ პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც მი­მაჩ­ნია, რომ იყო ძა­ლი­ან სა­ზი­ა­ნო და ეხე­ბა უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის უვა­დოდ და­ნიშ­ვნის ნაჩ­ქა­რევ და გა­უ­მარ­თლე­ბელ პრო­ცესს. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე იმი­ტომ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, პრო­ცე­სი იხი­ლოს გამჭვირ­ვა­ლე და იყოს ჩარ­თუ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე პი­რე­ბის გა­მოკ­ვე­თა­სა და მათ შერ­ჩე­ვა­ში. ეს პრო­ცე­სი უნდა იყოს უცი­ლობ­ლივ კრი­ტე­რი­უ­მე­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით, უნდა შე­იქ­მნას სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, უნდა იმუ­შა­ოს კო­მი­ტეტ­მა და პარ­ლა­მენ­ტმა იმ პრო­ცე­დუ­რის სრუ­ლი დაც­ვით, რო­მე­ლიც ამ პრო­ცესს გახ­დის გამჭვირ­ვა­ლეს, სა­მარ­თლი­ან­სა და სწორს. სია უნდა იყოს გაწ­ვე­უ­ლი და არა შე­ჩე­რე­ბუ­ლი. სი­ა­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არა მხო­ლოდ ჩემი შვი­ლის და ძმის პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მის მო­სა­მარ­თლე­ე­ბი იყ­ვნენ, არა­მედ სი­ა­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბიც, რომ­ლე­ბიც ჩემი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ საქ­მე­ებ­ზე იყ­ვნენ მო­სა­მარ­თლე­ე­ბი. მი­მაჩ­ნდა, მი­მაჩ­ნია და ყო­ველ­თვის ეს გან­წყო­ბა მექ­ნე­ბა, რომ უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლოს უნდა ჰყავ­დეს ის მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, ისე­თი რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე იუ­რის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც არ ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ სა­ა­კაშ­ვი­ლის ძა­ლა­დობ­რივ რე­ჟიმს. ჩემი მთა­ვა­რი იდე­ა­ლი ყო­ველ­თვის იყო და იქ­ნე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლა,“ - გა­ნა­ცხა­და ეკა ბე­სე­ლი­ამ.

ბე­სე­ლი­ას გან­მარ­ტე­ბით, გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სწო­რედ მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე ვანო ზარ­დი­აშ­ვი­ლის­გან­ცხა­დე­ბა ჩა­ი­ბა­რა.

„დღეს მი­ვი­ღე გან­ცხა­დე­ბა ვანო ზარ­დი­ა­ში­ლის გა­დად­გო­მის თა­ო­ბა­ზე. იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას მე ვერ და­ვუ­ტო­ვებ­დი ამ ადა­მი­ანს. ეს გან­ცხა­დე­ბა მი­ვი­ღე დღეს და ამის შემ­დეგ ვა­კე­თებ გან­ცხა­დე­ბას გა­დად­გო­მის თა­ო­ბა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ეკა ბე­სე­ლი­ამ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ ჯერ კი­დევ ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში წერ­და, რომ მმარ­თველ გუნდში ბე­სე­ლი­ას იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბი­დან გა­დად­გო­მის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავ­დნენ. სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბე­სე­ლია პარ­ლა­მენ­ტის სპი­კე­რატ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს. იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე კი ანრი ოხა­ნაშ­ვილ­სა და და­ვით მა­თი­კაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები
ავტორი:

ეკა ბესელია იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა

ეკა ბესელია იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა

ჩემი გადადგომის გადაწყვეტილებით შევაჩერეთ პროცესი, რომელიც ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს, - ამის შესახებ ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ბესელიას თქმით, მოსამართლეების სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა, არიან ის ადამიანები, რომლებიც მისი შვილის, ძმის და მისი თანაგუნდელების „პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე იყვნენ მოსამართლეები“.

„ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. ამ გადაწყვეტილებით გუშინ შევაჩერეთ პროცესი, რომელიც მიმაჩნია, რომ იყო ძალიან საზიანო და ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ საზოგადოებას მიეცეს საშუალება, პროცესი იხილოს გამჭვირვალე და იყოს ჩართული მოსამართლეების მაღალი რეპუტაციის მქონე პირების გამოკვეთასა და მათ შერჩევაში. ეს პროცესი უნდა იყოს უცილობლივ კრიტერიუმებით დადგენილი წესით, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, უნდა იმუშაოს კომიტეტმა და პარლამენტმა იმ პროცედურის სრული დაცვით, რომელიც ამ პროცესს გახდის გამჭვირვალეს, სამართლიანსა და სწორს. სია უნდა იყოს გაწვეული და არა შეჩერებული. სიაში არიან ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ჩემი შვილის და ძმის პოლიტიკური საქმის მოსამართლეები იყვნენ, არამედ სიაში არიან ადამიანებიც, რომლებიც ჩემი თანამებრძოლების პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე იყვნენ მოსამართლეები. მიმაჩნდა, მიმაჩნია და ყოველთვის ეს განწყობა მექნება, რომ უზენაეს სასამართლოს უნდა ჰყავდეს ის მოსამართლეები, ისეთი რეპუტაციის მქონე იურისტები, რომლებიც არ ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს. ჩემი მთავარი იდეალი ყოველთვის იყო და იქნება სამართლიანობისთვის ბრძოლა,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიას განმარტებით, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება სწორედ მას შემდეგ მიიღო, რაც თანამდებობის დატოვების თაობაზე ვანო ზარდიაშვილისგანცხადება ჩაიბარა.

„დღეს მივიღე განცხადება ვანო ზარდიაშილის გადადგომის თაობაზე. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მე ვერ დავუტოვებდი ამ ადამიანს. ეს განცხადება მივიღე დღეს და ამის შემდეგ ვაკეთებ განცხადებას გადადგომის თაობაზე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

როგორც ცნობილია, „ინტერპრესნიუსი“ ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში წერდა, რომ მმართველ გუნდში ბესელიას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის საკითხს განიხილავდნენ. სააგენტოს ინფორმაციით, ბესელია პარლამენტის სპიკერატში გადაინაცვლებს. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე კი ანრი ოხანაშვილსა და დავით მათიკაშვილის კანდიდატურები განიხილება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები