საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კონკია" ირინკა კავსაძე და "მეფე ლომად" გადაქცეული ამიკო ჩოხარაძე - ზღაპრული ამბები "ცეკვავენ ვარსკვლავების" სცენაზე
"კონკია" ირინკა კავსაძე და "მეფე ლომად" გადაქცეული ამიკო ჩოხარაძე -  ზღაპრული ამბები "ცეკვავენ ვარსკვლავების" სცენაზე

დღეს "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის­ტებს ორი ტური უწევთ - "დის­ნე­ის" და "მი­უ­ზიკ­ლე­ბი". კონ­კურ­სში სამი ძლი­ე­რი მო­ნა­წი­ლე (ირი­ნა კავ­სა­ძე, ამი­კო ჩო­ხა­რა­ძე, რუს­კა ქარ­ქა­შა­ძე) დარ­ჩა. თი­თო­ე­უ­ლი ღე­ლავს, რად­გა­ნაც დღე­ვან­დე­ლი ტური გან­საზრვრავს, ვინ მოხ­ვდე­ბა ფი­ნალ­ში და თი­თო­ე­უ­ლი ამის­თვის ენერ­გი­ას არ ზო­გავს.

ამი­კო ჩო­ხა­რა­ძე:

- 2 ცეკ­ვა გვი­წევს, რის­თვი­საც მე და ჯული, ჩემი მე­წყვი­ლე მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ვემ­ზა­დეთ, რომ თი­თო­ე­უ­ლი ნო­მე­რი კარ­გად გა­მო­ვი­ტა­ნოთ, ისე, რომ ჩვე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბი მა­ყუ­რე­ბელს ესი­ა­მოვ­ნოს და ჟი­უ­რის მო­ე­წო­ნოს. შე­სა­ბა­მი­სად, გვჭირ­დე­ბა ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რა, რად­გა­ნაც მხო­ლოდ მათი მხარ­და­ჭე­რით გა­და­ვალთ შემ­დეგ ეტაპ­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს გან­წყო­ბას, მაქ­სი­მა­ლუ­რად გან­წყო­ბი­ლი ვარ იმის­თვის, რომ ემო­ცი­უ­რად და კარ­გად ვი­ცეკ­ვო. ფი­ნალ­ში ვინ გა­და­ვა, ამა­ზე ნაკ­ლე­ბად ვფიქ­რობ, რად­გან დიდ დროს ვუთ­მობ ნომ­რებს. და­ნარ­ჩე­ნი, ჩვენს აქ­ტი­ურ გულ­შე­მატ­კი­ვარ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

- დღე­ვან­დე­ლი ემო­ცი­ე­ბი ჰგავს თუ არა პირ­ვე­ლი ცეკ­ვის გან­წყო­ბას, რო­დე­საც ამ კონ­კურსს იწყებ­დი?

- რა თქმა უნდა, პირ­ველს არ ჰგავს. მა­შინ აქ­ტი­უ­რად და აზარ­ტუ­ლად არ ვი­ყა­ვით ამ პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლე­ბი, უფრო ენ­თუ­ზი­ას­ტე­ბი გახ­ლდით, რად­გა­ნაც მსგავს პრო­ექ­ტში პი­რა­დად მე არ მქონ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი. თუმ­ცა ყო­ველ "ლა­ივ­ზე" ნელ-ნელა ვხვდე­ბო­დი, რომ აზარ­ტი მა­ტუ­ლობ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენც უფრო "გა­ვი­ზარ­დეთ", ფი­ზი­კუ­რად უფრო დავ­სუს­ტდით, ზედ­მე­ტი წონა მოგ­ვაკ­ლდა და უფრო ტან­წერ­წე­ტე­ბი გავ­ხდით, სა­სურ­ველ ფორ­მა­ში ჩავ­დე­ქით.

მოკ­ლედ, დღეს, რო­გორც გი­თხა­რით, ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ზეც მაქ­სი­მუმს გა­ვა­კე­თებთ - ორი­ვე ტური ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იქ­ნე­ბა. გვეც­მე­ვა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი კოს­ტი­უ­მე­ბი, იქ­ნე­ბა მა­გა­რი შოუ! მა­ყუ­რე­ბელს მივ­მარ­თავ, აუ­ცი­ლებ­ლად გად­მორ­თონ "იმედ­ზე" 22:00 სა­ათ­ზე და გვი­ყუ­რონ, რად­გა­ნაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­ნა­ხა­ო­ბა ელო­დე­ბათ! ამას­თან, ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს უკარ­გე­სი ნომ­რე­ბი აქვს.

"დის­ნე­ის" ტური მე ბავ­შვო­ბას და მა­შინ­დელ ემო­ცი­ებს მახ­სე­ნებს, ამი­ტომ ბევ­რი ფიქ­რი არ დაგ­ვჭირ­ვე­ბია იმის შე­სარ­ჩე­ვად, რომ მულ­ტფილ­მი "მეფე ლომი" აგ­ვე­ღო, რა­ზეც ვი­ცეკ­ვებ­დით. ის ხომ ჩვე­ნი, ყვე­ლას ბავ­შვო­ბის უსაყვრლე­სი მულ­ტფილ­მია. ვი­მე­ო­რებ, დღეს ძა­ლი­ან მინ­და, რომ უმაგ­რე­სად ვი­ცეკ­ვოთ, რომ დარ­ბაზ­ში და ეკ­რა­ნებ­თან მო­კა­ლა­თე­ბულ მა­ყუ­რე­ბელს ის გან­წყო­ბა და­ვუ­ტო­ვოთ, რაც "მეფე ლო­მის" ნახ­ვი­სას ჰქო­ნი­ათ.

ირინ­კა კავ­სა­ძე:

- ჯა­დოს­ნუ­რი ტური გვაქვს და ასე­ვე - მი­უ­ზიკ­ლე­ბის. ერ­თში "კონ­კი­ას" ცეკ­ვა გვაქვს მე­ო­რე­ში - მუ­ლენ რუჟი. რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ. შოუ გა­დამ­წყვეტ ეტაპ­ზეა, ვინ მოხ­ვდე­ბა ფი­ნალ­ში ამა­ზე ყვე­ლას გვე­ფიქ­რე­ბა, ამი­ტომ, ვცდი­ლობთ, ისე­თი შე­დე­გი დავ­დოთ, მა­ყუ­რე­ბელს იმე­დი არ გა­ვუც­რუ­ოთ. მი­ხა­რია, რომ კონ­კურ­სან­ტებს ერ­თმა­ნე­თის მი­მართ მხარ­და­ჭე­რა გვაქვს, ძა­ლი­ან გვერ­დში ვუდ­გა­ვართ ერ­თმა­ნეთს, ეს მარ­თლა მსი­ა­მოვ­ნებს იმი­ტომ, რომ გვიყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი.

სა­ერ­თოდ, ამ პრო­ექ­ტში ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და და თი­თო­ე­ულ­თან კარ­გი და თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, თუმ­ცა დავ­რჩით მე, ამი­კო და რუს­კა. ორი­ვე უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნია, ძა­ლი­ან მშრო­მე­ლი. თი­თო­ე­ულ­მა ყვე­ლა­ფე­რი ჩადო ამ პრო­ექ­ტში.

- მა­ყუ­რე­ბელს რას ეტყვი?

- მა­ყუ­რე­ბე­ლი მთა­ვა­რი მხარ­დამ­ჭე­რია, ამი­ტომ ახლა მათ­ზეა ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ახლა მათი გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა გვჭირ­დე­ბა, რომ ფი­ნალ­ში გა­და­ვი­დეთ. არ უნდა მო­დუნ­დნენ, არ და­ი­ზა­რონ და ისევ იმ შე­მარ­თე­ბით, რო­გორც აქამ­დე, დაგ­ვი­ჭი­რონ მხა­რი, რომ მი­ვი­დეთ ფი­ნა­ლამ­დე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

"კონკია" ირინკა კავსაძე და "მეფე ლომად" გადაქცეული ამიკო ჩოხარაძე - ზღაპრული ამბები "ცეკვავენ ვარსკვლავების" სცენაზე

"კონკია" ირინკა კავსაძე და "მეფე ლომად" გადაქცეული ამიკო ჩოხარაძე -  ზღაპრული ამბები "ცეკვავენ ვარსკვლავების" სცენაზე

დღეს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ნახევარფინალისტებს ორი ტური უწევთ - "დისნეის" და "მიუზიკლები". კონკურსში სამი ძლიერი მონაწილე (ირინა კავსაძე, ამიკო ჩოხარაძე, რუსკა ქარქაშაძე) დარჩა. თითოეული ღელავს, რადგანაც დღევანდელი ტური განსაზრვრავს, ვინ მოხვდება ფინალში და თითოეული ამისთვის ენერგიას არ ზოგავს.

ამიკო ჩოხარაძე:

- 2 ცეკვა გვიწევს, რისთვისაც მე და ჯული, ჩემი მეწყვილე მაქსიმალურად მოვემზადეთ, რომ თითოეული ნომერი კარგად გამოვიტანოთ, ისე, რომ ჩვენი ნამუშევრები მაყურებელს ესიამოვნოს და ჟიურის მოეწონოს. შესაბამისად, გვჭირდება ხალხის მხარდაჭერა, რადგანაც მხოლოდ მათი მხარდაჭერით გადავალთ შემდეგ ეტაპზე.

რაც შეეხება ჩემს განწყობას, მაქსიმალურად განწყობილი ვარ იმისთვის, რომ ემოციურად და კარგად ვიცეკვო. ფინალში ვინ გადავა, ამაზე ნაკლებად ვფიქრობ, რადგან დიდ დროს ვუთმობ ნომრებს. დანარჩენი, ჩვენს აქტიურ გულშემატკივარზეა დამოკიდებული.

- დღევანდელი ემოციები ჰგავს თუ არა პირველი ცეკვის განწყობას, როდესაც ამ კონკურსს იწყებდი?

- რა თქმა უნდა, პირველს არ ჰგავს. მაშინ აქტიურად და აზარტულად არ ვიყავით ამ პროექტში ჩართულები, უფრო ენთუზიასტები გახლდით, რადგანაც მსგავს პროექტში პირადად მე არ მქონდა მონაწილეობა მიღებული. თუმცა ყოველ "ლაივზე" ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ აზარტი მატულობდა. შესაბამისად, ჩვენც უფრო "გავიზარდეთ", ფიზიკურად უფრო დავსუსტდით, ზედმეტი წონა მოგვაკლდა და უფრო ტანწერწეტები გავხდით, სასურველ ფორმაში ჩავდექით.

მოკლედ, დღეს, როგორც გითხარით, ნახევარფინალზეც მაქსიმუმს გავაკეთებთ - ორივე ტური ძალიან ლამაზი იქნება. გვეცმევა არაჩვეულებრივი კოსტიუმები, იქნება მაგარი შოუ! მაყურებელს მივმართავ, აუცილებლად გადმორთონ "იმედზე" 22:00 საათზე და გვიყურონ, რადგანაც შესანიშნავი სანახაობა ელოდებათ! ამასთან, ყველა მონაწილეს უკარგესი ნომრები აქვს.

"დისნეის" ტური მე ბავშვობას და მაშინდელ ემოციებს მახსენებს, ამიტომ ბევრი ფიქრი არ დაგვჭირვებია იმის შესარჩევად, რომ მულტფილმი "მეფე ლომი" აგვეღო, რაზეც ვიცეკვებდით. ის ხომ ჩვენი, ყველას ბავშვობის უსაყვრლესი მულტფილმია. ვიმეორებ, დღეს ძალიან მინდა, რომ უმაგრესად ვიცეკვოთ, რომ დარბაზში და ეკრანებთან მოკალათებულ მაყურებელს ის განწყობა დავუტოვოთ, რაც "მეფე ლომის" ნახვისას ჰქონიათ.

ირინკა კავსაძე:

- ჯადოსნური ტური გვაქვს და ასევე - მიუზიკლების. ერთში "კონკიას" ცეკვა გვაქვს მეორეში - მულენ რუჟი. რა თქმა უნდა, ძალიან ვნერვიულობ. შოუ გადამწყვეტ ეტაპზეა, ვინ მოხვდება ფინალში ამაზე ყველას გვეფიქრება, ამიტომ, ვცდილობთ, ისეთი შედეგი დავდოთ, მაყურებელს იმედი არ გავუცრუოთ. მიხარია, რომ კონკურსანტებს ერთმანეთის მიმართ მხარდაჭერა გვაქვს, ძალიან გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს, ეს მართლა მსიამოვნებს იმიტომ, რომ გვიყვარს ერთმანეთი.

საერთოდ, ამ პროექტში ყველა მონაწილე ძალიან შემიყვარდა და თითოეულთან კარგი და თბილი ურთიერთობა მაქვს, თუმცა დავრჩით მე, ამიკო და რუსკა. ორივე უნიჭიერესი ადამიანია, ძალიან მშრომელი. თითოეულმა ყველაფერი ჩადო ამ პროექტში.

- მაყურებელს რას ეტყვი?

- მაყურებელი მთავარი მხარდამჭერია, ამიტომ ახლა მათზეა ყველაფერი დამოკიდებული და ახლა მათი გულშემატკივრობა გვჭირდება, რომ ფინალში გადავიდეთ. არ უნდა მოდუნდნენ, არ დაიზარონ და ისევ იმ შემართებით, როგორც აქამდე, დაგვიჭირონ მხარი, რომ მივიდეთ ფინალამდე.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ