პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსები დაგვცინიან, რა კარგად ცხოვრობთო..." - აფხაზეთში ყოველწლიურად ტონობით მანდარინს ყრიან
"რუსები დაგვცინიან, რა კარგად ცხოვრობთო..." - აფხაზეთში ყოველწლიურად ტონობით მანდარინს ყრიან

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ტყვარ­ჩე­ლის რა­ი­ონ­ში ტო­ნო­ბით ციტ­რუსს ყრი­ან. ად­გი­ლობ­რი­ვი ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნია "აია­რას" დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის ომარ წვიჟ­ბას თქმით, მო­სახ­ლე­ო­ბამ 250 ტო­ნა­ზე მეტი მან­და­რი­ნი გა­და­ყა­რა და ამა­ში ახა­ლი არა­ფე­რია, რად­გან ასე ხდე­ბა ყო­ველ წელს.

"მყიდ­ვე­ლი ძი­რი­თა­დად, სა­შუ­ა­ლო და დიდი ზო­მის ციტ­რუსს ყი­დუ­ლობს, და­ნარ­ჩენს, თით­ქმის ყო­ველ წელს ვყრით..." - აცხა­დებს წვიჟ­ბა. თუმ­ცა, პი­რად სა­უ­ბარ­ში დას­ძენს, რომ 2018 წელს 500 ტონა მან­და­რი­ნი მი­ი­ღეს, მაგ­რამ მისი ნა­ხე­ვა­რი გა­და­ყა­რეს და ინ­ტერ­ნეტ­ში სწო­რედ ეს კად­რე­ბი მოხ­ვდა.

წვიჟ­ბას ცნო­ბით, შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ იყოს, ისი­ნი და­წუ­ნე­ბულ მან­და­რინს არ გა­დაყ­რიდ­ნენ და თუნ­დაც 3-4 რუბ­ლად გა­ყიდ­დნენ, მაგ­რამ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ იყო... მყიდ­ვე­ლე­ბი მათ­თან თა­ვად მი­დი­ან, რაც ხარ­ჯებს ამ­ცი­რებს, თუმ­ცა სტან­დარ­ტულ თან­ხას ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ, რად­გან ეს ჩვე­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბის თე­მაა და სა­ი­დუმ­ლოა", - ამ­ბობს ის.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, სი­ნამ­დვი­ლე­ში ამ ყვე­ლაფ­რის მი­ზე­ზი ის არის, რომ რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე ციტ­რუ­სის შე­ტა­ნა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო გარ­თულ­და.

"სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ის" დი­რექ­ტო­რი დაურ ჯო­პუა აცხა­დებს, რომ ამ წელს ციტ­რუ­სის დიდი შე­მო­სა­ვა­ლი მო­ვი­და, მაგ­რამ რენ­ტა­ბე­ლუ­რი მა­ინც არ არის.

"სა­ზღვარ­ზე 12-13 რუბ­ლის გა­დახ­და გვი­წევს, ასე­ვე თან­ხას ვუხ­დით მტვირ­თა­ვებს... მა­ნამ­დე კი, ნა­ყო­ფი სუ­ნი­ან­მა ხო­ჭომ (აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნა) რომ არ გა­ა­ფუ­ჭოს, მან­და­რი­ნის ხეს 4-ჯერ მა­ინც ვწამ­ლავთ, ამის შემ­დეგ კი, მყიდ­ვე­ლი მო­დის და მე­უბ­ნე­ბა, რომ 15 რუბ­ლად მივ­ყი­დო, მა­შინ როცა მისი მოყ­ვა­ნა 25 რუბ­ლი უკვე მიჯ­დე­ბა, მო­გე­ბა ხომ უნდა დამ­რჩეს?!" - აცხა­დებს ჯო­პუა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ჯო­პუა იტყუ­ე­ბა, რად­გან რე­გი­ონ­ში ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი ფასი, 8 რუბ­ლი­დან იწყე­ბა, რაც ადა­მი­ა­ნი­სა და მისი შრო­მის და­ცინ­ვაა.

"ხა­ჯიმ­ბა გვამ­შვი­დებს, რომ აფხა­ზეთ­ში სი­რი­ის პრე­ზი­დენ­ტი ბა­შარ ასა­დი ჩა­დის და ის მოგ­ვიგ­ვა­რებს ეკო­ნო­მი­კურ პრობ­ლე­მებს, ოღონდ მას შემ­დეგ, რაც ტე­რო­რის­ტებს და­ა­მარ­ცხებს და მი­წას­თან გას­წო­რე­ბულ სი­რი­ას აღად­გენს..." - წერს გუ­და­უ­თე­ლი ალი­ას გა­დე­ლია.

"რუ­სე­ბი დაგ­ვცი­ნი­ან - რა კარ­გად ცხოვ­რობ­თო... ხომ ვი­ცით, რომ არც თვი­თონ ცხოვ­რო­ბენ უკე­თე­სად, მაგ­რამ ჩვენ­ზე წინ მა­ინც არი­ან, თან ჩვენ მათ­ზე ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ყვე­ლაფ­რით და ყვე­ლა­ნა­ი­რად, ამი­ტო­მაც აქვთ უფ­ლე­ბა დაგ­ვცი­ნონ... ერთ დღეს ფსო­უს სა­ზღვა­რი რომ ჩაგ­ვი­კე­ტონ, მათ დიდი არა­ფე­რი და­აკ­ლდე­ბათ, ჩვენ კი ნამ­დვი­ლად და­ვი­ხო­ცე­ბით, ეს იცი­ან და ამი­ტო­მაც ისე­თი პო­ლი­ტი­კა აქვთ - ისე მო­ი­ქე­ცით, რომ ერთ დღეს ეს არ მოხ­დე­სო..." - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ირაკ­ლი სუ­ხუმსკი.

"ასე­თი მდი­და­რი ქვე­ყა­ნა გვაქვს, ყვე­ლა სე­ზონ­ზეა რა­ღაც ისე­თი, რის­გა­ნაც სარ­გებ­ლის ნახ­ვა შე­იძ­ლე­ბა, ზა­ფხულ­სა და ზამ­თარ­ში ტუ­რიზ­მი, ზღვი­სა და მთის, ხილ-ბოსტნე­უ­ლი, თხი­ლი, ციტ­რუ­სი, მაგ­რამ არც ერთი სფე­რო არ არის აწყო­ბი­ლი. სა­მა­გი­ე­როდ ნარ­კო­მა­ნია ყვა­ვის... ჩემ­მა ახ­ლობ­ლებ­მა მო­უ­ა­რეს, მო­იყ­ვა­ნეს და დაკ­რი­ფეს მან­და­რი­ნი, მაგ­რამ იმ­დე­ნი ხანი იდ­გნენ ფსო­უ­ზე რიგ­ში, რომ და­ულ­პათ, იქ არ გა­და­აყ­რე­ვი­ნეს, ამა­ზე ცალ­კე ჯა­რი­მა არი­სო, აქ ჩა­მო­ზი­დეს და 5 ტო­ნამ­დე მან­და­რი­ნი ხევ­ში გა­და­ყა­რეს... ასე ვა­შე­ნებთ ეკო­ნო­მი­კას..." - ამ­ბობს სო­ხუ­მე­ლი საშა ლაგ­ვი­ლა­ვა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"რუსები დაგვცინიან, რა კარგად ცხოვრობთო..." - აფხაზეთში ყოველწლიურად ტონობით მანდარინს ყრიან

"რუსები დაგვცინიან, რა კარგად ცხოვრობთო..." - აფხაზეთში ყოველწლიურად ტონობით მანდარინს ყრიან

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ტყვარჩელის რაიონში ტონობით ციტრუსს ყრიან. ადგილობრივი ე.წ. სახელმწიფო კომპანია "აიარას" დირექტორის მოადგილის ომარ წვიჟბას თქმით, მოსახლეობამ 250 ტონაზე მეტი მანდარინი გადაყარა და ამაში ახალი არაფერია, რადგან ასე ხდება ყოველ წელს.

"მყიდველი ძირითადად, საშუალო და დიდი ზომის ციტრუსს ყიდულობს, დანარჩენს, თითქმის ყოველ წელს ვყრით..." - აცხადებს წვიჟბა. თუმცა, პირად საუბარში დასძენს, რომ 2018 წელს 500 ტონა მანდარინი მიიღეს, მაგრამ მისი ნახევარი გადაყარეს და ინტერნეტში სწორედ ეს კადრები მოხვდა.

წვიჟბას ცნობით, შესაძლებლობა რომ იყოს, ისინი დაწუნებულ მანდარინს არ გადაყრიდნენ და თუნდაც 3-4 რუბლად გაყიდდნენ, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ იყო... მყიდველები მათთან თავად მიდიან, რაც ხარჯებს ამცირებს, თუმცა სტანდარტულ თანხას ვერ დავასახელებ, რადგან ეს ჩვენი მოლაპარაკების თემაა და საიდუმლოა", - ამბობს ის.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, სინამდვილეში ამ ყველაფრის მიზეზი ის არის, რომ რუსეთის ბაზარზე ციტრუსის შეტანა სხვადასხვა მიზეზის გამო გართულდა.

"სახელმწიფო კომპანიის" დირექტორი დაურ ჯოპუა აცხადებს, რომ ამ წელს ციტრუსის დიდი შემოსავალი მოვიდა, მაგრამ რენტაბელური მაინც არ არის.

"საზღვარზე 12-13 რუბლის გადახდა გვიწევს, ასევე თანხას ვუხდით მტვირთავებს... მანამდე კი, ნაყოფი სუნიანმა ხოჭომ (აზიური ფაროსანა) რომ არ გააფუჭოს, მანდარინის ხეს 4-ჯერ მაინც ვწამლავთ, ამის შემდეგ კი, მყიდველი მოდის და მეუბნება, რომ 15 რუბლად მივყიდო, მაშინ როცა მისი მოყვანა 25 რუბლი უკვე მიჯდება, მოგება ხომ უნდა დამრჩეს?!" - აცხადებს ჯოპუა.

ადგილობრივების თქმით, ჯოპუა იტყუება, რადგან რეგიონში ჩასაბარებელი ფასი, 8 რუბლიდან იწყება, რაც ადამიანისა და მისი შრომის დაცინვაა.

"ხაჯიმბა გვამშვიდებს, რომ აფხაზეთში სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ჩადის და ის მოგვიგვარებს ეკონომიკურ პრობლემებს, ოღონდ მას შემდეგ, რაც ტერორისტებს დაამარცხებს და მიწასთან გასწორებულ სირიას აღადგენს..." - წერს გუდაუთელი ალიას გადელია.

"რუსები დაგვცინიან - რა კარგად ცხოვრობთო... ხომ ვიცით, რომ არც თვითონ ცხოვრობენ უკეთესად, მაგრამ ჩვენზე წინ მაინც არიან, თან ჩვენ მათზე ვართ დამოკიდებული, ყველაფრით და ყველანაირად, ამიტომაც აქვთ უფლება დაგვცინონ... ერთ დღეს ფსოუს საზღვარი რომ ჩაგვიკეტონ, მათ დიდი არაფერი დააკლდებათ, ჩვენ კი ნამდვილად დავიხოცებით, ეს იციან და ამიტომაც ისეთი პოლიტიკა აქვთ - ისე მოიქეცით, რომ ერთ დღეს ეს არ მოხდესო..." - წერს სოციალურ ქსელში ირაკლი სუხუმსკი.

"ასეთი მდიდარი ქვეყანა გვაქვს, ყველა სეზონზეა რაღაც ისეთი, რისგანაც სარგებლის ნახვა შეიძლება, ზაფხულსა და ზამთარში ტურიზმი, ზღვისა და მთის, ხილ-ბოსტნეული, თხილი, ციტრუსი, მაგრამ არც ერთი სფერო არ არის აწყობილი. სამაგიეროდ ნარკომანია ყვავის... ჩემმა ახლობლებმა მოუარეს, მოიყვანეს და დაკრიფეს მანდარინი, მაგრამ იმდენი ხანი იდგნენ ფსოუზე რიგში, რომ დაულპათ, იქ არ გადააყრევინეს, ამაზე ცალკე ჯარიმა არისო, აქ ჩამოზიდეს და 5 ტონამდე მანდარინი ხევში გადაყარეს... ასე ვაშენებთ ეკონომიკას..." - ამბობს სოხუმელი საშა ლაგვილავა.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი