პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ეუბნებიან უარს სესხის განულებაზე ე.წ. შავ სიაში მყოფ ზოგიერთ მოქალაქეს?
რატომ ეუბნებიან უარს სესხის განულებაზე ე.წ. შავ სიაში მყოფ ზოგიერთ მოქალაქეს?

ე.წ. შავ სი­ა­ში მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­თა ნა­წი­ლის მტკი­ცე­ბით, სეს­ხის გა­ნუ­ლე­ბა­ზე უარს ეუბ­ნე­ბი­ან. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მით „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქე და­უ­კავ­შირ­და. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, „სეს­ხე­ბის გა­ნუ­ლე­ბა ეკუთ­ვნით და ყვე­ლა კრი­ტე­რი­უმს აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ“.

„პი­რა­დად მე რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ის ვალი მაქვს. ესე­ნია: შპს „პრობ­ლე­მუ­რი აქ­ტი­ვე­ბის ბი­უ­რო“ და შპს „ფი­ნან­სუ­რი სექ­ტო­რი“. ვაკ­მა­ყო­ფი­ლებ ყვე­ლა კრი­ტე­რი­უმს, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბამ გან­სა­ზღვრა, თუმ­ცა კომ­პა­ნი­ე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ თა­ვად წყვე­ტენ, ვის სიას გა­დას­ცე­მენ და ვი­სას - არა. რო­გორც ჩანს, ეს კომ­პა­ნი­ე­ბი ყვე­ლა სესხს არ გა­ა­ნუ­ლე­ბენ,“ -გა­ნუ­ცხა­და „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ერთ-ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ.

სა­ა­გენ­ტოს მსგავ­სი პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია კი­დევ რამ­დე­ნი­მე პირ­მა მი­ა­წო­და. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სეს­ხე­ბის გა­ნუ­ლე­ბა­ზე უარს ეუბ­ნე­ბი­ან კომ­პა­ნი­ე­ბი: mycredit-ი, "მო­ნე­ზა", masesxe.ge, crediton.ge, "ნეტკრე­დი­ტი", "ვი­ვუ­სი" და mozo.ge.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ფე­ის­ბუქ­ში“ რამ­დე­ნი­მე თე­მა­ტუ­რი ჯგუ­ფი­ცაა შექ­მნი­ლი, მა­გა­ლი­თად „სეს­ხე­ბი არ გა­ნულ­და“ და „არა ონ­ლა­ინ სეს­ხებს“, სა­დაც წე­რენ, რომ სეს­ხე­ბის გა­ნუ­ლე­ბის პრობ­ლე­მა მა­თაც აქვთ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის გან­ცხა­დე­ბით, 600 000 მო­ქა­ლა­ქეს, რომ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბი­ან ე.წ. შავ სი­ა­ში, 1 წელ­ზე მეტ­ხანს არ შე­უ­ტა­ნია თან­ხა და ვა­ლის ძირი არ აღე­მა­ტე­ბა 2000 ლარს, მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო­ებ­სა და ბან­კებ­ში ვა­ლე­ბი 31 დე­კემ­ბრამ­დე გა­უ­ნულ­დე­ბათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

რატომ ეუბნებიან უარს სესხის განულებაზე ე.წ. შავ სიაში მყოფ ზოგიერთ მოქალაქეს?

რატომ ეუბნებიან უარს სესხის განულებაზე ე.წ. შავ სიაში მყოფ ზოგიერთ მოქალაქეს?

ე.წ. შავ სიაში მყოფი მოქალაქეთა ნაწილის მტკიცებით, სესხის განულებაზე უარს ეუბნებიან. აღნიშნული პრობლემით „ინტერპრესნიუსს“ რამდენიმე მოქალაქე დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, „სესხების განულება ეკუთვნით და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ“.

„პირადად მე რამდენიმე კომპანიის ვალი მაქვს. ესენია: შპს „პრობლემური აქტივების ბიურო“ და შპს „ფინანსური სექტორი“. ვაკმაყოფილებ ყველა კრიტერიუმს, რომელიც მთავრობამ განსაზღვრა, თუმცა კომპანიები მეუბნებიან, რომ თავად წყვეტენ, ვის სიას გადასცემენ და ვისას - არა. როგორც ჩანს, ეს კომპანიები ყველა სესხს არ გაანულებენ,“ -განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მოქალაქემ.

სააგენტოს მსგავსი პრობლემის შესახებ ინფორმაცია კიდევ რამდენიმე პირმა მიაწოდა. მათი ინფორმაციით, სესხების განულებაზე უარს ეუბნებიან კომპანიები: mycredit-ი, "მონეზა", masesxe.ge, crediton.ge, "ნეტკრედიტი", "ვივუსი" და mozo.ge.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ რამდენიმე თემატური ჯგუფიცაა შექმნილი, მაგალითად „სესხები არ განულდა“ და „არა ონლაინ სესხებს“, სადაც წერენ, რომ სესხების განულების პრობლემა მათაც აქვთ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 600 000 მოქალაქეს, რომლებიც იმყოფებიან ე.წ. შავ სიაში, 1 წელზე მეტხანს არ შეუტანია თანხა და ვალის ძირი არ აღემატება 2000 ლარს, მიკროსაფინანსოებსა და ბანკებში ვალები 31 დეკემბრამდე გაუნულდებათ.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო