მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„უცნობის“ ორი კანონდარღვევა გადაცემაში - არასამთავრობოები პოლიციას რეაგირებისკენ მოუწოდებენ
„უცნობის“ ორი კანონდარღვევა გადაცემაში - არასამთავრობოები პოლიციას რეაგირებისკენ მოუწოდებენ

საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­მუ­შა­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას, მომ­ღე­რალ გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის (უც­ნო­ბი) მხრი­დან დაშ­ვე­ბულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­ზე დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბის­თვის მი­მარ­თა­ვენ.

რო­გორც „სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სი უსაფრ­თხო გზე­ბის­თვის“ მი­მარ­თვა­შია ნათ­ქვა­მი, ერთ-ერთ სა­ტე­ლევ­ზი­იო გა­და­ცე­მა­ში გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს ავ­ტო­მო­ბი­ლით მგზავ­რო­ბი­სას არ ეკე­თა უსაფრ­თხო­ე­ბის ღვე­დი და წინა სა­ვარ­ძელ­ზე კალ­თა­ში ეჯდა მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი.

„23 დე­კემ­ბერს, სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში მუ­სი­კა­ლუ­რი რუბ­რი­კა „მოძ­რა­ვი კა­რა­ო­კე“ გა­ვი­და, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე ერთ-ერთ ცნო­ბილ სა­ხეს, მომ­ღე­რალ გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს-უც­ნობს, ავ­ტო­მო­ბი­ლით მგზავ­რო­ბი­სას არ ეკე­თა უსაფრ­თხო­ე­ბის ღვე­დი და წინა სა­ვარ­ძელ­ზე კალ­თა­ში ეჯდა მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ აკ­რძა­ლუ­ლია 12 წლამ­დე ბავ­შვის გა­დაყ­ვა­ნას მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის წინა სა­ვარ­ძლით; ასე­ვე მძღო­ლი ვალ­დე­ბუ­ლია მე­ქა­ნი­კუ­რი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვი­სას უზ­რუნ­ველ­ყოს მის­გან მარ­ჯვე­ნა ან მარ­ცხე­ნა მხა­რეს მჯდო­მი მგზავ­რის მიერ უსაფრ­თხო­ე­ბის ღვე­დით სარ­გებ­ლო­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სით, ამ დარ­ღე­ვევ­ბის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ჯა­რი­მა და შე­სა­ბა­მი­სი ქუ­ლე­ბის ჩა­მოკ­ლე­ბა.

საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­მუ­შა­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი: სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სი უსაფრ­თხო გზე­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცია, "პარტნი­ო­რო­ბა საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის", ჰაბ ჯორ­ჯია, სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვის აკა­დე­მია და "იარე ფე­ხით" შეშ­ფო­თე­ბას გა­მოვ­თქვამთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის გამო და მივ­მარ­თავთ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას, რათა დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს აღ­ნიშ­ნულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვებ­ზე.

ასე­ვე მივ­მარ­თავთ გა­და­ცე­მის საპ­რო­დი­უ­სე­რო ჯგუფს მსგავ­სი ფორ­მა­ტის გა­და­ცე­მე­ბი გა­მო­ი­ყე­ნონ უსაფრ­თხო მგზავ­რო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის და მო­ვუ­წო­დებთ მძღოლს, და­იც­ვას სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი საგ­ზაო უსაფრ­თხო­ბის წე­სე­ბი, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღევ­ვა არ გახ­დეს მი­სა­ღე­ბი ნორ­მა“, - ნათ­ქვა­მია „სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სი უსაფრ­თხო გზე­ბის­თვის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

„უცნობის“ ორი კანონდარღვევა გადაცემაში - არასამთავრობოები პოლიციას რეაგირებისკენ მოუწოდებენ

„უცნობის“ ორი კანონდარღვევა გადაცემაში - არასამთავრობოები პოლიციას რეაგირებისკენ მოუწოდებენ

საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები საპატრულო პოლიციას, მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) მხრიდან დაშვებულ სამართალდარღვევაზე დროული რეაგირებისთვის მიმართავენ.

როგორც „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ მიმართვაშია ნათქვამი, ერთ-ერთ სატელევზიიო გადაცემაში გია გაჩეჩილაძეს ავტომობილით მგზავრობისას არ ეკეთა უსაფრთხოების ღვედი და წინა სავარძელზე კალთაში ეჯდა მცირეწლოვანი ბავშვი.

„23 დეკემბერს, სატელევიზიო ეთერში მუსიკალური რუბრიკა „მოძრავი კარაოკე“ გავიდა, რომელშიც მონაწილე ერთ-ერთ ცნობილ სახეს, მომღერალ გია გაჩეჩილაძეს-უცნობს, ავტომობილით მგზავრობისას არ ეკეთა უსაფრთხოების ღვედი და წინა სავარძელზე კალთაში ეჯდა მცირეწლოვანი ბავშვი.

აღსანიშნავია რომ, საქართველოს კანონით საგზაო მოძრაობის შესახებ აკრძალულია 12 წლამდე ბავშვის გადაყვანას მსუბუქი ავტომობილის წინა სავარძლით; ასევე მძღოლი ვალდებულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვისას უზრუნველყოს მისგან მარჯვენა ან მარცხენა მხარეს მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედით სარგებლობა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ამ დარღევევბისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა და შესაბამისი ქულების ჩამოკლება.

საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები: საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია, "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის", ჰაბ ჯორჯია, საქართველოს ავტომობილის მართვის აკადემია და "იარე ფეხით" შეშფოთებას გამოვთქვამთ აღნიშნული ფაქტის გამო და მივმართავთ საპატრულო პოლიციას, რათა დროული რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ სამართალდარღვევებზე.

ასევე მივმართავთ გადაცემის საპროდიუსერო ჯგუფს მსგავსი ფორმატის გადაცემები გამოიყენონ უსაფრთხო მგზავრობის პოპულარიზაციისთვის და მოვუწოდებთ მძღოლს, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საგზაო უსაფრთხობის წესები, რათა საზოგადოებისთვის საგზაო მოძრაობის წესების დარღევვა არ გახდეს მისაღები ნორმა“, - ნათქვამია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"მგონია, რომ ვიღაც არის დაინტერესებული, რომ ამ ადამიანმა ეს ილაპარაკოს" - რას ამბობს გიორგი კვირიკაშვილი აფგან მუხთარლის ბრალდებაზე

"პროკურატურას არ სურს ჩემი საქმის გამოძიება, მაგრამ მე მსურს ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო - ყველამ იცის მე ვინც მომიპარა, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ბრძანება" - აფგან მუხთარლი

"მეგი რომ ვნახე, იმხელა იყო გამხდარი, თვალი თავის ადგილზე არ ჰქონდა... 3 000 ლარი გირაო სასაცილოა" - ბაქრაძის მეუღლე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე