პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აინტერესებს, სად არიან ისინი, ვინც წარსულში მას უბრაზდებოდნენ" - უნიჭიერესი ბიჭუნა ზუგდიდიდან, რომელმაც აუტიზმი ხელოვნებით დაძლია
"აინტერესებს, სად არიან ისინი, ვინც წარსულში მას უბრაზდებოდნენ" - უნიჭიერესი ბიჭუნა ზუგდიდიდან, რომელმაც აუტიზმი ხელოვნებით დაძლია

ზუგ­დიდ­ში ერთ-ერთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ეზო­ში მდე­ბა­რე სა­ხე­ლოს­ნოს ხის აბ­რა­ზე დიდი ასო­ე­ბით "გი­გის სა­ხე­ლოს­ნო" აწე­რია. გიგი სი­ჭი­ნა­ვა ერთ-ერთი აუ­ტის­ტი ბავ­შვია, ვი­საც სა­კუ­თა­რი სა­მუ­შაო სივ­რცე აქვს. ის პა­ტა­რა­ო­ბი­დან ხა­ტავს და სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში, თბი­ლის­ში სურს.. თუმ­ცა იცის, რომ ამის­თვის კი­დევ ბევ­რი უნდა იშ­რო­მოს.

Ambebi.ge გი­გის დე­დას ნა­თია სა­ხო­კი­ას ესა­უბ­რა:

"თა­ვი­დან, რო­დე­საც სა­ერ­თოდ არ სა­უბ­რობ­და, წერ­და მხო­ლოდ ციფ­რებს და მათ ხმა­მაღ­ლა წარ­მოთ­ქვამ­და. ეს ყო­ველ­თვის მიკ­ვირ­და და ახ­ლაც ბევ­რი რა­ღაც ჩემ­თვის გა­ურ­კვე­ვე­ლია. ყო­ველ­თვის ვა­ტყობ­დით, რომ შე­მოქ­მე­დი იყო. სა­თა­მა­შო­ებს, რომ­ლებ­საც ხან ჩვენ ვყი­დუ­ლობ­დით და ხან ჩუქ­ნიდ­ნენ, შლი­და და თა­ვი­დან თა­ვი­სი გე­მოვ­ნე­ბით აწყობ­და. ყვე­ლა სა­თა­მა­შოს გი­გის ხელი ეტყო­ბო­და. ბავ­შო­ბი­დან ხა­ტავ­და, მაგ­რამ მისი ინ­ტე­რე­სი მხო­ლოდ ხატ­ვით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. და­ი­წყო ძერ­წვა, ახლა ქა­ღალ­დის­გან აკე­თებს სხვა­დას­ხვა ფი­გუ­რებს, გან­სა­კუ­თე­ბით გა­ი­ტა­ცა ქა­ღალ­დის­გან სატ­ვირ­თო­ე­ბის აწყო­ბამ. მე ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან რთუ­ლია, ეს ისე გა­ა­კე­თო, რომ რე­ა­ლურ­თან ძა­ლი­ან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი იყოს. რთუ­ლია გა­იხ­სე­ნო, რო­მე­ლი იყო მისი პირ­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი, მაგ­რამ რო­დე­საც სამ­ხატ­ვრო სკო­ლა­ში მი­ვიყ­ვა­ნეთ, ეკ­ლე­სია და­ხა­ტა. არ ვიცი რა­ტომ, ეს მისი არ­ჩე­ვა­ნი იყო", - ამ­ბობს გი­გის დედა ნა­თია სა­ხო­კია.

გიგი აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის მქო­ნე მო­ზარ­დია და მას ეს დი­აგ­ნო­ზი ოთხი წლის ასაკ­ში და­უს­ვეს. ამ ამ­ბის გა­გე­ბა მშობ­ლე­ბის­თვის რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­საც­ვლე­ლად ბრძო­ლა მა­ლე­ვე და­ი­წყეს. ბრძო­ლამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და დღეს გი­გის მდგო­მა­რე­ო­ბა ბევ­რად გა­უმ­ჯო­ბეს­და. ერ­თგვა­რი თე­რა­პია კი დე­დის გად­მო­სა­ხე­დი­დან, მისი შვი­ლის­თვის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და ადა­მი­ა­ნებ­თან მეტი კო­მუ­ნი­კა­ცია გახ­და.

"მან იცის, რომ გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე ვი­დე­ქით და დიდი ხანი ამას ვებ­რძო­დით. დღე­საც გა­მოს­წო­რე­ბის გზა­ზე ვდგა­ვართ. და­დის მუდ­მი­ვად თე­რა­პი­ა­ზე. დღეს ძა­ლი­ან კარ­გად არის და სა­უბ­რობს. მან ეს ყვე­ლა­ფე­რი იცის და აქვს ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვა. ძა­ლი­ან ბევ­რი რა­ღაც ახ­სენ­დე­ბა, წარ­სუ­ლი, როცა ვერ სა­უბ­რობ­და. დღეს კონ­კრე­ტულ სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს მე­უბ­ნე­ბა, რომ ისი­ნი მას უწყრე­ბოდ­ნენ და აინ­ტე­რე­სებს, სად არი­ან დღეს ისი­ნი და რა­ტომ, უბ­რაზ­დე­ბოდ­ნენ მას. ჩემ­თვის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია, რო­დე­საც ათი წლის წინ ბაღ­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს და მე­უბ­ნე­ბა, რომ მას იმის გამო აუ­წი­ეს ყური, რომ რა­ღაც ვერ გა­ა­კე­თა. წარ­სუ­ლის გახ­სე­ნე­ბა ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლია. რთუ­ლი პე­რო­დი გა­ვი­ა­რეთ. გიგი ოთხი წლის იყო, რო­დე­საც ეს დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. თა­ვი­დან­ვე და­ვი­წყეთ ბრძო­ლა და სწო­რედ ამის შე­დე­გია, რომ დღეს გი­გიმ თვი­სი თავი შე­მოქ­მე­დე­ბა­ში იპო­ვა. ვხე­დავ, რომ მის­თვის ერ­თგვა­რი თე­რა­პია სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ადა­მი­ა­ნებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია და მას ამა­ში გა­მო­ფე­ნე­ბი ეხ­მა­რე­ბა", - თქვა ნა­თია სა­ხო­კი­ამ.

გი­გის ნა­მუ­შევ­რე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა პირ­ვე­ლად 2017 წელს სა­ხე­ლოს­ნოს გახ­სნის დღეს გა­იც­ნო. სა­ხე­ლოს­ნო პა­ტა­რა შე­მოქ­მედს მშობ­ლებ­მა სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით მო­უ­წყეს და მას დღეს თა­ვი­სი სა­მუ­შაო სივ­რცე აქვს.

გი­გის დღეს 250-მდე პორ­ტრე­ტი, 60-ზე მეტი ნა­ხა­ტი და 300-მდე ინო­ვა­ცი­უ­რი მან­ქა­ნა და ნა­ძერ­წი ნივ­თი აქვს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო არა­ერთ გა­მო­ფე­ნა­ში. გარ­და ამი­სა, მო­ნა­წი­ლე­ობ­და ორ­წლი­ან ანტი-სტიგ­მა კამ­პა­ნი­ა­ში "და­ი­ნა­ხე ყვე­ლა­ფე­რი", რომ­ლის დას­კვნით ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზეც მისი ყვე­ლა ნა­მუ­შე­ვა­რი გა­მო­ი­ფი­ნა. ასე­ვე გა­და­ღე­ბუ­ლია დო­კუ­მენ­ტურ ფილმში, რო­მე­ლიც აუ­ტის­ტი ბავ­შვი­სა და დელ­ფი­ნის ურ­თი­ერ­თო­ბას ასა­ხავს. გა­და­ღე­ბე­ბი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­თუ­მის დელ­ფი­ნა­რი­უმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. გი­გის წარ­მა­ტე­ბა და მისი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა დე­დის ერთ-ერთი ნატ­ვრა იყო, რო­მე­ლიც წლე­ბის შემ­დეგ აუხ­და, თუმ­ცა ის ახლა ოც­ნე­ბობს, რომ გიგი უფრო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გახ­დეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"აინტერესებს, სად არიან ისინი, ვინც წარსულში მას უბრაზდებოდნენ" - უნიჭიერესი ბიჭუნა ზუგდიდიდან, რომელმაც აუტიზმი ხელოვნებით დაძლია

"აინტერესებს, სად არიან ისინი, ვინც წარსულში მას უბრაზდებოდნენ" - უნიჭიერესი ბიჭუნა ზუგდიდიდან, რომელმაც აუტიზმი ხელოვნებით დაძლია

ზუგდიდში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე სახელოსნოს ხის აბრაზე დიდი ასოებით "გიგის სახელოსნო" აწერია. გიგი სიჭინავა ერთ-ერთი აუტისტი ბავშვია, ვისაც საკუთარი სამუშაო სივრცე აქვს. ის პატარაობიდან ხატავს და სწავლის გაგრძელება სამხატვრო აკადემიაში, თბილისში სურს.. თუმცა იცის, რომ ამისთვის კიდევ ბევრი უნდა იშრომოს.

Ambebi.ge გიგის დედას ნათია სახოკიას ესაუბრა:

"თავიდან, როდესაც საერთოდ არ საუბრობდა, წერდა მხოლოდ ციფრებს და მათ ხმამაღლა წარმოთქვამდა. ეს ყოველთვის მიკვირდა და ახლაც ბევრი რაღაც ჩემთვის გაურკვეველია. ყოველთვის ვატყობდით, რომ შემოქმედი იყო. სათამაშოებს, რომლებსაც ხან ჩვენ ვყიდულობდით და ხან ჩუქნიდნენ, შლიდა და თავიდან თავისი გემოვნებით აწყობდა. ყველა სათამაშოს გიგის ხელი ეტყობოდა. ბავშობიდან ხატავდა, მაგრამ მისი ინტერესი მხოლოდ ხატვით არ შემოიფარგლება. დაიწყო ძერწვა, ახლა ქაღალდისგან აკეთებს სხვადასხვა ფიგურებს, განსაკუთებით გაიტაცა ქაღალდისგან სატვირთოების აწყობამ. მე ვფიქრობ, ძალიან რთულია, ეს ისე გააკეთო, რომ რეალურთან ძალიან მიახლოებული იყოს. რთულია გაიხსენო, რომელი იყო მისი პირველი ნამუშევარი, მაგრამ როდესაც სამხატვრო სკოლაში მივიყვანეთ, ეკლესია დახატა. არ ვიცი რატომ, ეს მისი არჩევანი იყო", - ამბობს გიგის დედა ნათია სახოკია.

გიგი აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდია და მას ეს დიაგნოზი ოთხი წლის ასაკში დაუსვეს. ამ ამბის გაგება მშობლებისთვის რთული აღმოჩნდა, თუმცა შვილის მდგომარეობის შესაცვლელად ბრძოლა მალევე დაიწყეს. ბრძოლამ შედეგი გამოიღო და დღეს გიგის მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესდა. ერთგვარი თერაპია კი დედის გადმოსახედიდან, მისი შვილისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობა და ადამიანებთან მეტი კომუნიკაცია გახდა.

"მან იცის, რომ გარკვეული პრობლემის წინაშე ვიდექით და დიდი ხანი ამას ვებრძოდით. დღესაც გამოსწორების გზაზე ვდგავართ. დადის მუდმივად თერაპიაზე. დღეს ძალიან კარგად არის და საუბრობს. მან ეს ყველაფერი იცის და აქვს ძალიან ბევრი კითხვა. ძალიან ბევრი რაღაც ახსენდება, წარსული, როცა ვერ საუბრობდა. დღეს კონკრეტულ სახელებსა და გვარებს მეუბნება, რომ ისინი მას უწყრებოდნენ და აინტერესებს, სად არიან დღეს ისინი და რატომ, უბრაზდებოდნენ მას. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, როდესაც ათი წლის წინ ბაღში ყოფნის პერიოდს იხსენებს და მეუბნება, რომ მას იმის გამო აუწიეს ყური, რომ რაღაც ვერ გააკეთა. წარსულის გახსენება ძალიან ამაღელვებელია. რთული პეროდი გავიარეთ. გიგი ოთხი წლის იყო, როდესაც ეს დიაგნოზი დაუსვეს. თავიდანვე დავიწყეთ ბრძოლა და სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს გიგიმ თვისი თავი შემოქმედებაში იპოვა. ვხედავ, რომ მისთვის ერთგვარი თერაპია საზოგადოებასთან ურთიერთობა, ადამიანებთან კომუნიკაცია და მას ამაში გამოფენები ეხმარება", - თქვა ნათია სახოკიამ.

გიგის ნამუშევრები საზოგადოების დიდმა ნაწილმა პირველად 2017 წელს სახელოსნოს გახსნის დღეს გაიცნო. სახელოსნო პატარა შემოქმედს მშობლებმა საკუთარი სახსრებით მოუწყეს და მას დღეს თავისი სამუშაო სივრცე აქვს.

გიგის დღეს 250-მდე პორტრეტი, 60-ზე მეტი ნახატი და 300-მდე ინოვაციური მანქანა და ნაძერწი ნივთი აქვს, მონაწილეობა მიიღო არაერთ გამოფენაში. გარდა ამისა, მონაწილეობდა ორწლიან ანტი-სტიგმა კამპანიაში "დაინახე ყველაფერი", რომლის დასკვნით ღონისძიებაზეც მისი ყველა ნამუშევარი გამოიფინა. ასევე გადაღებულია დოკუმენტურ ფილმში, რომელიც აუტისტი ბავშვისა და დელფინის ურთიერთობას ასახავს. გადაღებები რამდენიმე დღის განმავლობაში ბათუმის დელფინარიუმში მიმდინარეობდა. გიგის წარმატება და მისი მდგომარეობის გაუმჯობესება დედის ერთ-ერთი ნატვრა იყო, რომელიც წლების შემდეგ აუხდა, თუმცა ის ახლა ოცნებობს, რომ გიგი უფრო დამოუკიდებელი გახდეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ