საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დასახელდა
2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დასახელდა

2018 წლის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნე­ბის ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლია. და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში გა­ი­მარ­თა. სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი 14 ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს ვერ­სი­ით გა­მოვ­ლინ­დნენ.

წლის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნად ლაშა ტა­ლა­ხა­ძე აღი­ა­რეს. სა­უ­კე­თე­სო ქალი სპორ­ტსმე­ნი კი ნინო ოძე­ლაშ­ვი­ლი გახ­და. სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზი სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბის­თვის მო­ჭი­და­ვე ზვი­ად პა­ტა­რი­ძეს გა­და­ე­ცა. ჭი­და­ო­ბის მსოფ­ლიო გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ვერ­სი­ით, ზვი­ად პა­ტა­რი­ძე 2018 წლის სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რდა სპორ­ტსმე­ნია.

სპორ­ტულ ფე­დე­რა­ცი­ებს შო­რის სა­უ­კე­თე­სოდ ჭი­და­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცია, სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი კი, წლის გუნ­დად და­სა­ხელ­და. სა­უ­კე­თე­სო ლე­გი­ო­ნე­რი წელს თორ­ნი­კე შენ­გე­ლია გახ­და. მსოფ­ლი­ო­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის და მსოფ­ლიო ას­პა­რეზ­ზე მიღ­წე­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბე­ბის­თვის ჯილ­დო­ე­ბი ტო­ჩი­ნო­შინ ლე­ვან გორ­გა­ძეს, ზაზა ფა­ჩუ­ლი­ას და ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს გა­და­ე­ცა. წლის აღი­ა­რე­ბის­თვის ჯილ­დო ჭი­და­ო­ბის ეროვ­ნულ ფე­დე­რა­ცი­ას მი­ე­ნი­ჭა. ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი სა­უ­კე­თე­სო მე­ნე­ჯე­რად, სა­უ­კე­თე­სო მწვრთნე­ლად - გი­ორ­გი ასა­ნი­ძე, სა­უ­კე­თე­სო მსა­ჯად კი ელი­სო ბე­დოშ­ვი­ლი და­სა­ხელ­და.

სპორ­ტში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის და­ჯილ­დოვ­და ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტიც. სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რდა სპორ­ტსმე­ნად რე­ვაზ და­ვი­თა­ძე აღი­ა­რეს, სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზი - წლის აღ­მო­ჩე­ნა გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძეს გა­და­ე­ცა. და­სა­ხელ­და გა­სუ­ლი 2017 წლის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნიც- ის გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლია.

2018 წელი ქარ­თუ­ლი სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში უხვმედ­ლი­ა­ნი გა­მოდ­გა. ამ წელს ქარ­თველ­მა სპორ­ტსმე­ნებ­მა სპორ­ტის ოლიმ­პი­ურ და არა­ო­ლიმ­პი­ურ სა­ხე­ო­ბებ­ში მსოფ­ლი­ო­სა და ევ­რო­პის ჩემ­პო­ნა­ტებ­ზე, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურნ­ნი­რებ­ზე 800-ზე მეტი მე­და­ლი მო­ი­პო­ვეს. და­ჯილ­დო­ვე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას პრე­ზი­დენ­ტი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, თბი­ლი­სის მერი, ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი­სა და სპორ­ტუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი, ოლიმ­პი­უ­რი და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნე­ბი, ვე­ტე­რა­ნი და მოქ­მე­დი სპორ­ტსმე­ნე­ბი, ასე­ვე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და­ეს­წრნენ.

ავტორი:

2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დასახელდა

2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დასახელდა

2018 წლის საუკეთესო სპორტსმენების ვინაობა ცნობილია. დაჯილდოების ცერემონია რუსთაველის თეატრში გაიმართა. საუკეთესოები 14 ნომინაციაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვერსიით გამოვლინდნენ.

წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე აღიარეს. საუკეთესო ქალი სპორტსმენი კი ნინო ოძელაშვილი გახდა. სპეციალური პრიზი საერთაშორისო აღიარებისთვის მოჭიდავე ზვიად პატარიძეს გადაეცა. ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების ვერსიით, ზვიად პატარიძე 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენია.

სპორტულ ფედერაციებს შორის საუკეთესოდ ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, საფეხბურთო ნაკრები კი, წლის გუნდად დასახელდა. საუკეთესო ლეგიონერი წელს თორნიკე შენგელია გახდა. მსოფლიოში საქართველოს სახელის პოპულარიზაციისთვის და მსოფლიო ასპარეზზე მიღწეული გამარჯვებებისთვის ჯილდოები ტოჩინოშინ ლევან გორგაძეს, ზაზა ფაჩულიას და ნიკოლოზ ბასილაშვილს გადაეცა. წლის აღიარებისთვის ჯილდო ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას მიენიჭა. ლევან კობიაშვილი საუკეთესო მენეჯერად, საუკეთესო მწვრთნელად - გიორგი ასანიძე, საუკეთესო მსაჯად კი ელისო ბედოშვილი დასახელდა.

სპორტში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა ოლიმპიური კომიტეტიც. საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად რევაზ დავითაძე აღიარეს, სპეციალური პრიზი - წლის აღმოჩენა გიორგი ჩაკვეტაძეს გადაეცა. დასახელდა გასული 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენიც- ის გენო პეტრიაშვილია.

2018 წელი ქართული სპორტის ისტორიაში უხვმედლიანი გამოდგა. ამ წელს ქართველმა სპორტსმენებმა სპორტის ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპონატებზე, ასევე საერთაშორისო ტურნნირებზე 800-ზე მეტი მედალი მოიპოვეს. დაჯილდოვების ცერემონიას პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, თბილისის მერი, ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, ასევე ჟურნალისტები დაესწრნენ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ