Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოველდღე ავტომატურად ვაღებ დათუნას ოთახის კარს, ჩემს შვილს რომ დავხედო" - ზაზა სარალიძე ვაჟის ცხოვრების უცნობ დეტალებზე
"ყოველდღე ავტომატურად ვაღებ დათუნას ოთახის კარს, ჩემს შვილს რომ დავხედო" - ზაზა სარალიძე ვაჟის ცხოვრების უცნობ დეტალებზე

ხან­გრძლი­ვი გა­მო­ძი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ზაზა სა­რა­ლი­ძეს დღემ­დე არა აქვს პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე, ვინ მოკ­ლა მისი შვი­ლი. გა­სუ­ლი წლის 1-ლ დე­კემ­ბერს ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დებს შო­რის გარ­ჩე­ვას ორი არას­რულ­წლოვ­ნის - და­თუ­ნა სა­რა­ლი­ძი­სა და ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა, მაგ­რამ და­თუ­ნას მკვლე­ლო­ბის­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით პა­სუ­ხი არა­ვის უგია. რო­გორც შვილ­მოკ­ლუ­ლი მამა ამ­ბობს, მან იცის მკვლე­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა, სჯე­რა, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­საც აქვთ უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, თუმ­ცა მკვლე­ლე­ბის გა­მო­სა­აშ­კა­რა­ვებ­ლად და­და­სას­ჯე­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნე­ბაა სა­ჭი­რო. ამ­ბობს, რომ მას ბრძო­ლის ძა­ლას მისი შვი­ლი აძ­ლევს და საქ­მეს ბო­ლომ­დე მი­იყ­ვანს.

ზაზა სა­რა­ლი­ძე, და­თუ­ნას მამა:

- ზეს­ტა­ფონ­ში და­ვი­ბა­დე, ქუ­თა­ის­ში გა­ვი­ზარ­დე, იქვე და­ვო­ჯახ­დი და ორი შვი­ლი შე­მე­ძი­ნა. წი­თელ დიპ­ლომ­ზე და­ვამ­თავ­რე­ ქუ­თა­ი­სის ყო­ფი­ლი პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი. ერთხანს ლექ­ცი­ებს ვკი­თხუ­ლობ­დი, მერე დაც­ვის პო­ლი­ცი­ა­ში გა­და­ვე­დი. მა­მაც პო­ლი­ტექ­ნი­კურ­ში კი­თხუ­ლობ­და ლექ­ცი­ებს, დედა და­წყე­ბით კლა­სებს ას­წავ­ლი­და სკო­ლა­ში. მშვი­დი და წე­სი­ე­რი ოჯა­ხი გვქონ­და. ერთი ძმა მყავს, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია და ორი ვა­ჟის მა­მაა. პა­ტი­ო­სა­ნი შრო­მით მივ­ყვე­ბო­დით ცხოვ­რე­ბას. და­თუ­ჩას გამო ქუ­თა­ი­სი­დან თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დით სა­ცხო­ვრებ­ლად - ბრონ­ქე­ბის პრობ­ლე­მა, ას­თმუ­რი შე­ტე­ვე­ბი ჰქონ­და. ვი­ნა­ი­დან და­სავ­ლეთ­ში ნეს­ტი­ა­ნი ჰა­ვაა, ექი­მებ­მა თბი­ლის­ში გად­მოს­ვლა გვირ­ჩი­ეს... ბევ­რჯერ მი­ფიქ­რია, ეს თუ ელო­და ჩემს შვილს, ნე­ტავ სა­ერ­თოდ არ გად­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით თბი­ლის­ში-მეთ­ქი. მაგ­რამ ბავ­შვს ისე­თი კრუნ­ჩხვა ემარ­თე­ბო­და, ძლივს გა­მოგ­ვყავ­და მდგო­მა­რე­ო­ბი­დან...

დაც­ვის პო­ლი­ცი­ა­ში 70 ლარი მქონ­და ხელ­ფა­სი, რი­თაც შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ოჯა­ხის რჩე­ნა, ამი­ტომ წა­მო­ვე­დი და სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას ვმუ­შა­ობ­დი. ბო­ლოს მე და ჩემ­მა­ მე­უღ­ლემ სა­ბი­თუ­მო სა­წყო­ბი ავი­ღეთ. ვცდი­ლობ­დი, კა­ნო­ნის­თვის არ გა­და­მეხ­ვია, ვინ­მე რომ არ მომ­და­ვე­ბო­და, მაგ­რამ ამ გზით გა­მო­რი­ცხუ­ლია ფუ­ლის შოვ­ნა, ამი­ტო­მაც გავ­კოტ­რდით, ბან­კის ვალი დაგ­ვე­დო და ნა­თია სა­ზღვარ­გა­რეთ წა­ვი­და სა­მუ­შა­ოდ. რა­საც ის მიგ­ზავ­ნი­და, იმით ვა­ლებს ვფა­რავ­დი, მე აქ ვტაქ­სა­ობ­დი და ჩემი ნა­შოვ­ნი ფუ­ლით შვი­ლებს ვაჭ­მევ­დი.

ჩვენ მარ­ტო მამა-შვი­ლე­ბი კი არა, მე­გობ­რე­ბიც ვი­ყა­ვით... ვგრძნობ­დი მშობ­ლის დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და მინ­დო­და, ბავ­შვე­ბი ჩემ­თან გულ­წრფე­ლე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ, მათ ყვე­ლა ნა­ბიჯს ვა­კონ­ტრო­ლებ­დი.

და­თუ­ჩა ისე­თი ბიჭი იყო, პრობ­ლე­მებს არ მიქ­მნი­და, ხელს მი­წყობ­და, მხი­ა­რუ­ლი ბავ­შვი იყო, გულ­ღია, სულ მღე­რო­და და იცი­ნო­და. გული სი­ა­მა­ყით მევ­სე­ბო­და, ამ­ხე­ლა ვაჟ­კა­ცი რომ წა­მო­მე­ზარ­და. ხში­რად მე­უბ­ნე­ბო­და, მამი, მე კაცი-პო­ზი­ტი­ვი ვარ და ვინ რა უნდა და­მი­შა­ვო­სო.

და­თუ­ჩა ერთხანს ცეკ­ვავ­და, მერე სპორ­ტით და­ინ­ტე­რეს­და, "ლე­ლო­ში" თა­მა­შობ­და­ რაგ­ბის და ლი­გა­შიც გა­და­ვი­და. ბოლო დროს წო­ნით 100 კი­ლოგ­რამს გა­და­ა­ჭარ­ბა.… უყ­ვარ­და ჭამა, გან­სა­კუთ­რე­ბით ხა­ჭა­პუ­რი და ცეკ­ვის მას­წავ­ლე­ბელ­მა "ხა­ჭა­პუ­რა" შე­არ­ქვა. და­თუ­ჩა თვი­თონ იმ­ზა­დებ­და სად­ილს, არ უყ­ვარ­და "კორ­პო­რა­ტი­უ­ლი" ჭამა (ასე ეძახ­და უფ­რო­სებ­თან, ხალ­ხთან ერ­თად ქე­იფს), მე­გობ­რებ­თან ერ­ჩივ­ნა მოლ­ხე­ნა, მაგ­რამ სწო­რად ვერ შე­ურ­ჩე­ვია მე­გობ­რები, მათ გა­ყი­დეს - სი­მარ­თლეს არა­ვინ ამ­ბობს.

"რო­დე­საც ეს უბე­დუ­რე­ბა მოხ­და და ჩემი შვი­ლის მკვლე­ლე­ბის დას­ჯა მო­ვი­თხო­ვე, რა არ გვა­კად­რეს, რას არ გვაბ­რა­ლებ­დნენ. ეს სა­გან­გე­ბოდ კეთ­დე­ბო­და, ხალ­ხს რომ შევ­ზი­ზღე­ბო­დით. მაგ­რამ ეს არც მა­ინ­ტე­რე­სებს, ჩემი უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი ჩემი შვი­ლის მკვლე­ლე­ბის დას­ჯაა და აუ­ცი­ლებ­ლად და­ის­ჯე­ბი­ან, სხვა გზა არ ექ­ნე­ბათ. რა უნდა თქვან, რომ არა­ვის მო­უკ­ლავს და­თუ­ჩა? ისე გა­მო­დის, რომ მოკ­ლუ­ლი არის, მკვლე­ლე­ბი კი არ არ­სე­ბო­ბენ"

არც "ნა­ცი­ო­ნა­ლი" ვყო­ფილ­ვარ და არც პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი მქო­ნია. ერთხანს, როცა სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, ბონ­დო შა­ლი­კი­ა­ნის ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის დაც­ვა­ში ვმუ­შა­ობ­დი, უფრო სწო­რად, ყა­რა­უ­ლი ვი­ყა­ვი. შე­ვარ­დნა­ძის პე­რი­ო­დი იყო, ჩვენს ოჯახს მწი­რი შე­მო­სა­ვა­ლი ჰქონ­და და ამი­ტომ სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ო­ბა გა­დავ­წყვი­ტე. ბონ­დო იმ­ხა­ნად კენ­ჭს იყ­რი­და "აღორ­ძი­ნე­ბი­დან" და ერთ-ერთ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მო­მი­წია დამ­კვირ­ვებ­ლად წას­ვლამ, ეს იყო და ეს. სხვა დროს არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ მქო­ნია პარ­ტი­ებ­თან, არც "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" კო­ორ­დი­ნა­ტო­რი ვყო­ფილ­ვარ და არც პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­პა­თი­ე­ბი მქო­ნია. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

"ყოველდღე ავტომატურად ვაღებ დათუნას ოთახის კარს, ჩემს შვილს რომ დავხედო" - ზაზა სარალიძე ვაჟის ცხოვრების უცნობ დეტალებზე

"ყოველდღე ავტომატურად ვაღებ დათუნას ოთახის კარს, ჩემს შვილს რომ დავხედო" - ზაზა სარალიძე ვაჟის ცხოვრების უცნობ დეტალებზე

ხანგრძლივი გამოძიების მიუხედავად, ზაზა სარალიძეს დღემდე არა აქვს პასუხი კითხვაზე, ვინ მოკლა მისი შვილი. გასული წლის 1-ლ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის გარჩევას ორი არასრულწლოვნის - დათუნა სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე შეეწირა, მაგრამ დათუნას მკვლელობისთვის ჯერჯერობით პასუხი არავის უგია. როგორც შვილმოკლული მამა ამბობს, მან იცის მკვლელების ვინაობა, სჯერა, სამართალდამცველებსაც აქვთ უტყუარი მტკიცებულებები, თუმცა მკვლელების გამოსააშკარავებლად დადასასჯელად ხელისუფლების ნებაა საჭირო. ამბობს, რომ მას ბრძოლის ძალას მისი შვილი აძლევს და საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

ზაზა სარალიძე, დათუნას მამა:

- ზესტაფონში დავიბადე, ქუთაისში გავიზარდე, იქვე დავოჯახდი და ორი შვილი შემეძინა. წითელ დიპლომზე დავამთავრე ქუთაისის ყოფილი პოლიტექნიკური ინსტიტუტი. ერთხანს ლექციებს ვკითხულობდი, მერე დაცვის პოლიციაში გადავედი. მამაც პოლიტექნიკურში კითხულობდა ლექციებს, დედა დაწყებით კლასებს ასწავლიდა სკოლაში. მშვიდი და წესიერი ოჯახი გვქონდა. ერთი ძმა მყავს, დაოჯახებულია და ორი ვაჟის მამაა. პატიოსანი შრომით მივყვებოდით ცხოვრებას. დათუჩას გამო ქუთაისიდან თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად - ბრონქების პრობლემა, ასთმური შეტევები ჰქონდა. ვინაიდან დასავლეთში ნესტიანი ჰავაა, ექიმებმა თბილისში გადმოსვლა გვირჩიეს... ბევრჯერ მიფიქრია, ეს თუ ელოდა ჩემს შვილს, ნეტავ საერთოდ არ გადმოვსულიყავით თბილისში-მეთქი. მაგრამ ბავშვს ისეთი კრუნჩხვა ემართებოდა, ძლივს გამოგვყავდა მდგომარეობიდან...

დაცვის პოლიციაში 70 ლარი მქონდა ხელფასი, რითაც შეუძლებელი იყო ოჯახის რჩენა, ამიტომ წამოვედი და სხვადასხვა ადგილას ვმუშაობდი. ბოლოს მე და ჩემმა მეუღლემ საბითუმო საწყობი ავიღეთ. ვცდილობდი, კანონისთვის არ გადამეხვია, ვინმე რომ არ მომდავებოდა, მაგრამ ამ გზით გამორიცხულია ფულის შოვნა, ამიტომაც გავკოტრდით, ბანკის ვალი დაგვედო და ნათია საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ. რასაც ის მიგზავნიდა, იმით ვალებს ვფარავდი, მე აქ ვტაქსაობდი და ჩემი ნაშოვნი ფულით შვილებს ვაჭმევდი.

ჩვენ მარტო მამა-შვილები კი არა, მეგობრებიც ვიყავით... ვგრძნობდი მშობლის დიდ პასუხისმგებლობას და მინდოდა, ბავშვები ჩემთან გულწრფელები ყოფილიყვნენ, მათ ყველა ნაბიჯს ვაკონტროლებდი.

დათუჩა ისეთი ბიჭი იყო, პრობლემებს არ მიქმნიდა, ხელს მიწყობდა, მხიარული ბავშვი იყო, გულღია, სულ მღეროდა და იცინოდა. გული სიამაყით მევსებოდა, ამხელა ვაჟკაცი რომ წამომეზარდა. ხშირად მეუბნებოდა, მამი, მე კაცი-პოზიტივი ვარ და ვინ რა უნდა დამიშავოსო.

დათუჩა ერთხანს ცეკვავდა, მერე სპორტით დაინტერესდა, "ლელოში" თამაშობდა რაგბის და ლიგაშიც გადავიდა. ბოლო დროს წონით 100 კილოგრამს გადააჭარბა.… უყვარდა ჭამა, განსაკუთრებით ხაჭაპური და ცეკვის მასწავლებელმა "ხაჭაპურა" შეარქვა. დათუჩა თვითონ იმზადებდა სადილს, არ უყვარდა "კორპორატიული" ჭამა (ასე ეძახდა უფროსებთან, ხალხთან ერთად ქეიფს), მეგობრებთან ერჩივნა მოლხენა, მაგრამ სწორად ვერ შეურჩევია მეგობრები, მათ გაყიდეს - სიმართლეს არავინ ამბობს.

"როდესაც ეს უბედურება მოხდა და ჩემი შვილის მკვლელების დასჯა მოვითხოვე, რა არ გვაკადრეს, რას არ გვაბრალებდნენ. ეს საგანგებოდ კეთდებოდა, ხალხს რომ შევზიზღებოდით. მაგრამ ეს არც მაინტერესებს, ჩემი უმთავრესი მიზანი ჩემი შვილის მკვლელების დასჯაა და აუცილებლად დაისჯებიან, სხვა გზა არ ექნებათ. რა უნდა თქვან, რომ არავის მოუკლავს დათუჩა? ისე გამოდის, რომ მოკლული არის, მკვლელები კი არ არსებობენ"

არც "ნაციონალი" ვყოფილვარ და არც პარტიული ინტერესები მქონია. ერთხანს, როცა სტუდენტი ვიყავი, ბონდო შალიკიანის ავტოგასამართი სადგურის დაცვაში ვმუშაობდი, უფრო სწორად, ყარაული ვიყავი. შევარდნაძის პერიოდი იყო, ჩვენს ოჯახს მწირი შემოსავალი ჰქონდა და ამიტომ სწავლის პარალელურად მუშაობა გადავწყვიტე. ბონდო იმხანად კენჭს იყრიდა "აღორძინებიდან" და ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მომიწია დამკვირვებლად წასვლამ, ეს იყო და ეს. სხვა დროს არანაირი შეხება არ მქონია პარტიებთან, არც "ნაციონალების" კოორდინატორი ვყოფილვარ და არც პოლიტიკური სიმპათიები მქონია. წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ