კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიზნესიდან ციხეში და პირიქით - როგორია რამდენიმეწლიანი სამართლებრივი დევნის შემდეგ გამართლებული ანზორ ქოქოლაძის ბიზნესპერსონა
ბიზნესიდან ციხეში და პირიქით - როგორია რამდენიმეწლიანი სამართლებრივი დევნის შემდეგ გამართლებული ანზორ ქოქოლაძის ბიზნესპერსონა

ბიზ­ნეს­მენ ან­ზორ ქო­ქო­ლა­ძე­ზე, პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა შე­წყდა და ის გა­მარ­თლდა.

სა­უ­ბა­რია, 2011 წელს ბიზ­ნეს­მე­ნის­თვის წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ზე, რომ­ლი­თაც გა­მო­ძი­ე­ბა მას თაღ­ლი­თო­ბას და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზე­ბას ედა­ვე­ბო­და. თუმ­ცა, პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფ­და გო­ნივ­რულ ეჭვს მიღ­მა სტან­დარტს, რომ­ლი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის დად­გო­მა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში „ტექ­ნო ბუ­მი­სა“ და „ელიტ ელექტრო­ნიქ­სის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ან­ზორ ქო­ქო­ლა­ძე და­ა­კა­ვეს და სა­პა­ტიმ­რო­ში 2 წლამ­დე გა­ა­ტა­რა.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა ცი­ხე­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ზე, მის საქ­მე­ზე და სა­კუ­თარ ბიზ­ნეს ის­ტო­რი­ა­ზე 2016 წელს „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერ­ში გა­და­ცე­მა­ში „ბიზ­ნეს­პერ­სო­ნა ისა­უბ­რა“.

„ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ამ ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- ბევ­რის­თვის ალ­ბათ აღ­მო­ჩე­ნა იქ­ნე­ბა ის, რომ თქვე­ნი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ბიზ­ნეს­ში სულ რა­ღაც 20 დო­ლა­რით და­ი­წყო. რა იყო ეს პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა?

- ჩემი ის­ტო­რია არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი თუ ნა­ხევ­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლი სხვა ადა­მი­ა­ნის ის­ტო­რი­ის­გან. ალ­ბათ ყვე­ლა ასე იწყებს, თუ მემ­კვიდ­რე­ო­ბით არ ერგო ან ლა­ტა­რი­ა­ში არ მო­ი­გო. მე არც გა­ჭირ­ვე­ბულ, არც მდი­დარ ოჯახ­ში გავზრდილ­ვარ. სა­შუ­ა­ლო დო­ნის ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში არ­სე­ბო­ბის პრობ­ლე­მა არ გვქო­ნია, თუმ­ცა არც ზედ­მე­ტი გვქონ­და. მამა ადრე გარ­და­მეც­ვა­ლა, ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე ამე­ღო. 5 დედ­მა­მიშ­ვი­ლი ვი­ყა­ვით, სამი და მყავ­და, მე უფ­რო­სი ბიჭი ვი­ყა­ვი, აქე­დან მო­დი­ო­და პა­სუ­ხის­მგე­ლო­ბის გრძნო­ბა: 9 წლის უკვე უფ­რო­სი კაცი ვი­ყა­ვი. შუ­ა­ლე­დუ­რი პე­რი­ო­დი არ მქო­ნია. 9 წლი­დან, ში­ნა­გა­ნად, უც­ბად გავ­ხდი 20 წლის. სკო­ლის დროს ბიზ­ნე­სის მი­მართ ბუ­ნებ­რი­ვი გან­წყო­ბა მქონ­და. თუმ­ცა ტერ­მი­ნე­ბი - მარ­კე­ტინ­გი, მე­ნე­ჯმენ­ტი არ ვი­ცო­დი.

- რა საქ­მე და­ი­წყეთ 20 დო­ლა­რით?

- ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ პა­ტა­რა ფირ­მა. ჯი­ხუ­რი გა­ვა­კე­თეთ, სა­დაც სა­ვა­ლუ­ტო ოპე­რა­ცი­ე­ბი იყო, მერე კა­სე­ტე­ბის გა­ყიდ­ვე­ბი და­ვი­წყეთ. სხვა­დას­ხვა მცდე­ლო­ბე­ბი იყო. ეს 20 დო­ლა­რი ფირ­მის რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის გვჭირ­დე­ბო­და. და­ნარ­ჩე­ნი, ბევ­რი არ იყო სა­ჭი­რო.

- რო­გორ აღ­მოჩ­ნდით ბიზ­ნე­სი­დან ცი­ხე­ში? წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ბიზნესიდან ციხეში და პირიქით - როგორია რამდენიმეწლიანი სამართლებრივი დევნის შემდეგ გამართლებული ანზორ ქოქოლაძის ბიზნესპერსონა

ბიზნესიდან ციხეში და პირიქით - როგორია რამდენიმეწლიანი სამართლებრივი დევნის შემდეგ გამართლებული ანზორ ქოქოლაძის ბიზნესპერსონა

ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძეზე, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა და ის გამართლდა.

საუბარია, 2011 წელს ბიზნესმენისთვის წარდგენილ ბრალდებაზე, რომლითაც გამოძიება მას თაღლითობას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავებოდა. თუმცა, პროკურატურის ცნობით, მტკიცებულებების ერთობლიობა ვერ უზრუნველყოფდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომლითაც შესაძლებელი იყო გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში „ტექნო ბუმისა“ და „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე დააკავეს და საპატიმროში 2 წლამდე გაატარა.

გათავისუფლებულმა ბიზნესმენმა ციხეში ყოფნის პერიოდზე, მის საქმეზე და საკუთარ ბიზნეს ისტორიაზე 2016 წელს „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „ბიზნესპერსონა ისაუბრა“.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ამონარიდს ამ ინტერვიუდან:

- ბევრისთვის ალბათ აღმოჩენა იქნება ის, რომ თქვენი პირველი ნაბიჯები ბიზნესში სულ რაღაც 20 დოლარით დაიწყო. რა იყო ეს პირველი მცდელობა?

- ჩემი ისტორია არაფრით განსხვავდება წარმატებული თუ ნახევრად წარმატებული სხვა ადამიანის ისტორიისგან. ალბათ ყველა ასე იწყებს, თუ მემკვიდრეობით არ ერგო ან ლატარიაში არ მოიგო. მე არც გაჭირვებულ, არც მდიდარ ოჯახში გავზრდილვარ. საშუალო დონის ოჯახში გავიზარდე, ყოველ შემთხვევაში არსებობის პრობლემა არ გვქონია, თუმცა არც ზედმეტი გვქონდა. მამა ადრე გარდამეცვალა, ამიტომ იძულებული ვიყავი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ამეღო. 5 დედმამიშვილი ვიყავით, სამი და მყავდა, მე უფროსი ბიჭი ვიყავი, აქედან მოდიოდა პასუხისმგელობის გრძნობა: 9 წლის უკვე უფროსი კაცი ვიყავი. შუალედური პერიოდი არ მქონია. 9 წლიდან, შინაგანად, უცბად გავხდი 20 წლის. სკოლის დროს ბიზნესის მიმართ ბუნებრივი განწყობა მქონდა. თუმცა ტერმინები - მარკეტინგი, მენეჯმენტი არ ვიცოდი.

- რა საქმე დაიწყეთ 20 დოლარით?

- ჩამოვაყალიბეთ პატარა ფირმა. ჯიხური გავაკეთეთ, სადაც სავალუტო ოპერაციები იყო, მერე კასეტების გაყიდვები დავიწყეთ. სხვადასხვა მცდელობები იყო. ეს 20 დოლარი ფირმის რეგისტრაციისთვის გვჭირდებოდა. დანარჩენი, ბევრი არ იყო საჭირო.

- როგორ აღმოჩნდით ბიზნესიდან ციხეში? წაიკითხეთ სრულად

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები