სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სკაიპით" ვესაუბრე თოვლის ბაბუას, გზაშია და ძალიან მალე გაახარებს ჩვენს პატარებს" - სად გეპატიჟებათ კახა კალაძე 28 დეკემბერს?
"სკაიპით" ვესაუბრე თოვლის ბაბუას, გზაშია და ძალიან მალე გაახარებს ჩვენს პატარებს" - სად გეპატიჟებათ კახა კალაძე 28 დეკემბერს?

28 დე­კემ­ბრი­დან 13 იან­ვრის ჩათ­ვლით, პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე ყო­ველ­დღი­უ­რად კონ­ცერ­ტე­ბი, თე­ატ­რა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი და გა­სარ­თო­ბი შო­უ­ე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა. ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, თოვ­ლის ბა­ბუ­აც გზა­შია და თბი­ლის­ში 28 დე­კემ­ბერს შე­მო­ვა.

„28 დე­კემ­ბერს ჩვენ ვხსნით სა­ა­ხალ­წლო სო­ფელს, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა ჯა­დოს­ნუ­რი, მარ­თლაც ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იქ­ნე­ბა და მინ­და ყვე­ლა დავ­პა­ტი­ჟო: მობ­რძან­დით თქვე­ნი შვი­ლე­ბით, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბით. ყვე­ლა თა­ო­ბის ადა­მი­ანს ვიწ­ვევთ 28-ში, სა­ღა­მოს რვა სა­ათ­ზე, ქა­ლა­ქის მთა­ვარ ნაძ­ვის ხეს­თან, პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე. დღეს მქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია და „სკა­ი­პით“ ვე­სა­უბ­რე თოვ­ლის ბა­ბუ­ას. გზა­შია და ძა­ლი­ან მალე გა­ა­ხა­რებს ჩვენს პა­ტა­რებს. ასე რომ, 28-ში გე­ლო­დე­ბით ყვე­ლას, მობ­რძან­დით და ერ­თად დავ­ხვდეთ თოვ­ლის ბა­ბუ­ას. გარ­და ამი­სა, ამა­ვე დღეს იქ­ნე­ბა „გუფი ლენ­დის“ კონ­ცერ­ტი და შოუს გა­აგ­რძე­ლებს დი­ჯეი“, - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

რო­გორც თბი­ლი­სის მერ­მა გან­მარ­ტა, ყვე­ლა სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც და­გეგ­მი­ლია მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში, პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

„31 დე­კემ­ბერს, 23:00 სა­ა­თი­დან და­ი­წყე­ბა გა­ლა­კონ­ცერ­ტი, ხოლო 13 იან­ვარს, ჩვენ გვექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­ვუს­მი­ნოთ ნინო ქა­თა­მა­ძეს. 29 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა თბი­ლი­სის „ბიგ ბენ­დის“ კონ­ცერ­ტი; 30 დე­კემ­ბერს გი­ორ­გი მა­ნა­გა­ძის ბენ­დი და ჯგუ­ფი „ლაუდ სფი­ქერს“ გა­მარ­თავს კონ­ცერტს, კვლავ რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე. ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა იქ­ნე­ბა სა­ა­ხალ­წლო სო­ფელ­ში.

ძა­ლი­ან ხში­რად გვწე­რენ, რა­ტომ არ არის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა რა­ი­ონ­ში. ჩვენ შარ­შან სამ ლო­კა­ცი­ა­ზე გვქონ­და სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტი: ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე, ვარ­კე­თილ­სა და გლ­დან­ში, თუმ­ცა მინ­და გი­თხრათ, რომ ყვე­ლა­ზე მეტი რა­ო­დე­ნო­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ცენ­ტრში, გლ­დან­ში 20 კაცი ეს­წრე­ბო­და კონ­ცერტს და ვარ­კე­თილ­ში ცოტა მეტი. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა, პი­რი­ქით, გვსაყ­ვე­დუ­რობ­და, რომ ახა­ლი წელი არის იმის­თვის, რომ ყვე­ლა ერ­თად შე­ვიკ­რი­ბოთ და ყვე­ლამ ერ­თად აღ­ვნიშ­ნოთ ახა­ლი წლის შე­მობ­რძა­ნე­ბა. წელს, 31 დე­კემ­ბერს, გე­პა­ტი­ჟე­ბით ყვე­ლას მთა­ვარ ნაძ­ვის ხეს­თან, მეც თქვენ­თან ერ­თად ვიქ­ნე­ბი ჩემი ოჯა­ხით და ერ­თად შევ­ხვდეთ ახა­ლი 2019 წლის შე­მობ­რძა­ნე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

00:00 / 00:00
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"სკაიპით" ვესაუბრე თოვლის ბაბუას, გზაშია და ძალიან მალე გაახარებს ჩვენს პატარებს" - სად გეპატიჟებათ კახა კალაძე 28 დეკემბერს?

"სკაიპით" ვესაუბრე თოვლის ბაბუას, გზაშია და ძალიან მალე გაახარებს ჩვენს პატარებს" - სად გეპატიჟებათ კახა კალაძე 28 დეკემბერს?

28 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ყოველდღიურად კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები და გასართობი შოუები გაიმართება. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თოვლის ბაბუაც გზაშია და თბილისში 28 დეკემბერს შემოვა.

„28 დეკემბერს ჩვენ ვხსნით საახალწლო სოფელს, რომელიც იქნება ჯადოსნური, მართლაც ძალიან ლამაზი იქნება და მინდა ყველა დავპატიჟო: მობრძანდით თქვენი შვილებით, შვილიშვილებით. ყველა თაობის ადამიანს ვიწვევთ 28-ში, საღამოს რვა საათზე, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან, პირველი რესპუბლიკის მოედანზე. დღეს მქონდა კომუნიკაცია და „სკაიპით“ ვესაუბრე თოვლის ბაბუას. გზაშია და ძალიან მალე გაახარებს ჩვენს პატარებს. ასე რომ, 28-ში გელოდებით ყველას, მობრძანდით და ერთად დავხვდეთ თოვლის ბაბუას. გარდა ამისა, ამავე დღეს იქნება „გუფი ლენდის“ კონცერტი და შოუს გააგრძელებს დიჯეი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა განმარტა, ყველა საახალწლო ღონისძიება, რომელიც დაგეგმილია მომდევნო დღეებში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.

„31 დეკემბერს, 23:00 საათიდან დაიწყება გალაკონცერტი, ხოლო 13 იანვარს, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მოვუსმინოთ ნინო ქათამაძეს. 29 დეკემბერს გაიმართება თბილისის „ბიგ ბენდის“ კონცერტი; 30 დეკემბერს გიორგი მანაგაძის ბენდი და ჯგუფი „ლაუდ სფიქერს“ გამართავს კონცერტს, კვლავ რესპუბლიკის მოედანზე. ყველა ღონისძიება იქნება საახალწლო სოფელში.

ძალიან ხშირად გვწერენ, რატომ არ არის ღონისძიებები სხვადასხვა რაიონში. ჩვენ შარშან სამ ლოკაციაზე გვქონდა საახალწლო კონცერტი: ევროპის მოედანზე, ვარკეთილსა და გლდანში, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მეტი რაოდენობა წარმოდგენილი იყო ცენტრში, გლდანში 20 კაცი ესწრებოდა კონცერტს და ვარკეთილში ცოტა მეტი. ადგილობრივი მოსახლეობა, პირიქით, გვსაყვედურობდა, რომ ახალი წელი არის იმისთვის, რომ ყველა ერთად შევიკრიბოთ და ყველამ ერთად აღვნიშნოთ ახალი წლის შემობრძანება. წელს, 31 დეკემბერს, გეპატიჟებით ყველას მთავარ ნაძვის ხესთან, მეც თქვენთან ერთად ვიქნები ჩემი ოჯახით და ერთად შევხვდეთ ახალი 2019 წლის შემობრძანებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ