მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პალიტრა მედია ჰოლდინგი" წლის ლიდერ კომპანიად დასახელდა
"პალიტრა მედია ჰოლდინგი" წლის ლიდერ კომპანიად დასახელდა

26 დე­კემ­ბერს „ბილთმორ თბი­ლის­ში“ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის და­ჯილ­დო­ვე­ბის გრან­დი­ო­ზუ­ლი ცე­რე­მო­ნი­ა­ლი „ქარ­თუ­ლი ბრენ­დის დღე 2018“ გა­ი­მარ­თა. სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ა­გენ­ტო "პრო­ფი­ლის" ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა ტრა­დი­ცი­ად იქცა და წელს მე­თექ­ვსმე­ტედ ჩა­ტარ­და.

ყო­ველ წელს ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს უამ­რა­ვი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში ჯილ­დოვ­დე­ბი­ან. წლის ლი­დე­რი კომ­პა­ნია, ნდო­ბა და რე­პუ­ტა­ცია, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახა­ლი ბრენ­დი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ტელე-პრო­ექ­ტი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტი და ბრენდ-პერ­სო­ნა - ამ ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში წელს 30-მდე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და­სა­ხელ­და.

„ეს არის პრო­ექ­ტი რო­მელ­საც ყო­ველ წელს დიდი სირ­თუ­ლე ახ­ლავს. უკვე ღო­ნის­ძი­ე­ბას მე­თექ­ვსმე­ტედ ვა­ტა­რებთ და მინ­და ყვე­ლა გა­მარ­ჯვე­ბულს მი­ვუ­ლო­ცო წარ­მა­ტე­ბა. გა­მოვ­ყოფ პა­ლიტ­რა მე­დი­ას, რო­მე­ლიც სფე­რო­ში ლი­დე­რი კომ­პა­ნი­აა. ვფიქ­რობ, რომ პა­ლიტ­რა მე­დია ფლაგ­მა­ნია. ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ და მიყ­ვარს თქვე­ნი ჰოლ­დინ­გი, რად­გან თქვენ ყო­ველ­თვის ას­რუ­ლებთ თქვენს და­კის­რე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე“, - გა­ნა­ცხა­და მა­ნა­ნა გე­გი­ძემ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ა­გენ­ტო „პრო­ფი­ლის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა და გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა.

„ქარ­თუ­ლი ბრენ­დის დღე 2018“-ზე ლი­დე­რი კომ­პა­ნი­ის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში და­ჯილ­დოვ­და "პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გიც".

„ქარ­თუ­ლი ბრენ­დის დღე 2018“-ზე პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გი და­ჯილ­დოვ­და რო­გორც ლი­დე­რი კომ­პა­ნია. ჩვენ­თვის ეს ჯილ­დო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან რთუ­ლია შე­ი­ნარ­ჩუ­ნო ლი­დე­რო­ბა მე­დი­ა­ბა­ზარ­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლია, როცა უკვე 23 წე­ლია ამ სფე­რო­ში ვმოღ­ვა­წე­ობთ. 23 წე­ლია პა­ლიტ­რა ახერ­ხებს, ლი­დე­რის პო­ზი­ცია შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს და ეს არის იმ დიდი გუნ­დის დამ­სა­ხუ­რე­ბა, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად მუ­შა­ობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა­ზე, მის გა­ნათ­ლე­ბა­ზე, ნა­კი­თხო­ბა­ზე და ა.შ.

და­არ­სე­ბი­დან დღემ­დე პა­ლიტ­რა გან­ვი­თარ­და უფრო ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვიდ­რე მხო­ლოდ ერთი გა­ზე­თია, რომ­ლი­თაც და­ი­წყო მისი ის­ტო­რია. დღე­ის­თვის ჰოლ­დინ­გი მო­ი­ცავს არა მხო­ლოდ მე­დია სახ­ლს, არა­მედ გა­მომ­ცემ­ლო­ბა­საც, მა­ღა­ზი­ა­თა ქსელს, სხვა­დას­ხვა სა­იტს და სხვა. ჰოლ­დინ­გში 2000-მდე ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს და ეს წარ­მა­ტე­ბა თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის წარ­მა­ტე­ბაა“, - ირაკ­ლი სა­ა­მიშ­ვი­ლი, პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მიწ­ვე­უ­ლი ასო­ბით სტუმ­რის გან­წყო­ბა­ზე ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლი ზრუ­ნავ­და, სა­ღა­მო­ზე იმ­ღე­რეს "შვიდ­კა­ცამ", ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვილ­მა და სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძემ. ღო­ნის­ძი­ე­ბის ბო­ლოს გრან­დი­ო­ზუ­ლი ტორ­ტი გა­იჭ­რა.

ეკა გა­და­ხა­ბა­ძე, ფოტო: ვანო გორ­გიშ­ვი­ლი

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"პალიტრა მედია ჰოლდინგი" წლის ლიდერ კომპანიად დასახელდა

"პალიტრა მედია ჰოლდინგი" წლის ლიდერ კომპანიად დასახელდა

26 დეკემბერს „ბილთმორ თბილისში“ წარმატებული კომპანიების დაჯილდოვების გრანდიოზული ცერემონიალი „ქართული ბრენდის დღე 2018“ გაიმართა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილის" ორგანიზებული ღონისძიება ტრადიციად იქცა და წელს მეთექვსმეტედ ჩატარდა.

ყოველ წელს ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს უამრავი ქართული კომპანია, რომლებიც სხვადასხვა ნომინაციებში ჯილდოვდებიან. წლის ლიდერი კომპანია, ნდობა და რეპუტაცია, წარმატებული ახალი ბრენდი, წარმატებული ტელე-პროექტი, წარმატებული მუსიკალური პროექტი, წარმატებული საერთაშორისო პროექტი და ბრენდ-პერსონა - ამ ნომინაციებში წელს 30-მდე გამარჯვებული დასახელდა.

„ეს არის პროექტი რომელსაც ყოველ წელს დიდი სირთულე ახლავს. უკვე ღონისძიებას მეთექვსმეტედ ვატარებთ და მინდა ყველა გამარჯვებულს მივულოცო წარმატება. გამოვყოფ პალიტრა მედიას, რომელიც სფეროში ლიდერი კომპანიაა. ვფიქრობ, რომ პალიტრა მედია ფლაგმანია. ძალიან ვამაყობ და მიყვარს თქვენი ჰოლდინგი, რადგან თქვენ ყოველთვის ასრულებთ თქვენს დაკისრებულ ვალდებულებას საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა მანანა გეგიძემ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილის“ დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა.

„ქართული ბრენდის დღე 2018“-ზე ლიდერი კომპანიის ნომინაციაში დაჯილდოვდა "პალიტრა მედია ჰოლდინგიც".

„ქართული ბრენდის დღე 2018“-ზე პალიტრა მედია ჰოლდინგი დაჯილდოვდა როგორც ლიდერი კომპანია. ჩვენთვის ეს ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნამდვილად ძალიან რთულია შეინარჩუნო ლიდერობა მედიაბაზარზე და განსაკუთრებით რთულია, როცა უკვე 23 წელია ამ სფეროში ვმოღვაწეობთ. 23 წელია პალიტრა ახერხებს, ლიდერის პოზიცია შეინარჩუნოს და ეს არის იმ დიდი გუნდის დამსახურება, რომელიც მუდმივად მუშაობს საზოგადოების ინფორმირებულობაზე, მის განათლებაზე, ნაკითხობაზე და ა.შ.

დაარსებიდან დღემდე პალიტრა განვითარდა უფრო ბევრი მიმართულებით ვიდრე მხოლოდ ერთი გაზეთია, რომლითაც დაიწყო მისი ისტორია. დღეისთვის ჰოლდინგი მოიცავს არა მხოლოდ მედია სახლს, არამედ გამომცემლობასაც, მაღაზიათა ქსელს, სხვადასხვა საიტს და სხვა. ჰოლდინგში 2000-მდე ადამიანი მუშაობს და ეს წარმატება თითოეული მათგანის წარმატებაა“, - ირაკლი საამიშვილი, პალიტრა მედია ჰოლდინგის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ღონისძიებაზე მიწვეული ასობით სტუმრის განწყობაზე ფოლკლორული ანსამბლი ზრუნავდა, საღამოზე იმღერეს "შვიდკაცამ", ნოდიკო ტატიშვილმა და სალომე ბაკურაძემ. ღონისძიების ბოლოს გრანდიოზული ტორტი გაიჭრა.

ეკა გადახაბაძე, ფოტო: ვანო გორგიშვილი

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის