მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკორას კანჭი დუტა რესტორატორისგან
ნიკორას კანჭი დუტა რესტორატორისგან

- დუტა, რა წა­მო­გი­ღოთ „ნი­კო­რა­დან“?

- რამე ისე­თი, მა­მა­პა­პუ­რი.

- მა­ინც?

- კან­ჭს გა­ვა­კე­თებ მა­გარს და სო­სი­სე­ბი და ძეხ­ვე­უ­ლიც ბლო­მად წა­მო­ა­ყო­ლეთ. წინა დღეს „ცეკ­ვე­ბი“ მქონ­და და დი­ლით ჩემ­თან ვარ, მცხე­თა­ში", სუ­ლი­კო­ში".

დუტა, სწო­რედ ის, რომ­ლის გა­მოც, სა­ვა­რა­უ­დოდ, გაჩ­ნდა გა­მოთ­ქმა „მალე უთო­შიც დუტა იქ­ნე­ბა“, ახალ ას­პა­რეზს იპყრობს. ის რეს­ტო­რა­ტო­რია. „მა­რა­ნი სუ­ლი­კო“, რო­მე­ლიც მის­თვის მე­ო­რე ტე­ლე­ვი­ზი­ა­სა­ვი­თაა, მისი და მისი მე­უღ­ლის, მა­რი­ნა ნაც­ვლიშ­ვი­ლის ფან­ტა­ზი­ის, იდე­ე­ბი­სა და შრო­მის შე­დე­გია.

„სუ­ლი­კოს მა­რა­ნის“ ძა­ლი­ან ლა­მაზ და თბილ დარ­ბაზ­ში, ხის მა­გი­და­ზე, დუ­ტას მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად,“ნი­კო­რას“ ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის მთე­ლი თა­ნა­ვარ­სკვლა­ვე­დი აწყვია. სიმ­პა­თი­ურ შე­ფუთ­ვებს ვხსნით და ირ­გვლივ ისე­თი მა­დი­საღ­მძვრე­ლი სურ­ნე­ლი ტრი­ა­ლებს, ძნე­ლია გა­და­ღე­ბის და­წყე­ბა-დამ­თავ­რე­ბას და­ე­ლო­დო. კუ­ლი­ნა­რი­ა­ში დუტა იდე­ა­ლუ­რად ერ­კვე­ვა. აქაც, ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ერ სხვა სფე­რო­ში, ყვე­ლა­ფერს მი­სე­ბუ­რად, გემ­რი­ე­ლად აკე­თებს.

შე­მო­ქან­და, მოგ­ვე­სალ­მა და მუშ­ტრის თვა­ლით და­ათ­ვა­ლი­ე­რა „ნი­კო­რას“ პრო­დუქ­ცია. მერე კმა­ყო­ფილ­მა შე­მოგ­ვხე­და და „მე ამის­გან გა­ვა­კე­თებ...“ სა­ხით ერთი-ორი ფო­ტოც გა­და­ი­ღო. ვიდ­რე კან­ჭი მზად­დე­ბო­და, დუტა თა­ვის ამ­ბავს გვიყ­ვე­ბო­და.

- კუ­ლი­ნა­რია შე­მოქ­მე­დე­ბის ცალ­კე სფე­როა. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ მთა­ვა­რი შემ­ფა­სე­ბე­ლი ამ შემ­თხვე­ვა­შიც მა­ყუ­რე­ბე­ლია. ჩემ­თვის ახა­ლი კერ­ძი პრე­მი­ე­რას ჰგავს, რად­გან ზუს­ტად ისე გან­ვიც­დი, მა­ინ­ტე­რე­სებს და ვე­ლო­დე­ბი რო­გორ მო­ე­წო­ნე­ბათ ჩემი ნაშ­რო­მი, რო­გორც სცე­ნა­ზე გას­ვლას პრე­მი­ე­რის წინ. პა­პა­ჩე­მი ნამ­დვი­ლი შეფმ­ზა­რე­უ­ლი იყო. ყო­ველ დი­ლით ბა­ზარ­ში პრო­დუქ­ტის სა­ყიდ­ლად და­დი­ო­და და შემ­დეგ სხვა­დას­ხვა კერძს ამ­ზა­დებ­და. გარ­კვე­ულ­წი­ლად ამი­ტო­მაც, გას­ტრო­ნო­მი­ის მი­მართ მიდ­რე­კი­ლე­ბა, ინ­ტე­რე­სი და სიყ­ვა­რუ­ლი ყო­ველ­თვის მქონ­და. სტუ­დენ­ტო­ბი­სას, მე­გობ­რულ შეკ­რე­ბებ­ზე ეს თემა მე მე­ბა­რა. ჩემი პირ­ვე­ლი კაფე-რეს­ტო­რა­ნი "თან წა­ი­ღე" 2007 წელს, ქი­ა­ჩე­ლის ქუ­ჩა­ზე გა­ვა­კე­თე, სა­დაც ყვე­ლა ჭურ­ჭე­ლი და ინ­ვენ­ტა­რი ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტე­ბის შექ­მნი­ლი იყო. რეს­ტორ­ნის იდეა სა­ხელს ამარ­თლებ­და. მო­სულ სტუ­მარს სა­სურ­ვე­ლი ნივ­თი _ იქ­ნე­ბო­და ეს ჭიქა თუ ჩან­გა­ლი, შე­ეძ­ლო თან წა­ე­ღო. მა­შინ გუგა კო­ტე­ტიშ­ვი­ლის და რატი ერა­ძის რამ­დე­ნი­მე მა­გი­დაც გავ­ყი­დეთ.

მალე „იმედ­ზე“ კუ­ლი­ნა­რი­ულ გა­და­ცე­მას ვი­წყებ, სა­ხე­ლად „სუ­ლი­კო“. ეს მომ­წვა­ნო ნაქ­სო­ვი ქუდი დუტა-კუ­ლი­ნა­რის სა­ფირ­მო დე­ტა­ლი იქ­ნე­ბა. რეს­ტო­რა­ტო­რო­ბამ და ახა­ლი გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნო­ბამ მო­ი­თხო­ვა, ჩემს საყ­ვა­რელ სფე­რო­ში კი­დევ უფრო მე­ტად გავ­რკვე­უ­ლი­ყა­ვი. ყვე­ლა­ფერს ვამ­ზა­დებ, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად სტე­ი­კის მომ­ზა­დე­ბა მიყ­ვარს. დღეს კან­ჭს შე­ვე­ჭი­დე­ბი. გემ­რი­ე­ლი და ოპ­ტი­მა­ლუ­რი კერ­ძია. ისე­თი, ბევრ ადა­მი­ანს რომ კარ­გად აქე­ი­ფებს.

"ნი­კო­რას­თან" დიდი ხნის მე­გობ­რო­ბა მა­კავ­ში­რებს. მას მა­შინ შევ­ხვდი, რო­დე­საც ვაჟა ფშა­ვე­ლას და­სა­წყის­ში პირ­ვე­ლი მა­ღა­ზია გახ­სნა. იქ ჩემი კლა­სე­ლი მერი მუ­შა­ობ­და და ხში­რად ვნა­ხუ­ლობ­დი. ბრენ­დი "ნი­კო­რა" პირ­ვე­ლი იყო ბა­ზარ­ზე, რო­მელ­მაც მომ­ხმა­რე­ბელს ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის მზა პრო­დუქ­ცია შეს­თა­ვა­ზა. მე ყო­ველ­თვის ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ყიდ­ვის მომ­ხრე ვარ. ორ­მა­გად სა­სი­ა­მოვ­ნოა ის ფაქ­ტი, რომ მომ­ხმა­რებ­ლის ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ბიზ­ნე­სიც შე­სა­ბა­მი­სად პა­სუ­ხობს და მის ნდო­ბას ამარ­თლებს. ჩემი და "ნი­კო­რას" მე­გობ­რო­ბა დღემ­დე გრძელ­დე­ბა. სარ­დე­ლი, შაშ­ხი, გრილ­ზე შემ­წვა­რი სო­სი­სე­ბი... მა­ცი­ვარ­ში „ნი­კო­რა“ ყო­ველ­თვის მაქვს და ამას სა­რეკ­ლა­მოდ არ ვამ­ბობ, მარ­თლა ასეა. ცუ­დია მკი­თხვე­ლი ჩემს კან­ჭს რომ ვერ და­ა­გე­მოვ­ნებს, მაგ­რამ ფო­ტო­და­ნაც ხომ ჩანს, რომ „ნი­კო­რას“ კან­ჭი დუ­ტას­გან მა­გა­რია, არა?

"ნი­კო­რას" კან­ჭის რე­ცეპ­ტი დუ­ტას­გან

ღო­რის კან­ჭი ბევრ ად­გი­ლას უნდა ჩავ­ჭრათ, რათა ზედ­მე­ტი სი­თხე გა­მო­ვი­დეს. ამის შემ­დეგ, თხლად ვჭრით ნი­ორს და ჩაჭ­რილ ად­გი­ლებ­ში ვა­თავ­სებთ. არო­მა­ტის­თვის გა­რე­დან ვუს­ვამთ აჯი­კას და დი­ჟო­ნის მდოგ­ვს. გამ­ზა­დე­ბულ კან­ჭის ნა­ჭერს 180 გრა­დუს­ზე გა­ხუ­რე­ბულ აერ­ღუ­მელ­ში ვდებთ და სა­ათ­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ვწვავთ. რო­დე­საც შე­იბ­რა­წე­ბა, გა­მო­ვი­ღებთ, გად­მო­ვი­ტანთ ცალ­კე და­ფა­ზე და მი­ვირ­თმევთ გრილ­ზე შებ­რა­წულ „ნი­კო­რას“ სო­სი­სებ­თან ერ­თად. გა­ა­მოთ!

წყა­რო: http://www.citymagazine.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ნიკორას კანჭი დუტა რესტორატორისგან

ნიკორას კანჭი დუტა რესტორატორისგან

- დუტა, რა წამოგიღოთ „ნიკორადან“?

- რამე ისეთი, მამაპაპური.

- მაინც?

- კანჭს გავაკეთებ მაგარს და სოსისები და ძეხვეულიც ბლომად წამოაყოლეთ. წინა დღეს „ცეკვები“ მქონდა და დილით ჩემთან ვარ, მცხეთაში", სულიკოში".

დუტა, სწორედ ის, რომლის გამოც, სავარაუდოდ, გაჩნდა გამოთქმა „მალე უთოშიც დუტა იქნება“, ახალ ასპარეზს იპყრობს. ის რესტორატორია. „მარანი სულიკო“, რომელიც მისთვის მეორე ტელევიზიასავითაა, მისი და მისი მეუღლის, მარინა ნაცვლიშვილის ფანტაზიის, იდეებისა და შრომის შედეგია.

„სულიკოს მარანის“ ძალიან ლამაზ და თბილ დარბაზში, ხის მაგიდაზე, დუტას მოთხოვნის შესაბამისად,“ნიკორას“ ხორცპროდუქტების მთელი თანავარსკვლავედი აწყვია. სიმპათიურ შეფუთვებს ვხსნით და ირგვლივ ისეთი მადისაღმძვრელი სურნელი ტრიალებს, ძნელია გადაღების დაწყება-დამთავრებას დაელოდო. კულინარიაში დუტა იდეალურად ერკვევა. აქაც, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში, ყველაფერს მისებურად, გემრიელად აკეთებს.

შემოქანდა, მოგვესალმა და მუშტრის თვალით დაათვალიერა „ნიკორას“ პროდუქცია. მერე კმაყოფილმა შემოგვხედა და „მე ამისგან გავაკეთებ...“ სახით ერთი-ორი ფოტოც გადაიღო. ვიდრე კანჭი მზადდებოდა, დუტა თავის ამბავს გვიყვებოდა.

- კულინარია შემოქმედების ცალკე სფეროა. ალბათ იმიტომ, რომ მთავარი შემფასებელი ამ შემთხვევაშიც მაყურებელია. ჩემთვის ახალი კერძი პრემიერას ჰგავს, რადგან ზუსტად ისე განვიცდი, მაინტერესებს და ველოდები როგორ მოეწონებათ ჩემი ნაშრომი, როგორც სცენაზე გასვლას პრემიერის წინ. პაპაჩემი ნამდვილი შეფმზარეული იყო. ყოველ დილით ბაზარში პროდუქტის საყიდლად დადიოდა და შემდეგ სხვადასხვა კერძს ამზადებდა. გარკვეულწილად ამიტომაც, გასტრონომიის მიმართ მიდრეკილება, ინტერესი და სიყვარული ყოველთვის მქონდა. სტუდენტობისას, მეგობრულ შეკრებებზე ეს თემა მე მებარა. ჩემი პირველი კაფე-რესტორანი "თან წაიღე" 2007 წელს, ქიაჩელის ქუჩაზე გავაკეთე, სადაც ყველა ჭურჭელი და ინვენტარი ქართველი არტისტების შექმნილი იყო. რესტორნის იდეა სახელს ამართლებდა. მოსულ სტუმარს სასურველი ნივთი _ იქნებოდა ეს ჭიქა თუ ჩანგალი, შეეძლო თან წაეღო. მაშინ გუგა კოტეტიშვილის და რატი ერაძის რამდენიმე მაგიდაც გავყიდეთ.

მალე „იმედზე“ კულინარიულ გადაცემას ვიწყებ, სახელად „სულიკო“. ეს მომწვანო ნაქსოვი ქუდი დუტა-კულინარის საფირმო დეტალი იქნება. რესტორატორობამ და ახალი გადაცემის წამყვანობამ მოითხოვა, ჩემს საყვარელ სფეროში კიდევ უფრო მეტად გავრკვეულიყავი. ყველაფერს ვამზადებ, მაგრამ ყველაზე მეტად სტეიკის მომზადება მიყვარს. დღეს კანჭს შევეჭიდები. გემრიელი და ოპტიმალური კერძია. ისეთი, ბევრ ადამიანს რომ კარგად აქეიფებს.

"ნიკორასთან" დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს. მას მაშინ შევხვდი, როდესაც ვაჟა ფშაველას დასაწყისში პირველი მაღაზია გახსნა. იქ ჩემი კლასელი მერი მუშაობდა და ხშირად ვნახულობდი. ბრენდი "ნიკორა" პირველი იყო ბაზარზე, რომელმაც მომხმარებელს ქართული წარმოების მზა პროდუქცია შესთავაზა. მე ყოველთვის ქართული პროდუქციის ყიდვის მომხრე ვარ. ორმაგად სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მომხმარებლის ამ დამოკიდებულებას ბიზნესიც შესაბამისად პასუხობს და მის ნდობას ამართლებს. ჩემი და "ნიკორას" მეგობრობა დღემდე გრძელდება. სარდელი, შაშხი, გრილზე შემწვარი სოსისები... მაცივარში „ნიკორა“ ყოველთვის მაქვს და ამას სარეკლამოდ არ ვამბობ, მართლა ასეა. ცუდია მკითხველი ჩემს კანჭს რომ ვერ დააგემოვნებს, მაგრამ ფოტოდანაც ხომ ჩანს, რომ „ნიკორას“ კანჭი დუტასგან მაგარია, არა?

"ნიკორას" კანჭის რეცეპტი დუტასგან

ღორის კანჭი ბევრ ადგილას უნდა ჩავჭრათ, რათა ზედმეტი სითხე გამოვიდეს. ამის შემდეგ, თხლად ვჭრით ნიორს და ჩაჭრილ ადგილებში ვათავსებთ. არომატისთვის გარედან ვუსვამთ აჯიკას და დიჟონის მდოგვს. გამზადებულ კანჭის ნაჭერს 180 გრადუსზე გახურებულ აერღუმელში ვდებთ და საათნახევრის განმავლობაში ვწვავთ. როდესაც შეიბრაწება, გამოვიღებთ, გადმოვიტანთ ცალკე დაფაზე და მივირთმევთ გრილზე შებრაწულ „ნიკორას“ სოსისებთან ერთად. გაამოთ!

წყარო: http://www.citymagazine.ge