ავტორი:

სალომე ზურაბიშვილმა გუნდის წევრები წარადგინა

სალომე ზურაბიშვილმა გუნდის წევრები წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუნდის წევრები წარადგინა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჯერჯერობით, მხოლოდ გუნდის ნაწილი ჰყავს დაკომპლექტებული.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას როგორც ცნობილია ლაშა ჟვანია უხელმძღვანელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე კი ქეთევან მახარაშვილი იქნება, რომელიც პრესსპიკერის ფუნქციებს შეითავსებს. აღსანიშნავია, რომ ის მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატების" პარტიული სიით.

"როგორც დაგპირდით, დღეს წარმოგიდგენთ ჩემი გუნდის ნაწილს, რომელიც დღეს ინიშნება, მრჩეველთა გუნდს. როგორც იცით, საკმაოდ შეზღუდულები ვართ ამ მომენტში და სანამ არ ჩატარდება სრული რეორგანიზაცია და კონკურსი იმისთვის, რომ დავაკომპლექტოთ ბოლომდე ის ადგილები, რაც შტატით გვეკუთვნის, მაგრამ ჩვენ ვიწყებთ ამ ფორმატში მუშაობას.

როგორც უკვე ნათქვამი მქონდა, ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა ლაშა ჟვანია, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ქეთევან მახარაშვილი იქნება, მას დაევალება ეთნიკურ უმცირესობასთან და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებში პრეზიდენტის საქმიანობის კოორდინაცია, დროებით, ასევე პრესსპიკერის ფუნქციებს შეითავსებს.

დიმიტრი გაბუნია არის ჩვენი საპარლამენტო მდივანი.

სიმონ პეტრედისი - მრჩეველი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხებში. როგორც ხედავთ, პრეზიდენტის სასახლე არ არის ბოლომდე ადაპტირებული, როგორც შშმ პირებისთვის არის საჭირო და ჩვენ ამ ცვილლებებს დავიწყებთ პრეზიდენტის სასახლიდან.

ნათია სულავა - მრჩეველი დიასპორის, ასევე მოქალაქეობის საკითხებში

აკია (ალექსი) ბარბაქაძე - სამხედრო საკითხებში მრჩეველი

ირინა შენგელია - საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობების საკითხებში მრჩეველი

კოტე ნაცვლიშვილი - მრჩეველი კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში. ეს არის დღევანდელი დღისთვის ჩვენი გუნდი“ , - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ასევე წარადგინა სტაჟიორი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პიერ ალექსანდრ კრევუ, რომელიც, მისი თქმით, არის ქართველი, ცხოვრობდა ემიგრაციაში და სტაჟირების შემდეგ პრეზიდენტის გუნდის წევრი გახდება.

იხილეთ ვიდეო: სალომე ზურაბიშვილის მრჩევლები ცნობილია - გაიცანით ადამიანები, ვინც პრეზიდენტთან იმუშავებს

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები