პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გრიპის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა - რას ამბობენ სპეციალისტები
გრიპის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა - რას ამბობენ სპეციალისტები

სა­ქარ­თვე­ლო­ში გრი­პის ვირუ­სით კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბის და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა მი­ნის­ტრმა, და­ვით სერ­გე­ენ­კომ გა­ნუ­ცხა­და. მი­ნის­ტრის თქმით, გრი­პის ვირუსს სა­ქარ­თვე­ლო­ში ეპი­დე­მი­ის ზღვრის­თვის არ მი­უღ­წე­ვია.

„სე­ზო­ნუ­რი გრი­პით ავა­დო­ბა, რომ­ლის და­ა­ვა­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მა­ტუ­ლობს, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჯერ ეპი­დე­მი­ის ზღვრის ნა­ხე­ვარ­ზეა და ვი­მე­დოვ­ნებთ, არც მი­ვაღ­წევთ ეპი­დე­მი­ის ზღვარს. მინ­და, ყვე­ლამ იცო­დეს, რომ გრი­პის სიმპტო­მე­ბის და­წყე­ბი­სას მი­მარ­თოს ექიმს. ორი სამ­წუ­ხა­რო შემ­თხვე­ვაა აჭა­რა­ში და ქუ­თა­ის­ში. ორი­ვე ეს ადა­მი­ა­ნი მა­ღა­ლი რის­კის ჯგუ­ფი იყო, სამ­წუ­ხა­როდ, მათი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა", - გა­ნა­ცხდა სერ­გე­ენ­კომ.

დღეს ვი­საც გრი­პი აქვს, აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ეს არის H1N1 ვირუ­სი. ამ­ჟა­მად გვაქვს 221 მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა 100 000 მო­ქა­ლა­ქე­ზე. ეპი­დე­მი­ამ­დე არ ვართ, - ამის შე­სა­ხებ კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სა­მეც­ნი­ე­რო ხელ­მძღვა­ნელ­მა პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

„აცივ­და, შე­სა­ბა­მი­სად, მო­ი­მა­ტა გრი­პის­მაგ­ვარ­მა და­ა­ვა­დე­ბებ­მა. დღეს ვი­საც გრი­პი აქვს, ეს არის H1N1 ვირუ­სი აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში, ცოტა, მაგ­რამ არის H3N2 გრი­პის ვირუ­სი, თუმ­ცა არ გამ­ქრა­ლა სხვა ვირუ­სე­ბიც, ისი­ნი ცირ­კუ­ლი­რე­ბენ. ძი­რი­თა­დად ყვე­ლა არის ავად ამ ვირუ­სით. ამ­ჟა­მად გვაქვს 221 მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა 100 000 მო­ქა­ლა­ქე­ზე. ეპი­დე­მი­უ­რი ზღვა­რი არის 450-500 შემ­თხვე­ვა 100 ათას მო­სახ­ლე­ზე სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­ში. ეპი­დე­მი­ამ­დე არ ვართ მაგ­რამ, ეს არა­ვის შე­ღა­ვათს არ აძ­ლევს, ვინც უკვე ავად არის. ბევ­რმა უკვე გა­და­ი­ტა­ნა, ახა­სი­ა­თებს მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, საკ­მა­ოდ მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს კლი­ნი­კუ­რად, ჩემი ოჯა­ხის წევ­რებს ჰქონ­დათ. ეს არის იგი­ვე რა­ო­დე­ნო­ბის მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა, რაც გვქონ­და 2 წლის წი­ნაც. და­ახ­ლო­ე­ბით 2-ჯერ მე­ტია, ვიდ­რე იყო შარ­შან. გარ­დაც­ვა­ლე­ბის ერთი შემ­თხვე­ვა უკვე აღ­რი­ცხუ­ლია, მაგ­რამ ამა­ვე დროს ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა უკვე გა­და­ი­ტა­ნა ეს ვირუ­სი დიდი პრობ­ლე­მე­ბის გა­რე­შე“, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

მან ასე­ვე გრი­პის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე და სიმპტო­მებ­ზეც ისა­უბ­რა.

„ვირუ­სი იწყე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რის უე­ცა­რი მა­ტე­ბით, მათ შო­რის შე­იძ­ლე­ბა იყოს 38,5, 39,5-ზე მეტი და 40 გრა­დუ­სიც, თა­ვის და ყე­ლის ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლით, კუნ­თე­ბის, სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლით და ხვე­ლე­ბით. ვირუ­სი ჩვე­უ­ლებ­რივ გრძელ­დე­ბა 7 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, მეტ-ნაკ­ლე­ბი ინ­ტენ­სი­ვო­ბით", - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სა­სურ­ვე­ლია, რომ მსგავს შემ­თხვე­ვა­ში ავად­მყო­ფი სახ­ლში დარ­ჩეს.

"ავად­მყო­ფი ადა­მი­ა­ნი პირ­ველ რიგ­ში უნდა იყოს სახ­ლში, არ უნდა წა­ვი­დეს სკო­ლა­ში, სამ­სა­ხურ­ში, ბაღ­ში. უმ­ჯო­ბე­სია წო­ლი­თი რე­ჟი­მი, რომ ორ­გა­ნიზმს მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა ებ­რძო­ლოს ვირუსს, ნუ გა­დავ­ტვირ­თავთ ორ­გა­ნიზმს, ბევ­რი სი­თხე უნდა მი­ვი­ღოთ და 38,5-ს თუ გა­დას­ცდა ტემ­პე­რა­ტუ­რა აუ­ცი­ლებ­ლად რო­მე­ლი­მე სი­ცხის დამ­წე­ვი გა­მო­ვი­ყე­ნოთ, ძი­რი­თა­დად პა­რა­ცე­ტა­მო­ლის ჯგუ­ფის, მაგ­რამ არის გარ­კვე­უ­ლი წესი, რომ ბავ­შვს თუ აქვს სი­ცხე 38,5-ზე მეტი ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ნა­ხოს ექიმ­მა, თუ დიდს აქვს მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა 3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, მა­ნაც უნდა მი­მარ­თოს ექიმს", - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო: 3 სიმპტო­მი, რი­თაც ვირუ­სი იწყე­ბა - "გრი­პის ვირუ­სის ეპი­დე­მი­ამ­დე არ ვართ, მაგ­რამ ეს არა­ვის შე­ღა­ვათს არ აძ­ლევს"

ავტორი:

გრიპის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა - რას ამბობენ სპეციალისტები

გრიპის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა - რას ამბობენ სპეციალისტები

საქართველოში გრიპის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა მინისტრმა, დავით სერგეენკომ განუცხადა. მინისტრის თქმით, გრიპის ვირუსს საქართველოში ეპიდემიის ზღვრისთვის არ მიუღწევია.

„სეზონური გრიპით ავადობა, რომლის დაავადების რაოდენობა მატულობს, საბედნიეროდ, ჯერ ეპიდემიის ზღვრის ნახევარზეა და ვიმედოვნებთ, არც მივაღწევთ ეპიდემიის ზღვარს. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ გრიპის სიმპტომების დაწყებისას მიმართოს ექიმს. ორი სამწუხარო შემთხვევაა აჭარაში და ქუთაისში. ორივე ეს ადამიანი მაღალი რისკის ჯგუფი იყო, სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა", - განაცხდა სერგეენკომ.

დღეს ვისაც გრიპი აქვს, აბსოლუტურ უმრავლესობაში ეს არის H1N1 ვირუსი. ამჟამად გვაქვს 221 მიმართვიანობა 100 000 მოქალაქეზე. ეპიდემიამდე არ ვართ, - ამის შესახებ კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა.

„აცივდა, შესაბამისად, მოიმატა გრიპისმაგვარმა დაავადებებმა. დღეს ვისაც გრიპი აქვს, ეს არის H1N1 ვირუსი აბსოლუტურ უმრავლესობაში, ცოტა, მაგრამ არის H3N2 გრიპის ვირუსი, თუმცა არ გამქრალა სხვა ვირუსებიც, ისინი ცირკულირებენ. ძირითადად ყველა არის ავად ამ ვირუსით. ამჟამად გვაქვს 221 მიმართვიანობა 100 000 მოქალაქეზე. ეპიდემიური ზღვარი არის 450-500 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე საქართველოს შემთხვევაში. ეპიდემიამდე არ ვართ მაგრამ, ეს არავის შეღავათს არ აძლევს, ვინც უკვე ავად არის. ბევრმა უკვე გადაიტანა, ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს კლინიკურად, ჩემი ოჯახის წევრებს ჰქონდათ. ეს არის იგივე რაოდენობის მიმართვიანობა, რაც გვქონდა 2 წლის წინაც. დაახლოებით 2-ჯერ მეტია, ვიდრე იყო შარშან. გარდაცვალების ერთი შემთხვევა უკვე აღრიცხულია, მაგრამ ამავე დროს ათასობით ადამიანმა უკვე გადაიტანა ეს ვირუსი დიდი პრობლემების გარეშე“, - განაცხადა იმნაძემ.

მან ასევე გრიპის მიმდინარეობაზე და სიმპტომებზეც ისაუბრა.

„ვირუსი იწყება ტემპერატურის უეცარი მატებით, მათ შორის შეიძლება იყოს 38,5, 39,5-ზე მეტი და 40 გრადუსიც, თავის და ყელის ძლიერი ტკივილით, კუნთების, სახსრების ტკივილით და ხველებით. ვირუსი ჩვეულებრივ გრძელდება 7 დღის განმავლობაში, მეტ-ნაკლები ინტენსივობით", - განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, სასურველია, რომ მსგავს შემთხვევაში ავადმყოფი სახლში დარჩეს.

"ავადმყოფი ადამიანი პირველ რიგში უნდა იყოს სახლში, არ უნდა წავიდეს სკოლაში, სამსახურში, ბაღში. უმჯობესია წოლითი რეჟიმი, რომ ორგანიზმს მივცეთ საშუალება ებრძოლოს ვირუსს, ნუ გადავტვირთავთ ორგანიზმს, ბევრი სითხე უნდა მივიღოთ და 38,5-ს თუ გადასცდა ტემპერატურა აუცილებლად რომელიმე სიცხის დამწევი გამოვიყენოთ, ძირითადად პარაცეტამოლის ჯგუფის, მაგრამ არის გარკვეული წესი, რომ ბავშვს თუ აქვს სიცხე 38,5-ზე მეტი ერთი დღის განმავლობაში, აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა, თუ დიდს აქვს მაღალი ტემპერატურა 3 დღის განმავლობაში, მანაც უნდა მიმართოს ექიმს", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

იხილეთ ვიდეო: 3 სიმპტომი, რითაც ვირუსი იწყება - "გრიპის ვირუსის ეპიდემიამდე არ ვართ, მაგრამ ეს არავის შეღავათს არ აძლევს"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი