სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გოგო, რომელიც ჯოჯოხეთში ცოლად გამომყვა" - პატიმრობიდან გათავისუფლებული ოთო აბესაძის ემოციური პოსტი ცოლს
"გოგო, რომელიც ჯოჯოხეთში ცოლად გამომყვა" - პატიმრობიდან გათავისუფლებული ოთო აბესაძის ემოციური პოსტი ცოლს

თბი­ლი­სის მე­რი­ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ოთარ აბე­სა­ძე, პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე მე­უღ­ლეს, დეა აფ­ცი­ა­ურს ემო­ცი­ურ პოსტს უძღვნის. ოთომ და დეამ 2018 წლის და­სა­წყის­ში სა­პყრო­ბი­ლე­ში იქორ­წი­ნეს.

"ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სი­ცო­ცხლე­ზე მე­ტად მიყ­ვარს

ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით მომ­კი­და ხელი და ცხოვ­რე­ბა თა­ვი­დან და­მა­წყე­ბი­ნა

ეს არის გოგო, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მძი­მე პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ოჯა­ხის ძვე­ლისძვე­ლი მან­ქა­ნით ტაქ­სა­ო­ბა მო­მი­წია, ფუ­ლის და­ზოგ­ვის მიზ­ნით, მან­ქა­ნას სა­კუ­თა­რი ხე­ლით რე­ცხავ­და და მეხ­მა­რე­ბო­და (მე გა­რე­დან და დე­ი­კო შიგ­ნი­დან)

გოგო, რო­მე­ლიც 4 ად­გილ­ზე მუ­შა­ობ­და, არი­გებ­და ფლა­ი­ე­რებს და აკე­თებ­და ყვე­ლა­ფერს იმის­თვის, რომ ჩემ­თვის წამ­ლე­ბი ეყი­და მა­შინ, რო­დე­საც მუ­შა­ო­ბა არ შე­მეძ­ლო მიკ­რო ინ­სულ­ტის გამო

გოგო, რო­მე­ლიც არა­მარ­ტო ჯო­ჯო­ხეთ­ში გა­მომ­ყვა, არა­მედ ჯო­ჯო­ხეთ­ში ცო­ლად გა­მომ­ყვა

გოგო, რო­მელ­მაც და­მიბ­რუ­ნა თვით­შე­ფა­სე­ბა და ამ გო­გოს დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ დღეს კვლავ 2 უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ვარ

მიყ­ვარ­ხარ მე შენ ძა­ლი­ან და არ ვიცი ოდეს­მე თუ გა­და­გიხ­დი ამ ყვე­ლაფ­რის­თვის სა­მა­გი­ე­როს!

შენ ხარ ქა­ლის, ცო­ლის და მე­გობ­რის იდე­ა­ლი!", - წერს აბე­სა­ძე.

თბი­ლი­სის მე­რი­ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ოთარ აბე­სა­ძე 15 იან­ვარს პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. აბე­სა­ძე სა­სა­მარ­თლომ 1000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. ად­ვო­კა­ტი ირმა ჭკა­დუა აბე­სა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლას ითხოვ­და. ოთო აბე­სა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე იყო, რის გა­მოც ის ჩა­ფი­ძის კლი­ნი­კა­ში მო­ა­თავ­სეს. მო­სა­მარ­თლემ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სწო­რედ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღო.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ­მა სა­ა­გენ­ტომ ქრთა­მის აღე­ბის ბრალ­დე­ბით თბი­ლი­სის მე­რი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ოთარ აბე­სა­ძე 2017 წლის 12 ივ­ლისს და­ა­კა­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"გოგო, რომელიც ჯოჯოხეთში ცოლად გამომყვა" - პატიმრობიდან გათავისუფლებული ოთო აბესაძის ემოციური პოსტი ცოლს

"გოგო, რომელიც ჯოჯოხეთში ცოლად გამომყვა" - პატიმრობიდან გათავისუფლებული ოთო აბესაძის ემოციური პოსტი ცოლს

თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ოთარ აბესაძე, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, "ფეისბუქის" პირად გვერდზე მეუღლეს, დეა აფციაურს ემოციურ პოსტს უძღვნის. ოთომ და დეამ 2018 წლის დასაწყისში საპყრობილეში იქორწინეს.

"ადამიანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს

ადამიანი, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით მომკიდა ხელი და ცხოვრება თავიდან დამაწყებინა

ეს არის გოგო, რომელიც ყველაზე მძიმე პერიოდში, როდესაც ოჯახის ძველისძველი მანქანით ტაქსაობა მომიწია, ფულის დაზოგვის მიზნით, მანქანას საკუთარი ხელით რეცხავდა და მეხმარებოდა (მე გარედან და დეიკო შიგნიდან)

გოგო, რომელიც 4 ადგილზე მუშაობდა, არიგებდა ფლაიერებს და აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რომ ჩემთვის წამლები ეყიდა მაშინ, როდესაც მუშაობა არ შემეძლო მიკრო ინსულტის გამო

გოგო, რომელიც არამარტო ჯოჯოხეთში გამომყვა, არამედ ჯოჯოხეთში ცოლად გამომყვა

გოგო, რომელმაც დამიბრუნა თვითშეფასება და ამ გოგოს დამსახურებაა, რომ დღეს კვლავ 2 უნივერსიტეტის პროფესორი ვარ

მიყვარხარ მე შენ ძალიან და არ ვიცი ოდესმე თუ გადაგიხდი ამ ყველაფრისთვის სამაგიეროს!

შენ ხარ ქალის, ცოლის და მეგობრის იდეალი!", - წერს აბესაძე.

თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ოთარ აბესაძე 15 იანვარს პატიმრობიდან გაათავისუფლეს. აბესაძე სასამართლომ 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ადვოკატი ირმა ჭკადუა აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდა. ოთო აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, რის გამოც ის ჩაფიძის კლინიკაში მოათავსეს. მოსამართლემ გადაწყვეტილება სწორედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნის საფუძველზე მიიღო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე 2017 წლის 12 ივლისს დააკავა.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს