საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილი რით ვერ დაკავდა რამე უფრო მნიშვნელოვანით?!" - ავთანდილი მეუღლის სტილსა და ექს-პრეზიდენტის კრიტიკაზე
"სააკაშვილი რით ვერ დაკავდა რამე უფრო მნიშვნელოვანით?!" - ავთანდილი მეუღლის სტილსა და ექს-პრეზიდენტის კრიტიკაზე

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი, ავ­თან­დილ ცქვი­ტი­ნი­ძე და მისი ოჯა­ხი წლის ბო­ლოს არა­ერ­თხელ მოხ­ვდა ხალ­ხის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით - ჯერ იყო და მისი მე­უღ­ლის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე ალა­პა­რაკ­და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი, შემ­დეგ კი მო­დის სამ­ყა­რო­ში ატე­ხილ­მა სკან­დალ­მა მი­იქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა, როცა ავ­თან­დილ­მა დემ­ნა გვა­სა­ლია ფაქ­ტობ­რი­ვად, პლა­გი­ატ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

რო­გორც ავ­თან­დი­ლი ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, ბოლო პე­რი­ოდ­ში მის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის­გან გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას გრძნობს, აწუ­ხებს ეს ფაქ­ტი, მაგ­რამ ცდი­ლობს, ყვე­ლა­ფე­რი იუ­მორ­ში გა­ა­ტა­როს და სხვებ­საც ამას ურ­ჩევს. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- თქვე­ნი ჩი­ნო­სა­ნი მე­უღ­ლის ჩაც­მუ­ლო­ბა გახ­და სა­ჯა­რო გან­ხილ­ვის სა­გა­ნი, როცა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინ­ზე პი­ჯა­კი მხრებ­ზე ჰქონ­და მო­ხუ­რუ­ლი. ატყდა ერთი ამ­ბა­ვი, ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძემ პრო­ტო­კო­ლი და­არ­ღვი­აო...

- ხალ­ხი თვლის, რომ ხა­თუ­ნას კარ­გად აც­ვია, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად რომ ვთქვათ, სწო­რად აც­ვია. პი­ჯა­კი კი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მო­ხუ­რუ­ლი აქვს. ესეც იუ­მო­რი­ნაა ჩემ­თვის. იმ დღეს ალ­ბათ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­ფე­რი ხდე­ბო­და ქვე­ყა­ნა­ში, თო­რემ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ხა­თუ­ნას მო­ხუ­რულ პი­ჯაკ­ზე ატე­ხი­ლი­ყო აჟი­ო­ტა­ჟი?!

- თქვენ­თვის იუ­მო­რი­ნაა და ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ევ­რო­პა­ში შე­ა­წუ­ხა ამ ამ­ბავ­მა...

- ეგ კი­დევ რა საყ­ვა­რე­ლია! რით ვერ და­კავ­და ამ ცხოვ­რე­ბა­ში რამე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნით?! შავ-თეთრ პე­რანგზე მხრებ­ზე მო­დე­ბუ­ლი შავი პი­ჯა­კი რა­ტომ უნდა იყოს აჟი­ო­ტა­ჟის მი­ზე­ზი? ისიც თქვეს, გათ­ბო­ბა არ აქვს სა­მი­ნის­ტრო­ში და შეს­ცივ­დაო.

ხა­თუ­ნა რა­საც იც­ვამს, უნდა იყოს ქა­ლუ­რი, საქ­მი­ა­ნი. ვერ ვხე­დავ მას ნაც­რის­ფერ, მა­მა­კა­ცურ პი­ჯაკ­სა და შარ­ვალ­ში. ძა­ლი­ან უხ­დე­ბა "ფე­შენ" ტან­საც­მე­ლი. სა­ერ­თოდ, თუ უშ­ნოდ აც­ვი­ათ პო­ლი­ტი­კო­სებს, გა­და­უვ­ლი­ან და ლან­ძღა­ვენ, ლა­მა­ზად აც­ვი­ათ და აგ­რე­სი­აა მათ მი­მართ.

ბავ­შვო­ბი­დან მიც­ნობს ერი, ალ­ბათ კარ­გი მა­გა­ლი­თი ვარ იმი­სა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა არაფ­რის­გან შექ­მნა შენი სახე! უშუ­ქო­ბა­ში, უინ­ტერ­ნე­ტო­ბა­ში, პუ­რის რი­გებ­ში, შე­შის ღუ­მე­ლე­ბის ეპო­ქა­ში ავ­თან­დილს ყი­დუ­ლობ­და ხალ­ხი იმ მა­ღა­ზი­ა­ში, რო­მე­ლიც "დვი­ჟოკ­ზე" მუ­შა­ობ­და. ქარ­თუ­ლი მო­დის ის­ტო­რია ვარ და, მგო­ნი, მაქვს უფ­ლე­ბა, კე­თი­ლი იუ­მო­რით ვი­ხუმ­რო ამა თუ იმ სა­კი­თხზე. რამ­დენ­მა და­წე­რა, დემ­ნა­სი შურ­სო. რა­ტომ უნდა მშურ­დეს თქვე­ნი?! რო­გორ შე­მიძ­ლია დრო დავ­ხარ­ჯო სხვის ცხოვ­რე­ბა­ზე ფიქ­რში, ამა­სო­ბა­ში ჩემი ცხოვ­რე­ბა ხომ გავა?

ხა­თუ­ნა მაღ­რა­ძე, ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!!
10

ნუ არცხვენთ ქვეყანას!!! საგარეო საქმეთა სამინისტრო 'მოდის სახლი' არ არის. შინ რაც გინდათ ის ჩაიცვით. საგარეო ურთიერთობები ადგილზე, თუ ვიზიტები საზღვარგარეთ, ქვეყნის სახეა!!! გახსოვდეთ, თქვენ საქართველოს წარმოადგენთ!!!

დაოკდითტტტტ
0

რა დროს მოდაა, რა დრის ხათუნაა და რა დროს ცქვიტინიძეა ხალხნო. გაიხედეთ რა ხდება ქვეყანაში! ხათუნამ გინდა ჩაუცვას და გინდა მოიხუროს ეგ პიჯაკი მაგანაც ეხლა ქვეყნის საკითხები.არ მოგვიგვაროს რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"სააკაშვილი რით ვერ დაკავდა რამე უფრო მნიშვნელოვანით?!" - ავთანდილი მეუღლის სტილსა და ექს-პრეზიდენტის კრიტიკაზე

"სააკაშვილი რით ვერ დაკავდა რამე უფრო მნიშვნელოვანით?!" - ავთანდილი მეუღლის სტილსა და ექს-პრეზიდენტის კრიტიკაზე

ცნობილი ქართველი დიზაინერი, ავთანდილ ცქვიტინიძე და მისი ოჯახი წლის ბოლოს არაერთხელ მოხვდა ხალხის ყურადღების ცენტრში სხვადასხვა მიზეზით - ჯერ იყო და მისი მეუღლის ჩაცმულობაზე ალაპარაკდა სოციალური ქსელი, შემდეგ კი მოდის სამყაროში ატეხილმა სკანდალმა მიიქცია ყურადღება, როცა ავთანდილმა დემნა გვასალია ფაქტობრივად, პლაგიატში დაადანაშაულა.

როგორც ავთანდილი ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ამბობს, ბოლო პერიოდში მის მიმართ საზოგადოების ნაწილისგან გაღიზიანებას გრძნობს, აწუხებს ეს ფაქტი, მაგრამ ცდილობს, ყველაფერი იუმორში გაატაროს და სხვებსაც ამას ურჩევს. გთავაზობთ ამონარიდებს "სარკესთან" ინტერვიუდან:

- თქვენი ჩინოსანი მეუღლის ჩაცმულობა გახდა საჯარო განხილვის საგანი, როცა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინზე პიჯაკი მხრებზე ჰქონდა მოხურული. ატყდა ერთი ამბავი, ხათუნა თოთლაძემ პროტოკოლი დაარღვიაო...

- ხალხი თვლის, რომ ხათუნას კარგად აცვია, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, სწორად აცვია. პიჯაკი კი მთელი ცხოვრება მოხურული აქვს. ესეც იუმორინაა ჩემთვის. იმ დღეს ალბათ უფრო მნიშვნელოვანი არაფერი ხდებოდა ქვეყანაში, თორემ როგორ შეიძლება, ხათუნას მოხურულ პიჯაკზე ატეხილიყო აჟიოტაჟი?!

- თქვენთვის იუმორინაა და ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ევროპაში შეაწუხა ამ ამბავმა...

- ეგ კიდევ რა საყვარელია! რით ვერ დაკავდა ამ ცხოვრებაში რამე უფრო მნიშვნელოვანით?! შავ-თეთრ პერანგზე მხრებზე მოდებული შავი პიჯაკი რატომ უნდა იყოს აჟიოტაჟის მიზეზი? ისიც თქვეს, გათბობა არ აქვს სამინისტროში და შესცივდაო.

ხათუნა რასაც იცვამს, უნდა იყოს ქალური, საქმიანი. ვერ ვხედავ მას ნაცრისფერ, მამაკაცურ პიჯაკსა და შარვალში. ძალიან უხდება "ფეშენ" ტანსაცმელი. საერთოდ, თუ უშნოდ აცვიათ პოლიტიკოსებს, გადაუვლიან და ლანძღავენ, ლამაზად აცვიათ და აგრესიაა მათ მიმართ.

ბავშვობიდან მიცნობს ერი, ალბათ კარგი მაგალითი ვარ იმისა, როგორ შეიძლება არაფრისგან შექმნა შენი სახე! უშუქობაში, უინტერნეტობაში, პურის რიგებში, შეშის ღუმელების ეპოქაში ავთანდილს ყიდულობდა ხალხი იმ მაღაზიაში, რომელიც "დვიჟოკზე" მუშაობდა. ქართული მოდის ისტორია ვარ და, მგონი, მაქვს უფლება, კეთილი იუმორით ვიხუმრო ამა თუ იმ საკითხზე. რამდენმა დაწერა, დემნასი შურსო. რატომ უნდა მშურდეს თქვენი?! როგორ შემიძლია დრო დავხარჯო სხვის ცხოვრებაზე ფიქრში, ამასობაში ჩემი ცხოვრება ხომ გავა?

ხათუნა მაღრაძე, ჟურნალი "სარკე"

"მითხრა: "გაიხადე", მე უბრალოდ გავიყინე და მერე არაფერი მახსოვს... თვეების მანძილზე ავად ვიყავი" - ლედი გაგამ მასზე განხორციელებული სექსუალური ძალადობა გაიხსენა

"ევროვიზია 2021"-ის გამარჯვებული იტალია გახდა

გადასაღებ მოედანზე დაწყებული დიდი სიყვარული და ულამაზესი თურქი წყვილი, რომლებიც მშობლებმა ერთმანეთს დააშორეს