პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექიმის კომენტარი კოკო გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
ექიმის კომენტარი კოკო გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

ალექ­სან­დრე ალა­დაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კის კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის ლე­ვან ბე­სე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია კლი­ნი­კა­ში ჰი­პო­ვო­ლე­მი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და სტე­ნო­კარ­დი­ის დი­აგ­ნო­ზით შე­იყ­ვა­ნეს.

„კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია შე­მოყ­ვა­ნილ იქნა კრი­ტი­კუ­რი მე­დი­ცი­ნის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში 13:50 სა­ათ­ზე დი­აგ­ნო­ზით ჰი­პო­ვო­ლე­მი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და სტე­ნო­კარ­დია. პა­ცი­ენ­ტი მო­თავ­სე­ბუ­ლია კარ­დი­ო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, იგეგ­მე­ბა გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი, რო­მელ­თა შე­დე­გე­ბი­თაც გა­ნი­სა­ზღვრე­ბა შემ­დე­გი ტაქ­ტი­კა. პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ ეტაპ­ზე და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა შიმ­ში­ლო­ბის შე­საძ­ლო გაგ­რძე­ლე­ბას, ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბის შემ­დეგ, შიმ­ში­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა არა­სა­სურ­ვე­ლია", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ბე­სე­ლი­ამ.

კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას თა­ნა­პარ­ტი­ე­ლის, მალ­ხაზ გორ­გას­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა დარ­ჩეს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მე-11 დღეა პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მკვლე­ლო­ბის გა­მო­ძი­ე­ბის მო­თხოვ­ნით შიმ­ში­ლო­ბენ ცოტ­ნე და კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ე­ბი. ამ შიმ­ში­ლო­ბამ გა­მო­ი­ღო მძი­მე შე­დე­გი და მძი­მედ აი­სა­ხა მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. დღეს დი­ლით ცუ­დად იგ­რძნო თავი და გა­და­ვიყ­ვა­ნეთ კლი­ნი­კა­ში, ჩა­უ­ტარ­და მრა­ვალ­მხრი­ვი გა­მოკ­ვლე­ვა. შე­დე­გე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი და მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მო­მა­ვალ ქმე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა დარ­ჩეს მათი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ", - გა­ნა­ცხა­და გორ­გას­ლი­ძემ.

პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან შიმ­ში­ლო­ბას გა­ნაგ­რძობს ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 31 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე 25-წლი­ა­ნი ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვადა იწუ­რე­ბა. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი ვა­დის გა­ხან­გრძლი­ვე­ბის მო­თხოვ­ნით შიმ­ში­ლო­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ცოტ­ნე და კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ე­ბი. საქ­მის ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვა­დის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე პარ­ლა­მენ­ტი თა­ნახ­მაა და სა­კი­თხზე დღე­ი­დან დაჩ­ქა­რე­ბუ­ლად იმ­სჯე­ლებს, თუმ­ცა პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ოჯა­ხი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფის შექ­მნა­საც ითხოვს.

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია 1993 წლის 31 დე­კემ­ბერს, გამ­თე­ნი­ი­სას, სა­მეგ­რე­ლოს სო­ფელ ხი­ბუ­ლა­ში გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ექიმის კომენტარი კოკო გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

ექიმის კომენტარი კოკო გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელის ლევან ბესელიას განცხადებით, კონსტანტინე გამსახურდია კლინიკაში ჰიპოვოლემიური მდგომარეობისა და სტენოკარდიის დიაგნოზით შეიყვანეს.

„კონსტანტინე გამსახურდია შემოყვანილ იქნა კრიტიკური მედიცინის განყოფილებაში 13:50 საათზე დიაგნოზით ჰიპოვოლემიური მდგომარეობა და სტენოკარდია. პაციენტი მოთავსებულია კარდიოლოგიურ განყოფილებაში, იგეგმება გაფართოებული გამოკვლევები, რომელთა შედეგებითაც განისაზღვრება შემდეგი ტაქტიკა. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება შიმშილობის შესაძლო გაგრძელებას, ასეთი მდგომარეობის შემდეგ, შიმშილობის გაგრძელება არასასურველია", - განაცხადა ლევან ბესელიამ.

კონსტანტინე გამსახურდიას თანაპარტიელის, მალხაზ გორგასლიძის განცხადებით, ექიმები ამბობენ, რომ ის აუცილებლად უნდა დარჩეს სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ.

„მოგეხსენებათ, მე-11 დღეა პროკურატურასთან ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით შიმშილობენ ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები. ამ შიმშილობამ გამოიღო მძიმე შედეგი და მძიმედ აისახა მის ჯანმრთელობაზე. დღეს დილით ცუდად იგრძნო თავი და გადავიყვანეთ კლინიკაში, ჩაუტარდა მრავალმხრივი გამოკვლევა. შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი და მივიღებთ გადაწყვეტილებას მომავალ ქმედებებთან დაკავშირებით. ექიმები ამბობენ, რომ ის აუცილებლად უნდა დარჩეს მათი მეთვალყურეობის ქვეშ", - განაცხადა გორგასლიძემ.

პროკურატურასთან შიმშილობას განაგრძობს ცოტნე გამსახურდია.

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე 25-წლიანი ხანდაზმულობის ვადა იწურება. სწორედ აღნიშნული ვადის გახანგრძლივების მოთხოვნით შიმშილობენ პროკურატურასთან ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები. საქმის ხანდაზმულობის ვადის გაგრძელებაზე პარლამენტი თანახმაა და საკითხზე დღეიდან დაჩქარებულად იმსჯელებს, თუმცა პირველი პრეზიდენტის ოჯახი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნასაც ითხოვს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს, გამთენიისას, სამეგრელოს სოფელ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი