აჭარაში გრიპის ვირუსით 53 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, 53 წლის ქალი რამდენიმე დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
„პაციენტი საავადმყოფოში 17 დეკემბერს შემოიყვანეს. მას გრიპის გართულებული ფორმა ჰქონდა, ამიტომ სასწრაფოდ რეანიმაციულ განყოფილებაში მოვათავსეთ. სამწუხაროდ, დღეს გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით “ა“ ტიპის ვირუსი დაუდგინდა, თუმცა დამატებით კვლევები ლაბორატორიაში მიმდინარეობს", - განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე გია კიკაბიძემ.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისათვის აჭარაში გრიპის H1N1 ვირუსის სამი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, გრიპის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე ექიმს დაუყოვნებლივ მიმართონ.