Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
9 სავაჭრო ობიექტის დაწვა და მილიონზე მეტი ლარის ზარალი - ვინ დააკავეს ბათუმში?
9 სავაჭრო ობიექტის დაწვა და მილიონზე მეტი ლარის ზარალი - ვინ დააკავეს ბათუმში?

პო­ლი­ცი­ამ ბა­თუმ­ში 9 სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტზე ხან­ძრის გა­ჩე­ნის ბრალ­დე­ბით ერთი პირი და­ა­კა­ვა. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, შსს-ს აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.ბ. მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს. მას ცე­ცხლის წა­კი­დე­ბით ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბა-გა­ნად­გუ­რე­ბა­ში ედე­ბა ბრა­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ და­კა­ვე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 30 აგ­ვის­ტოს ბა­თუმ­ში, პუშ­კი­ნის ქუ­ჩა­ზე, რამ­დე­ნი­მე სა­ვაჭ­რო ობი­ექტს ცე­ცხლი გან­ზრახ გა­უ­ჩი­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. ხან­ძრის შე­დე­გად და­იწ­ვა 9 სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტი, ზა­რა­ლის სა­ერ­თო ოდე­ნო­ბამ კი მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი შე­ად­გი­ნა.

ბრალ­დე­ბუ­ლი ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს. მან გა­მო­კი­თხვი­სას, ასე­ვე, აღი­ა­რა, რომ 30 აგ­ვის­ტოს ბა­თუმ­ში, პუშ­კი­ნის ქუ­ჩა­ზე, ერთ-ერთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ლიფ­ტში ხან­ძა­რი გან­ზრახ გა­ა­ჩი­ნა.

ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ და­კა­ვე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

გა­მო­ძი­ე­ბა ცე­ცხლის წა­კი­დე­ბით ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბის ან გა­ნად­გუ­რე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 187-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

იხი­ლეთ ვი­დეო: მა­მა­კა­ცის და­კა­ვე­ბის კად­რე­ბი, რო­მელ­საც ბა­თუმ­ში 9 სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტზე ხან­ძრის გა­ჩე­ნა ბრალ­დე­ბა

ავტორი:

9 სავაჭრო ობიექტის დაწვა და მილიონზე მეტი ლარის ზარალი - ვინ დააკავეს ბათუმში?

9 სავაჭრო ობიექტის დაწვა და მილიონზე მეტი ლარის ზარალი - ვინ დააკავეს ბათუმში?

პოლიციამ ბათუმში 9 სავაჭრო ობიექტზე ხანძრის გაჩენის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1997 წელს დაბადებული ბ.ბ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება-განადგურებაში ედება ბრალი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 30 აგვისტოს ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, რამდენიმე სავაჭრო ობიექტს ცეცხლი განზრახ გაუჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ხანძრის შედეგად დაიწვა 9 სავაჭრო ობიექტი, ზარალის საერთო ოდენობამ კი მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მან გამოკითხვისას, ასევე, აღიარა, რომ 30 აგვისტოს ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ხანძარი განზრახ გააჩინა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: მამაკაცის დაკავების კადრები, რომელსაც ბათუმში 9 სავაჭრო ობიექტზე ხანძრის გაჩენა ბრალდება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ