საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სანამ კახი გამოჯანმრთელდება, ცოტა ხანს სპექტაკლში მამა ითამაშებს" - ვინ გულშემატკივრობს ირინკას და ოთოს ამერიკიდან
"სანამ კახი გამოჯანმრთელდება, ცოტა ხანს სპექტაკლში მამა ითამაშებს" - ვინ გულშემატკივრობს ირინკას და ოთოს ამერიკიდან

"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკლა­ვე­ბის" ფი­ნა­ლუ­რი შოუ 31 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მე­ლიც ამ სე­ზო­ნის გა­მარ­ჯვე­ბულს გა­მო­ავ­ლენს. ფი­ნალ­ში ორი ძლი­ე­რი წყვი­ლია დარ­ჩე­ნი­ლი (ირინ­კა კავ­სა­ძე და ოთო ფო­ლა­დაშ­ვი­ლი, ამი­კო ჩო­ხა­რა­ძე და ჯუ­ლი­ა­ნა ბარ­გნა­რი). მათ­გან ერთ-ერთი ახა­ლი წლის ღა­მეს გა­ი­მარ­ჯვებს... გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს ირინ­კა კავ­სა­ძეს­თან, რო­მე­ლიც 3 თვის წინ ამე­რი­კი­დან ამ შო­უს­თვის ჩა­მო­ვი­და და რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე მა­სობ­რი­ვად, რო­გორც დღეს, არა­ვინ იც­ნობ­და.

ირინ­კა კავ­სა­ძე:

- ამე­რი­კა­ში დავ­ტო­ვე თე­ატ­რი, რად­გა­ნაც ცოტა ხნით რა­ღაც ახა­ლი ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგი, ახალ საქ­მეს მოვ­კი­დე ხელი. რა თქმა უნდა, იქა­უ­რო­ბა მე­ნატ­რე­ბა, "სი­ნე­ტი­კის" თე­ატ­რი ჩემ­თვის მე­ო­რე ოჯა­ხი­ვი­თაა, მაგ­რამ იქი­და­ნაც მგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ, ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნე­ბენ ამ პრო­ექტს თვალ-ყურს. უხა­რი­ათ ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბა, რომ აქამ­დე მო­ვე­დით და ახლა კი უკვე ფი­ნალ­ში ვართ.

- ვიცი, რომ მა­მა­შე­ნი, ირაკ­ლი კავ­სა­ძე ახლა აქ არის. ამე­რი­კი­დან სა­ა­ხალ­წლოდ შენს სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ ჩა­მო­ვი­და?

- მამა ძი­რი­თა­დად ბა­ბუ­ის ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო ჩა­მო­ვი­და, კახი შე­უძ­ლოდ იყო და ცოტა ხნით მა­მა­ჩე­მი შე­ე­ნაც­ვლე­ბა სპექ­ტაკლში, ბა­ბუ­ა­ჩე­მის მა­გივ­რად შე­ვი­და წარ­მოდ­გე­ნა­ში. სა­ნამ კახი გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა, მამა ითა­მა­შებს. ეს სპექ­ტაკ­ლი "ან­ტუ­ა­ნი და პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი" მა­მამ მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში ცოტა ხნის წინ დად­გა, 4 თვით იყო ჩა­მო­სუ­ლი და დბე­ბი­ა­ჩემს, ბელა მი­რი­ა­ნაშ­ვილს მი­უ­ძღვნა. მოკ­ლედ, ამ ყვე­ლა­ფერ­თან ძა­ლი­ან ოჯა­ხუ­რი მო­მენ­ტი გვა­კავ­ში­რებს და ამი­ტომ სა­ჭი­როდ ჩათ­ვა­ლა ჩა­მო­სუ­ლი­ყო, რად­გა­ნაც, რო­გორც ვთქვი, ბა­ბუა ავად გახ­და.

- ახლა რო­გორ არის ბა­ტო­ნი კახი?

- კარ­გად არის, საქ­მე უკე­თე­სო­ბის­კენ მი­დის - ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა.

- ირინ­კა, 3 თვის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვიწ­რო წრის გარ­და, თით­ქმის არა­ვინ გიც­ნობ­და, თუმ­ცა მა­ყუ­რე­ბელ­მა შენ მი­მართ სა­ო­ცა­რი მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტა. ელო­დი ამას, რაც მა­ყუ­რებ­ლის­გან მიღე?

- ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი. ამე­რი­კი­დან რომ ჩა­მო­ვე­დი და ამ პრო­ექ­ტში მო­ვე­დი, ვი­ყა­ვი მხო­ლოდ კა­ხის შვი­ლიშ­ვი­ლი და არა­ვინ მიც­ნობ­და. არც იმას ვე­ლო­დი, რომ მე და ოთო ფო­ლა­დაშ­ვი­ლი - ჩემი მე­წყვი­ლე, ფი­ნა­ლამ­დე მო­ვი­დო­დით. უბ­რა­ლოდ, მე­გო­ნა, რომ ჩემ­თვის ამ შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო. მერე, ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, გა­ირ­კვა, რომ ამ პრო­ექტს ბევ­რი და­დე­ბი­თი აქვს, შე­უძ­ლია უამ­რა­ვი რამ გას­წავ­ლოს, თან, ისე­თი რა­ღა­ცე­ბი, რაც შე­იძ­ლე­ბა, მო­მა­ვალ­ში გა­მო­მად­გეს. აქამ­დე რომ მო­ვე­დით, ეს მა­ყუ­რებ­ლის და ოთოს დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მან ჩემ­ში დიდი შრო­მა ჩადო. სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია.

- შენც ბევ­რი იშ­რო­მე...

- ოთოა მთა­ვა­რი, მე ვცდი­ლობ­დი ყვე­ლა­ნა­ი­რად მას მივ­ყო­ლო­დი. მად­ლო­ბა ოთოს და მა­ყუ­რე­ბელს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"სანამ კახი გამოჯანმრთელდება, ცოტა ხანს სპექტაკლში მამა ითამაშებს" - ვინ გულშემატკივრობს ირინკას და ოთოს ამერიკიდან

"სანამ კახი გამოჯანმრთელდება, ცოტა ხანს სპექტაკლში მამა ითამაშებს" - ვინ გულშემატკივრობს ირინკას და ოთოს ამერიკიდან

"ცეკვავენ ვარსკლავების" ფინალური შოუ 31 დეკემბერს გაიმართება, რომელიც ამ სეზონის გამარჯვებულს გამოავლენს. ფინალში ორი ძლიერი წყვილია დარჩენილი (ირინკა კავსაძე და ოთო ფოლადაშვილი, ამიკო ჩოხარაძე და ჯულიანა ბარგნარი). მათგან ერთ-ერთი ახალი წლის ღამეს გაიმარჯვებს... გთავაზობთ ინტერვიუს ირინკა კავსაძესთან, რომელიც 3 თვის წინ ამერიკიდან ამ შოუსთვის ჩამოვიდა და რომელსაც საქართველოში ისე მასობრივად, როგორც დღეს, არავინ იცნობდა.

ირინკა კავსაძე:

- ამერიკაში დავტოვე თეატრი, რადგანაც ცოტა ხნით რაღაც ახალი ნაბიჯი გადავდგი, ახალ საქმეს მოვკიდე ხელი. რა თქმა უნდა, იქაურობა მენატრება, "სინეტიკის" თეატრი ჩემთვის მეორე ოჯახივითაა, მაგრამ იქიდანაც მგულშემატკივრობენ, ძალიან ყურადღებით ადევნებენ ამ პროექტს თვალ-ყურს. უხარიათ ჩვენი წარმატება, რომ აქამდე მოვედით და ახლა კი უკვე ფინალში ვართ.

- ვიცი, რომ მამაშენი, ირაკლი კავსაძე ახლა აქ არის. ამერიკიდან საახალწლოდ შენს საგულშემატკივროდ ჩამოვიდა?

- მამა ძირითადად ბაბუის ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჩამოვიდა, კახი შეუძლოდ იყო და ცოტა ხნით მამაჩემი შეენაცვლება სპექტაკლში, ბაბუაჩემის მაგივრად შევიდა წარმოდგენაში. სანამ კახი გამოჯანმრთელდება, მამა ითამაშებს. ეს სპექტაკლი "ანტუანი და პატარა უფლისწული" მამამ მოზარდმაყურებელთა თეატრში ცოტა ხნის წინ დადგა, 4 თვით იყო ჩამოსული და დბებიაჩემს, ბელა მირიანაშვილს მიუძღვნა. მოკლედ, ამ ყველაფერთან ძალიან ოჯახური მომენტი გვაკავშირებს და ამიტომ საჭიროდ ჩათვალა ჩამოსულიყო, რადგანაც, როგორც ვთქვი, ბაბუა ავად გახდა.

- ახლა როგორ არის ბატონი კახი?

- კარგად არის, საქმე უკეთესობისკენ მიდის - ყველაფერი კარგადაა.

- ირინკა, 3 თვის წინ საქართველოში, ვიწრო წრის გარდა, თითქმის არავინ გიცნობდა, თუმცა მაყურებელმა შენ მიმართ საოცარი მხარდაჭერა გამოხატა. ელოდი ამას, რაც მაყურებლისგან მიღე?

- ნამდვილად არ ველოდი. ამერიკიდან რომ ჩამოვედი და ამ პროექტში მოვედი, ვიყავი მხოლოდ კახის შვილიშვილი და არავინ მიცნობდა. არც იმას ველოდი, რომ მე და ოთო ფოლადაშვილი - ჩემი მეწყვილე, ფინალამდე მოვიდოდით. უბრალოდ, მეგონა, რომ ჩემთვის ამ შოუში მონაწილეობა კარგი გამოცდილება შეიძლებოდა ყოფილიყო. მერე, ყველაფერთან ერთად, გაირკვა, რომ ამ პროექტს ბევრი დადებითი აქვს, შეუძლია უამრავი რამ გასწავლოს, თან, ისეთი რაღაცები, რაც შეიძლება, მომავალში გამომადგეს. აქამდე რომ მოვედით, ეს მაყურებლის და ოთოს დამსახურებაა. მან ჩემში დიდი შრომა ჩადო. საოცარი ადამიანი და პროფესიონალია.

- შენც ბევრი იშრომე...

- ოთოა მთავარი, მე ვცდილობდი ყველანაირად მას მივყოლოდი. მადლობა ოთოს და მაყურებელს!

„ოქროს წინსაფარი, 12 მონაწილე და სამზარეულოში სრული მზადყოფნა“ - 24 მაისიდან "მასტერშეფი" ბრუნდება!

"ჩემი რჩევაა დამაწყნარებელი დალიონ, რადგან ჩვენი შეფასებებისგან ღამით კოშმარები დაესიზმრებათ" - რა ელით მონაწილეებს და მაყურებელს „მასტერშეფის“ ახალ სეზონში

"მამა ყველას უყვარდა" - რას ყვება დუტა სხირტლაძის მეუღლე ცნობილი მამის შესახებ, რომელიც ქართველების საყვარელი სიმღერების ავტორია