სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მისწერა მუამარ კადაფის შვილმა ვლადიმერ პუტინს - "ბლუმბერგი" საიდუმლო გზავნილზე
რა მისწერა მუამარ კადაფის შვილმა ვლადიმერ პუტინს - "ბლუმბერგი" საიდუმლო გზავნილზე

ლი­ბი­ის ყო­ფი­ლი ლი­დე­რის, მუ­ა­მარ კა­და­ფის შვი­ლი საიფ ალ-ის­ლამ კა­და­ფი პო­ლი­ტი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რის­თვის რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს მი­მარ­თავს. ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა „ბლუმ­ბერ­გი“ წერს.

სა­ა­გენ­ტოს წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, საიფ ალ-ის­ლამ კა­და­ფი დე­კემ­ბრის პირ­ველ რი­ცხვებ­ში რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებს და შუა აღ­მო­სავ­ლეთ­სა და აფ­რი­კა­ში პუ­ტი­ნის სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გე­ნელს მი­ხა­ილ ბოგ­და­ნოვს შეხ­ვდა. მათი სა­შუ­ა­ლე­ბით პუ­ტინს გა­უგ­ზავ­ნა წე­რი­ლი, სა­დაც აღ­ნიშ­ნავს, რომ სურს, ლი­ბი­ის ლი­დე­რი გახ­დეს და კრემლს მხარ­და­ჭე­რას სთხოვს.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯერ კი­დევ ცოტა ხნის წინ ყვე­ლა მი­იჩ­ნევ­და, რომ კრემ­ლი ხელს უწყობ­და ლი­ბი­ის ეროვ­ნუ­ლი არ­მი­ის ფელდმარ­შალს ხა­ლი­ფა ჰაფ­თარს, რო­მელ­საც, კა­და­ფის შვი­ლის მსგავ­სად, პრე­ზი­დენ­ტო­ბა სურს. ჰაფ­თა­რი მოს­კოვ­ში რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­ვი­და. "ბლუმ­ბერ­გი" წერს, რომ კრემლს არ მი­უ­ღია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ვის და­უ­ჭერს მხარს.

ხა­ლი­ფა ჰაფ­თა­რი

სა­ა­გენ­ტო აღ­ნიშ­ნავს, რომ ახლა რუ­სეთს აქვს შან­სი, რე­გი­ონ­ში სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ე­ბი გა­ამ­ყა­როს. ეს კრემლს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ხელი მო­ა­წე­როს ნავ­თო­ბის რამ­დე­ნი­მე მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის კონ­ტრაქ­ტებს, ასე­ვე - აა­შე­ნოს ახა­ლი სამ­ხედ­რო ბაზა ხმელ­თა­შუა ზღვას­თან.

გა­ე­რო გეგ­მავს, 2019 წელს ლი­ბი­ა­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო და სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ა­ტა­როს, რათა ქვე­ყა­ნა „ჩი­ხი­დან გა­მო­ვი­დეს“. „ბლუმ­ბერ­გი“ აღ­ნიშ­ნავს, რომ კა­დაფს პრე­ზი­დენ­ტო­ბის­თვის ბრძო­ლის შან­სი აქვს, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მას­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ხლის სა­მარ­თლის ძებ­ნაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. მას კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­შე ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­ში დე­ბენ ბრალს.

საიფ ალ-ის­ლამ კა­და­ფი

საიფ ალ-ის­ლა­მის მამა, მუ­ა­მარ კა­და­ფი ლი­ბი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში 1969 წელს მო­ვი­და, რო­დე­საც მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ქვე­ყა­ნა­ში მეფე იდ­რის პირ­ვე­ლის მო­ნარ­ქია და­ამ­ხეს. კა­და­ფი ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლად მომ­დევ­ნო 42 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩა. ის 2011 წელს გა­და­ა­ყე­ნეს, ამ­ბო­ხე­ბუ­ლებ­მა კა­და­ფი ჯერ მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს, შემ­დეგ კი მოკ­ლეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

რა მისწერა მუამარ კადაფის შვილმა ვლადიმერ პუტინს - "ბლუმბერგი" საიდუმლო გზავნილზე

რა მისწერა მუამარ კადაფის შვილმა ვლადიმერ პუტინს - "ბლუმბერგი" საიდუმლო გზავნილზე

ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის შვილი საიფ ალ-ისლამ კადაფი პოლიტიკური მხარდაჭერისთვის რუსეთის პრეზიდენტს მიმართავს. ამის შესახებ გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს.

სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, საიფ ალ-ისლამ კადაფი დეკემბრის პირველ რიცხვებში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს მიხაილ ბოგდანოვს შეხვდა. მათი საშუალებით პუტინს გაუგზავნა წერილი, სადაც აღნიშნავს, რომ სურს, ლიბიის ლიდერი გახდეს და კრემლს მხარდაჭერას სთხოვს.

გამოცემის ინფორმაციით, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ყველა მიიჩნევდა, რომ კრემლი ხელს უწყობდა ლიბიის ეროვნული არმიის ფელდმარშალს ხალიფა ჰაფთარს, რომელსაც, კადაფის შვილის მსგავსად, პრეზიდენტობა სურს. ჰაფთარი მოსკოვში რამდენჯერმე ჩავიდა. "ბლუმბერგი" წერს, რომ კრემლს არ მიუღია გადაწყვეტილება, ვის დაუჭერს მხარს.

ხალიფა ჰაფთარი

სააგენტო აღნიშნავს, რომ ახლა რუსეთს აქვს შანსი, რეგიონში საკუთარი პოზიციები გაამყაროს. ეს კრემლს საშუალებას მისცემს ხელი მოაწეროს ნავთობის რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტებს, ასევე - ააშენოს ახალი სამხედრო ბაზა ხმელთაშუა ზღვასთან.

გაერო გეგმავს, 2019 წელს ლიბიაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს, რათა ქვეყანა „ჩიხიდან გამოვიდეს“. „ბლუმბერგი“ აღნიშნავს, რომ კადაფს პრეზიდენტობისთვის ბრძოლის შანსი აქვს, იმის მიუხედავად, რომ მასზე საერთაშორისო სისხლის სამართლის ძებნაა გამოცხადებული. მას კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებებში დებენ ბრალს.

საიფ ალ-ისლამ კადაფი

საიფ ალ-ისლამის მამა, მუამარ კადაფი ლიბიის ხელისუფლებაში 1969 წელს მოვიდა, როდესაც მისი ხელმძღვანელობით ქვეყანაში მეფე იდრის პირველის მონარქია დაამხეს. კადაფი ქვეყნის მმართველად მომდევნო 42 წლის განმავლობაში დარჩა. ის 2011 წელს გადააყენეს, ამბოხებულებმა კადაფი ჯერ მძევლად აიყვანეს, შემდეგ კი მოკლეს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე