პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი ქალი "პრეზიდენტი" აფხაზეთში? - ოკუპირებული რეგიონი პოლიტიკურ ცვლილებებს ელის
პირველი ქალი "პრეზიდენტი" აფხაზეთში? - ოკუპირებული რეგიონი პოლიტიკურ ცვლილებებს ელის

აფხა­ზე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა - რამ­დე­ნი­მე დღის წინ, პარ­ტია "აფხა­ზე­თის სა­ხალ­ხო ფრონ­ტის" წევ­რებ­მა გა­და­წყვი­ტეს, ე.წ. პრე­ზი­დენტს 2019 წლის "არ­ჩევ­ნებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სთხო­ვონ... თა­ვად ხა­ჯიმ­ბას ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა ჯერ არ გა­უ­კე­თე­ბია, თუმ­ცა, კუ­ლუ­ა­რუ­ლად ირ­კვე­ვა, რომ ის ამ პოს­ტის და­სა­კა­ვებ­ლად ისევ აპი­რებს ბრძო­ლას. აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, მან უკვე დიდი ხნის წინ და­ი­წყო "საპ­რე­ზი­დენ­ტო პი­ა­რი": გა­სულ კვი­რას "ხე­ლი­სუფ­ლე­ბის" მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად­მა ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა დი­დის ამ­ბით და­ა­პი­ა­რეს რუ­სე­თის ეგი­დით აფხა­ზეთ­ში მიმ­დი­ნა­რე სამ­ხედ­რო წვრთნე­ბი.

ამას­თან, აფხა­ზე­თის ე.წ. მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­მა თევ­ზჭე­რის და­საშ­ვე­ბი კვო­ტა გა­ზარ­და. საქ­მე ის არის, რომ თევ­ზჭე­რა 6 გე­მის­თვის არის დაშ­ვე­ბუ­ლი და რუ­სუ­ლი თევ­ზის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი 15%-იანი ლი­მი­ტით სარ­გებ­ლო­ბენ.

მა­თი­ვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, "სა­ბი­უ­ჯე­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის", მათ შო­რის რუ­სე­თის "სა­ელ­ჩო­სა" და აფხა­ზეთ­ში დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის­თვის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რი­ფი 30 კა­პი­კით გაძ­ვირ­და... ამას­თან, სო­ხუმ­ში, სო­ფელ შრო­მა­ში (ახ­ლან­დე­ლი გუმა) მცი­რე ზო­მის ჰესი გა­იხ­სნა, რო­მე­ლიც ქა­ლაქს სრუ­ლი დატ­ვირ­თვის დროს შე­ეშ­ვე­ლე­ბა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ხა­ჯიმ­ბას უსუ­სუ­რი მცდე­ლო­ბა ეკო­ნო­მი­კის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად და სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნის შე­საც­ვლე­ლად, ზღვა­ში წვე­თიც არ არის.

"უბ­რა­ლოდ, ხა­ჯიმ­ბა ცდი­ლობს, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის ფა­ვო­რი­ტო­ბით ისარ­გე­ლოს. ასე­ვე ცდი­ლობს, მო­სახ­ლე­ო­ბას რა­ი­მეს შეც­ვლის სურ­ვი­ლიც მო­უს­პოს იმის ში­შით, რომ რუ­სე­თის ნე­ბის გა­რე­შე აფხა­ზეთ­ში ვე­რას­დროს ვე­რა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა," - წე­რენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი, რომ­ლებ­საც არც ე.წ. ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის სჯე­რათ, რომ­ლის შექ­მნის შე­სა­ხე­ბაც ინ­ფორ­მა­ცია რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცელ­და.

ორი კვი­რის წინ, სას­ტუმ­რო "ატ­რი­უმ-ვიქ­ტო­რი­ა­ში" სხვა­დას­ხვა თა­ო­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, სულ 31 ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა და ახა­ლი მოძ­რა­ო­ბა და­ა­ფუძ­ნეს, სა­ხელ­წო­დე­ბით - "აფხა­ზე­თის ხვა­ლინ­დე­ლი დღე". მა­თი­ვე ცნო­ბით, ეს რე­გი­ონ­ში მე­სა­მე, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც 2019 წლის "საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში" თა­ვი­სი კან­დი­და­ტით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია "აი­ნა­რის" წევ­რის თენ­გიზ ჯო­პუ­ას თქმით, აფხა­ზეთ­ში არ­სე­ბუ­ლი კო­რუფ­ცი­უ­ლი სის­ტე­მე­ბი რუ­სე­თი­დან არის კო­პი­რე­ბუ­ლი და ამის შე­დე­გია ის, რომ "240 ათა­სი ადა­მი­ა­ნით და­სახ­ლე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნი პა­ტა­რა ბი­უ­როკ­რა­ტი­ულ იმ­პე­რი­ად იქცა".

"ჩვენ პრაქ­ტი­კუ­ლად არ გვაქვს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, რაც არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი­დან ყვე­ლა­ზე უა­რე­სია და ყვე­ლა­ნა­ი­რად უნდა ვე­ცა­დოთ, ჩვე­ნი შვი­ლე­ბი მხო­ლოდ რუ­სეთ­ში კი არა, მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში გავ­გზავ­ნოთ, სა­დაც კარგ გა­ნათ­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ და სა­დაც თა­ვად რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა ცდი­ლობს გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას," - აცხა­დებს ჯო­პუა. კი­დევ ერთი პო­ლი­ტი­კო­სის ად­გურ ლაგ­ვი­ლა­ვას თქმით, "დღე­ვან­დე­ლი აფხა­ზე­თის სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მა არის ბი­უ­როკ­რა­ტი­ი­სა და კრი­მი­ნა­ლის სიმ­ბი­ო­ზი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ხალ­ხი­სა და ზო­გა­დად, მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ქვეყ­ნის და­სას­რუ­ლი..."

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, ყვე­ლას, ვინც ახლა ხა­ჯიმ­ბას "ხე­ლი­სუფ­ლე­ბას" აკ­რი­ტი­კებს, აფხა­ზე­თის მი­წას­თან გას­წო­რე­ბა­ში თითო აგუ­რი მა­ინც აქვს და­დე­ბუ­ლი, რად­გან თა­ვის დრო­ზე ყვე­ლა კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი, უკა­ნო­ნო და მო­ძა­ლა­დე იყო. ერ­თა­დერ­თი, ვი­საც მეტ­ნაკ­ლე­ბად სუფ­თა წარ­სუ­ლი აქვს, საკ­მა­ოდ გავ­ლე­ნი­ა­ნი და აქ­ტი­უ­რი ირი­ნა აგრბაა, რო­მე­ლიც წლე­ბია მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებს ხა­ჯიმ­ბას და მის მომ­ხრე­ებს...

"ცუ­დია, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით ირი­ნა პო­ლი­ტი­კურ ამ­ბი­ცი­ებ­ზე არა­ფერს ამ­ბობს. არა­და, ყვე­ლა­ზე სუფ­თა წარ­სუ­ლი აქვს. სა­ქარ­თვე­ლო­სი არ იყოს, იქ­ნებ აქაც მოხ­დეს მენ­ტა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი," - ამ­ბობს ოთარ ყე­ნია.

პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბის "ქა­ლე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ირი­ნა აგრბა ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბით არის ცნო­ბი­ლი. მან ერთ-ერ­თმა პირ­ველ­მა გა­აკ­რი­ტი­კა რუ­სეთ­სა და აფხა­ზეთს შო­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა და გა­ნა­ცხა­და, რომ "5 მი­ლი­არდ რუბ­ლად აფხა­ზე­თის გა­ყიდ­ვა არ შე­იძ­ლე­ბა."

უფრო ადრე, 2012 წელს, ის აცხა­დებ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლით, აფხა­ზეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით სი­ტუ­ა­ცია არ შე­იც­ვლე­ბო­და, რად­გან აფხა­ზეთ­მა უკვე გა­ა­კე­თა თა­ვი­სი არ­ჩე­ვა­ნი და ეს არის რუ­სეთ­თან ინ­ტეგ­რა­ცია... თუმ­ცა, შემ­დეგ ხა­ჯიმ­ბას პო­ლი­ტი­კაც გა­აპ­რო­ტეს­ტა.

"რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც და­სავ­ლეთს აქვს რუ­სე­თის მი­მართ, ისე­თი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს სა­ქარ­თვე­ლოს. ამი­ტომ რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რი კუ­თხით მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის," - ამ­ბობ­და აგრბა.

ის ასე­ვე ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, ვინც რამ­დე­ნი­მე წლის წინ ხა­ჯიმ­ბას პი­რა­დი მძღო­ლის ას­ტა­მურ ჯო­პუ­ას ქმე­დე­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტა და გა­ნა­ცხა­და, რომ გავ­ლე­ნი­ან­მა აფხაზ­მა 14 წლის გო­გო­ნა­ზე იძა­ლა­და.

"იტა­ლი­ურ "კოზა ნოს­ტრა­ში" ვცხოვ­რობთ თით­ქმის 30 წე­ლია და ახლა გა­მოჩ­ნდნენ "მხსნე­ლე­ბი". და­ფი­ნან­სე­ბა მო­აკ­ლდათ და ახ­მა­ურ­დნენ... რამ­დე­ნი­მე დღის წინ, გო­გო­ნა გახ­და ცუ­დად სო­ხუ­მის სკო­ლა­ში და სას­წრა­ფომ გა­ურ­კვე­ვე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია და­უდ­გი­ნა... შემ­დეგ ყვე­ლა გა­ჩუმ­და, თუმ­ცა, მა­ინც ყვე­ლამ იცის, რომ გო­გო­ნა სკო­ლა­ში ვე­ღა­რას­დროს დაბ­რუნ­დე­ბა, რად­გან რა­ღაც ტაბ­ლე­ტე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ გა­დარ­ჩა, მაგ­რამ მე­ტყვე­ლე­ბა და­ერ­ღვა... ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში კი, ის სწავ­ლას ვერ გა­აგ­რძე­ლებს, მას თა­ნა­ტო­ლე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი არ მი­ი­ღე­ბენ, და­ცინ­ვას და­უ­წყე­ბენ" - წერს ანია ფი­ფია.

"სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ამ მო­იც­ვა სკო­ლე­ბი და ესე­ნი სო­ხუმ­ში ჰე­სის აშე­ნე­ბით გვი­პი­რე­ბენ გა­დარ­ჩე­ნას, სა­დაც 25 კაცი და­ა­საქ­მეს," - წერს ლუ­ი­ზა ბჟა­ნია.

"ქარ­თვე­ლებ­მა ომის დროს ბიბ­ლი­ო­თე­კა გაგ­ვი­ნად­გუ­რე­სო, გაჰ­ყვი­რით ამ­დე­ნი წე­ლია და რაც გა­დარ­ჩა, ის წიგ­ნე­ბიც კი და­ობ­და უპატ­რო­ნო­ბის­გან... ვი­ღას აინ­ტე­რე­სებს წიგ­ნი და გა­ნათ­ლე­ბა. ვი­თომ პო­ლი­ტი­კო­სებ­მა ყვე­ლა­ფე­რი მოს­პეთ, და­ა­მა­ხინ­ჯეთ და გა­ა­ნად­გუ­რეთ ამ ქვე­ყა­ნა­ში. ერ­თმა­ნეთ­თან ჭი­დილს და და­პი­რის­პი­რე­ბას გა­და­ა­ყო­ლეთ თა­ო­ბე­ბი... სა­ინ­ტე­რე­სოა, ვის წა­მო­ა­ყე­ნებთ კან­დი­და­ტად?! იმ 31 კა­ცი­დან, თით­ქმის არა­ვის აქვს სუფ­თა წარ­სუ­ლი, ნარ­კო­მა­ნია და კო­რუფ­ცია მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი გა­ხა­დეთ... გა­ვი­გეთ, რომ რუ­სეთ­მა 50 წლით დაგ­ვხია უკან, მაგ­რამ ვერც იმა­ზე ჩა­მო­ყა­ლიბ­დით, რა გზით უნდა ვი­ა­როთ გა­დარ­ჩე­ნის­კენ. იმ რუ­სე­თის ბი­უ­ჯე­ტით იკ­ვე­ბე­ბო­დით წლე­ბი და ახლა იმი­ტომ ხართ ასეთ დღე­ში, რომ რუ­სე­თი და­ფი­ნან­სე­ბას ამ­ცი­რებს," - მი­აჩ­ნია სო­ხუ­მელ ლადო კიჩ­ბას.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, აფხა­ზუ­რი მე­დია წერ­და, რომ მო­მა­ვა­ლი წლი­დან რუ­სე­თი აფხა­ზეთს და­ფი­ნან­სე­ბას უმ­ცი­რებს, რაც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ხელ­ფა­სებ­სა და პენ­სი­ებ­ზე აი­სა­ხე­ბა, ამან კი მათ­ში პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

პირველი ქალი "პრეზიდენტი" აფხაზეთში? - ოკუპირებული რეგიონი პოლიტიკურ ცვლილებებს ელის

პირველი ქალი "პრეზიდენტი" აფხაზეთში? - ოკუპირებული რეგიონი პოლიტიკურ ცვლილებებს ელის

აფხაზეთი პოლიტიკური ცვლილებებისთვის ემზადება - რამდენიმე დღის წინ, პარტია "აფხაზეთის სახალხო ფრონტის" წევრებმა გადაწყვიტეს, ე.წ. პრეზიდენტს 2019 წლის "არჩევნებში" მონაწილეობა სთხოვონ... თავად ხაჯიმბას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა, კულუარულად ირკვევა, რომ ის ამ პოსტის დასაკავებლად ისევ აპირებს ბრძოლას. აფხაზური მედიის ცნობით, მან უკვე დიდი ხნის წინ დაიწყო "საპრეზიდენტო პიარი": გასულ კვირას "ხელისუფლების" მიერ კონტროლირებადმა ტელევიზიებმა დიდის ამბით დააპიარეს რუსეთის ეგიდით აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო წვრთნები.

ამასთან, აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა თევზჭერის დასაშვები კვოტა გაზარდა. საქმე ის არის, რომ თევზჭერა 6 გემისთვის არის დაშვებული და რუსული თევზის მწარმოებელი კომპანიები 15%-იანი ლიმიტით სარგებლობენ.

მათივე გადაწყვეტილებით, "საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის", მათ შორის რუსეთის "საელჩოსა" და აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 30 კაპიკით გაძვირდა... ამასთან, სოხუმში, სოფელ შრომაში (ახლანდელი გუმა) მცირე ზომის ჰესი გაიხსნა, რომელიც ქალაქს სრული დატვირთვის დროს შეეშველება.

ადგილობრივების თქმით, ხაჯიმბას უსუსური მცდელობა ეკონომიკის გასაუმჯობესებლად და სოციალური ფონის შესაცვლელად, ზღვაში წვეთიც არ არის.

"უბრალოდ, ხაჯიმბა ცდილობს, ვლადიმირ პუტინის ფავორიტობით ისარგელოს. ასევე ცდილობს, მოსახლეობას რაიმეს შეცვლის სურვილიც მოუსპოს იმის შიშით, რომ რუსეთის ნების გარეშე აფხაზეთში ვერასდროს ვერაფერი შეიცვლება," - წერენ ადგილობრივები, რომლებსაც არც ე.წ. ახალი პოლიტიკური ძალის სჯერათ, რომლის შექმნის შესახებაც ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

ორი კვირის წინ, სასტუმრო "ატრიუმ-ვიქტორიაში" სხვადასხვა თაობის ადგილობრივი პოლიტიკოსები, სულ 31 ადამიანი შეიკრიბა და ახალი მოძრაობა დააფუძნეს, სახელწოდებით - "აფხაზეთის ხვალინდელი დღე". მათივე ცნობით, ეს რეგიონში მესამე, ალტერნატიული პოლიტიკური ძალა იქნება, რომელიც 2019 წლის "საპრეზიდენტო არჩევნებში" თავისი კანდიდატით იქნება წარმოდგენილი.

პოლიტიკური პარტია "აინარის" წევრის თენგიზ ჯოპუას თქმით, აფხაზეთში არსებული კორუფციული სისტემები რუსეთიდან არის კოპირებული და ამის შედეგია ის, რომ "240 ათასი ადამიანით დასახლებული რეგიონი პატარა ბიუროკრატიულ იმპერიად იქცა".

"ჩვენ პრაქტიკულად არ გვაქვს განათლების სისტემა, რაც არსებული პრობლემებიდან ყველაზე უარესია და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, ჩვენი შვილები მხოლოდ რუსეთში კი არა, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გავგზავნოთ, სადაც კარგ განათლებას მიიღებენ და სადაც თავად რუსეთის მოსახლეობა ცდილობს განათლების მიღებას," - აცხადებს ჯოპუა. კიდევ ერთი პოლიტიკოსის ადგურ ლაგვილავას თქმით, "დღევანდელი აფხაზეთის სახელმწიფო სისტემა არის ბიუროკრატიისა და კრიმინალის სიმბიოზი, საზოგადოების, ხალხისა და ზოგადად, მრავალსაუკუნოვანი ქვეყნის დასასრული..."

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ყველას, ვინც ახლა ხაჯიმბას "ხელისუფლებას" აკრიტიკებს, აფხაზეთის მიწასთან გასწორებაში თითო აგური მაინც აქვს დადებული, რადგან თავის დროზე ყველა კორუმპირებული, უკანონო და მოძალადე იყო. ერთადერთი, ვისაც მეტნაკლებად სუფთა წარსული აქვს, საკმაოდ გავლენიანი და აქტიური ირინა აგრბაა, რომელიც წლებია მწვავედ აკრიტიკებს ხაჯიმბას და მის მომხრეებს...

"ცუდია, რომ ჯერჯერობით ირინა პოლიტიკურ ამბიციებზე არაფერს ამბობს. არადა, ყველაზე სუფთა წარსული აქვს. საქართველოსი არ იყოს, იქნებ აქაც მოხდეს მენტალური ცვლილებები," - ამბობს ოთარ ყენია.

პოლიტიკური მოძრაობის "ქალები პოლიტიკაში" ერთ-ერთი დამფუძნებელი ირინა აგრბა ხმაურიანი განცხადებებით არის ცნობილი. მან ერთ-ერთმა პირველმა გააკრიტიკა რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულების გაფორმება და განაცხადა, რომ "5 მილიარდ რუბლად აფხაზეთის გაყიდვა არ შეიძლება."

უფრო ადრე, 2012 წელს, ის აცხადებდა, რომ საქართველოს ხელისუფლების შეცვლით, აფხაზეთთან დაკავშირებით სიტუაცია არ შეიცვლებოდა, რადგან აფხაზეთმა უკვე გააკეთა თავისი არჩევანი და ეს არის რუსეთთან ინტეგრაცია... თუმცა, შემდეგ ხაჯიმბას პოლიტიკაც გააპროტესტა.

"რა დამოკიდებულებაც დასავლეთს აქვს რუსეთის მიმართ, ისეთივე დამოკიდებულება აქვს საქართველოს. ამიტომ რადიკალური ცვლილებები რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური კუთხით მოსალოდნელი არ არის," - ამბობდა აგრბა.

ის ასევე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რამდენიმე წლის წინ ხაჯიმბას პირადი მძღოლის ასტამურ ჯოპუას ქმედება გააპროტესტა და განაცხადა, რომ გავლენიანმა აფხაზმა 14 წლის გოგონაზე იძალადა.

"იტალიურ "კოზა ნოსტრაში" ვცხოვრობთ თითქმის 30 წელია და ახლა გამოჩნდნენ "მხსნელები". დაფინანსება მოაკლდათ და ახმაურდნენ... რამდენიმე დღის წინ, გოგონა გახდა ცუდად სოხუმის სკოლაში და სასწრაფომ გაურკვეველი ნივთიერებით ინტოქსიკაცია დაუდგინა... შემდეგ ყველა გაჩუმდა, თუმცა, მაინც ყველამ იცის, რომ გოგონა სკოლაში ვეღარასდროს დაბრუნდება, რადგან რაღაც ტაბლეტების მიღების შემდეგ გადარჩა, მაგრამ მეტყველება დაერღვა... ამ მდგომარეობაში კი, ის სწავლას ვერ გააგრძელებს, მას თანატოლები და მასწავლებლები არ მიიღებენ, დაცინვას დაუწყებენ" - წერს ანია ფიფია.

"სააფთიაქო ნარკომანიამ მოიცვა სკოლები და ესენი სოხუმში ჰესის აშენებით გვიპირებენ გადარჩენას, სადაც 25 კაცი დაასაქმეს," - წერს ლუიზა ბჟანია.

"ქართველებმა ომის დროს ბიბლიოთეკა გაგვინადგურესო, გაჰყვირით ამდენი წელია და რაც გადარჩა, ის წიგნებიც კი დაობდა უპატრონობისგან... ვიღას აინტერესებს წიგნი და განათლება. ვითომ პოლიტიკოსებმა ყველაფერი მოსპეთ, დაამახინჯეთ და გაანადგურეთ ამ ქვეყანაში. ერთმანეთთან ჭიდილს და დაპირისპირებას გადააყოლეთ თაობები... საინტერესოა, ვის წამოაყენებთ კანდიდატად?! იმ 31 კაციდან, თითქმის არავის აქვს სუფთა წარსული, ნარკომანია და კორუფცია მემკვიდრეობითი გახადეთ... გავიგეთ, რომ რუსეთმა 50 წლით დაგვხია უკან, მაგრამ ვერც იმაზე ჩამოყალიბდით, რა გზით უნდა ვიაროთ გადარჩენისკენ. იმ რუსეთის ბიუჯეტით იკვებებოდით წლები და ახლა იმიტომ ხართ ასეთ დღეში, რომ რუსეთი დაფინანსებას ამცირებს," - მიაჩნია სოხუმელ ლადო კიჩბას.

რამდენიმე დღის წინ, აფხაზური მედია წერდა, რომ მომავალი წლიდან რუსეთი აფხაზეთს დაფინანსებას უმცირებს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ხელფასებსა და პენსიებზე აისახება, ამან კი მათში პროტესტი გამოიწვია.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი