პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უბედური შემთხვევა სამტრედიაში - რკინიგზის სადგურზე სამორიგეო კოშკურიდან მამაკაცი გადმოვარდა
უბედური შემთხვევა სამტრედიაში - რკინიგზის სადგურზე სამორიგეო კოშკურიდან მამაკაცი გადმოვარდა

რკი­ნიგ­ზის სად­გურ „სამ­ტრე­დია I“-ზე სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბი­სას სა­მო­რი­გეო კოშ­კუ­რი­დან 56 წლის ადა­მი­ა­ნი გად­მო­ვარ­და და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა,- ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „რკი­ნიგ­ზელ­თა ახა­ლი პროფ­კავ­ში­რი“ ავ­რცე­ლებს.

„დღეს, სად­გურ სამ­ტრე­დია I-ზე, სა­წარ­მოო შემ­თხვე­ვა მოხ­და. სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, სა­მო­რი­გეო კოშ­კუ­რი­დან 56 წლის გ.ს. გად­მო­ვარ­და და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. და­ობ­ლდა ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვი. რკი­ნიგ­ზელ­თა ახა­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რის შრო­მის ინ­სპექ­ტო­რე­ბი ტრა­გე­დი­ას ად­გილ­ზე შე­ის­წავ­ლი­ან და შე­სა­ბა­მის დას­კვნას უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნე­ბენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ შრო­მის სა­მი­ნის­ტროს ინ­სპექ­ტი­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­სულ წელს შე­ა­მოწ­მა სს "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა" და სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში, შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის დარ­ღვე­ვის უამ­რა­ვი ფაქ­ტი იქნა გა­მოვ­ლე­ნი­ლი. გა­ცე­მუ­ლი სარ­ე­კო­მენ­და­ციო წე­რი­ლი შვი­დას გვერდს შე­ად­გენს.

აგ­რეთ­ვე ძა­ლა­ში შე­ვი­და და ამოქ­მედ­და "შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც დამ­საქ­მე­ბელს რიგ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს აკის­რებს, მათ შო­რის უსაფრ­თხო სა­მუ­შაო გა­რე­მოს ორ­გა­ნი­ზე­ბის პრო­ცეს­ში პროფ­კავ­ში­რის ჩარ­თვი­სა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ.

„რკი­ნიგ­ზელ­თა ახა­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რი“ სრულ მზად­ყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს და მო­უ­წო­დებს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა პროფ­კავ­შირ­თან შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­თა­ნა­დოდ ორ­გა­ნი­ზე­ბის სა­კი­თხში“,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 116-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ავტორი:

უბედური შემთხვევა სამტრედიაში - რკინიგზის სადგურზე სამორიგეო კოშკურიდან მამაკაცი გადმოვარდა

უბედური შემთხვევა სამტრედიაში - რკინიგზის სადგურზე სამორიგეო კოშკურიდან მამაკაცი გადმოვარდა

რკინიგზის სადგურ „სამტრედია I“-ზე სამუშაოს შესრულებისას სამორიგეო კოშკურიდან 56 წლის ადამიანი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა,- ამის შესახებ ინფორმაციას „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი“ ავრცელებს.

„დღეს, სადგურ სამტრედია I-ზე, საწარმოო შემთხვევა მოხდა. სამუშაოს შესრულების პროცესში, სამორიგეო კოშკურიდან 56 წლის გ.ს. გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. დაობლდა ორი არასრულწლოვანი ბავშვი. რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის შრომის ინსპექტორები ტრაგედიას ადგილზე შეისწავლიან და შესაბამის დასკვნას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებენ.

შეგახსენებთ, რომ შრომის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტმა გასულ წელს შეამოწმა სს "საქართველოს რკინიგზა" და სამუშაო პროცესში, შრომის უსაფრთხოების დარღვევის უამრავი ფაქტი იქნა გამოვლენილი. გაცემული სარეკომენდაციო წერილი შვიდას გვერდს შეადგენს.

აგრეთვე ძალაში შევიდა და ამოქმედდა "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონი, რომელიც დამსაქმებელს რიგ ვალდებულებებს აკისრებს, მათ შორის უსაფრთხო სამუშაო გარემოს ორგანიზების პროცესში პროფკავშირის ჩართვისა და მონაწილეობის შესახებ.

„რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი“ სრულ მზადყოფნას გამოთქვამს და მოუწოდებს ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ დაიწყოს თანამშრომლობა პროფკავშირთან შრომის უსაფრთხოების სათანადოდ ორგანიზების საკითხში“,- ნათქვამია განცხადებაში.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია