ოპტიკური მოდა საახალწლოდ განსაკუთრებით თვალისმომჭრელი და მრავალფეროვანია. მომხმარებელს მუდმივად აინტერესებს - როგორი ფორმა თუ სტილი არის მოდაში? სწორედ ამ თემაზე - ოპტიკური მოდის ბოლო ტენდენციებზე, ყველაზე ტრენდულ ფორმებსა და ბრენდებზეა ჩვენი სტატია.
ამ დღეებში „რონიკოს“ - საქართველოში ოპტიკური სალონების ყველაზე დიდ ქსელს - ეწვია ცნობილი ტელეწამყვანი ეკო ფანგანი. ეკომ უახლესი, 2019 წლის საახალწლო კოლექციები მოირგო და თავისი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა თითოეულ სათვალეზე. წამყვანს თითქმის ყველა მოდელი მოუხდა, მიუხედავად ფორმისა და დიზაინისა. ამ ფოტოზე ეკოს ამშვენებს ბრენდ Ray-Ban -ის სათვალე უახლესი კოლექციიდან. ამ სათვალით ბრენდმა ნამდვილი გადატრიალება მოახდინა, ვინაიდან თავისივე დამკვიდრებული სტილისგან სრულიად განსხვავებული, არაორდინალური, გლამურული და ქალური ფორმა შემოგვთავაზა! ეს გახლავთ ლიმიტირებული გამოშვების ექსკლუზიური მოდელი RB4314N.
თქვენც გიწვევთ „რონიკოს“ მაღაზიათა ქსელში. გახსოვდეთ, რომ საახალწლოდ მოხდენილი სათვალე ყველაზე დაუვიწყარ საჩუქრად შეიძლება იქცეს!
მით უფრო, რომ „რონიკოს“ ოპტიკური სალონების ქსელში 10 დეკემბრიდან საახალწლო აქცია დაიწყო! წელს კომპანიამ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო და ფასდაკლება დააწესა ყველა პროდუქტზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საახალწლო დღეებში წლის საუკეთესო ფასები იმოქმედებს ქსელში არსებული ყველა ბრენდის ნებისმიერ სათვალეზე - როგორც მზის, ასევე ოპტიკურ ჩარჩოებზე! ფასდაკლებები ეხება ასევე კონტაქტურ და სასათვალე ლინზებს, სათვალის აქსესუარებს და მოვლის საშუალებებს!
ყველასთვის საყვარელი, მსოფლიო ბრენდები Ray-Ban, Prada, Giorgio Armani, Dolce&Gabbana, Versace, Vogue, Miu-Miu, Chopard, Swarovski, Mont Blanc, Zegna, Persol, Balenciaga, Lanvin, Alain Mikley და სხვა რონიკოს მაღაზიებში შეგიძლიათ წლის საუკეთესო ფასად შეიძინოთ! ფასდაკლებებთან ერთად, „რონიკოს“ ფილიალები საახალწლოდ ინტენსიურად მარაგდება უახლესი, 2019 წლის კოლექციებით! რაც შეეხება ოპტიკური მოდის ტენდენციებს, წელს განსაკუთრებით ტრენდულია მრგვალი ფორმის სათვალეები, რომლებიც ასევე „ლენონების“ სახელით არის ცნობილი. სტილის თვალსაზრისით კი განსაკუთრებით აქტუალურია ვინტაჟი და რეტრო. ვინტაჟური ელემენტები დიზაინერებმა წარმატებით გადაიტანეს სათვალეებში და წარმოადგინეს სიძველის ეფექტის მქონე დაფარვები. ამ ფოტოზე გამოსახულია ბრენდ John Lennon -ის მრგვალი ფორმის სათვალე, მოდელი: 10003B. ეს გახლავთ ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის ჯონ ლენონის სახელობის ბრენდი, რომელიც ექსკლუზიურად წარმოდგენილია „რონიკოს“ ჭავჭავაძის 16-ში მდებარე ფილიალში.
მრგვალი ფორმის სათვალეები თითქმის ყველა ბრენდში გვხდება, თუმცა აქ ასევე გამოვყოფდით Dolce&Gabbana-ს მრგვალი ფორმის სთვალეს, მოდელი DG2198, რომელსაც ეცვლება კლიპი და შესაძლებელია მისი ტარება სხვადასხვა შეფერილობის პრინტით.
ბრენდმა George Piralli წარმოადგინა ლამაზი და მოხდენილი მრგვალი ფორმის სათვალე. მოდელი I853, რომელიც ძალიან ტრენდული და აქტუალურია. სათვალე გახლავთ უნისექსი - როგორც მამაკაცების, ასევე ქალბატონებისათვის.