კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შეიცვალა თბილისის პარკირების სისტემაში "სითი პარკის" გაძევების შემდეგ?
რა შეიცვალა თბილისის პარკირების სისტემაში "სითი პარკის" გაძევების შემდეგ?

თით­ქმის ცხრა თვეა, რაც თბი­ლი­სის პარ­კი­რე­ბის სის­ტე­მას "სითი პარ­კი" აღარ კუ­რი­რებს და ეს ფუნ­ქცია თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ამ გა­და­ი­ბა­რა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­რი­ა­მაც არა­ერ­თი და­პი­რე­ბა გას­ცა სა­პარ­კინ­გე ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ქუ­ჩა­ში გავ­ლი­სას ჯერ კი­დევ თვალ­ში სა­ცე­მია ტრო­ტუ­არ­ზე გა­ჩე­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, ე.წ სტა­ი­ან­ში­კე­ბის მიერ შე­მო­სა­ზღვრუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლე­ბის სიმ­ცი­რე და ა.შ.

რა შე­იც­ვა­ლა თბი­ლი­სის პარ­კი­რე­ბის სის­ტე­მა­ში "სითი პარ­კის" გა­ძე­ვე­ბის შემ­დეგ? - ამ კი­თხვით AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და და პა­სუ­ხე­ბის მი­სა­ღე­ბად ექ­სპერ­ტებ­სა და მე­რი­ას და­უ­კავ­შირ­და.

"ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის" თავ­მჯდო­მა­რის და­ვით მეს­ხიშ­ვი­ლის თქმით, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლა:

"უფრო მე­ტიც, რიგ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ში გა­უ­ა­რე­სე­ბაც არის და ეს არც არის გა­საკ­ვი­რი, რად­გან სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ას, რო­მელ­მაც გა­და­ი­ბა­რა პარ­კი­რე­ბის მე­ნე­ჯმენ­ტი, არ აქვს არა­ნა­ი­რი გა­მოც­დი­ლე­ბა თუ რო­გორ უნდა მო­ა­წყოს თა­ნა­მედ­რო­ვე პარ­კი­რე­ბის სის­ტე­მა" - აღ­ნიშ­ნა და­ვით მეს­ხიშ­ვილ­მა და პრობ­ლე­მე­ბის რამ­დე­ნი­მე­პუნ­ქტი­ა­ნი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი შე­მოგ­ვთა­ვა­ზა:

  • დე­და­ქა­ლაქ­ში მომ­რავ­ლდნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც იტა­ცე­ბენ სა­ჯა­რო სივ­რცე­ებს და აწყო­ბენ პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლებს

მა­გა­ლი­თად, ზო­ო­პარ­კის მო­პირ­და­პი­რედ ეს­ტა­კა­დის ქვეშ, ვი­ღა­ცებს აქვთ მო­წყო­ბი­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად უკა­ნო­ნოდ პარ­კი­რე­ბა. ასე­თი არა­ერ­თი ქუჩა და ად­გი­ლია თბი­ლის­ში, რო­მე­ლიც არის სა­ერ­თო სარ­გებ­ლო­ბის სივ­რცე და სა­დაც პარ­კი­რე­ბა არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მაგ­რამ ვი­ღაც ადა­მი­ა­ნებ­მა იქ თვით­ნე­ბუ­რად მო­ა­წყვეს პარ­კინ­გი.

იქ სა­დაც პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლე­ბია გა­მო­ყო­ფი­ლი, "სტა­ი­ან­ში­კი" არ გა­ჩე­რე­ბი­ნებს სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას და ეს არის სრუ­ლი­ად უკა­ნო­ნო. აქვს რკი­ნის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი გან­თავ­სე­ბუ­ლი და თუ არ გა­და­უხ­დი 2-3 ლარს (დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრში მეტ­საც), ამ შემ­თხვე­ვა­ში ვერ იყე­ნებ ად­გილს, რომ­ლის­თვი­საც შენ თან­ხა გაქვს გა­დახ­დი­ლი და უფ­ლე­ბა გაქვს გა­ა­ჩე­რო მან­ქა­ნა.

  • ტრო­ტუ­არ­ზე პარ­კი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი

ჯერ კი­დევ ნარ­მა­ნი­ას მე­რო­ბის პე­რი­ოდ­ში და შემ­დგომ­ში კა­ლა­ძის გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბიც გვახ­სოვს, რომ ტრო­ტუ­ა­რე­ბი იქ­ნე­ბა ქვე­ი­თე­ბის და ის გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის­გან. მაგ­რამ ჩვენ ვხე­დავთ, რომ ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე თუ სხვა ქუ­ჩებ­ზე, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ადი­ან ტრო­ტუ­არ­ზე და იქ პარ­კირ­დე­ბი­ან. თუმ­ცა ეს კი­დევ ერთ დიდ პრობ­ლე­მას უს­ვამს ხაზს - ქა­ლაქ­ში არ არის საკ­მა­რი­სი ად­გი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნის პარ­კი­რე­ბის­თვის.

  • პარ­კინ­გის ად­გი­ლებ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ნაგ­ვის ურ­ნე­ბი

პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლე­ბის სიმ­ცი­რეს, არ­სე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბის არას­წო­რი გა­და­ნა­წი­ლე­ბაც ემა­ტე­ბა. მა­გა­ლი­თად, თბი­ლი­სის მე­რი­ამ ნაგ­ვის ურ­ნე­ბის გან­თავ­სე­ბა ისე ვერ მო­ა­ხერ­ხა, რომ მათ პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლე­ბი და გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი არ და­ი­კა­ვონ

  • კონ­კრე­ტულ ქუ­ჩებ­ზე ჩა­საფ­რე­ბუ­ლი პარ­კი­რე­ბის ინ­სპექ­ტო­რე­ბი

პარ­კი­რე­ბის ინ­სპექ­ტო­რებს ამო­ჩე­მე­ბუ­ლი აქვთ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ქუჩა და იმ ქუ­ჩებ­ზე არი­ან ჩა­საფ­რე­ბუ­ლე­ბი. რე­ა­ლუ­რად, "სითი პარ­კის" მო­დე­ლი აქვთ გა­და­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბის ნა­წილ­ში. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, "ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ას" არა­ერ­თი კონ­ფლიქ­ტი ჰქო­ნია "სითი პარკთან". ეს მო­დე­ლი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო არა საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და იმა­ზე რომ გზა გან­მუხ­ტუ­ლი­ყო, არა­მედ იმა­ზე რომ ჩა­საფ­რე­ბო­და სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას, რო­მელ­საც მა­გა­ლი­თად შე­საძ­ლოა არ შე­ექ­მნა სა­ცო­ბი ის და­ე­ჯა­რი­მე­ბი­ნა და რო­მე­ლიც სა­ცობს ქმნი­და, ის არ და­ე­ჯა­რი­მე­ბი­ნა.

აი ეს მა­ხინ­ჯი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო არა მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, არა­მედ და­ჯა­რი­მე­ბა­ზე და კომ­პა­ნი­ა­ში თან­ხის შე­ტა­ნა­ზე, კვლავ არის დარ­ჩე­ნი­ლი. გე­ტყვით რას ვგუ­ლის­ხმობ - არ არის გა­მარ­თუ­ლი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც შე­ახ­სე­ნებს ავ­ტომფლო­ბელს, რომ მას მის­დის ჯა­რი­მის გა­დახ­დის ვადა. არც აწყობთ ეს შე­გახ­სე­ნონ, რად­გან და­გა­ვი­წყდე­ბათ და მე­ტის გა­დახ­და მო­გი­წევთ, ესეც ერგვა­რი შე­მო­სა­ვა­ლია. ბო­ლომ­დე არ არის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ისიც, რომ და­ჯა­რი­მე­ბის დროს, როცა ქვი­თა­რი რჩე­ბა სა­ქა­რე მი­ნა­ზე, ე.წ სტა­ი­ან­ში­კი (რო­მელ­საც და­მა­ტე­ბით 2-3 ლარი გა­და­უ­ხა­დეთ), იღებს ამ ქვი­თარს და აგ­დებს, მა­ლავს, ხევს და ა.შ შე­სა­ბა­მი­სად, თქვენ იმა­საც ვერ გა­ი­გებთ, და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი ხართ თუ არა.

თქვენ გი­წევთ ავ­ტო­მო­ბი­ლის ისე გა­ჩე­რე­ბა, რომ გას­ვლი­სას სა­ერ­თოდ ვერ ხე­დავთ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბას. ეს კი ქმნის ავა­რი­ულ სი­ტუ­ა­ცი­ებს. ეს ის შემ­თხვე­ვე­ბია, რო­დე­საც დამ­ხმა­რის გა­რე­შე ვერ შე­დი­ხართ და გა­მო­დი­ხართ პარ­კინ­გის ად­გი­ლი­დან. ისე უნდა იყოს ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ხა­ზუ­ლი, რომ მძღოლ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლად შეძ­ლოს პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლის და­კა­ვე­ბა და შემ­დგომ ამ ად­გი­ლის და­ტო­ვე­ბა ისე, რომ დამ­ხმა­რე­ე­ბი არ დას­ჭირ­დეს.

რე­ა­ლუ­რად, დგას თუ არა ეს პრობ­ლე­მე­ბი დღის წეს­რიგ­ში და მუ­შა­ობს თუ არა მათ­ზე მე­რია? - ამ კი­თხვე­ბით AMBEBI.GE-მ თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ას მი­მარ­თა. კომ­პა­ნი­ის მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი თა­მაზ რო­ბა­ქი­ძე ამ­ბობს, რომ 11 აპ­რი­ლი­დან 1-ელ დე­კემ­ბრამ­დე ავ­ტო­მო­ბი­ლის არას­წო­რი პარ­კი­რე­ბის­თვის 319 000-მდე სტან­დარ­ტუ­ლი ჯა­რი­მა გა­მო­ი­წე­რა, მან­ქა­ნის სა­ჯა­რი­მო სად­გომ­ზე გა­დაყ­ვა­ნა კი 2 765 შემ­თხვე­ვა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და.

რო­ბა­ქი­ძის თქმით, მას შემ­დეგ რაც თბი­ლი­სის პარ­კინ­გის სის­ტე­მის მე­ნე­ჯმენ­ტი და­ე­ვა­ლა თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ას, სის­ტე­მა დარ­ჩა იგი­ვე უბ­რა­ლოდ მათ მე­ნე­ჯმენ­ტი ჩა­ი­ბა­რეს. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სა­ხებ, სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ამ ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვა­წო­და:

  • პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლე­ბი

ამ ეტაპ­ზე უკვე 15 ათა­სი კვ.მ არის და­ხა­ზუ­ლი. გა­მო­იც­ვა­ლა საგ­ზაო ნიშ­ნე­ბი, კერ­ძოდ 6 300-მდე ნი­შა­ნი გა­მო­იც­ვა­ლა და 300 ახა­ლი ნი­შა­ნი და­ე­მა­ტა.

თბი­ლის­ში სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ამ ეტაპ­ზე 32 ათა­სამ­დეა და ეს ად­გი­ლე­ბი არის თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით გა­კე­თე­ბუ­ლი.

არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი ხე­ლის­შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რი, რომ მძღოლ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ შეძ­ლოს და­ყე­ნე­ბა ან გა­მოყ­ვა­ნა მან­ქა­ნის.

  • ვებ-გვერ­დი ჯა­რი­მე­ბის სა­ნა­ხა­ვად

შე­იქ­მნა სპე­ცი­ა­ლუ­რი ვებ-გვერ­დი, სა­დაც მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია ონ­ლა­ინ შე­ი­ძი­ნოს საშ­ვი, ასე­ვე გა­და­ი­ხა­დოს ჯა­რი­მა, შე­ა­მოწ­მოს აქვს თუ არა მას რა­ი­მე სა­ხის და­ვა­ლი­ა­ნე­ბა. ამ ყვე­ლაფ­რის ნახ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­იტ­ზე parking.tbilisi.gov.ge.

  • ე.წ სტა­ი­ან­ში­კე­ბი

ჩვენ არა­ერ­თხელ გან­ვა­ცხა­დეთ, რომ სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლია თბი­ლი­სის პარ­კინ­გის ნი­შა­ნი, ყვე­ლა მძღოლს შე­უძ­ლია და­ა­ყე­ნოს მან­ქა­ნა თუ მას შე­ძე­ნი­ლი აქვს თბი­ლი­სის პარ­კინ­გის საშ­ვი. თუ რა­ი­მე ხე­ლის­შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რი იქ­ნე­ბა, მძღო­ლებს შე­უძ­ლი­ათ დარ­ე­კონ ცხელ ხაზ­ზე (322 93 44 44), რო­მე­ლიც მი­თი­თე­ბუ­ლია ყველ­გან ჩვენს სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლებ­ზე და სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ად­გილ­ზე მივ­ლენ და აღ­მო­ფხვრი­ან პრობ­ლე­მას.

  • ტრო­ტუ­არ­ზე პარ­კი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და და­ჯა­რი­მე­ბის სის­ტე­მა

თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ გა­მო­ყო­ფი­ლი პარ­კი­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ზო­გი­ერ­თი ად­გი­ლი ტრო­ტუ­არ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ისეთ ად­გი­ლებს, სა­დაც სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლი არ არის გა­მო­ყო­ფი­ლი და ტრო­ტუ­არ­ზე მა­ინც დგას მან­ქა­ნე­ბი - სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ას შე­უძ­ლია და­ა­ჯა­რი­მოს მძღო­ლი ჩვენს სა­პარ­კინ­გე ად­გილ­ზე მან­ქა­ნის არას­წო­რად და­ყე­ნე­ბის­თვის, ხოლო ისეთ ად­გილ­ზებ­ზე, რო­მე­ლიც ჩვე­ნი სა­პარ­კინ­გე ტე­რი­ტო­რია არ არის, არა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა არ გვაქვს და­ვა­ჯა­რი­მოთ მძღო­ლი, ეს უფრო შსს-ს პრე­რო­გა­ტი­ვაა.

ფოტო: სა­ლო­მე აბუ­ლაშ­ვი­ლი

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

რა შეიცვალა თბილისის პარკირების სისტემაში "სითი პარკის" გაძევების შემდეგ?

რა შეიცვალა თბილისის პარკირების სისტემაში "სითი პარკის" გაძევების შემდეგ?

თითქმის ცხრა თვეა, რაც თბილისის პარკირების სისტემას "სითი პარკი" აღარ კურირებს და ეს ფუნქცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გადაიბარა. მიუხედავად იმისა, რომ მერიამაც არაერთი დაპირება გასცა საპარკინგე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ქუჩაში გავლისას ჯერ კიდევ თვალში საცემია ტროტუარზე გაჩერებული ავტომობილები, ე.წ სტაიანშიკების მიერ შემოსაზღვრული ტერიტორიები, საპარკინგე ადგილების სიმცირე და ა.შ.

რა შეიცვალა თბილისის პარკირების სისტემაში "სითი პარკის" გაძევების შემდეგ? - ამ კითხვით AMBEBI.GE დაინტერესდა და პასუხების მისაღებად ექსპერტებსა და მერიას დაუკავშირდა.

"ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარის დავით მესხიშვილის თქმით, ამ მიმართულებით ჯერჯერობით არაფერი მოწესრიგებულა:

"უფრო მეტიც, რიგ მიმართულებებში გაუარესებაც არის და ეს არც არის გასაკვირი, რადგან სატრანსპორტო კომპანიას, რომელმაც გადაიბარა პარკირების მენეჯმენტი, არ აქვს არანაირი გამოცდილება თუ როგორ უნდა მოაწყოს თანამედროვე პარკირების სისტემა" - აღნიშნა დავით მესხიშვილმა და პრობლემების რამდენიმეპუნქტიანი ჩამონათვალი შემოგვთავაზა:

  • დედაქალაქში მომრავლდნენ ადამიანები, რომლებიც იტაცებენ საჯარო სივრცეებს და აწყობენ პარკირების ადგილებს

მაგალითად, ზოოპარკის მოპირდაპირედ ესტაკადის ქვეშ, ვიღაცებს აქვთ მოწყობილი აბსოლუტურად უკანონოდ პარკირება. ასეთი არაერთი ქუჩა და ადგილია თბილისში, რომელიც არის საერთო სარგებლობის სივრცე და სადაც პარკირება არ არის გათვალისწინებული მაგრამ ვიღაც ადამიანებმა იქ თვითნებურად მოაწყვეს პარკინგი.

იქ სადაც პარკირების ადგილებია გამოყოფილი, "სტაიანშიკი" არ გაჩერებინებს სატრანსპორტო საშუალებას და ეს არის სრულიად უკანონო. აქვს რკინის კონსტრუქციები განთავსებული და თუ არ გადაუხდი 2-3 ლარს (დედაქალაქის ცენტრში მეტსაც), ამ შემთხვევაში ვერ იყენებ ადგილს, რომლისთვისაც შენ თანხა გაქვს გადახდილი და უფლება გაქვს გააჩერო მანქანა.

  • ტროტუარზე პარკირებული ავტომობილები

ჯერ კიდევ ნარმანიას მერობის პერიოდში და შემდგომში კალაძის გაკეთებული განცხადებებიც გვახსოვს, რომ ტროტუარები იქნება ქვეითების და ის გათავისუფლდება ავტომანქანებისგან. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე თუ სხვა ქუჩებზე, ავტომობილები ადიან ტროტუარზე და იქ პარკირდებიან. თუმცა ეს კიდევ ერთ დიდ პრობლემას უსვამს ხაზს - ქალაქში არ არის საკმარისი ადგილი ავტომანქანის პარკირებისთვის.

  • პარკინგის ადგილებზე განთავსებული ნაგვის ურნები

პარკირების ადგილების სიმცირეს, არსებული ადგილების არასწორი გადანაწილებაც ემატება. მაგალითად, თბილისის მერიამ ნაგვის ურნების განთავსება ისე ვერ მოახერხა, რომ მათ პარკირების ადგილები და გზის სავალი ნაწილი არ დაიკავონ

  • კონკრეტულ ქუჩებზე ჩასაფრებული პარკირების ინსპექტორები

პარკირების ინსპექტორებს ამოჩემებული აქვთ მხოლოდ რამდენიმე ქუჩა და იმ ქუჩებზე არიან ჩასაფრებულები. რეალურად, "სითი პარკის" მოდელი აქვთ გადაღებული კანონის აღსრულების ნაწილში. ამასთან დაკავშირებით, ჩვენს ორგანიზაციას, "ტრანსპორტისა და გზების ასოციაციას" არაერთი კონფლიქტი ჰქონია "სითი პარკთან". ეს მოდელი ორიენტირებული იყო არა საგზაო მოძრაობის გაუმჯობესებასა და იმაზე რომ გზა განმუხტულიყო, არამედ იმაზე რომ ჩასაფრებოდა სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც მაგალითად შესაძლოა არ შეექმნა საცობი ის დაეჯარიმებინა და რომელიც საცობს ქმნიდა, ის არ დაეჯარიმებინა.

აი ეს მახინჯი სისტემა, რომელიც ორიენტირებული იყო არა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, არამედ დაჯარიმებაზე და კომპანიაში თანხის შეტანაზე, კვლავ არის დარჩენილი. გეტყვით რას ვგულისხმობ - არ არის გამართული სისტემა, რომელიც შეახსენებს ავტომფლობელს, რომ მას მისდის ჯარიმის გადახდის ვადა. არც აწყობთ ეს შეგახსენონ, რადგან დაგავიწყდებათ და მეტის გადახდა მოგიწევთ, ესეც ერგვარი შემოსავალია. ბოლომდე არ არის მოწესრიგებული ისიც, რომ დაჯარიმების დროს, როცა ქვითარი რჩება საქარე მინაზე, ე.წ სტაიანშიკი (რომელსაც დამატებით 2-3 ლარი გადაუხადეთ), იღებს ამ ქვითარს და აგდებს, მალავს, ხევს და ა.შ შესაბამისად, თქვენ იმასაც ვერ გაიგებთ, დაჯარიმებული ხართ თუ არა.

თქვენ გიწევთ ავტომობილის ისე გაჩერება, რომ გასვლისას საერთოდ ვერ ხედავთ საგზაო მოძრაობას. ეს კი ქმნის ავარიულ სიტუაციებს. ეს ის შემთხვევებია, როდესაც დამხმარის გარეშე ვერ შედიხართ და გამოდიხართ პარკინგის ადგილიდან. ისე უნდა იყოს ეს ყველაფერი დახაზული, რომ მძღოლმა დამოუკიდებლად შეძლოს პარკირების ადგილის დაკავება და შემდგომ ამ ადგილის დატოვება ისე, რომ დამხმარეები არ დასჭირდეს.

რეალურად, დგას თუ არა ეს პრობლემები დღის წესრიგში და მუშაობს თუ არა მათზე მერია? - ამ კითხვებით AMBEBI.GE-მ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მიმართა. კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი თამაზ რობაქიძე ამბობს, რომ 11 აპრილიდან 1-ელ დეკემბრამდე ავტომობილის არასწორი პარკირებისთვის 319 000-მდე სტანდარტული ჯარიმა გამოიწერა, მანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანა კი 2 765 შემთხვევაში განხორციელდა.

რობაქიძის თქმით, მას შემდეგ რაც თბილისის პარკინგის სისტემის მენეჯმენტი დაევალა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, სისტემა დარჩა იგივე უბრალოდ მათ მენეჯმენტი ჩაიბარეს. ამ ხნის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შესახებ, სატრანსპორტო კომპანიამ ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდა:

  • პარკირების ადგილები

ამ ეტაპზე უკვე 15 ათასი კვ.მ არის დახაზული. გამოიცვალა საგზაო ნიშნები, კერძოდ 6 300-მდე ნიშანი გამოიცვალა და 300 ახალი ნიშანი დაემატა.

თბილისში საპარკინგე ადგილების რაოდენობა ამ ეტაპზე 32 ათასამდეა და ეს ადგილები არის თანამედროვე სტანდარტების მიხედვით გაკეთებული.

არ არსებობს არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი, რომ მძღოლმა დამოუკიდებლად ვერ შეძლოს დაყენება ან გამოყვანა მანქანის.

  • ვებ-გვერდი ჯარიმების სანახავად

შეიქმნა სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც მომხმარებელს შეუძლია ონლაინ შეიძინოს საშვი, ასევე გადაიხადოს ჯარიმა, შეამოწმოს აქვს თუ არა მას რაიმე სახის დავალიანება. ამ ყველაფრის ნახვა შესაძლებელია საიტზე parking.tbilisi.gov.ge.

  • ე.წ სტაიანშიკები

ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სადაც განთავსებულია თბილისის პარკინგის ნიშანი, ყველა მძღოლს შეუძლია დააყენოს მანქანა თუ მას შეძენილი აქვს თბილისის პარკინგის საშვი. თუ რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება, მძღოლებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე (322 93 44 44), რომელიც მითითებულია ყველგან ჩვენს საპარკინგე ადგილებზე და სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები ადგილზე მივლენ და აღმოფხვრიან პრობლემას.

  • ტროტუარზე პარკირებული ავტომობილები და დაჯარიმების სისტემა

თბილისის მერიის მიერ გამოყოფილი პარკირებისთვის განკუთვნილი ზოგიერთი ადგილი ტროტუარზეა განთავსებული. რაც შეეხება ისეთ ადგილებს, სადაც საპარკინგე ადგილი არ არის გამოყოფილი და ტროტუარზე მაინც დგას მანქანები - სატრანსპორტო კომპანიას შეუძლია დააჯარიმოს მძღოლი ჩვენს საპარკინგე ადგილზე მანქანის არასწორად დაყენებისთვის, ხოლო ისეთ ადგილზებზე, რომელიც ჩვენი საპარკინგე ტერიტორია არ არის, არანაირი უფლებამოსილება არ გვაქვს დავაჯარიმოთ მძღოლი, ეს უფრო შსს-ს პრეროგატივაა.

ფოტო: სალომე აბულაშვილი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ