25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, საგზაო უსაფრთხოების დაცვისა და მოძრაობის შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, თბილისში - ე.წ. ვაგზლის ბაზრის მიმდებარე ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება ან ნაწილობრივ შეიზღუდება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
კერძოდ:
ავტომანქანების მოძრაობა ნებადართული იქნება „დინამოს“ წრიდან წინამძღვრიშვილის ქუჩის გავლით, თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით.