სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
24 დეკემბერს არტემ ერქომაიშვილის სახელობის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება
24 დეკემბერს არტემ ერქომაიშვილის სახელობის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება

2018 წლის 24 დე­კემ­ბერს, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ილია II ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, ფონ­დი „ქარ­თუ­ლი გა­ლო­ბა“ გას­ცემს არ­ტემ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ას ქარ­თუ­ლი სა­ეკ­ლე­სიო გა­ლო­ბის სფე­რო­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვე­ბი­სათ­ვის. კონ­კურ­სი 2016 წლი­დან ყო­ველ წლი­უ­რად იმარ­თე­ბა.

24 დე­კემ­ბერს,19:00 სა­ათ­ზე, სას­ტუმ­რო „რა­დი­სონ ბლუ ივე­რი­ა­ში“ (მის:პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­და­ნი 1) ქარ­თუ­ლი გა­ლო­ბის მკვლე­ვა­რე­ბი სამ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში და­ჯილ­დოვ­დე­ბი­ან: სა­უ­კე­თე­სო ფუნ­და­მენ­ტუ­რი კვლე­ვა (ფუ­ლა­დი პრე­მია 4000 ლარი), სა­უ­კე­თე­სო გა­მო­ყე­ნე­ბი­თი კვლე­ვა (ფუ­ლა­დი პრე­მია 4000 ლარი) და სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რდუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მი (ფუ­ლა­დი პრე­მია 2000 ლარი).

არ­ტემ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლი უწყვე­ტი ძვე­ლი ქარ­თუ­ლი სამ­გა­ლობ­ლო ტრა­დი­ცი­ის ბოლო წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. ის იყო სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, ლოტ­ბა­რი, გუ­რუ­ლი სიმ­ღე­რის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი მცოდ­ნე და უკა­ნას­კნე­ლი სრუ­ლი მგა­ლო­ბე­ლი, რო­მელ­მაც ზე­პი­რად იცო­და ათა­სო­ბით სა­გა­ლო­ბე­ლი. ქარ­თუ­ლი გა­ლო­ბის სამი შტო­დან ერთ-ერ­თის - შე­მოქ­მე­დის სკო­ლის უნი­კა­ლუ­რი გა­ლო­ბა, ძი­რი­თა­დად, სწო­რედ არ­ტემ ერ­ქო­მა­იშ­ვილ­მა შე­მო­უ­ნა­ხა მსოფ­ლიო კულ­ტუ­რას.

ფონ­დი „ქარ­თუ­ლი გა­ლო­ბა“ 2012 წელს და­არ­სდა და მიზ­ნად ისა­ხავს ქარ­თუ­ლი გა­ლო­ბა-სიმ­ღე­რი­სა და ტრა­დი­ცი­უ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა დარ­გე­ბის თა­ნად­გო­მას, მათი გან­ვი­თა­რე­ბა-პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა და მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვე­ბის ხელ­შე­წყო­ბას, ამ სფე­რო­ში ახალ­გაზ­რდო­ბის უფრო მეტი ჩარ­თუ­ლო­ბი­სათ­ვის სტი­მუ­ლის მი­ცე­მას. არ­ტემ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­აც სწო­რედ ამ მიზ­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

24 დეკემბერს არტემ ერქომაიშვილის სახელობის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება

24 დეკემბერს არტემ ერქომაიშვილის სახელობის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება

2018 წლის 24 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით, ფონდი „ქართული გალობა“ გასცემს არტემ ერქომაიშვილის სახელობის პრემიას ქართული საეკლესიო გალობის სფეროში შესრულებული მეცნიერული კვლევებისათვის. კონკურსი 2016 წლიდან ყოველ წლიურად იმართება.

24 დეკემბერს,19:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ (მის:პირველი რესპუბლიკის მოედანი 1) ქართული გალობის მკვლევარები სამ ნომინაციაში დაჯილდოვდებიან: საუკეთესო ფუნდამენტური კვლევა (ფულადი პრემია 4000 ლარი), საუკეთესო გამოყენებითი კვლევა (ფულადი პრემია 4000 ლარი) და საუკეთესო ახალგაზრდული სამეცნიერო ნაშრომი (ფულადი პრემია 2000 ლარი).

არტემ ერქომაიშვილი უწყვეტი ძველი ქართული სამგალობლო ტრადიციის ბოლო წარმომადგენელია. ის იყო საზოგადო მოღვაწე, ლოტბარი, გურული სიმღერის ერთ-ერთი გამორჩეული მცოდნე და უკანასკნელი სრული მგალობელი, რომელმაც ზეპირად იცოდა ათასობით საგალობელი. ქართული გალობის სამი შტოდან ერთ-ერთის - შემოქმედის სკოლის უნიკალური გალობა, ძირითადად, სწორედ არტემ ერქომაიშვილმა შემოუნახა მსოფლიო კულტურას.

ფონდი „ქართული გალობა“ 2012 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ქართული გალობა-სიმღერისა და ტრადიციული ხელოვნების სხვა დარგების თანადგომას, მათი განვითარება-პოპულარიზაციისა და მეცნიერული კვლევების ხელშეწყობას, ამ სფეროში ახალგაზრდობის უფრო მეტი ჩართულობისათვის სტიმულის მიცემას. არტემ ერქომაიშვილის სახელობის პრემიაც სწორედ ამ მიზნებს ემსახურება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება