თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება გრძელდება.
ამ ეტაპზე ვებგვერდზე 330 მიმდინარე, 251 დაბლოკილი, 466 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 13 იდეა განხილვის პროცესშია, ორი უკვე შეთანხმებული, 1 კი უარყოფილია. „ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთს გთავაზობთ, რომელიც ქალაქში skydiving - საპარაშუტო სიმულიატორის შექმნას გულისხმობს. „აღნიშნული პროექტი წარმოადგენს სპორტულ-გასართობ საპარაშუტო სიმულიატორს. რომელიც მომხმარებელს მიცემს საშუალებას, შეიგრძნოს ჰაერში ფრენის განცდა. ამიერკავკასიასში არ არსებობს ასეთი ტიპის სპორტულ-გასართობი კომპლექსი.
დაახლოებით, 8 წლის წინ ასეთ პროექტზე ვმუშაობდი თბილისის საავიაციო უნივერსიტეტის, აეროდინამიკის კათედრის თანამშრომლებთან ერთად, თუმცა, თანხების უქონლობის გამო ვერ განხორციელდა. წაიკითხეთ სრულად