მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს მეუღლეს ისეთი ხელი აქვს, რასაც დარგავს, ყველაფერი ხარობს" -  როგორც ცხოვრობს მაკა ზამბახიძე ტყეში, ციყვებისა და ტოროლების გარემოცვაში
"ჩემს მეუღლეს ისეთი ხელი აქვს, რასაც დარგავს, ყველაფერი ხარობს" -  როგორც ცხოვრობს მაკა ზამბახიძე ტყეში, ციყვებისა და ტოროლების გარემოცვაში

მომ­ღე­რა­ლი მაკა ზამ­ბა­ხი­ძე ოჯახ­თან ერ­თად წყნეთ­ში, პა­ტა­რა და მყუდ­რო სახ­ლში ცხოვ­რობს. ტყის პი­რას აშე­ნე­ბუ­ლი სახ­ლი მა­კამ სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბით მო­ა­წყო და ის სირ­თუ­ლე­ე­ბიც სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­და, რაც მშე­ნებ­ლო­ბა­სა და რე­მონტს უკავ­შირ­დე­ბა. ამ­ბობს, რომ ქა­ლა­ქის ხმა­ურს, დამ­ღლელ რიტმს მო­წყვე­ტი­ლი, ციყ­ვე­ბის და ტო­რო­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, ულა­მა­ზეს სახ­ლში თავს ბედ­ნი­ე­რად და მშვი­დად გრძნობს.

- რა­ტომ­ღაც ვამ­ჯო­ბი­ნე, რომ ქა­ლა­ქის­გან მო­შო­რე­ბით მე­ცხოვ­რა. დღეს ყვე­ლა მე­კი­თხე­ბა, ხომ არ მი­ჭირს წყნე­თი­დან თბი­ლის­ში სი­ა­რუ­ლი. პი­რი­ქით, ძა­ლი­ან მი­ად­ვილ­დე­ბა და დამ­ღლე­ლი დღის მერე აქ ძა­ლი­ან მშვი­დად და წყნა­რად ვგრძნობ ხოლ­მე თავს. ხში­რად ამო­დის დე­და­ჩე­მი და დიდ დროს ატა­რებს ჩვენ­თან ერ­თად. სამ­წუ­ხა­როდ, მა­მა­ჩე­მი იშ­ვი­ა­თად გვსტუმ­რობს. მუ­შა­ობს და თბი­ლის­ში ურ­ჩევ­ნია ყოფ­ნა, მხო­ლოდ დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­ში გვეწ­ვე­ვა ხოლ­მე.

- რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით შე­არ­ჩი­ეთ ად­გი­ლი, სა­დაც დღეს ცხოვ­რობთ?

- უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ვა­ნი­ჭე გამ­წვა­ნე­ბას, ბუ­ნე­ბას, ჰა­ერს. ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩემი სახ­ლი დგას ტყე­ში, რო­მე­ლიც შე­მო­ფარ­გლუ­ლია ნაძ­ვე­ბით. ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს გა­რე­მო, სა­დაც ახლა ვცხოვ­რობ. ჩემი ხში­რი სტუმ­რე­ბი არი­ან ციყ­ვე­ბი, დი­ლით ტო­რო­ლას ხმა მაღ­ვი­ძებს. გარ­და­უ­ვა­ლია ისე ჩა­ი­ა­როს ზამ­თარ­მა, რომ არ მო­თო­ვოს. გვყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­ზობ­ლე­ბი, თუმ­ცა ზამ­თარ­ში ისი­ნი თბი­ლის­ში არი­ან. ზა­ფხულ­ში ამო­დი­ან და ყვე­ლა ერ­თად გა­მო­ვე­ფი­ნე­ბით ხოლ­მე გა­რეთ.

- რას­თან ასო­ცირ­დე­ბა თქვენ­თვის სახ­ლი, მყუდ­რო კერა?

- კომ­ფორ­ტუ­ლი და მყუდ­რო სახ­ლი დიდი ფუ­ფუ­ნე­ბაა სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დის­თვის. გა­აჩ­ნია, ვის­თვის რა არის კომ­ფორ­ტი. მა­გა­ლი­თად, ჩემ­თვის კომ­ფორ­ტია ის, რო­გორც დღეს ვცხოვ­რობ. ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში, მისი სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი კრი­ტე­რი­უ­მია კომ­ფორ­ტუ­ლი და მას­ზე, მის ინ­ტე­რე­სებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი სახ­ლი. ეს ჩემ­თვის ასო­ცირ­დე­ბა ბედ­ნი­ე­რე­ბას­თან და სიმ­შვი­დეს­თან. რო­დე­საც დაღ­ლი­ლი, ენერ­გი­ა­გა­მოც­ლი­ლი მი­დი­ხარ სახ­ლში, იქ უნდა დაგ­ხვდეს გა­რე­მო, სა­დაც და­ის­ვე­ნებ და გა­ნიტ­ვირ­თე­ბი, და­ი­ვი­წყებ ყო­ფით პრობ­ლე­მებს.

იურ­მა­ლა­ში რომ გა­ვი­მარ­ჯვეთ და გარ­კვე­უ­ლი თან­ხა გად­მოგ­ვცეს, რა თქმა უნდა, ეს თან­ხა გა­ვი­ყა­ვით და მთლი­ა­ნად და­ვა­ხარ­ჯე სახ­ლის რე­მონტს, რად­გან ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კომ­ფორ­ტუ­ლი და ლა­მა­ზი გა­რე­მო. კომ­ფორ­ტის შე­საქ­მნე­ლად სუ­ლაც არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი დიდი თან­ხის და­ხარ­ჯვა, მცი­რე თან­ხი­თაც შე­იძ­ლე­ბა სა­სურ­ვე­ლი ინ­ტე­რი­ე­რის შექ­მნა.

- რაც შე­ე­ხე­ბა მშე­ნებ­ლო­ბას და სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებს, ამ ყვე­ლა­ფერ­მა თქვენს ხელ­ში გა­ი­ა­რა?

- რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფერ­მა ჩემს ხელ­ში გა­ი­ა­რა და ნამ­დვი­ლად არ იყო მარ­ტი­ვი და ხან­მოკ­ლე გზა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, საკ­მა­ოდ მტკივ­ნე­უ­ლი და პრობ­ლე­მუ­რი სა­კი­თხია ხე­ლოს­ნებ­თან მუ­შა­ო­ბა და მეც არა­ერ­თხელ მიგ­რძნია იმედ­გაც­რუ­ე­ბა. მშე­ნებ­ლო­ბა-რე­მონ­ტის სა­კი­თხი დრო­ში ძა­ლი­ან გა­ი­წე­ლა, მაგ­რამ სა­ნამ იმას არ მი­ვაღ­წიე, რაც მინ­დო­და, არ გავ­ჩერ­დი. წვრილ­მა­ნი დე­ტა­ლე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, ავე­ჯით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი ჩემი გე­მოვ­ნე­ბით გა­ვა­კე­თე. მა­სა­ლე­ბის შე­სა­ძე­ნად მა­ღა­ზი­ებ­შიც თა­ვად დავ­დი­ო­დი. ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ინ­ტერ­ნეტ­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ბევრ სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას ვი­ღებ­დი. ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი ინ­ტე­რი­ე­რის ფო­ტო­ებს, ვეც­ნო­ბო­დი სტა­ტი­ებს და ა.შ. ასე ნელ-ნელა გა­ვა­კე­თე ის, რა­საც ხე­დავთ. მიყ­ვარს თბი­ლი და პას­ტე­ლუ­რი ფე­რე­ბი, უპი­რა­ტე­სო­ბას ვა­ნი­ჭებ კლა­სი­კურ სტილს, ხეს. სხვა­თა შო­რის, ჩემს სახ­ლში ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს ხის ძე­ლე­ბის­გან გა­კე­თე­ბუ­ლი ჭერი. ვთვლი, რომ ეს დე­ტა­ლი ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბას მა­ტებს სახ­ლს. ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მზე, სით­ბო, სი­ნათ­ლე. თუ სახ­ლში მზის სხი­ვე­ბი არ შე­მო­დის, ის სახ­ლი მძი­მე აუ­რის მა­ტა­რებ­ლად მი­მაჩ­ნია. ჩა­მობ­ნე­ლე­ბუ­ლი სახ­ლი ღა­მეც მე­ყო­ფა. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ჯერ კი­დევ ბევ­რი რამ არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი და წინ კი­დევ სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მე­ბი მაქვს. ახლო მო­მა­ვალ­ში ვგეგ­მავ ეზოს გამ­წვა­ნე­ბას. ამ ზა­ფხულს რამ­დე­ნი­მე ჯი­შის ვარ­დი ჩავრგეთ. მინ­და, რომ ბევ­რი ლა­მა­ზი ვარ­დი იყოს ჩემს ეზო­ში. ჩემს მე­უღ­ლეს კარ­გად გა­მოს­დის მი­წას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ისე­თი ხელი აქვს, რა­საც დარ­გავს, ყვე­ლა­ფე­რი ხა­რობს. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად+ფო­ტო­ე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ჩემს მეუღლეს ისეთი ხელი აქვს, რასაც დარგავს, ყველაფერი ხარობს" -  როგორც ცხოვრობს მაკა ზამბახიძე ტყეში, ციყვებისა და ტოროლების გარემოცვაში

"ჩემს მეუღლეს ისეთი ხელი აქვს, რასაც დარგავს, ყველაფერი ხარობს" -  როგორც ცხოვრობს მაკა ზამბახიძე ტყეში, ციყვებისა და ტოროლების გარემოცვაში

მომღერალი მაკა ზამბახიძე ოჯახთან ერთად წყნეთში, პატარა და მყუდრო სახლში ცხოვრობს. ტყის პირას აშენებული სახლი მაკამ საკუთარი გემოვნებით მოაწყო და ის სირთულეებიც საკუთარ თავზე გამოსცადა, რაც მშენებლობასა და რემონტს უკავშირდება. ამბობს, რომ ქალაქის ხმაურს, დამღლელ რიტმს მოწყვეტილი, ციყვების და ტოროლების გარემოცვაში, ულამაზეს სახლში თავს ბედნიერად და მშვიდად გრძნობს.

- რატომღაც ვამჯობინე, რომ ქალაქისგან მოშორებით მეცხოვრა. დღეს ყველა მეკითხება, ხომ არ მიჭირს წყნეთიდან თბილისში სიარული. პირიქით, ძალიან მიადვილდება და დამღლელი დღის მერე აქ ძალიან მშვიდად და წყნარად ვგრძნობ ხოლმე თავს. ხშირად ამოდის დედაჩემი და დიდ დროს ატარებს ჩვენთან ერთად. სამწუხაროდ, მამაჩემი იშვიათად გვსტუმრობს. მუშაობს და თბილისში ურჩევნია ყოფნა, მხოლოდ დასვენების დღეებში გვეწვევა ხოლმე.

- რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ ადგილი, სადაც დღეს ცხოვრობთ?

- უპირატესობა მივანიჭე გამწვანებას, ბუნებას, ჰაერს. ფაქტობრივად, ჩემი სახლი დგას ტყეში, რომელიც შემოფარგლულია ნაძვებით. ძალიან მსიამოვნებს გარემო, სადაც ახლა ვცხოვრობ. ჩემი ხშირი სტუმრები არიან ციყვები, დილით ტოროლას ხმა მაღვიძებს. გარდაუვალია ისე ჩაიაროს ზამთარმა, რომ არ მოთოვოს. გვყავს არაჩვეულებრივი მეზობლები, თუმცა ზამთარში ისინი თბილისში არიან. ზაფხულში ამოდიან და ყველა ერთად გამოვეფინებით ხოლმე გარეთ.

- რასთან ასოცირდება თქვენთვის სახლი, მყუდრო კერა?

- კომფორტული და მყუდრო სახლი დიდი ფუფუნებაა სულიერი სიმშვიდისთვის. გააჩნია, ვისთვის რა არის კომფორტი. მაგალითად, ჩემთვის კომფორტია ის, როგორც დღეს ვცხოვრობ. ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაში, მისი სულიერი სიმშვიდისთვის აუცილებელი კრიტერიუმია კომფორტული და მასზე, მის ინტერესებზე მორგებული სახლი. ეს ჩემთვის ასოცირდება ბედნიერებასთან და სიმშვიდესთან. როდესაც დაღლილი, ენერგიაგამოცლილი მიდიხარ სახლში, იქ უნდა დაგხვდეს გარემო, სადაც დაისვენებ და განიტვირთები, დაივიწყებ ყოფით პრობლემებს.

იურმალაში რომ გავიმარჯვეთ და გარკვეული თანხა გადმოგვცეს, რა თქმა უნდა, ეს თანხა გავიყავით და მთლიანად დავახარჯე სახლის რემონტს, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია კომფორტული და ლამაზი გარემო. კომფორტის შესაქმნელად სულაც არ არის აუცილებელი დიდი თანხის დახარჯვა, მცირე თანხითაც შეიძლება სასურველი ინტერიერის შექმნა.

- რაც შეეხება მშენებლობას და სარემონტო სამუშაოებს, ამ ყველაფერმა თქვენს ხელში გაიარა?

- რა თქმა უნდა, ყველაფერმა ჩემს ხელში გაიარა და ნამდვილად არ იყო მარტივი და ხანმოკლე გზა. მოგეხსენებათ, საკმაოდ მტკივნეული და პრობლემური საკითხია ხელოსნებთან მუშაობა და მეც არაერთხელ მიგრძნია იმედგაცრუება. მშენებლობა-რემონტის საკითხი დროში ძალიან გაიწელა, მაგრამ სანამ იმას არ მივაღწიე, რაც მინდოდა, არ გავჩერდი. წვრილმანი დეტალებიდან დაწყებული, ავეჯით დამთავრებული, ყველაფერი ჩემი გემოვნებით გავაკეთე. მასალების შესაძენად მაღაზიებშიც თავად დავდიოდი. ძალიან დამეხმარა ინტერნეტსაშუალებები, ბევრ სასარგებლო ინფორმაციას ვიღებდი. ვათვალიერებდი ინტერიერის ფოტოებს, ვეცნობოდი სტატიებს და ა.შ. ასე ნელ-ნელა გავაკეთე ის, რასაც ხედავთ. მიყვარს თბილი და პასტელური ფერები, უპირატესობას ვანიჭებ კლასიკურ სტილს, ხეს. სხვათა შორის, ჩემს სახლში ყურადღებას იქცევს ხის ძელებისგან გაკეთებული ჭერი. ვთვლი, რომ ეს დეტალი ორიგინალურობას მატებს სახლს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მზე, სითბო, სინათლე. თუ სახლში მზის სხივები არ შემოდის, ის სახლი მძიმე აურის მატარებლად მიმაჩნია. ჩამობნელებული სახლი ღამეც მეყოფა. მიუხედავად ყველაფრისა, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და წინ კიდევ საინტერესო გეგმები მაქვს. ახლო მომავალში ვგეგმავ ეზოს გამწვანებას. ამ ზაფხულს რამდენიმე ჯიშის ვარდი ჩავრგეთ. მინდა, რომ ბევრი ლამაზი ვარდი იყოს ჩემს ეზოში. ჩემს მეუღლეს კარგად გამოსდის მიწასთან ურთიერთობა. ისეთი ხელი აქვს, რასაც დარგავს, ყველაფერი ხარობს. წაიკითხეთ სრულად+ფოტოები

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ