„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგს აგრძელებს.
ამჯერად, ორგანიზაციამ დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ მიღებული მსხვილი საჩუქრების შესახებ წარმოადგინა ინფორმაცია.
კვლევის შედეგად, გამოვლინდა რომ დეპუტატები მსხვილ საჩუქრებს ძირითადად ახლო ნათესავებისგან იღებენ. ორგანიზაცია იმ დეპუტატების/მათი ოჯახის წევრების ჩამონათვალსაც ავრცელებს, რომლებმაც ბოლოს შევსებული უახლესი დეკლარაციების თანახმად (2017-18) მსხვილი საჩუქრები მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში მყოფ დეპუტატებს შორის ყველა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელია. ესენი არიან დეპუტატები: დავით მათიკაშვილი, რომელმაც მამისგან 120 000 აშშ დოლარი; კახაბერ ოქრიაშვილი, რომელსაც შვილისგან 1 250 000 ლარის ღირებულების წილი; ნინო წილოსანს მამისგან 100 000 ლარი აქვს მიღებული. ჩამონათვალში მოხვდა ასევე ზაზა გაბუნია, რომელმაც ოჯახის წევრისგან 56 000 აშშ დოლარი მიიღო. რაც შეეხება დეპუტატების ოჯახის წევრებს, უმრავლესობის დეპუტატ რომან მუჩიაშვილის მეულეს თამარ მუჩიაშვილს - 50 000 აშშ დოლარი აქვს მიღებული, თუმცა, საჩუქრი გამცემი პირი მითითებული არ არის დეკლარაციაში; ირაკლი სესიაშვილის მეუღლეს თინათინ კიკილაშვილს - ნათესავისგან 12 900 აშშ დოლარის ღირებულების აქციები; წაიკითხეთ სრულად