ავტორი:

სირიაში საქართველოს 14 წლის მოქალაქე დაიღუპა - "მამამისი თარხან ბათირაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო"

სირიაში საქართველოს 14 წლის მოქალაქე დაიღუპა - "მამამისი თარხან ბათირაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო"

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. ის "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლი, 14 წლის მუხმად ფარეულიძეა, - ამის შესახებ ინფორმაციას kvirispalitra.ge ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მუხმად ფარეულიძე 25 დეკემბერს ავიაიერიშების დროს დაიღუპა. ის სოფელ ბირკიანიდან არის და მშობლებთან ერთად სირიაში, სავარაუდოდ, 2014 წლის დასაწყისში წავიდა.

„მამამისი ახმად ფარეულიძე იყო თარხან ბათირაშვილის, იგივე "ჟღალი გენერლის" თანასოფლელი, ასევე მისი უახლოესი გარემოცვის წევრიც. 2016 წლის ზაფხულში, როდესაც ავიაიერიშის დროს ბათირაშვილი დაიჭრა, მასთან ერთად ასევე დაიჭრა ახმად ფარეულიძეც, თუმცა მოგვიანებით ბათირაშვილი დაიღუპა, ფარეულიძე კი გადარჩა. ახმად ფარეულიძე დღემდე იბრძვის "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში“, - ნათქვამია kvirispalitra.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ