პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსამართლეები, რომლებიც "სააკაშვილის ეპოქას აბრუნებენ" - რამ აღაშფოთა "ქართული ოცნების" 60-მდე დეპუტატი
მოსამართლეები, რომლებიც "სააკაშვილის ეპოქას აბრუნებენ" - რამ აღაშფოთა "ქართული ოცნების" 60-მდე დეპუტატი

უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში უვა­დოდ და­სა­ნიშნ მო­სა­მარ­თლე­თა კან­დი­და­ტუ­რე­ბის გამო "ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტე­ბის ნა­წილ­ში დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაა. აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მიერ პარ­ლა­მენ­ტი­სათ­ვის წარ­დგე­ნილ 10-კა­ცი­ან სი­ა­ში ორი მო­სა­მარ­თლის - მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძი­სა და დი­მიტ­რი გვრი­ტიშ­ვი­ლის შეყ­ვა­ნამ. ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის მომ­წო­ნე­ბე­ლი "ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტე­ბის ნა­წი­ლი, ამ ორი მო­სა­მარ­თლის მი­უ­ღებ­ლო­ბას ახლა იმით ხსნის, რომ ისი­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლის ეპო­ქის მო­სა­მარ­თლე­ე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც ადე­იშ­ვი­ლის დაკ­ვე­თით უსა­მარ­თლო გა­ნა­ჩე­ნე­ბი გა­მოჰ­ქონ­დათ და მათი უვა­დოდ გამ­წე­სე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია - ეს სა­ა­კაშ­ვი­ლის ეპო­ქის დაბ­რუ­ნე­ბას ნიშ­ნავს.

"რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი გე­დე­ვან ფო­ფხა­ძე აცხა­დებს, რომ იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს მიერ პარ­ლა­მენ­ტი­სათ­ვის და­სამ­ტკი­ცებ­ლად წარ­დგე­ნი­ლი კან­დი­და­ტე­ბის ნა­წი­ლით, უკ­მა­ყო­ფი­ლოა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის 50-60 დე­პუ­ტა­ტი და იმე­დი აქვს, რომ პარ­ლა­მენ­ტი ამ მო­სა­მარ­თლე­ებს უვა­დოდ დამ­ტკი­ცე­ბა­ზე უარს ეტყვის.

"არის რამ­დე­ნი­მე პერ­სო­ნა, რომ­ლებ­ზეც ხმის მი­ცე­მა გა­მო­რი­ცხუ­ლია, იმ­დე­ნად წყალ­გამ­ყო­ფია. ახლა გვა­რებს არ ვა­სა­ხე­ლებ, ჯერ მინ­და, ეს ხალ­ხი კო­მი­ტეტ­ზე მო­ვი­დეს. მე მეს­მის, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბა და სტა­ტუ­სი ყვე­ლას უნდა, მაგ­რამ თუ რე­ა­ლო­ბას და­უ­ფიქ­რდე­ბი­ან, ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნურს იზა­მენ, თუ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გა­სა­უბ­რე­ბა­ზე არ მოვ­ლენ" - აცხა­დებს ფო­ფხა­ძე.

იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს­მა საბ­ჭომ უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში უვა­დოდ და­სა­ნიშ­ნი 10 მო­სა­მარ­თლის კან­დი­და­ტუ­რა 24 დე­კემ­ბერს წა­რად­გი­ნა საბ­ჭოს სხდო­მა­ზე და იმა­ვე დღეს გა­და­უგ­ზავ­ნა პარ­ლა­მენტს და­სამ­ტკი­ცებ­ლად. უვა­დო მო­სა­მარ­ლე­ო­ბის კან­დი­და­ტე­ბი არი­ან: მა­რი­ამ ცის­კა­ძე, ნინო ქა­და­გი­ძე, მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძე, პა­ა­ტა სი­ლა­გა­ძე, დი­მიტ­რი გვრი­ტიშ­ვი­ლი, მე­რაბ გა­ბი­ნაშ­ვი­ლი, ნინო სან­დო­ძე, თა­მარ ალა­ნია, გი­ორ­გი ტყა­ვა­ძე და გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე.

კან­დი­და­ტე­ბის გვა­რე­ბი დიდი კრი­ტი­კის სა­გა­ნი გახ­და ჯერ არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის, ოპო­ზი­ცი­ი­სა და საბ­ჭოს ორი არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რის - ანა დო­ლი­ძი­სა და ნაზი ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლის მხრი­დან, შემ­დეგ კი ამ სა­ერ­თო აღ­შფო­თე­ბას, ცოტა უფრო მო­რი­დე­ბით, "ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტე­ბის ნა­წი­ლიც შე­უ­ერ­თდა.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ნა­წილ­თან ერ­თად, პრო­ტეს­ტი გა­მო­ხა­ტა დაჩი ცა­გუ­რი­ა­მაც, ვინც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლი­სას ოპო­ზი­ცი­ის ერთ-ერთი აქ­ტი­უ­რი ფი­გუ­რა იყო და "ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა­ში მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეა.

"გვრი­ტიშ­ვილ­მა სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო გა­მიშ­ვა ცი­ხე­ში… უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ, არ და­ამ­ტკი­ცოთ ეს სირ­ცხვი­ლი სა­სა­მარ­თლო­ში" - მო­უ­წო­და "ოც­ნე­ბას" ცა­გუ­რი­ამ.

უვა­დო მო­სა­მარ­თლე­თა პრე­ტენ­დენ­ტე­ბის მი­მართ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ოპო­ზი­ცი­ა­შიც გა­მო­ით­ქვა და გა­კეთ­და გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ ჩინ­ჩა­ლა­ძე - ეს არის ძვე­ლი კო­რუფ­ცი­უ­ლი კლა­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. კრი­ტი­კა თა­ვად "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" დრო­ინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რებ­მაც გა­მოთ­ქვეს.

"ადე­იშ­ვი­ლი დაბ­რუნ­და მთავ­რო­ბა­ში? რამე გა­მომ­რჩა? თუ ეს ხალ­ხი და­ამ­ტკი­ცა პარ­ლა­მენ­ტმა, თა­ნაც უვა­დოდ, სა­სა­მარ­თლო მონ­სტრე­ბის კორ­პო­რა­ცი­ად სა­ბო­ლო­ოდ გა­ფორმ­დე­ბა… "ოც­ნე­ბა", ძვე­ლი გვარ­დია, გა­იღ­ვი­ძეთ, დე­პო­ში ხართ!" - "ფე­ის­ბუქ­ში" და­წე­რა გიგი უგუ­ლა­ვამ.

  • ვინ არი­ან ის მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, რო­მელ­თა უვა­დოდ და­ნიშ­ვნა "ოც­ნე­ბის" ნა­წი­ლის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია?

"ოც­ნე­ბის" კუ­ლუ­ა­რებ­ში სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ ამ 10-კა­ცი­ან სი­ა­ში ყვე­ლა­ზე დიდი მი­უ­ღებ­ლო­ბა ორი კან­დი­და­ტის გა­მოა - მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძე და დი­მიტ­რი გვრი­ტიშ­ვი­ლი.

დი­მიტ­რი გვრი­ტიშ­ვი­ლი 10 წე­ლია, სა­სა­მარ­თლო­ში მუ­შა­ობს და მისი ქმე­დე­ბე­ბი გან­ხილ­ვის სა­გა­ნი 2012 წელს გახ­და, როცა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ არა­ერ­თი უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. მა­გა­ლი­თად, ის იყო დაჩი ცა­გუ­რი­ას მო­სა­მარ­თლე 2012 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, როცა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ნა­ცემ ცა­გუ­რი­ა­სა და კი­დევ ერთ აქ­ტი­ვისტს 10-დღი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. მა­შინ ცა­გუ­რი­ას დამ­ცველ­მა საია-ს იუ­რის­ტმა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად სა­სა­მარ­თლო სხდო­მაც და­ტო­ვა.

გვრი­ტიშ­ვილს უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გამო მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებ­და დღე­ვან­დე­ლი პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლიც. მას 22 სექ­ტემ­ბერს "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აქვს გვრი­ტიშ­ვი­ლის ფოტო და სტა­ტუ­სი: "იც­ნობ­დეთ, მო­სა­მარ­თლე გვრი­ტიშ­ვილს! 90 დღემ­დე უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში უპ­რობ­ლე­მოდ აგ­ზავ­ნის ადა­მი­ა­ნებს". გვრი­ტიშ­ვი­ლი იყო ის მო­სა­მარ­თლე, ვინც ასე­ვე 2012 წელს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნია 5 მი­ლი­ო­ნი ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძეს, ის 2017 წლის მა­ი­სი­დან სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რეა, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლედ კი 2007 წლი­დან მუ­შა­ობ­და და სა­ა­კაშ­ვილ­მა ის კარ­გი სამ­სა­ხუ­რი­სათ­ვის "ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი­თაც" და­ა­ჯილ­დო­ვა.

არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ჩინ­ჩა­ლა­ძე უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში მუ­შა­ო­ბის 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფაქ­ტობ­რი­ვად არ ას­რუ­ლებ­და სა­მო­სა­მარ­თლო ფუნ­ქცი­ას, ვი­ნა­ი­დან მას მხო­ლოდ 250 საქ­მის გან­ხილ­ვა­ში აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი, რაც თვე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 2 საქ­მეს შე­ად­გენს, მა­შინ, როცა სხვა მო­სა­მარ­თლე­ე­ბის მიერ გან­ხი­ლულ საქ­მე­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ცი­ლე­ბით მე­ტია. იმა­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, 2010-2013 წლებ­ში და 2015 წელს ჩინ­ჩა­ლა­ძეს არც ერთი საქ­მე არ გა­ნუ­ხი­ლავს, გარ­და ამი­სა, ამ 10-წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბი­სას მას 1 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი სარ­გო და პრე­მია-და­ნა­მა­ტი აქვს აღე­ბუ­ლი.

ჩინ­ჩა­ლა­ძის სა­ხელ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერთი კუ­რი­ო­ზუ­ლი შემ­თხვე­ვა - მან სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­მდებ­ლის სტა­ტუ­სით მო­ნა­წი­ლე­ო­ბის დროს გა­ნა­ცხა­და, რომ "დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს".

"რე­გინ­ფო" წერს, რომ ჩინ­ჩა­ლა­ძეს პარ­ლა­მენ­ტა­რი ვანო ზარ­დი­აშ­ვი­ლი მფარ­ვე­ლობს, ისი­ნი მე­გობ­რე­ბი და ნა­თელ­მი­რო­ნე­ბი არი­ან და სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­ში ვანო ზარ­დი­აშ­ვი­ლის პირ­ველ მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძის ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვან თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე და­ი­ნიშ­ნა.

გე­დე­ვან ფო­ფხა­ძე "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ კონ­კრე­ტულ გვა­რებს ამ ეტაპ­ზე არ და­ა­სა­ხე­ლებს და ყვე­ლა­ფერს ღიად და მო­უ­რი­დებ­ლად თა­ვად ამ კან­დი­და­ტებს ეტყვის მა­შინ, რო­დე­საც იუ­რი­დი­ულ კო­მი­ტეტ­ზე გა­სა­უბ­რე­ბა იქ­ნე­ბა.

"უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში იმ მო­სა­მარ­თლე­ე­ბის მიყ­ვა­ნა, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სი მო­რა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით არი­ან სა­ეჭ­ვო, არას­წო­რია. პი­როვ­ნუ­ლად არა­ვის­ზე არ მინ­და ლა­პა­რა­კი, ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცით. ვი­ცით, რა ხდე­ბო­და სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში და სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რომ ამ ყვე­ლა­ფერ­ში ხელი არ შე­ე­წყო, უსა­მარ­თლო­ბა ვერ მოხ­დე­ბო­და.

ამი­ტომ სა­უ­ბა­რია ძა­ლი­ან მარ­ტივ რა­ღა­ცა­ზე – მო­რა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლიც ამ ხალ­ხმა თვი­თონ უნდა იგ­რძნოს. კენ­ჭისყ­რე­ბი იქ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი და ყვე­ლა დე­პუ­ტა­ტი თა­ვის სინ­დის­თან მარ­ტო დარ­ჩე­ბა, როცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს და შე­სა­ბა­მი­სად, ქვეყ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა" - აცხა­დებს ფო­ფხა­ძე.

ჯერ უც­ნო­ბია, რო­დის მო­უს­მენს 10 კან­დი­დატს იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტი. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს თე­ბერ­ვალ­ში მოხ­დე­ბა, როცა სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სია გა­იხ­სნე­ბა.

ეკა­ტე­რი­ნე ბა­სი­ლა­ია, გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

ავტორი:

მოსამართლეები, რომლებიც "სააკაშვილის ეპოქას აბრუნებენ" - რამ აღაშფოთა "ქართული ოცნების" 60-მდე დეპუტატი

მოსამართლეები, რომლებიც "სააკაშვილის ეპოქას აბრუნებენ" - რამ აღაშფოთა "ქართული ოცნების" 60-მდე დეპუტატი

უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნ მოსამართლეთა კანდიდატურების გამო "ოცნების" დეპუტატების ნაწილში დიდი უკმაყოფილებაა. აღშფოთება გამოიწვია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისათვის წარდგენილ 10-კაციან სიაში ორი მოსამართლის - მიხეილ ჩინჩალაძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის შეყვანამ. ლევან მურუსიძის მომწონებელი "ოცნების" დეპუტატების ნაწილი, ამ ორი მოსამართლის მიუღებლობას ახლა იმით ხსნის, რომ ისინი სააკაშვილის ეპოქის მოსამართლეები არიან, რომლებსაც ადეიშვილის დაკვეთით უსამართლო განაჩენები გამოჰქონდათ და მათი უვადოდ გამწესება დაუშვებელია - ეს სააკაშვილის ეპოქის დაბრუნებას ნიშნავს.

"რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენილი კანდიდატების ნაწილით, უკმაყოფილოა საპარლამენტო უმრავლესობის 50-60 დეპუტატი და იმედი აქვს, რომ პარლამენტი ამ მოსამართლეებს უვადოდ დამტკიცებაზე უარს ეტყვის.

"არის რამდენიმე პერსონა, რომლებზეც ხმის მიცემა გამორიცხულია, იმდენად წყალგამყოფია. ახლა გვარებს არ ვასახელებ, ჯერ მინდა, ეს ხალხი კომიტეტზე მოვიდეს. მე მესმის, რომ თანამდებობა და სტატუსი ყველას უნდა, მაგრამ თუ რეალობას დაუფიქრდებიან, ყველაზე ჭკვიანურს იზამენ, თუ ეს ადამიანები გასაუბრებაზე არ მოვლენ" - აცხადებს ფოფხაძე.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი 10 მოსამართლის კანდიდატურა 24 დეკემბერს წარადგინა საბჭოს სხდომაზე და იმავე დღეს გადაუგზავნა პარლამენტს დასამტკიცებლად. უვადო მოსამარლეობის კანდიდატები არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

კანდიდატების გვარები დიდი კრიტიკის საგანი გახდა ჯერ არასამთავრობოების, ოპოზიციისა და საბჭოს ორი არამოსამართლე წევრის - ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის მხრიდან, შემდეგ კი ამ საერთო აღშფოთებას, ცოტა უფრო მორიდებით, "ოცნების" დეპუტატების ნაწილიც შეუერთდა.

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილთან ერთად, პროტესტი გამოხატა დაჩი ცაგურიამაც, ვინც წინა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისას ოპოზიციის ერთ-ერთი აქტიური ფიგურა იყო და "ოცნების" ხელისუფლებაში საქართველოს რკინიგზაში მაღალ თანამდებობაზეა.

"გვრიტიშვილმა სრულიად უდანაშაულო გამიშვა ციხეში… უმორჩილესად გთხოვთ, არ დაამტკიცოთ ეს სირცხვილი სასამართლოში" - მოუწოდა "ოცნებას" ცაგურიამ.

უვადო მოსამართლეთა პრეტენდენტების მიმართ უკმაყოფილება ოპოზიციაშიც გამოითქვა და გაკეთდა განცხადებები, რომ ჩინჩალაძე - ეს არის ძველი კორუფციული კლანის წარმომადგენელი. კრიტიკა თავად "ნაციონალების" დროინდელმა ხელისუფლების წევრებმაც გამოთქვეს.

"ადეიშვილი დაბრუნდა მთავრობაში? რამე გამომრჩა? თუ ეს ხალხი დაამტკიცა პარლამენტმა, თანაც უვადოდ, სასამართლო მონსტრების კორპორაციად საბოლოოდ გაფორმდება… "ოცნება", ძველი გვარდია, გაიღვიძეთ, დეპოში ხართ!" - "ფეისბუქში" დაწერა გიგი უგულავამ.

  • ვინ არიან ის მოსამართლეები, რომელთა უვადოდ დანიშვნა "ოცნების" ნაწილისთვის მიუღებელია?

"ოცნების" კულუარებში საუბრობენ იმაზე, რომ ამ 10-კაციან სიაში ყველაზე დიდი მიუღებლობა ორი კანდიდატის გამოა - მიხეილ ჩინჩალაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი.

დიმიტრი გვრიტიშვილი 10 წელია, სასამართლოში მუშაობს და მისი ქმედებები განხილვის საგანი 2012 წელს გახდა, როცა წინასაარჩევნოდ არაერთი უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. მაგალითად, ის იყო დაჩი ცაგურიას მოსამართლე 2012 წლის სექტემბერში, როცა პოლიციელების ნაცემ ცაგურიასა და კიდევ ერთ აქტივისტს 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. მაშინ ცაგურიას დამცველმა საია-ს იურისტმა პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომაც დატოვა.

გვრიტიშვილს უკანონო გადაწყვეტილებების გამო მწვავედ აკრიტიკებდა დღევანდელი პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილიც. მას 22 სექტემბერს "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული აქვს გვრიტიშვილის ფოტო და სტატუსი: "იცნობდეთ, მოსამართლე გვრიტიშვილს! 90 დღემდე უკანონო პატიმრობაში უპრობლემოდ აგზავნის ადამიანებს". გვრიტიშვილი იყო ის მოსამართლე, ვინც ასევე 2012 წელს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია 5 მილიონი ლარით დააჯარიმა.

რაც შეეხება მიხეილ ჩინჩალაძეს, ის 2017 წლის მაისიდან სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ კი 2007 წლიდან მუშაობდა და სააკაშვილმა ის კარგი სამსახურისათვის "ღირსების ორდენითაც" დააჯილდოვა.

არასამთავრობოები აცხადებენ, რომ ჩინჩალაძე უზენაეს სასამართლოში მუშაობის 10 წლის განმავლობაში ფაქტობრივად არ ასრულებდა სამოსამართლო ფუნქციას, ვინაიდან მას მხოლოდ 250 საქმის განხილვაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რაც თვეში დაახლოებით 2 საქმეს შეადგენს, მაშინ, როცა სხვა მოსამართლეების მიერ განხილულ საქმეთა რაოდენობა გაცილებით მეტია. იმავე ინფორმაციის მიხედვით, 2010-2013 წლებში და 2015 წელს ჩინჩალაძეს არც ერთი საქმე არ განუხილავს, გარდა ამისა, ამ 10-წლიანი მუშაობისას მას 1 მილიონ ლარზე მეტი სარგო და პრემია-დანამატი აქვს აღებული.

ჩინჩალაძის სახელთან არის დაკავშირებული ერთი კურიოზული შემთხვევა - მან სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებლის სტატუსით მონაწილეობის დროს განაცხადა, რომ "დუმილის უფლებას იყენებს".

"რეგინფო" წერს, რომ ჩინჩალაძეს პარლამენტარი ვანო ზარდიაშვილი მფარველობს, ისინი მეგობრები და ნათელმირონები არიან და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ვანო ზარდიაშვილის პირველ მოადგილედ მუშაობის პერიოდში, მიხეილ ჩინჩალაძის ოჯახის ყველა წევრი მნიშვნელოვან თანამდებობებზე დაინიშნა.

გედევან ფოფხაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ კონკრეტულ გვარებს ამ ეტაპზე არ დაასახელებს და ყველაფერს ღიად და მოურიდებლად თავად ამ კანდიდატებს ეტყვის მაშინ, როდესაც იურიდიულ კომიტეტზე გასაუბრება იქნება.

"უზენაეს სასამართლოში იმ მოსამართლეების მიყვანა, რომლებიც თავისი მორალური ღირებულებებით არიან საეჭვო, არასწორია. პიროვნულად არავისზე არ მინდა ლაპარაკი, ყველამ ყველაფერი ვიცით. ვიცით, რა ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის პირობებში და სასამართლო ხელისუფლებას რომ ამ ყველაფერში ხელი არ შეეწყო, უსამართლობა ვერ მოხდებოდა.

ამიტომ საუბარია ძალიან მარტივ რაღაცაზე – მორალურ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ამ ხალხმა თვითონ უნდა იგრძნოს. კენჭისყრები იქნება თავისუფალი და ყველა დეპუტატი თავის სინდისთან მარტო დარჩება, როცა გადაწყვეტილებას მიიღებს და შესაბამისად, ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება" - აცხადებს ფოფხაძე.

ჯერ უცნობია, როდის მოუსმენს 10 კანდიდატს იურიდიული კომიტეტი. სავარაუდოდ, ეს თებერვალში მოხდება, როცა საგაზაფხულო სესია გაიხსნება.

ეკატერინე ბასილაია, გაზეთი "რეზონანსი"

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები