მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღორის გრიპი - დაავადების ნიშნები და თავდაცვის გზები
ღორის გრიპი - დაავადების ნიშნები და თავდაცვის გზები

ბოლო 3 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტურ­და გრი­პის 63 შემ­თხვე­ვა და აქე­დან 95% სწო­რედ H1N-ია (ღო­რის გრი­პი), - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში ეპი­დე­მი­უ­რი ვი­თა­რე­ბა არ არის, რად­გან მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა 100 000 მო­სახ­ლე­ზე 221-ს შე­ად­გენს და აღ­ნიშ­ნუ­ლი ვირუ­სი წელს, არამ­ხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ ევ­რო­პა­შიც ცირ­კუ­ლი­რებს.

რა არის ღო­რის გრი­პი, რა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა ახა­სი­ა­თებს ამ ვირუსს და რა გა­ნა­პი­რო­ბებს და­ა­ვა­დე­ბის მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას? -გთა­ვა­ზობთ რე­კო­მენ­და­ცი­ებს და რჩე­ვებს, რომ­ლე­ბიც ამ და­ა­ვა­დე­ბი­სა­გან თავ­დაც­ვი­სათ­ვის გა­მო­გად­გე­ბათ:

რა­ტომ ჰქვია მას ეს სა­ხე­ლი?

გრი­პის ვირუ­სე­ბი სამ სა­ხე­ო­ბად იყო­ფა. ერთ-ერთი მათ­გა­ნია A და სწო­რედ ის გახ­ლავთ უმ­თავ­რე­სად პან­დე­მი­ე­ბის გა­მომ­წვე­ვი. ღო­რის გრი­პი A გრი­პის ერთ-ერთი ქვე­სა­ხე­ო­ბაა, რო­მელ­საც მე­დი­ცი­ნის ენა­ზე H1N1 ჰქვია. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელ­წო­დე­ბა "ღო­რის გრიპს", მას რე­ა­ლურ ის­ტო­რი­ას უკავ­ში­რე­ბენ. 2009 წელს აშშ-ში, კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, წარ­მო­შო­ბით მექ­სი­კელ­მა მო­ზარ­დმა სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას გრი­პის­მაგ­ვა­რი და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბით მი­მარ­თა. მას ჩა­უ­ტარ­და ტეს­ტი­რე­ბა და ად­გი­ლობ­რივ­მა მე­დი­კო­სებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ ეს იყო A ტი­პის ვირუ­სი. ად­გილ­ზე მისი ქვე­ტი­პის დად­გე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა და მა­სა­ლა შემ­დგო­მი დი­აგ­ნოს­ტი­კის­თვის გა­და­ეგ­ზავ­ნა აშშ-ის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრებს. იქ მოხ­და ვირუ­სის გე­ნე­ბის შეს­წავ­ლა და რო­დე­საც მეც­ნი­ე­რებ­მა პირ­ვე­ლად შე­ხე­დეს გე­ნომს, ის აშშ-ში ღო­რებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გრი­პის გე­ნომს მი­ამ­სგავ­სეს. შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ ეს არ იყო მხო­ლოდ ღო­რე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ვირუ­სი; ეს გახ­ლდათ ვირუ­სი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის­გან ადა­მი­ანს გა­და­ე­ცე­მო­და. უბ­რა­ლოდ, წარ­მო­ად­გენ­და მის სრუ­ლი­ად ახალ ქვე­ტიპს, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე არ ცირ­კუ­ლი­რებ­და მო­სახ­ლე­ო­ბა­ში და, შე­სა­ბა­მი­სად, ჰქონ­და პან­დე­მი­უ­რი ანუ სა­ყო­ველ­თაო გავ­რცე­ლე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი. აი, ასე შერ­ჩა ამ პან­დე­მი­ას "ღო­რის გრი­პის" სა­ხე­ლი.

რა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა ახა­სი­ა­თებს ამ ვირუსს და რა გა­ნა­პი­რო­ბებს და­ა­ვა­დე­ბის მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას?

ეს ვირუ­სი პრაქ­ტი­კუ­ლად არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა სხვა გრი­პის ვირუ­სე­ბის­გან და იწ­ვევს პრაქ­ტი­კუ­ლად იმა­ვე სიმპტო­მა­ტი­კას, რა­საც ნე­ბის­მი­ე­რი გრი­პის ვირუ­სი. სა­ზო­გა­დო­დაც, ა და ბ ტი­პის ვირუ­სე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი გრი­პი სიმპტო­მე­ბით ერ­თმა­ნე­თის­გან არ გან­სხვავ­დე­ბა. ერ­თა­დერ­თი გან­სხვა­ვე­ბა, რაც პან­დე­მი­ის და­სა­წყის­ში და მისი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას შე­იმ­ჩნე­ო­და, ის იყო, რომ AH1N1 30-დან 60 წლამ­დე ასა­კის პი­რებს უფრო მე­ტად აყე­ნებ­და ზი­ანს, ვიდ­რე ხან­ში შე­სუ­ლებს, მა­შინ რო­დე­საც გრი­პი, სა­ზო­გა­დოდ, უფრო ხან­ში შე­სუ­ლე­ბის­თვი­საა სა­ში­ში. სტა­ტის­ტი­კუ­რა­დაც, 65 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლებ­ში ღო­რის გრი­პი გა­ცი­ლე­ბით იშ­ვი­ა­თია.

რა არის პა­ცი­ენ­ტთა გარ­დაც­ვა­ლე­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი?

გრი­პი უმ­თავ­რე­სად იმ ადა­მი­ა­ნებს ურ­თულ­დე­ბათ, რომ­ლებ­საც რა­ი­მე სხვა და­ა­ვა­დე­ბაც ჰქონ­დათ. აღ­რი­ცხულ შემ­თხვე­ვებ­ში ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის საკ­მა­ოდ ფარ­თო სპექტრია წარ­მოდ­გე­ნი­ლი: ქრო­ნი­კუ­ლი ჰე­პა­ტი­ტე­ბი, დი­ა­ბე­ტი, ჭარ­ბი წონა, ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი...

რო­გო­რია H1N1 ტი­პის ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი გრი­პის სიმპტო­მე­ბი?

გრი­პი იწყე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით, უმ­თავ­რე­სად თან ახ­ლავს ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის მოვ­ლე­ნე­ბი, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა თა­ვის, კუნ­თე­ბის, სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლით და ხვე­ლა. შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თად ერ­თვის ყე­ლის ტკი­ვი­ლი და ცხვი­რის გა­ჭედ­ვის შეგ­რძნე­ბა. შე­საძ­ლოა, ამ სიმპტომ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით იჩი­ნოს თავი. და­ა­ვა­დე­ბა ყო­ველ­გვა­რი სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვის გა­რე­შე 7 დღე­ში სრუ­ლი გან­კურ­ნე­ბით მთავ­რდე­ბა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ღორის გრიპი - დაავადების ნიშნები და თავდაცვის გზები

ღორის გრიპი - დაავადების ნიშნები და თავდაცვის გზები

ბოლო 3 კვირის განმავლობაში ლაბორატორიულად დადასტურდა გრიპის 63 შემთხვევა და აქედან 95% სწორედ H1N-ია (ღორის გრიპი), - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიური ვითარება არ არის, რადგან მიმართვიანობა 100 000 მოსახლეზე 221-ს შეადგენს და აღნიშნული ვირუსი წელს, არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც ცირკულირებს.

რა არის ღორის გრიპი, რა განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებს ამ ვირუსს და რა განაპირობებს დაავადების მძიმე მიმდინარეობას? -გთავაზობთ რეკომენდაციებს და რჩევებს, რომლებიც ამ დაავადებისაგან თავდაცვისათვის გამოგადგებათ:

რატომ ჰქვია მას ეს სახელი?

გრიპის ვირუსები სამ სახეობად იყოფა. ერთ-ერთი მათგანია A და სწორედ ის გახლავთ უმთავრესად პანდემიების გამომწვევი. ღორის გრიპი A გრიპის ერთ-ერთი ქვესახეობაა, რომელსაც მედიცინის ენაზე H1N1 ჰქვია. რაც შეეხება სახელწოდება "ღორის გრიპს", მას რეალურ ისტორიას უკავშირებენ. 2009 წელს აშშ-ში, კალიფორნიაში, წარმოშობით მექსიკელმა მოზარდმა სამკურნალო დაწესებულებას გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომებით მიმართა. მას ჩაუტარდა ტესტირება და ადგილობრივმა მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ეს იყო A ტიპის ვირუსი. ადგილზე მისი ქვეტიპის დადგენა ვერ მოხერხდა და მასალა შემდგომი დიაგნოსტიკისთვის გადაეგზავნა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს. იქ მოხდა ვირუსის გენების შესწავლა და როდესაც მეცნიერებმა პირველად შეხედეს გენომს, ის აშშ-ში ღორებში გავრცელებული გრიპის გენომს მიამსგავსეს. შემდეგ გაირკვა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ღორებისთვის დამახასიათებელი ვირუსი; ეს გახლდათ ვირუსი, რომელიც ადამიანისგან ადამიანს გადაეცემოდა. უბრალოდ, წარმოადგენდა მის სრულიად ახალ ქვეტიპს, რომელიც მანამდე არ ცირკულირებდა მოსახლეობაში და, შესაბამისად, ჰქონდა პანდემიური ანუ საყოველთაო გავრცელების პოტენციალი. აი, ასე შერჩა ამ პანდემიას "ღორის გრიპის" სახელი.

რა განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებს ამ ვირუსს და რა განაპირობებს დაავადების მძიმე მიმდინარეობას?

ეს ვირუსი პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება სხვა გრიპის ვირუსებისგან და იწვევს პრაქტიკულად იმავე სიმპტომატიკას, რასაც ნებისმიერი გრიპის ვირუსი. საზოგადოდაც, ა და ბ ტიპის ვირუსებით გამოწვეული გრიპი სიმპტომებით ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ერთადერთი განსხვავება, რაც პანდემიის დასაწყისში და მისი მიმდინარეობისას შეიმჩნეოდა, ის იყო, რომ AH1N1 30-დან 60 წლამდე ასაკის პირებს უფრო მეტად აყენებდა ზიანს, ვიდრე ხანში შესულებს, მაშინ როდესაც გრიპი, საზოგადოდ, უფრო ხანში შესულებისთვისაა საშიში. სტატისტიკურადაც, 65 წელს გადაცილებულებში ღორის გრიპი გაცილებით იშვიათია.

რა არის პაციენტთა გარდაცვალების ძირითადი მიზეზი?

გრიპი უმთავრესად იმ ადამიანებს ურთულდებათ, რომლებსაც რაიმე სხვა დაავადებაც ჰქონდათ. აღრიცხულ შემთხვევებში ქრონიკული დაავადებების საკმაოდ ფართო სპექტრია წარმოდგენილი: ქრონიკული ჰეპატიტები, დიაბეტი, ჭარბი წონა, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები...

როგორია H1N1 ტიპის ვირუსით გამოწვეული გრიპის სიმპტომები?

გრიპი იწყება მოულოდნელად, მაღალი ტემპერატურით, უმთავრესად თან ახლავს ინტოქსიკაციის მოვლენები, რაც გამოიხატება თავის, კუნთების, სახსრების ტკივილით და ხველა. შედარებით იშვიათად ერთვის ყელის ტკივილი და ცხვირის გაჭედვის შეგრძნება. შესაძლოა, ამ სიმპტომმა მოგვიანებით იჩინოს თავი. დაავადება ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე 7 დღეში სრული განკურნებით მთავრდება...წაიკითხეთ სრულად

"ერთი თვეა დარჩენილი და გვაქვს დრო რაღაც-რაღაცები განვიხილოთ" - შევა თუ არა ცვლილებები სააღდგომო მსახურებაში?

მეუფე შიო - ყველა სნეულება, ყველა მწარე წამალი, მწარე გაკვეთილი, რაც ცხოვრებაში გვხვდება, უფლის ნებით ხდება ან უფლის დაშვებით

რესპუბლიკურის საკარანტინო ზონაში დაკვირვების ქვეშ 38 მოქალაქეა - მათგან ცხელება მხოლოდ 4 პაციენტს აქვს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"